განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
010210018002517396
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018002517396

საქმე 2/ბ-745-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): შ-- ,,უ---------–-“

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე): თ------ ხ--–-–---–-

დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 28 ივნისს, შ-- ,,უ---------–--“ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა თ------ ხ--–-–---–- და სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით, შ-- ,,უ---------–-” უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

სასამართლომ მიუთითა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (საერთო განსჯადობა).

ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო (განსაკუთრებული განსჯადობა).

სარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან.

საქმის მასალებიდან არ ირკვევა და არც მოსარჩელე მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილი არის - ქ. ბათუმი.

ისეთ პირობებში, როდესაც მოვალის (მოპასუხის) საცხოვრებელი ადგილი და ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არის ქ.---------------------------------------------------- ხოლო ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ადგილი არ არის ქ. ბათუმი, შეუძლებელია აღძრული სარჩელის ფარგლებში განსჯად სასამართლოდ ჩაითვალოს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

მიუხედავად სესხის ხელშეკრულებაში მითითებული შეთანხმებისა, სესხის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, განსჯადია ის სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განხორციელდა კრედიტის გაცემა და სადაც რეალურად ხორციელდებოდა ვალდებულების შესრულება - მოვალის მიერ თანხის გადახდა.

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელე ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კრედიტის გაცემა და შემდგომ, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება, ანუ თანხის გადახდა ხორციელდებოდა, სწორედ იმ ადგილზე, სადაც სარჩელია წარდგენილი. ამგვარი გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება და ამაზე, არც მოსარჩელე მიუთითებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის „5“ პუნქტის მიხედვით, სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

აღნიშნული ნორმის განმარტების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციად იგულისხმება ის მეწარმე სუბიექტი, რომლის საქმიანობის ძირითადი საგანია მიკროსესხების გაცემა.

ვინაიდან, შ-- "უ---------–-" მისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, ეწევა მიკროსესხების გაცემას, ფაქტობრივად მიკროსაფინანსო დაწესებულებაა, ამასთან, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ქ-----------–- და საქმეც რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.

საქართველოს კოსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186.1. მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლომ დაადგინა, რომ შ-- "უ---------–-"-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის მიღებაზე და განემარტოს, რომ აღნიშნული სარჩელით მიმართოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შ-- ,,უ---------–-ს“ დირექტორმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ხელშეკრულებისს 12.3 და 13.8 პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ სსკ-ის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვითაც, დავას სასამართლო განიხილავდა ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით.

მხარეთა მიერ ხელშეკრულების შესრულების ადგილი განისაზღვრა გამსესხებლის იურიდიული ადგილსამყოფელი, რომელიც იმავდროულად კრედიტორის ფაქტობრივი ადგილსამყოფელიცაა.

შესაბამისად, განსჯად სასამართლოს ბათუმის საქალაო სასამართლო წარმოადგენს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელშეკრულებაში არ იქნებოდა დათქმა, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილია გამსესხებლის (კრედიტორის) ადგილსამყოფელი, განსჯადი მაინც ბათუმის საქალაქო სასამართლო იქნებოდა, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ შესრულების საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფლის მიხედვით, თუმცა, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო იმ მოტივით, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვეოდა, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილი იყო ქ.ბათუმი.

ვინაიდან, შ-- ,,უ---------–-“, ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად არ არის რეგისტრირებული საქართველოს ეროვნულ ბანკში და არ წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, შესაბამისად, მის მიმართ ვერ გავრცელდება სსკ-ის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ივნისს, შ-- ,,უ---------–--“ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა თ------ ხ--–-–---–- და სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით, შ-- ,,უ---------–-” უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა განსჯადობის საკითხი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები, სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულდეს (განსაკუთრებული განსჯადობა).

საქმეში განთავსებული, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 12.3 და 13.8 პუნქტის თანახმად, სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია გამსესხებლის იურიდიული მიმართი.

სესხის ხელშეკრულების, ასევე სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შ-- ,,უ---------–-ს” (გამსესხებლის) იურიდიული მისამართია ქ----------------------–--------------–------------------

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, შ-- ,,უ---------–-ს” ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, მისი იურიდიული მისამართის შესაბამისია, რაც მითითებული იქნა კიდეც სარჩელში.

იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი განისაზღვრა გამსესხებლის იურიდიული მისამართი, რაც ქ---------–------------------------–------- და იმავდროულად კრედიტორის ფაქტობრივი ადგილსამყოფელიცაა, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემული დავის განხილვაზე განსჯად სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლო წარმოადგენს.

ხელშეკრულებაში შესრულების ადგილად კრედიტორის იურიდიული მისამართის მიუთითებლობის შემთხვევაშიც კი, განსჯად სასამართლოდ მაინც ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩაითვლება, ვინაიდან, ყოველგვარი ბუნდოვანების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით განსაზღვრა ფულადი ვალდებულების შესრულების წესი და ადგილი, რომლის მიხედვითაც, შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფლის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით.

წარდგენილი სარჩელის თანახმად, დავის საგანია ფულადი ვალდებულების შესრულება.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო კრედიტორის (მოსარჩელეს) ადგილსამყოფელის მიხედვით, რაც ქ. ბათუმია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაზიარებული ვერ იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოცემული სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესის, კერძოდ მოპასუხის-თ.ხ--–-–---–-ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მჯელობას, რომლითაც განიმარტა სსკ-ის მე-16.5 მუხლი.

აღნიშნული ნორმის თანახმად, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაკუთრებულ განსჯადობას დაექვემდებარა სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობენ საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან.

ის, თუ რომელი იურიდიული პირი შეიძლება ჩაითვალოს სსკ-ის 16.5 მუხლში მითითებული სტატუსის მქონე სუბიექტად, განსაზღვრავს „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონი.

ამ კანონის მიხედვით, საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების სტატუსის მინიჭება და ლიცენზიის გაცემა ხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და სტსტუსმინიჭებული დაწესებულება რეგისტრირდება სპეციალურ რეესტრში, რომელიც საჯაროა.

ვინაიდან, შ-- ,,უ---------–-” არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეესტრში რეგისტრირებულ სპეციალურ სუბიექტს, ის ფაქტი, რომ თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ახდებს კრედიტების გაცემას, ვერ მიიჩნევა სსკ-ის 16.5 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირად.

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინება დაუსაბუთებელია, ხოლო კერძო საჩივარი მისი გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისათვის, არასწორად იმსჯელა განსჯადობაზე, რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლებიდან გამომდინარე დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებს, ეს საკითხები სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა.

იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის შემოწმება და მის განხილვა-გადაწყვეტა პირველი ინსტანციის სასამართლოს კომპეტენციაა, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოცემული საქმე, სარჩელის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს უფლებამოსილ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ-- ,,უ---------–-ს“ (------------------------------- კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინება;

3. სამოქალაქო საქმე, თ------ ხ--–-–---–-ს წინააღმდეგ, შ-- ,,უ---------–-ს“ სარჩელის დასაშვებობის შემოწმების საპროცესო სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;

4. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე