განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002430756
საქმე №1ბ/937-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარინე თათრიაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ----------–ის
მსჯავრდებულის: პ---------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის და მსჯავრდებულ პ---------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) პ---------ის, დ----------–--------–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-------–------------------------------–---------------------–--------------------–--–-------------–-------------------------–-------------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ---------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 03:15 საათზე, ქ-------–--–--------------------–--–------------------------------------------–--ით, პ---------ე მოძრაობდა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,სამანდის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით N------. მსვლელობისას, გ-------------------ის მიმდებარედ, დაარღვია რა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები, პ---------ემ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რის გამოც ავტომობილი შეეჯახა ბორდიურს, გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან და ამოტრიალდა. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, პ---------ის მგზავრმა ნ-----–------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენით:
პ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, პ---------ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა 10 (ათი) თვით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ----------–მა და მსჯავრდებულმა პ---------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა პ---------ის მიმართ გამოტანილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით, კერძოდ, განაჩენით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში მსჯავრდებულმა პ---------ემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ იგი გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა) მოხდისგან.
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ პ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ პ---------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
მსჯავრდებულ პ---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად მიჩნეული, ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, თავად პ---------ის ჩვენების, დაზარალებულის და მოწმეების - ნ-----–------------–---–ის, შ-----------–ის, კ--------–--------ის, გ-------------–--–--ას ჩვენებების, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და თანდართულ სქემის, აქტის, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-------- დასკვნის, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №------ დასკვნის, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის, ნ-----–------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ პ---------ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პ---------ის მიმართ გამოიყენა შეუსაბამო სასჯელი და მისი დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაზარალებულს მიყენებული ზიანი მსჯავრდებულმა არ აუნაზღაურა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა დამნაშავის ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - დაზარალებულთან მიმართებაში. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, პ---------ისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ პ---------ეს დაუმძიმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი, გაუქმდეს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულმა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში. პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, პენიტენციურ დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ პ---------ესთან მიმართებაში გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება.
პალატა თავდაპირველად ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პ---------ემ საქმის გამოძიების მსვლელობისას - ბრალდებულის სახით დაკითხვისას და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოში გულწრფელად აღიარა და მოინანია მის მიერ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ პ---------ე ნასამართლობის არმქონეა.
სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო საჩივარში სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულის მიმართ არ გამოიჩინა ყურადღება და ნაწილობრივაც კი არ აუნაზღაურა ზიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). ამდენად, აღნიშნული არგუმენტი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის გამკაცრებას, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც პ---------ემ პირველი ინსტანციის სასამართლში საქმის არსებითი განხილვისას, გამოთქვა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულს აუნაზღაუროს ზიანი. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ პ---------ე ორჯერ დაეხმარა მას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნას მოაზრებული, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფმა სხვა პირებმაც მიიღეს დაზიანება, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან პ---------ეს სხვა პირთა ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკაშირებით ბრალი წარდგენილი არ ჰქონია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
რაც შეეხება მსჯავრდებულ პ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის გაუქმების შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნულ მოთხოვნას ნაწილობრივ იზიარებს. იმ ვითარებაში, როდესაც მსჯავრდებული პ---------ე კერძო ტაქსით ახორციელებდა მგზავრთა გადაყვანას და საკუთარ მრავალსულიან ოჯახს აღნიშნული საქმიანობით უზრუნველყოფდა მატერიალურად, ავტომანქანის მართვის უფლების ხანგრძლივი ვადით ჩამორთმევა მსჯავრდებულისათვის გამოიწვევს მისი ოჯახის დარჩენას მატერიალური სახსრების გარეშე, რაც, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ წარმოადგენს სასჯელის მიზანს. აქვე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ, მართალია, მსჯავრდებულმა გამოთქვა მზაობა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, თუმცა მსჯავრდებულის მატერიალური შემოსავლის არარსებობის პირობებში პალატას დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება შეუძლებლად მიაჩნია. იმავდროულად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას იმის შესახებ, რომ პ---------ე არაერთხელ არის გამოვლენილი მოძრაობის წესების დარღვევისათვის, მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული სანქციები, თუმცა მისი მხრიდან სათანადო სიფრთხილე და ყურადღება არ იქნა გამოჩენილი სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო და წესების შესაბამისად მართვისთვის და ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულ პ---------ეს დანიშნული დამატებითი სასაჯელი, - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეუმციროს ექვს თვემდე ვადით.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ პ---------ისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა - 6 (ექვსი) თვის ვადით, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული იქნება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. იმავდროულად, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენაში მსჯავრდებულ პ---------ის მიმართ ცვლილება უნდა იქნას შეტანილი, პ---------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უნდა ჩამოერთავს 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ პ---------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
ცვლილება იქნას შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენში მსჯავრდებულ პ---------ის მიმართ;
პ---------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, პ---------ეს დამატებით სასჯელად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა;
მსჯავრდებულ პ---------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. პ---------ეს დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ნ-----–------------–---–ის რენტგენოფირი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ-----–------------–---–ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე