განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.09.2018
საქმის ნომერი
040310518002308471
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით
თარიღი
03.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 040310518002308471 (3/ბ-277-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

 

03 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა

 

მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ტ--------ოს’’ დირექტორის გ---------–-------ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებზე და გამოარკვია:

 

შპს ,,ტ--------ოს’’ დირექტორმა გ---------–-------ემ სარჩელით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა

- ლენტეხის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 8-------ის N- სხდომის ოქმის (ელ. ტენდერი SPA 1--------).

- ლენტეხის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 3--------ის N- სხდომის ოქმის (ელ. ტენდერი SPA 1--------).

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, - ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში დადოს ხელშეკრულება შპს ,,ტ--------ოსთან’’ ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით.

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,ჩუკული“.

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ტ--------ოს’’ დირექტორის გ---------–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წლის 31 მაისს სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ტ--------ოს’’ დირექტორმა გ---------–-------ემ. აპელანტმა მოითხოვა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

საქმე სააპელაციო საჩივართან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით შპს ,,ტ--------ოს’’ დირექტორს გ---------–-------ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა.

 

მითითებული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა შპს ,,ტ--------ოს’’ დირექტორს, გ---------–-------ეს, რომელიც ამ უკანასკნელზე გადასაცემად ჩაბარდა მამას - მ------- ლ-------ეს 2018 წლის 27 ივნისს.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შპს ,,ტ--------ოს’’ დირექტორის გ---------–-------ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. 374-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განჩინება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშე.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით შპს ,,ტ--------ოს’’ დირექტორ გ---------–-------ეს დაუდგინდა ხარვეზი იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და არ იყო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. იმავე განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის აპელანტს განესაზღვრა 07 (შვიდი) დღე განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან, ამასთან განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს ... უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ... უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განჩინების ასლი გადაეგზავნა მხარეს, შპს ,,ტ--------ოს’’ დირექტორს, გ---------–-------ეს და ამ უკანასკნელისთვის გადასაცემად ჩაბარდა ოჯახის წევრს, მამას - მ------- ლ-------ეს 2018 წლის 27 ივნისს, რაც დადასტურებულია მიმღების ხელმოწერით (იხ.გზავნილი). ამდენად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 27 ივნისის მომდევნო დღიდან, 28 ივნისიდან და ამოიწურა - 2018 წლის 04 ივლისს 24:00 საათზე.

 

სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ არის შევსებული, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება, თანახმად, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

 

ზემოთ მოხსენიებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ტ--------ოს’’ დირექტორის გ---------–-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 372-ე, 374-ე, 414 - 416-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,ტ--------ოს’’ დირექტორის გ---------–-------ის სააპელაციო საჩივარი, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველად;

 

2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.?32) მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.?32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე