განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
330100117001846298
ინსტანცია
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001846298

საქმე №1ბ/53-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - და-------------ის

ადვოკატ - ნა----------------–----ის

მსჯავრდებულ - ლე------------ას

მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბე---------–---ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლე------------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 22 დეკემბერს, პირადი N 0----------, ნასამართლევის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–----------------------–--–----------------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ლე------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და დღეისათვის მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ლე------------ას, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

კერძოდ, ლე------------ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2015 წლის 29 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ლე------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2017 წლის 16 იანვარს დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, მეტროსადგურ სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა ლ---- გ-----ია, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ცივი იარაღი - დანა რომელსაც უკანონოდ ატარებდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბე---------–---ამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ლე------------ასათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა მის მიმართ წარსულში არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის მხედველობაში მიღებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, ლე------------ასთვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, რითაც დაიზოგა სახელმწიფო რესურსი. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შეფარდებული სასჯელი იყოს პროპორციული და შესატყვისი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, დანაშაულის ხარისხთან და გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. დადგენილია, რომ ლე------------ა დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, ამდენად, სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული წესით სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის აუცილებლობა, როგორც პირობითი მსჯავრის, ასევე ჯარიმის ნაწილში, ვინაიდან პირობითი მსჯავრის საკითხი უკავშირდება დანაშაულის ჩადენის დროს და არა განაჩენის გამოტანის დროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა ლე------------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნა----------------–----ემ მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლე------------ას მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულს არც აპელანტი ხდის სადავოდ. რაც შეეხება სასჯელს, პალატა იზიარებს აპელანტის მოთხოვნას, რომ ლე------------ას სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, პირობითი მსჯავრის მხედველობაში მიღებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 29 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ლე------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის ვადა იწურებოდა 2017 წლის 29 ოქტომბერს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშული კი, ლე------------ამ ჩაიდინა 2017 წლის 16 იანვარს, ანუ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში. პალატა აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხი დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის დროსთან და არა განაჩენის დადგენის თარიღთან, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი 1 წლის ვადით და ლე------------ას სასჯელი განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს, რომ მსჯავრდებული სრულად ცნობს თავს დამნაშავედ, ინანიებს თავის ქმედებას, პალატას მიზანშეწონილად მიიჩნია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რასაც უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) დღის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბე---------–---ას სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ლე------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) დღის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით და საბოლოო სასჯელის სახედ მსჯავრდებულ ლე------------ას განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) დღის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით.

ლე------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

ლე------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 სექტემბრიდან.

ნივთიერი მტკიცებულება: დანა განადგურდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე