განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.09.2018
საქმის ნომერი
080311218002530794
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080311218002530794 (3/ბ-373-18 წ)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

04 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

საჩივრის ავტორი - შპს ,,ვ------------ის” დირექტორი მ------ რ------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური

 

დავის საგანი − ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

 

გასაჩივრებულია − ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის ბრძანება

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2018 წლის 06 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის, შპს ,,ვ------------ის” ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, აღიარებული საგადასახადო ვალდებულების მოცულობის ფარგლებში.

 

საგადასახადო ორგანოს აღნიშვნით, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1------ის №0------ ბრძანების საფუძველზე შპს ,,ვ------------ის” (ს/ნ 2--------) ქონებას დაედო ყადაღა აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად. შპს ,,ვ------------ის” აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ ბიუჯეტის წინაშე შეადგინა 317 422.33 ლარი, მათ შორის ძირითადი - 162 695.03 ლარი, ჯარიმა - 51 997.32 ლარი, საურავი - 102 729.98 ლარი. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1------ის №0------/1 აქტით დაყადაღდა კომპანიის ბალანზე რიცხული მოძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულებამ, საორიენტაციოდ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეადგინა - 95 915 ლარი. ქონებაზე ყადაღის დადების აქტი ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ღია აუქციონის წესით რეალიზაციას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის შპს ,,ვ------------ის” (ს/ნ. 2--------) ყადაღადადებული ქონება, რეალიზაციის დღისთვის არსებული დავალიანების ფარგლებში.

ზემოაღნიშნულ ბრძანებაზე საჩივარი შეიტანა შპს ,,ვ------------ის” დირექტორმა მ------ რ------ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება.

 

საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ვ------------ის” მიმართ გამოყენებული გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება (ყადაღა) გაუქმებულია.

 

გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალების გააანილიზების შედეგად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა)საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება; ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელების რიგითობის არჩევა, ამავე კოდექსით დადგენილი შემთხვევების გარდა, ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

 

მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ გადაუხდელი აღიარებული გადასახადის ან/და სანქციის სახით დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო დაასკვნის, რომ საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოში შუამდგომლობის შეტანის აუცილებლობა დაკავშირებულია გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობასთან, რომლის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის შემოწმება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს კომპეტენციაა. ასეთი განმარტება გამომდინარეობს ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოცემულობიდან, რომლის მიხედვით საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის პროცესუალური ნორმები მოცემულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავში, რომლის მიხედვით შუამდგომლობის განხილვისათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს არსებობდეს დავის საგანი - გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფაც ხორციელდება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის გზით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ჯ------------ს 2018 წლის 2---------ოს №0------ ბრძანებით გაუქმებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1------ის N0------ და 2018 წლის N2-------- ბრძანება ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ და შპს ,,ვ------------ის’’ ქონების მიმართ ყადაღა მოხსნილია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გაუქმებულია ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული ყადაღა, შესაბამისად, არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი _ დავის საგნის არარსებობის გამო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2121-2123 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის ბრძანება;

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობაზე _ შპს ,,ვ------------ის” (ს/ნ 2--------) მიმართ, გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ _ შეწყდეს საქმის წარმოება, დავის საგნის არარსებობის გამო;

 

4. სააპელაციო სასამართლოს ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე