განაჩენი

სისხლის სამართლის 28.09.2018
საქმის ნომერი
330100115702500
ინსტანცია
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3--------------

საქმე №1ბ/843-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის, მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორების - ნ---------------ის, გ---------------–---–ის,ადვოკატების - მ---–-----------–---ის, მ--–------------ვას,მსჯავრდებულ - ა---–------------ვის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა---–------------ვის ადვოკატ მ---–-----------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა---–------------ვის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------–--------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენით:

 

ა---–------------ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ზ------------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ლ--–---------–---–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 2 100 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ლ--–---------–---–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - ჯარიმამ 2 100 ლარის ოდენობით, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ზ------------ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და ა---–------------ვს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 100 ლარის ოდენობით. ა---–------------ვს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2014 წლის 11 დეკემბრიდან, 2014 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ა---–------------ვმა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთი დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2012 წლის ნოემბერში, ქ. თბილისში, ა--–-----------------ში, ა---–------------ვი მოტყუებით დაეუფლა ზ------------ს კუთვნილ 1 200 აშშ დოლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2014 წლის 4 აგვისტოს, დღის საათებში, ქ. თ---–--–------------–-------–ის გამზირი №---თან, ა---–------------ვი მოტყუებით დაეუფლა ლ--–---------–---–ის კუთვნილ 4 500 აშშ დოლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა---–------------ვის ადვოკატმა მ---–-----------–---მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენის გაუქმება და ა---–------------ვის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაცვის მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, საქმეზე არ არის წარმოდეგნილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ ა---–------------ვის ბრალეულობას იმ ქმედების ჩადენაში, რისთვისაც იგი დანმაშავედ იქნა ცნობილი. საქმის მასალებიდან ნათლად იკვეთება, რომ ა---–------------ვს დაზარალებულად ცნობილი პირების - ზ------------ს და ლ--–---------–---–ის მიმართ ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა მათთან სესხის ხელშეკრულების არსებობის საფუძველზე, რაც სრულად გამორიცხავს ა---–------------ვის ბრალდეულობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში. ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ ხასიათის მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ა---–------------ვი მოქმედებდა წინასწარი შეცნობით კონტრაგენტების შეცდომაში შესაყვანად და მოტყუებით ცდილობდა მათი კუთვნილი ფულადი თანხების დაუფლებას, რასაც თაღლითობის შემადგენლობის არსებობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ა---–------------ვმა და მისმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება.

 

პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, სასამართლო სხდომაზე სრული მოცულობით გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ა---–------------ვის მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ა---–------------ვის მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ------------მ განმარტა, რომ გაზეთ ,,ს----------------–-“ ნახა განცხადება ბინის ,,დაგირავების“ თაობაზე, კერძოდ ა---–------------ვი კ---–---------------ში 3000 დოლარად ,,აგირავებდა“ ბინას. იგი დაუკავშირდა განცხადების ავტორს - ა---–------------ვს და მივიდა ბინის სანახავად. ა---–------------ვმა „გირავნობის“ თანხას - 3000 დოლარს, კიდევ 1000 დოლარი დაამატა, თუმცა მოწმისათვის პირობები მაინც მისაღები იყო და გადაწყვიტა მისი ,,დაგირავება“ 4000 დოლარად. ა---–------------ვმა უთხრა, რომ ბინაში მოაწესრიგებდა საპირფარეშოს და რემონტის დასრულების შემდეგ დაახლოებით ორ კვირაში შეძლებდა გადასვლას. პირველ შეხვედრაზე ,,ბეს’’ სახით ა---–------------ვს დაუტოვა 100 აშშ დოლარი, ხოლო მეორე დღეს დამატებით მისცა 1 100 დოლარი. ა---–------------ვმა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დაწერა ხელწერილი, რომ აღნიშნული თანხა აიღო ,,ბეს’’ სახით. დარჩენილ თანხაზე შეთანხმდნენ, რომ გადაუხდიდა სახლის იპოთეკით დატვირთვის შემდეგ. ორი კვირის შემდეგ მეუღლესთან ერთად მივიდა სახლის სანახავად, თუმცა რემონტი კვლავ არ იყო გაკეთებული. ა---–------------ვმა განუმარტა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა და ნოტარიუსთან წასვლა შესთავაზა. ვინაიდან ნოტარიუსი არ დახვდათ, ცოტა ხნით დასხდნენ ,,კაფეში’’, სადაც ა---–------------ვს კიდევ გადასცა 2200 დოლარი. მოგვიანებით კვლავ მივიდნენ ნოტარიუსთან იპოთეკის გასაფორმებლად, თუმცა ნოტარიუსმა უთხრა, რომ ბინა იპოთეკით უკვე იყო დატვირთული და მას დამატებით იპოთეკით ვეღარ დატვირთავდა. ამის შემდეგ ა---–------------ვს მოსთხოვა ,,კაფეში“ გადაცემული 2 200 დოლარის დაბრუნება. ამ უკანასკნელმა გადაცემული თანხიდან მხოლოდ 2 000 დოლარი დაუბრუნა, ხოლო მის მიერ მიცემულ დანარჩენ თანხაზე ნოტარისუთან გააფორმეს სესხის ხელშეკრულება. ასევე ა---–------------ვის შეთავაზებით, ვინაიდან მის ბინაში ვერ გადავიდა, იქირავა ბინა, რისი საფასურიც ა---–------------ვს უნდა გადაეხადა, თუმცა ისე მოხდა, რომ ქირის გადახდაც თავად მოუწია. დაზარალებულმა განმარტა, რომ საერთო ჯამში იმ თანხის ჩათვლით, რასაც ბინის ქირაში იხდიდა, ა---–------------ვს მისთვის დასაბრუნებელი ჰქონდა 4 000 დოლარი. მას ა---–------------ვისთვის გადაცემული ჰქონდა ჯერ 100 დოლარი, შემდეგ 1 100 დოლარი და ბოლოს 2 200 დოლარი, საიდანაც ბრალდებულმა მას დაუბრუნა მხოლოდ 2 000 დოლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ--–---------–---–მა განმარტა, რომ 2014 წლის 4 აგვისტოს ბინის ,,დასაგირავებლად“ მივიდა სამაკლერო ბიუროში, სადაც დახვდა მაკლერი - ნ----. აღნიშნულმა პიროვნებამ მოიძია მისთვის სასურველი ბინა, რომელიც იყო კ---–----- ქუჩაზე, რის შემდეგაც წავიდნენ ხსენებულ მისამართზე და შეხვდნენ ბინის მეპატრონეს - ა---–------------ვს. იგი 4 500 დოლარად ,,აგირავებდა“ ბინას. საცხოვრებელი ფართი ნახვის შემდეგ, ვინაიდან პირობები მისაღები იყო, გადაწყვიტა მისი ,,დაგირავება“. ა---–------------ვს ნაყიდი ჰქონდა გარკვეული სარემონტო მასალები და უთხრა, რომ მოაწესრიგებდა ბინას, რის შემდეგაც, რამდენიმე დღეში, შეძლებდა გადასვლას. მან 100 აშშ დოლარი ,,ბეს’’ სახით წინასწარ გადასცა მეპატრონეს. ბინის დასაგირავებელი თანხის ნაწილი თვითონ ჰქონდა, ნაწილს კი დედა აძლევდა. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები წესრიგში, ა---–------------ვმა დადებითად უპასუხა. ამის შემდეგ დედასთან და ა---–------------ვთან ერთად წავიდა ნოტარიუსთან. მისი (ლ--–---------–---–ის) სურვილი იყო, რომ მომხდარიყო ბინის იპოთეკით დატვირთვა, თუმცა ა---–------------ვმა ბინის იპოთეკით დატვირთვაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სახელმწიფოსთვის თანხის გადახდა მოუწევდა. აღნიშნულზე იგი დათანხმდა და დედამისმა - თ----–---–---–---–-- ნოტარიუსის თანდასწრებით ა---–------------ვთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება. ა---–------------ვს თანხა - 4500 აშშ დოლარი გადასცა მას შემდეგ, რაც ა---–მა ნოტარიუსთან ხელწერილი დაუწერა ბინაში ცხოვრების თაობაზე. რამდენიმე დღეში დაუკავშირდა ა---–------------ვს და უთხრა, რომ უნდოდა ბინაში გადასვლა, რაზედაც ა-----------მა უთხრა, რომ არ ჰქონდა გარემონტებული და ვერ გადავიდოდა. ამის შემდეგ რამდენჯერმე სცადა ა---–------------ვის ბინაში გადასვლა, თუმცა ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზით ა---–ი უარს ეუბნებოდა. ბოლოს ა---–------------ვმა უთხრა, რომ სანამ მის ბინაში გადასვლის საშუალება იქნებოდა, მოეძებნა ბინა ქირით და ქირის ფულს თვითონ გადაუხდიდა. მართლაც დაიქირავა ბინა და გადავიდა. მისი განმარტებით, იუსტიციის სახლში, როდესაც ბავშვების დარეგისტრირებას შეეცადა აღნიშნულ მისამართზე, გაიგო, რომ მის მიერ ,,დაგირავებული“ ა---–------------ვის ბინა იპოთეკით ყოფილა დატვირთული, რის შემდეგაც პოლიციაში მივიდა და განცხადება დაწერა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ა---–------------ვმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, რა დროსაც 2 000 დოლარი დაუბრუნა. მოგვინებით ბინის ქირა 200 დოლარი გადაუხადა და დედის ავადმყოფობის გამო წამლების ფული 100 ლარი გადასცა. ამ შემთხვევის შემდეგ ოჯახს ჰქონდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, დედამისს და შვილებს ოპერაციები დასჭირდათ, რის გამოც უკავშირდებოდა ა---–------------ვს და კვლავ სთხოვდა ფულს, თუმცა ბრალდებული არ აძლევდა, ეჩხუბებოდა და დაემუქრა ,,აქ მოხვალ და ნახავ რაც მოგივაო“. აღნიშნული მუქარის შემდეგ მასთან აღარ მისულა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----–---–---–---–-- განმარტა, რომ ბინის დაგირავებაში ფინანსურად ეხმარებოდა თავის შვილს - ლ--–---------–---–ს. ისინი მაკლერის საშუალებით დაუკავშირდნენ ა---–------------ვს, რომელიც 4500 დოლარად აგირავებდა ბინას. ვინაიდან გადაწყვიტეს აღნიშნული ბინის დაგირავება, წავიდნენ ნოტარიუსთან. ა---–------------ვი ჯერ მხოლოდ თვითონ შევიდა ნოტარიუსთან, შემდეგ კი დაუძახა მას (თ----–---–---–---–ს) და ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მან არ იცის, რა სახის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რადგან არ წაუკითხავს. ამის შემდეგ ა---–------------ვს 4 500 დოლარი გადასცა მისმა შვილმა. ა---–------------ვმა ლ--–---------–---–ს შესთავაზა, რომ სანამ მისი ბინის რემონტი დასრულდებოდა, ბინა ექირავებინა, რის თანხასაც თვითონ გადაიხდიდა. თუმცა, ა---–------------ვმა საბოლოოდ მაინც არ შეუშვა ლ--–---------–---–ი ბინაში და არც ქირას უხდიდა. მოგვიანებით მან გადაცემული თანხიდან მხოლოდ ნაწილი - 2000 დოლარი დაუბრუნა, ხოლო 2500 დოლარი აქვს დასაბრუნებელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- ლ-------- (ფ–---–-–---–ი) განმარტა, რომ 2014 წლის აგვისტოში მისი სამსახურის გვერდით სამაკლერო ოფისში მივიდა ქალბატონი ლ--–-, რომელიც ეძებდა ბინას „დასაგირავებლად“. თავად იმ დროს სრულიად შემთხვევით იყო შესული აღნიშნულ ოფისში და მას შემდეგ, რაც მაკლერებმა უარი განუცხადეს ლ--–-ს დახმარებაზე, გადაწყვიტა ამ ქალბატონს თვითონ დახმარებოდა ბინის მოძებნაში. მან გაზეთ ,,ს----------------–-’’ ნახა ა---–------------ვის განცხადება ბინის ,,დაგირავების“ თაობაზე, რის შემდეგაც დაუკავშირდა ლ--–-ს და შეხვდნენ განცხადების ავტორს. ლ--–- და ა---–------------ვი შეთანხმდნენ, რომ ლ--–- 4 500 დოლარის სანაცვლოდ ორი წლით იგირავებდა ამ ბინას. ა---–------------ვი შეპირდა, რომ შეუქმნიდა საცხოვრებელ პირობებს და ლ--–- რემონტის დასრულების შემდეგ შეძლებდა გადასვლას ბინაში. ა---–------------ვმა ,,ბეს’’ სახით 100 დოლარი გამოართვა ლ--–-ს, ხოლო მის კითხვაზე - ბინა დაყადაღებული ან ,,დაგირავებული“ ხომ არ იყო, ა---–მა უპასუხა, რომ სახლი ,,სუფთა’’ იყო. რამდენიმე დღეში ის, ლ--–-, დედამისი და მათი ნათესავი მივიდნენ ა---–------------ვთან, თვითონ გარეთ ელოდებოდათ და არ იცის, თუ რა საკითხებზე ისაუბრეს შიგნით, თუმცა სახლიდან გამოსულები წავიდნენ ნოტარიუსთან ხელშეკრულების დასადებად. მოწმის განმარტებით, თავად არც ნოტარიუსთან შესულა და არ იცის ლ--–-მ და დედამისმა ა---–------------ვთან რა სახის ხელშეკრულება გააფორმეს. მისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ლ--–-ს ბინა უნდა „დაეგირავებინა“. ნოტარიუსისგან წამოსვლის შემდეგ ლ--–-მ ა---–------------ვს გადასცა თანხა - 4500 დოლარი. მოგვიანებით დაუკავშირდა ლ--–-, რომელმაც უთხრა, რომ ა---–ი სახლში არ უშვებდა და სთხოვა დახმარება. ამის შემდეგ ესაუბრა ა---–------------ვსაც, რომელმაც განუმარტა, რომ მათი ბინაში შეშვება აღარ სურდა, 2 000 დოლარი დაუბრუნა და დარჩენილ თანხასაც აუცილებლად დაუბრუნებდა. მას (ნ---- ლ------ეს) ლ--–---------–---–მა დახმარების სანაცვლოდ 200 დოლარი გადაუხადა.

 

ბრალდებულმა ა---–------------ვმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ზ------------ ავლაბარში ცხოვრობდა და იცნობს, ხოლო ლ--–---------–---–ი თავად მივიდა მასთან და უთხრა, რომ ბინა უნდოდა საცხოვრებლად. საიდან გაიგო ლ--–-მ მის შესახებ, არ იცის. ორივე მათგანთან მხოლოდ სესხის ხელშეკრულება დადო და ბინის ,,დაგირავებაზე“ წინასწარ შეთანხმებულები არ ყოფილან. ლ--–---------–---–მა ფული მანამდე არ მისცა, სანამ ცხოვრების უფლების ხელწერილი არ დაუდო. მას რემონტი ჰქონდა სახლში და ვერ შეუშვა ლ--–---------–---–ი, ხოლო მოგვიანებით თვითონ დაზარალებულმა უთხრა, რომ მისგან არაფერი უნდოდა, უარი თქვა მის ბინაში ცხოვრებაზე და თანხის დაბრუნება მოითხოვა. ა---–------------ვის განმარტებით, ლ--–---------–---–ს 2 500 დოლარი დაუბრუნა. რაც შეეხება ზ------------ს, მას თავიდან ბინის დაგირავება უნდოდა, თუმცა მერე გადაიფიქრა. თვითონ გ----ამ სთხოვა სესხის ხელშეკრულება გამოფორმეო და 3 თვით ასესხა თანხა. მას ყოველთვიურად ხან 500 ლარს უბრუნებდა, ხან - 600 ლარს. ა---–------------ვმა დაადასტურა, რომ იმ პერიოდში მისი სახლი იპოთეკით იყო დატვირთული. მან ასევე განმარტა, რომ იმ დროისთვის სახლს არ ,,აგირავებდა“, გაზეთში ბინის ,,დაგირავების“ თაობაზე განცხადება გაკეთებული არ ჰქონია და არ იცის, თუ რატომ თქვეს დაზარალებულებმა მსგავსი რამ. ა---–------------ვის განმარტებით, არც ლ--–---------–---–ს და არც ზ------------ს სესხის ხელშეკრულებით სარგებელი არ უნდა მიეღოთ. მან არ იცის რატომ ასესხეს თანხა სარგებლის გარეშე. ამასთან აღიარებს, რომ აქვს ლ--–---------–---–ისა და ზ------------ს ვალი და რასაც აუცილებლად დააბრუნებს. მისი განმარტებით, ზ------------ს და ლ--–---------–---–ის მოტყუება არ სურდა.

 

2012 წლის 21 დეკემბრის სანოტარო აქტის თანახმად, ზ------------სა და ა---–------------ვს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ზ------------მ ა---–------------ვს ასესხა 2 000 აშშ დოლარი. მსესხებელმა (ა---–------------ვმა) იკისრა ვალდებულება გამსესხებელს (ზ------------ს) 2013 წლის 21 მარტამდე სრულად დაუბრუნოს თანხა. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ ზ------------ და ა---–------------ვი.

 

გაზეთ ,,სიტყვა და საქმის“ 2012 წლის 27 ნოემბრის ნომერში განთავსებულია განცხადება, რომლის თანახმადაც გირავდება ორ ოთახიანი კერძო სახლი ავლაბარში სამების ეკლესიასთან, ფასი 2500 $. ტელ:---------. საქმის მასალების (მათ შორის სატელეფონო გასაუბრების ოქმის, დაკითხვის ოქმის) თანახმად, ტელეფონის ნომერი - 5--------, ეკუთვნის ა---–------------ვს.

 

2013 წლის 14 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დასტურდება, რომ ქ. თ---–--–-------–---------------ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 0---------------) თანამესაკუთრეები არიან ა---–------------ვი, მ----------------ა და რ---------–-----ნი. შენობა-ნაგებობის საერთო ფართიდან 111.06 მ2-დან ა---–------------ვის წილს შეადგენს 38.3 მ2. ამონაწერის თანახმად, დასტურდება, რომ 2011 წლის 8 ივნისს იპოთეკით დაიტვირთა ა---–------------ვის წილი 38,3 მ2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებებით, 2012 წლის 16 მარტს და ამავე წლის 29 მარტს ყადაღა დაედო აღნიშნულ უძრავ ქონებას, კერძოდ: ა---–------------ვის წილს - 38.3მ2, ხოლო 2012 წლის 3 სექტემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მომართვის საფუძველზე კვლავ მოხდა ქ. თ---–--–-------–---------------ში ა---–------------ვის წილზე (38,3 მ2) ყადაღის რეგისტრაცია.

 

2014 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტის თანახმად, თ----–---–---–---–სა და ა---–------------ვს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც თ----–---–---–---–-- ა---–------------ვს ასესხა 4 500 აშშ დოლარი, რაც იმ დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 7 811.55 ლარს. მსესხებელმა (ა---–------------ვმა) იკისრა ვალდებულება გამსესხებელს (თ----–---–---–---–ს) 2016 წლის 4 აგვისტომდე სრულად დაუბრუნოს თანხა. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ თ----–---–---–---–ი და ა---–------------ვი.

 

2014 წლის 18 აგვისტოს ხელწერილის თანახმად დასტურდება, რომ ა---–------------ვმა ლ--–---------–---–ს თ----–---–---–---–ზე გადასაცემად დაუბრუნა ძირი თანხის ნაწილი - 2000 დოლარი და დასაბრუნებელი დარჩა 2 300 დოლარი. აღნიშნულ ხელწერილს ხელ აწერენ ა---–------------ვი, ლ--–---------–---–ი და თ----–---–---–---–ი.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს, ქონდა თუ არა ა---–------------ვის ქმედებაში ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან თაღლითობა, ე.ი მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ა---–------------ვს დაზარალებულების ზ------------ს და ლ--–---------–---–ის მიმართ აქვს ფინანსური ვალდებულებები. აღნიშნული გარემოება არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. განსახილველ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს - აღნიშნული ფინანსური ვალდებულებების აღებისას ა---–------------ვს ქონდა თუ არა წინასწარ განზრახული მოქალაქეთა კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, მოქედებდა თუ არა ის დაზარალებულებთან სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით, კერძოდ, მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, შეგნებულად შეიყვანა თუ არა დაზარალებულები შეცდომაში.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულების მიერ მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ორივე მათგანი ა---–------------ვს დაუკავშირდა ბინის დაგირავების მიზნით. ბინის ნახვისა და დაგირავების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მათი სურვილი იყო მეპატრონესთან გაფორმებულიყო იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო რემონეტის დასრულების შემდეგ, როგორც ამას თავად მსჯავრდებული პირდებოდა, საცხოვრებლად გადასულიყვნენ მის ბინაში. ა---–------------ვმა ხელშეკრულების გაფორმებამდე ორივე მათგანისგან 100 აშშ დოლარი აიღო „ბეს“ სახით, თუმცა სხვადასხვა მიზეზებით დაზარალებულებს არ მისცა ბინაში გადასვლის საშუალება და იპოთეკის ნაცვლად მათთან გააფორმა სესხის ხელშეკრულებები. ზ------------მ დაადასტურა, რომ ა---–------------ვის მიერ ბინის დაგირავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეიტყო გაზეთ „სიტყვა და საქმიდან“; ხოლო ლ--–---------–---–ი ა---–------------ვს დააკავშირა ნ---- ლ--------, რომელმაც თავის მხრივ გაზეთი გაზეთ „სიტყვა და საქმიდან“ შეიტყო, რომ ა---–------------ვი აგირავებდა ბინას. დაზარალებულების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არის თანმიმდევრული და სრულყოფილი. მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სასამართლოს მისცეს საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენებები. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ზ------------ს და ლ--–---------–---–ის ჩვენებების სხვაგვარად შეფასების საშუალებას მისცემდა და დაადასტურებდა, რომ ა---–------------ვისათვის გადაცემული თანხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით დაზარალებულებმა განახცადეს ცრუ ინფორმაცია.

 

ზ------------ს და ლ--–---------–---–ის ჩვენებები ურთიერთთავსებადი და გამყარებულია ასევე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით. ლ--–---------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია დაადასტურეს მოწმეებმა - თ---–---–---–---–მა და ნ---- ლ--------, რომლებმაც საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები წარმოაჩინეს სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი. მათი განმარტებით, ა---–------------ვის შესახებ გაზეთიდან შეიტყვეს, სადაც ამ უკანასკნელს გამოქვეყნებული ჰქონდა განცხადება ბინის „დაგირავების“ შესახებ. ლ--–---------–---–ს ა---–------------ვისგან სურდა ბინის დაგირავება და ისინი სწორედ ამ მიზნით დაუკავშირდნენ მსჯავრდებულს.

 

ა---–------------ვის მიერ მოტყუებით, სხვისი ქონების მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზანს ადასტურებს საქმეში წარმოდენილი გაზეთ ,,სიტყვა და საქმის“ 2012 წლის 27 ნოემბრის ნომერიც, სადაც მსჯავრდებულს განთავსებული აქვს განცხადება, რომ 2500 აშშ დოლარად აგირავებს ორ ოთახიან კერძო სახლს ავლაბარში, სამების ეკლესიასთან. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, აღნიშნულ განცხადებაზე საკონტაქტო ნომრად მითითებულია ა---–------------ვის ტელეფონის ნომერი. შესაბამისად, დამაჯერებლობას და ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია დაცვის მხარის აპელირება, რომ ა---–------------ვს განცხადება არასოდეს ჰქონია გაკეთებული ბინის დაგირავების შესახებ და დაზარალებულებთან აკავშირებს მხოლოდ სასესხო ვალდებულებები.

 

პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს ა---–------------ვის ჩვენებაზე, სადაც ეს უკანასკნელი ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ ზ------------ და ლ--–---------–---–ი გაზეთში ეძებდნენ მის შესახებ ინფორმაციას, შემდეგ კი მიუთითა, რომ მისთვის უცნობია თუ როგორ დაუკავშირდნენ მას დაზარალებულები. ასევე, ა---–------------ვმა განმარტა, რომ თავდაპირველად ზ------------ს და ლ--–---------–---–ს მის ბინაში ცხოვრება უნდოდათ, თუმცა მერე გადაიფიქრეს. იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებული ვერ ასაბუთებს, თუ რატომ გადაიფიქრეს მის ბინაში გადასვლა დაზარალებულებმა და რა ინტერესი ჰქონდათ - ყოველგვარი სარგებლის გარეშე მისთვის სესხის სახით გადაეცათ ფულადი თანხა, პალატას არ გააჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს დაზარალებულების ჩვენებებში და არ გაიზიაროს მათი განმარტება, რომლის თანახმადაც ისინი ა---–------------ვს დაუკავშირდნენ ბინის დაგირავების მიზნით. სხვა შემთხვევაში სასამართლოსათვის გაურკვეველია, თუ რატომ უნდა მიემართა ა---–------------ვისათვის ორ სრულიად უცნობ პიროვნებას და შეეთავაზებინა მისთვის ფულის სესხება, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით ისინი ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავდნენ. პალატისათვის ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განმარტება, რომ რეალურად თანხის გასესხება იყო პროცენტიანი და ზ------------ და ლ--–---------–---–ი აქედან იღებდნენ სარგებელს, რის შესახებაც სესხის ხელშეკრულებებში არ არის მითითებული და ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულებაც არ ყოფილა წარმოდგენილი.

 

ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა---–------------ვის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის მიერ ა---–------------ვი დამნაშავედ იქნა ცნობილი. წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ ა---–------------ვი მოქმედებადა წინასწარ განზრახული მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ქონებას. კერძოდ, იგი გაზეთში აკეთებდა განცხადებას ბინის „დაგირავების“ თაობაზე, ხოლო შემდეგ დაინტერესებული პირები სხვადასხვა მიზეზით და ხერხით შეჰყავდა შეცდომაში, იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად უფორმებდა სესხის ხელშეკრულებას და აღარ აძლევდა მის ბინაში ცხოვრების შესაძლებლობას. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა---–------------ვის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დაზარალებულებს ნაწილობრივ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი) და დამაძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები, ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროება, ხასიათი, ქმედებების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ა---–------------ვის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევა სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.

 

შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენი ა---–------------ვის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა---–------------ვის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლ--–-დ დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენი;

 

ა---–------------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ზ------------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ლ--–---------–---–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 2 100 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა---–------------ვს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 100 ლარის ოდენობით.

 

ა---–------------ვს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2014 წლის 11 დეკემბრიდან 2014 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი - და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

ა---–------------ვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე