განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002358083
საქმე №1/ბ-935-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: გ--------–---------ს,მსჯავრდებულ: ნ-----------–-–--ის,ადვოკატ: ნ----------–---–ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის გ--------–---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ----------------------–-–--ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის (ამნისტირებულის), საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ქ------–--–-------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენით ნ------------–-–--ეს ბრალდებიდან ამოირიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითება და ნ-----------–-–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ნ-----------–-–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----------–-–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ნ-----------–-–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 12 თებერვლიდან - 2018 წლის 28 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ნ-----------–-–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ორი წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა სამი წევრის მიმართ მუქარა, ესე იგი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმათ, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 თებერვალს, ქ--------–--–-------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ-----------–-–--ემ დას - ნ-----–------–-–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ-----–------–-–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ნ-----------–-–--ე დაემუქრა მას ჯანმრთელობის და ქონების დაზიანებითა და განადგურებით, რითაც ნ-----–------–-–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 12 თებერვალს, ქ-------–--–---------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ-----------–-–--ემ დედას - მ--------------–---–ს და მამას - ი--------–-–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელსაც ჰქონდა სისტემატური სახე და ამ უკანასკნელების მიმართ აღნიშნულმა ქმედებამ მათი ტანჯვა გამოიწვია. ასევე, ნ-----------–-–--ე დედას და მამას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რითაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორმა გ--------–---------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ნ-----------–-–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
ბრალდების მხარე სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს დანაშაული ოჯახის წევრების მიმართ, მან ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებს და დაემუქრა როგორც ჯანმრთელობის დაზიანებით ისე ქონების განადგურებით, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მან მომავალშიც შეიძლება გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება და ჩაიდინოს ახალი დანაშაული. დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ------------–-–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ნ-----------–-–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ნ-----------–-–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №001781418 დასკვნით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, აგრეთვე, ის გარემობა, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, დღეის მდგომარეობით არ არის ნასამართლევი, აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და საჭიროებს საგანგებო პოსტოპერაციულ მკურნალობას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რომ ნ-----------–-–--ის მიერ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა ჩადენილია ოჯახის წევრების (სამი წევრის) მიმართ და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება, თუმცა გამოსაცდელი ვადის განსაზღვრის ნაწილში პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა 1(ერთი) წელი, მეტისმეტად ლმობიერია და აღნიშნული ვადა უნდა გაეზარდოს 2(ორი) წლამდე.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის, საფუძველი გამხდარიყო. მითუმეტეს ნ-----------–-–--ე სასჯელს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იხდიდა პენიტენციურ დაწესებულებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენში, ნ-----------–-–--ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება, გამოსაცდელი ვადის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა;
ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის გ--------–---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენში;
ნ------------–-–--ეს ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითება და ნ-----------–-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ნ-----------–-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----------–-–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ნ-----------–-–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 12 თებერვლიდან - 2018 წლის 28 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
მსჯავრდებულ ნ-----------–-–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნ-----------–-–--ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი