განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2018
საქმის ნომერი
010141318700060642
ინსტანცია
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700060642

საქმე #1ბ/5---17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

რევაზ ნადარაია

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----- მ---------–---–--

მსჯავრდებულის: ე----- ქ--–---ის

ადვოკატის: გ--–- ნ-----–--–---–--

თარჯიმანის: ა---- ს---–----------

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ე----- ქ--–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--–- ნ-----–--–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------): ე----- ს------ ძე ქ--–---ის, დაბადებული 1----–-–------------------------------------------–---–--------------------------------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--------------------–-----------------------------------–------------–-----------------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე----- ქ--–---მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ე----- ქ--–---მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,377 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი”, რომელიც 2016 წლის 05 სექტემბერს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, დ----- ა----–-----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის განაჩენით ე----- ქ--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლით საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

ე----- ქ--–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 05 სექტემბრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე----- ქ--–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–- ნ-----–--–---–მა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისი გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა;

 

აპელანტის განმარტებით სამედიცინო დოკუმენტაციით თითქოსდა (სავარაუდოდ) დასტურდება, რომ მსჯავრდებულ ე----- ქ--–---ს საქართველოში ჩამოსვლის წინა პერიოდში (ანუ 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში) დანიშნული ჰქონდა სამედიცინო მკურნალობა სწორედ იმ სახის ნარკოტიკული საშუალებით, რომლიც მას აღმოაჩნდა პირადი ჩხრეკის დროს, რის გამოც დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ე----- ქ--–---ის და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–- ნ-----–--–---–მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება;

 

ბრალდების მხარემ, პროკურორმა დ----- მ---------–---–მა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი ე----- ქ--–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილში ე----- ქ--–---ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - ე----- ქ--–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე----- ქ--–---ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ა--------–-–---–მა განმარტა, რომ მან 2016 წლის 05 სექტემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ე----- ქ--–---ი იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, რომელიც იმყოფებოდა დ----- ა----–-----–-------------- და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნულის თაობაზე მოწმემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რის საფუძველზეც შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე, რომლებმაც დააკავეს ქ--–---ი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებები.

 

2016 წლის 05 სექტემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ე----- ქ--–---ს პირადი ჩხრეკის შედეგად მის ხელთ არსებული გორგოლაჭებიანი სამგზავრო ჩანთიდან, სადაც მოთავსებული იყო ტანსაცმელი და ჰიგიენური ნივთები, ნანახი და ამოღებული იქნა მუქი ფერის წინდაში მოთავსებული, გამჭვირვალე წებოვანი ლენტით, ერთმანეთზე გადაბმული 24 ცალად თეთრი ფერის ქაღალდში დაფასოებული აბები, თითოეულში ორ-ორი ექვსკუთხა ფორმის მოთეთრო აბი წარწერით N8, ხოლო ერთ შეკვრაში მოთავსებულია 1 ცალი აბი და აბის ნატეხები, საერთო ჯამში 47 ცალი აბი და აბის ნატეხები (ს.ფ. 7-11).

 

2016 წლის 05 სექტემბრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ე----- ქ--–---ი შემოწმებისას არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ (ს.ფ. 26).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ--- ღ-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

2016 წლის 06 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის №1------------ქრ დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი 24 ცალად თეთრ ქაღალდებში დაფასოებული 47 ცალი ტაბლეტისა და ტაბლეტის ნატეხები, საერთო წონით - 18,88 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებსა და ტაბლეტის ნატეხებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა - 0,377 გრამი (ს.ფ. 32-35).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები---- თ------- და გ-------– ქ----–-----, რომლებმაც დაადასტურეს დასკვნის სისწორე და დაეთანხმნენ მას.

 

მოწმეებმა კ-------------------------–---–-------–----------------------------------–------ირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერების თაობაზე. ასევე სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ლ-–------------- გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც მოწმე საუბრობს ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების კანონიერებასა და ოქმების ავთენტურობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------–---–-- ჩვენება არ გამოკვლეულა, ვინაიდან ის მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მას, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დენის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მსჯავრდებულის უდანაშაულობის დადასტურების კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ამ უკანასკნელს სამედიცინო მკურნალობის შედეგად ჰქონდა დანიშნული, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნევს საქმეში არსებულ 2016 წლის 13 მაისის ცნობას პაციენტის ნარკოტიკების მოხმარების და მედიკამენტის საფასურის თანამონაწილეობიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისად აპელანტი თვლის, რომ ნარკოტიკული საშუალება კანონიერად ჰქონდა მსჯავრდებულს პირადი ჩხრეკისას, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

პალატა მითითებული გარემოების შეფასებამდე უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეები სადავო ფაქტობრივ გარემოებებად ამ მიიჩნევენ იმას, რომ 2016 წლის 5 სექტემბერს ე----- ქ--–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 0,377 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინი“, თუმცა სადავო გარემოებად დაცვის მხარე თვლის მხოლოდ იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მსჯავრდებულს სამედიცინო მკურნალობისთვის კანონიერად ჰქონდა პირადი ჩხრეკის დროს, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან როგორც საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული 2016 წლის 13 მაისის ცნობით პაციენტის ნარკოტიკების მოხმარების და მედიკამენტის საფასურის თანამონაწილეობიდან გათავისუფლების შესახებ დგინდება: პაციენტ ე----- ქ--–---ს დაენიშნა მედიკამენტ - SGKEUP, ბუპრენორფინი+ნალოქსენის მოხმარება ერთი თვის ვადით, ვინაიდან იგი ბოროტად მოიხმარდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.

 

მოცემული სამედიცინო დოკუმენტაციის გაანალიზება ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულს ერთ თვიანი მოხმარების უფლებით დაენიშნა მედიკამენტი SGKEUP, ბუპრენორფინი+ნალოქსენი, რომლის ვადის ათვლის წერტილად/თარიღად, როგორც ეს სამედიცინო დოკუმენტაციის ცნობაშია მითითებული, წარმოადგენს 2016 წლის 13 მაისი, შესაბამისად, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების უფლება მსჯავრდებულს გააჩნდა 2016 წლის 13 ივნისამდე. განსახილველ შემთხვევაში კი უტყუარად დგინდება, რომ ე----- ქ--–---ს ქ.თბილისში, დ----- ა----–-----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა 2016 წლის 5 სექტემბერს (ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესახებ ნებართვის ვადის გასვლიდან 2 თვეზე მეტი დროის შემდეგ), რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ნივთიერება, რომელიც წარმოადგენდა ზემოაღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერება და გაანალიზება ცხადყოფს, რომ 2016 წლის 5 სექტემბერის (მაშინ, როდესაც მსჯავრდებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა) მდგომარეობით, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით ე----- ქ--–---ს არ გააჩნდა მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვის უფლება (მათ შორის არც სამედიცინო მკურნალობის მიზნით), ხოლო დაცვის მხარის აპელირება იმასთან მიმართებით, რომ 2016 წლის წლის მაისის თვეში, ვინაიდან, მსჯავრდებულს 2016 წლის 13 მაისიდან 2016 წლის 13 ივნისამდე ჰქონდა მითითებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების უფლება, მას აღნიშნულის გამოყენების უფლება სავარაუდოდ ექნებოდა სექტემბრის თვეშიც, წარმოადგენს საქმის ბედით დაინტერესებული მხარის (დაცვის მხარის) ვარაუდს/პოზიციას, რომლებიც არ არის დადასტურებული არცერთი სხვა მტკიცებულებით (მათ შორის არც სამედიცინო დოკუმენტაციით, მოწმეთა ჩვენებებით და ა.შ.), შესაბამისად, აღნიშნულ ვარაუდებს/პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს.

 

პალატა ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ მსჯავრდებულის მამხილებელი ჩვენებები. მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია, რის გამოც აღნიშნულ პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ე----- ქ--–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ე----- ქ--–---ისათვის დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ე----- ქ--–---ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი; კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მოქმედი რედაქციით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის განაჩენი ე----- ქ--–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ე----- ქ--–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--–- ნ-----–--–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის განაჩენი ე----- ქ--–---ის მიმართ დარჩეს უცვლელად;

 

ე----- ქ--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ;საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლით საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

ე----- ქ--–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 05 სექტემბრიდან.

 

ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნარკოტიკული საშუალება - განადგურდეს.

 

ე----- ქ--–---ის პირადი ნივთები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

რევაზ ნადარაია