განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
090210018002543028
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 090210018002543028

საქმე 2/ბ-816-18 წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): შ-- ,,ფ---------- ს---------“

წარმომადგენელი: ს------ წ------–---–-

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): თ------ ო--–---–-

დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ა-------–------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 13 ივლისს, შ-- ,,ფ----------- ს----------“ სარჩელი აღძრა ა-------–------ს რაიონულ სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა თ------ ო--–---–- და სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა.

ა-------–------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით, შ-- ,,ფ--------- ს---------“ უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

სასამართლომ მიუთითა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (საერთო განსჯადობა). აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარის საცხოვრებელ ადგილად იგულისხმება ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, სადაც მხარე იმყოფება კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელებისას.

ამავე კოდექსის მე-16.5 მუხლის თანახმად, სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მ----------------- ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კ---------ს) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება.

სარჩელზე თანდართული ონლაინ სესხის რეგისტრაციის ინფორმაციის მიხედვით, მოპასუხე ლაშა ლომთაძის, როგორც ფაქტიურ, ასევე რეგისტრაციის მისამართად მითითებულია - ა-------–------, ბ--------–--- – რ---- ქ---- N--, ბ--- 1-, სამუშაო ადგილი და სამუშაო ადგილის მისამართად კი მითითებულია: ა-------, თ---–---, კ------–---- 6-.

ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე ცხოვრობს სარჩელში მითითებულ მისამართზე, სრულიად გაურკვეველია ა-------–------ს რაიონულ სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელის წარდგენა.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე დასაქმებულია ქ. თბილისში, მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეული უნდა იქნას – ქ. თ---–--- და არა სარჩელში მითითებული საცხოვრებელი და რეგისტრაციის მისამართი.

შესაბამისად, მოცემულ დავაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ქალაქ თ---–---ს საქალაქო სასამართლო, ანუ ის სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ცხოვრობს მოპასუხე - თ------ ო--–---–-.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შ-- ,,ფ---------- ს---------ს“ წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის განსახილველად მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული სამუშაო ადგილი საცხოვრებელ ადგილად, რაც კანონის არასწორი განმარტებაა.

პირის სამუშაო ადგილის მისამართი პირდაპირ არ მიუთითებს, რომ ის წარმოადგენს, ასევე საცხოვრებელ ადგილსაც. პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი, მათ შორის სხვადასხვა ქალაქებში და შესაბამისად, ეს არ ნიშნავს, რომ პირის სამუშაო ადგილი ასოცირდება უშუალოდ მის საცხოვრებელ ადგილთან.

ამასთან, მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულების დადებისას, როგორც რეგისტრირებულ, ისე ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ა-------–------, ბ--------–--- – რ---- ქ---- N--, ბ--- 1-.

სსკ-ის 16-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს სარჩელის წარდგენას, არა პირის სამუშაო ადგილის, არამედ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მხოლოდ ის ფაქტი, რომ პიროვნება ერთ ქალაქში მუშაობს, თავისთავად არ ნიშნავს, რომ იმავე ქალაქში ცხოვრობს.

ამდენად, სწორედ ამბროლაურის რაიონული სასამართლო უნდა ჩაითვალოს განსჯად სასამართლოდ, რადგან მოპასუხის ადგილსამყოფელი, როგორც ამას ხელშეკრულებაში უთითებს, არის ამბროლაურის რაიონი.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ივლისს, შ-- ,,ფ----------- ს----------“ სარჩელი აღძრა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა თ------ ო--–---–- და სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით, შ-- ,,ფ--------- ს---------“ უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა განსჯადობის საკითხი.

სარჩელზე თანდართული სესხის ხელშეკრულების თანახმად, 2016 წლის 03 მაისს, შ-- ,,ს--- ლ-------“ და თ------ ო--–---–- შორის ელექტრონული ფორმით დაიდო №--- 9-- სესხის ხელშეკრულება 1-0 ლარზე. ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ თ------ ო--–---–-ს, როგორც რეგისტრაციის, ისე ფაქტობრივი მისამართია ა-------–------, ბ--------–--- – რ---- ქ---- N--, ბ--- 1- (ს.ფ.16).

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერითა და მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს, შ-- „ს--- ლ------“ შეერწყა შ-- „----- კ-------------– ს---- კ---------“, ხოლო 2018 წლის 29 ივნისს, შ-- „----- კ-------------– ს---- კ----------“, მოპასუხის მიმართ №--- 9-- ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნა დაუთმო მოსარჩელეს (ს.ფ.31,34).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მ----------------- ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კ---------ს) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ის, თუ რომელი იურიდიული პირი შეიძლება ჩაითვალოს სსკ-ის 16.5 მუხლში მითითებული სტატუსის მქონე სუბიექტად, განსაზღვრავს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონი.

ამ კანონის მიხედვით, საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მ----------------- ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების− კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების სტატუსის მინიჭება და ლიცენზიის გაცემა ხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და სტატუსმინიჭებული დაწესებულება რეგისტრირდება სპეციალურ რეესტრში, რომელიც საჯაროა.

ეროვნული ბანკის მონაცემთა ბაზის თანახმად, რეო---------–--მდე (შერწყმა), როგორც შ-- ,,ს--- ლ------“, ისე შემდეგში შ-- ,,მ----------------- ო---------–-- კ-------------– ს---- კ---------“, ეროვნული ბანკის რეესტრში რეგისტრირებული სპეციალური სუბიექტებია.

შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მ----------------- ორგანიზაციის მიერ, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის გაცემის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და მოცემული დავის განხილვისას უნდა გავრცელდეს, სსკ-ის 16.5-ე მუხლით გათვალისწინებული განსჯადობის წესები.

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხე თ------ ო--–---–-ს საცხოვრებელ ადგილად მიჩნეული უნდა იქნას დასაქმების ადგილი-ქ. თ---–---, ვინაიდან, საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებით, სამუშაო ადგილი წარმოადგენს პირის მიერ დროებით გამოსაყენებელ ადგილს და არ ნიშნავს პირის საცხოვრებელ ადგილს.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

ვინაიდან, საქმეში განთავსებულ, მხარეთა შორის გაფორმებულ 2016 წლის 03 მაისის №--- 9-- სესხის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ თ------ ო--–---–-ს, როგორც რეგისტრაციის, ისე ფაქტობრივი მისამართია ა-------–------, ბ--------–--- – რ---- ქ---- N--, ბ--- 1-, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ სარჩელი წარდგენილი იქნა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, განსჯადობის წესის დაცვით.

პალატა, ასევე არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი არ არის ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო.

როგორც უკვე აღინიშნა, მოცემული დავა წარმოადგენს სსკ-ის 16.5 მუხლის მიხედვით, განსაკუთრებულ განსჯადობას დაქვემდებარებულს, რაც გამორიცხავს ამავე კოდექსის 21-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-------–------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინება დაუსაბუთებელია, ხოლო კერძო საჩივრის მოთხოვნა მისი გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისათვის, არასწორად იმსჯელა განსჯადობაზე, რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლებიდან გამომდინარე დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებს, ეს საკითხები სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა.

იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის შემოწმება და მის განხილვა-გადაწყვეტა პირველი ინსტანციის სასამართლოს კომპეტენციაა, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს სარჩელის მიღებაზე გაზიარებული ვერ იქნება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმე, სარჩელის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს უფლებამოსილ, ა-------–------ს რაიონულ სასამართლოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ-- ,,ფ---------- ს---------ს“ (წარმომადგენელი - ს------ წ------–---–-) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ა-------–------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინება;

3. სამოქალაქო საქმე, თ------ ო--–---–-ს წინააღმდეგ, შ-- ,,ფ---------- ს---------ს“ სარჩელის დასაშვებობის შემოწმების საპროცესო სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს ა-------–------ს რაიონულ სასამართლოს;

4. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე