განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2018
საქმის ნომერი
010141318700060650
ინსტანცია
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0-----------------

საქმე №1/ბ-1094-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორ - ლ-----------–---ის,მსჯავრდებულ - მ-------------ძის,ადვოკატ - ქ--------------–--ლის მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ-------------ძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ---------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------სს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–--------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით:

 

მ-------------ძეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ქ-------–---------------------–--ს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 ნოემბრის განაჩენით მ-------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 26 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2008 წლის 12 იანვარს დაახლოებით 00:00 საათიდან 12:00 საათამდე შუალედში, მ-------------ძემ ფარულად შეაღწია ქ------–--–-----------–--------------------------------–--------------------ნაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ძვირფასი თვლებით გაწყობილ ოთხ ცალ ოქროს ბეჭედს - ღირებულს 900 ლარად, ოქროს ძეწკვს კულონთან ერთად - ღირებულს 1000 ლარად, მამაკაცის ტყავის ე.წ. „პლაშს“ - ღირებულს 300 ლარად, მამაკაცის „კურტკა-დუბლიონკას“ - ღირებულს 200 ლარად, ფულად თანხას 500 ლარის ოდენობით, „ელენბერგის“ ფირმის ტელევიზორს თავისივე „ელენბერგის“ ფირმის დივიდი ვიდეო გამშვებით - ღირებულს 400 ლარად, „ფილიფსის“ ფირმის რადიო ტელეფონს - ღირებულს 100 ლარად, „საგემის“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატს - ღირებულს 50 ლარად და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას და პირად ნივთებს, საერთო ჯამში ღირებულს 550 ლარად. რის შემდეგაც მ-------------ძემ ნაქურდალი ნივთებიდან „საგემის“ ფირმის 355727010148632 იმეი კოდის მქონე მობილური ტელეფონის აპარატი სომხეთის რესპუბლიკაში გასაღების მიზნით გადასცა თავის ნაცნობს, გ--------------------------–--ეს, ხოლო დანარჩენი ნაქურდალი ნივთები გადამალა ძიებით დაუდგენელ ადგილას. მ-------------ძემ აღნიშნული ქმედებით თამაზ რასოევს მიაყენა 4000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით მ-------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, მ-------------ძე დაკავებულ იქნა 2017 წლის 25 ოქტომბერს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ-------------ძემ და მისმა ადვოკატმა რ--------–-–---–მა. დაცვის მხარემ წარმოდგენილი საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ-------------ძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2018 წლის 24 სექტემბერს, ქ-------–---------------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----------–---მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ მ-------------ძის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე; კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა შემდეგი:

 

მ-------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლისა და 8 (რვა) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მ-------------ძეს 1/4-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა ლ-----------–---მა, მსჯავრდებულმა მ-------------ძემ და მისმა ადვოკატმა ქ--------------–--ლმა.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა ჩადენილი დანაშაულისათვის მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე; აგრეთვე საჯარო ინტერესები, კერძოდ, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზანი და მსჯავრდებულთან გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 6792-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული მ-------------ძე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული მ-------------ძე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 6793-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ჯ--–--------------–---–----------------------------------------–--ის ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; „ჯეოსელიდან“ მიღებული ინფორმაციით; გ------------–აძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით; მ-------------ძის მიმართ გამოტანილი 2001 წლის 21 ნოემბრის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ მ-------------ძემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მას განემარტა, რომ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად.

წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 6794-ე მუხლით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6791-6796-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დაკმაყოფილდეს პროკურორ ლ-----------–---ის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ მ-------------ძეს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში;

 

მ-------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, მ-------------ძეს 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლისა და 8 (რვა) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მ-------------ძეს 1/4-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და საქართევლოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მ-------------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 25 ოქტომბრიდან.

 

მ-------------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

პირობითი მსჯავრის პერიოდში, კონტროლი და მეთვალყურეობა მ-------------ძის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ზიანის ანაზღაურების შესახებ დაზარალებულს უფლება აქვს იდავოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენის გასაჩივრება შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6796-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე