განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002449138
საქმე №1/ბ-920-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ---------------------ის,მსჯავრდებულ: ა--------------–---ის,ადვოკატ: ა-----------–-----ის,თარჯიმან: ი----------------ის
მონაწილეობით,ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე არარატ აშიკის ძე ბასენციანის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–-------------------ს, პირადი №0----------- სომხეთის მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ქ------------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრების: ა---–---–-----------------------–--------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 07 აპრილის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 აპრილის ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით ა---------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 07 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი;
ა--------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 08 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა--------------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის და 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე ა--------------–---ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათით.
ა--------------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117 , 118 ? ან 120 ? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 07 აპრილს, დაახლოებით 24:00 საათზე, ა--------------–---მა, ა---–---–----------------------–--------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, თავის არეში ხელი დაარტყა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ლ--------------–---ს, რის შედეგადაც ლ--------------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ა--------------–---სა და მის მეუღლეს ლ--------------–---ს შორის ზემოაღნიშნული ოჯახური კონფლიქტი გაგრძელდა 2018 წლის 08 აპრილსაც, რა დროსაც, დაახლოებით 10:00 საათზე, ა--------------–---მა მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, პლასტმასის ნივთის სახის არეში დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა ლ--------------–---ს. ა---------------–---ის აღნიშნული ქმედებებით ლ--------------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------------ემ, რომელმაც მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე. ასევე მსჯავრდებულისათვის დამატებითი სასჯელის გამოყენება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა ა--------------–---მა მეუღლეზე ძალადობრივი დანაშაულებრივი ქმედებები განახორციელა არაერთხელ, რაც მიუთიტებს მის მიდრეკილებაზე ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ და მისი ქმედებების ამორალურ ხასიათზე. იგი მეუღლეს თვლის მის საკითრებაში არსებულ ნივთად. ამასთან, მსჯავრდებულს დანაშაული მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით აქვს ჩადენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა ემსახურება მსჯავრდებულის წახალისებას და მასზე ვერ იქონიებს ისეთი სახის ზემოქმედებას, რაც მსჯავრდებულს განაწყობდა მართლწესრიგისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა--------------–---ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა--------------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ლ--------------–---ის, მ---------------–---ის, ს--------------–---ის, ლ---–----------–---ის, მ-----–---------–---ის, ა–--------–---ის ჩვენებებით, ლ--–---------–---ის და ა–----------–---ის დაბადების მოწმობებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ლ--------------–---ის მიმართ, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა--------------–---ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, საფუძველი გამხდარიყო.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის კიდევ ერთ მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის დამატებითი სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით გამოყენების თაობაზე, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ა--------------–---ს დამატებით სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად და ამიტომ, ამ მიმართებით განაჩენში ცვლილების შეტანის აუცილებლობა არ არსებობს. ამასთან, მსჯავრდებულის განმარტებით, დამატებითი სასჯელი მას უკვე მოხდილი აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა---------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 07 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი;
ა--------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 08 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა--------------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის და 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ა--------------–---ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათით.
მსჯავრდებულ ა--------------–---ის ყოფაქცევაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ შესაბამის პრობაციის ბიუროს.
ა--------------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმებულია; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ა--------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 10 აპრილიდან - 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი