განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
330100116001415920
ინსტანცია
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001415920

საქმე №1ბ/729-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებელ - მა---–----ას

ადვოკატ - მა----------–---–ის

გამართლებულ - მა--------------–--–--ის

მონაწილეობით,ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა---–----ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მა----------------------–----------–--–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 1----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: თ---–--------------–-------------, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენით მა--------------–--–--ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად მა--------------–--–--ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მა--------------–--–--ეს აეკრძალა 24:00 საათის შემდეგ მის საკუთრებაში არსებული, ქ. თ---–--------------–--------------ში შენობის პირველ სართულზე მდებარე ფართში დისკოთეკების, მუსიკალური ანსამბლებისა და სხვა მუსიკალური წყაროების მუშაობა.

ქ. თ---–--------------–--------------ში, რომელიც მა--------------–--–--ეს გაქირავებული აქვს, მომდინარე მუსიკის ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე აჭარბებს, როგორც დღის, ასევე ღამის პერიოდში დადგენილ ხმაურის დასაშვებ დონეებს და მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, აღნიშნული ფართიდან 24:00 საათის შემდეგ არ წყდება მუსიკის ხმა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა ფაქტს, რომ მა--------------–--–--ემ ჩაიდინა სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მა---–----ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მა--------------–--–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ მიუხედავად ჩატარებული საიზოლაციო სამუშაოებისა, ხმაური მაინც აღემატებოდა დასაშვებ ნორმებს, როგორც დღის ასევე ღამის საათებში და დაზარალებულ ალ------------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-------–--------------–--------ში, გაუსაძლისია ცხოვრება, ჩატარებული გამოძიებისას მოპოვებული და სასამართლო პროცესის მსვლელობისას წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე სრულად, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მა--------------–--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

გამართლებულმა მა--------------–--–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მა----------–---–მა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მა--------------–--–--ის მიერ სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. კერძოდ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მა--------------–--–--ეს აეკრძალა 24:00 საათის შემდეგ მის საკუთრებაში, ქ-------–--–------------–--------------ში შენობის პირველ სართულზე მდებარე ფართში დისკოთეკების, მუსიკალური ანსამბლებისა და სხვა მუსიკალური წყაროების მუშაობა.

 

2009 წლის 18 თებერვლის სააღსრულებო ფურცელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მა--------------–--–--ეს აეკრძალა 24:00 საათის შემდეგ მის საკუთრებაში არსებული, ქ, თ---–--------------–------------- მისამართზე მდებარე ფართში დისკოთეკების, მუსიკალური ანსამბლებისა და სხვა მუსიკალური წყაროების მუშაობა. ხოლო, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 4 თებერვალს.

 

დაზარალებულ ალ------------------–---–ის და მა--------------–--–--ის ჩვენებით დგინდება, რომ მ. ტო----–--–--ეს ქ-------–--–------------–--------------ში შენობის პირველ სართულზე მდებარე ფართი იჯარით ჰქონდა გაცემული დროის სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა იურიდიულ პირებზე.

 

ამასთან დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მა--------------–--–--ე მოიჯარეებთან ხელშეკრულების გაფორმებისას უთითებდა, რომ მათ ეკრძალებოდათ 24 საათის შემდეგ, იჯარით აღებულ ფართში დისკოთეკების, მუსიკალური ანსამბლების და სხვა მუსიკალური წყაროების მუშაობა, კერძოდ:

 

2011 წლის 01 თებერვლის იჯარის ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია მა--------------–--–--ეს და შპს „--------ს შორის, ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.10 პუნქტში მითითებულია, რომ მოიჯარეს ეკრძალება 24 საათის შემდეგ, მის მიერ იჯარით აღებულ ფართში დისკოთეკების, მუსიკალური ანსამბლების და სხვა მუსიკალური წყაროების მუშაობა.

 

2011 წლის 29 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია მა--------------–--–--ეს და შპს „------- შორის, ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.8 პუნქტში მითითებულია, რომ მოიჯარეს ეკრძალება 24 საათის შემდეგ, მის მიერ იჯარით აღებულ ფართში დისკოთეკების, მუსიკალური ანსამბლების და სხვა მუსიკალური წყაროების მუშაობა.

 

2014 წლის 24 აპრილის იჯარის ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია მა--------------–--–--ეს და შპს „---–---–--- შორის, აღნიშნული ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.8 პუნქტში მითითებულია, რომ მოიჯარეს ეკრძალება 24 საათის შემდეგ, მის მიერ იჯარით აღებულ ფართში დისკოთეკების, მუსიკალური ანსამბლების და სხვა მუსიკალური წყაროების მუშაობა.

 

2015 წლის 24 აპრილის იჯარის ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია მა--------------–--–--ეს და ინდ. მეწარმე „-------------–---- შორის, აღნიშნული ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.8 პუნქტში მითითებულია, რომ მოიჯარეს ეკრძალება 24 საათის შემდეგ, მის მიერ იჯარით აღებულ ფართში დისკოთეკების, მუსიკალური ანსამბლების და სხვა მუსიკალური წყაროების მუშაობა. ხოლო 11.9 პუნქტის შესაბამისად, მოიჯარე იღებს ვალდებულებას ნებისმიერი ნორმების გადაჭარბებული ხმაურის შემთხვევაში აიღოს პასუხისმგებლობა.

 

2015 წლის 19 სექტემბრის ქირავნობის ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდა მა--------------–--–--ეს, მ----------------------–-------- და ა---------------- შორის, 3.4.7. პუნქტში მითითებულია, რომ დამქირავებელს ეკრძალება 24 საათის შემდეგ, მის მიერ იჯარით აღებულ ფართში დისკოთეკების, მუსიკალური ანსამბლების და სხვა მუსიკალური წყაროების მუშაობა.

 

2015 წლის 30 ოქტომბრის სანოტარო აქტის თანახმად, მ----------------------–---------, რომელსაც აქვს ნაქირავები ნ--------–---------- N1-ში 91,58 კვ. მ. (ს/კ # 01.15.03.020.003.01.503) უძრავი ქონება, რომელშიც განთავსებულია ბარ-რესტორანი, განაცხადა, რომ დილიდან ღამის თორმეტ საათამდე პერიოდში დაუკრავდა ცოცხალ მუსიკას ნორმების ფარგლებში, რაც აქვს დაკისრებული ა---–----------------- არსებულ ბარ-რესტორნებს.

 

2012 წლის 05 აპრილის ხელწერილის თანახმად, მა--------------–--–--ემ გამომძიებელ ლა–-----------სთან წერილობით დააფიქსირა, რომ ყოველთვის აქტიურად, სისტემატიურად და გულწრფელად შეამოწმებდა გაქირავებულ ფართს, რომ 24:00 საათის შემდეგ რესტორანში არ იყოს მუსიკალური წყაროების გამოყენება.

 

პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ა. მა-----–---–ი იძახებდა პატრულ -ინსპექტორებს, ვინაიდან ხმაური არ აძლევდა მოსვენების საშუალებას, კერძოდ:

 

2009 წლის 26 მარტის, 2009 წლის 25 აპრილის, 2011 წლის 24 იანვრის, 2011 წლის 06 მარტის, 2011 წლის 02 ოქტომბრის, 2011 წლის 22 ნოემბრის, 2012 წლის 26 ოქტომბრის, 2012 წლის 29 ოქტომბრის, 2013 წლის 24 მარტის შეტყობინებების და რეაგირების ოქმების თანახმად, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის მიმართულების სხვადასხვა ოცეულის პატრულ-ინსპექტორები ა. მა-----–---–ის გამოძახების საფუძველზე ცხადდებოდნენ ქ. თ---–--------------–--------------ში, სადაც მათ ადგილზე ხვდებოდათ ა. მა-----–---–ი, რომელიც აცხადებდა, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბარიდან (რომელიც უმრავლეს შემთხვევაში იყო სხვადასხვა დასახელების და ამუშავებდნენ სხვადასხვა პირები) გამოდიოდა ხმამაღალი მუსიკის ხმა, რომელიც არ აძლევდა მოსვენების საშუალებას. პატრულ-ინსპექტორების მიერ ხდებოდა ბარის წარმომადგენლების გაფრთხილება, რომ დაეწიათ მუსიკის ხმისთვის და დგებოდა შესაბამისი ოქმები.

 

მითითებულ მისამართზე 24:00 საათის შემდეგ მუსიკის მაღალი ხმის არსებობის ფაქტი სხვადასხვა პერიოდში დაადასტურეს სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულებმა პატრულ ინსპექტორებმა - კა---–-------–-------ამ, გი--–---–--–---–მა, ლევ----------–-–---–მა, ლე---------ამ, და----------–---–მა და განმარტეს, რომ გამოძახების ადგილზე მისვლისას, მუსიკის ხმამაღალი მუშაობის შეწყვეტის მიზნით გააფრთხილეს ბარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

ასევე, საინჟინრო ექსპერტიზის 2015 წლის 16 ივნისის N--------- და 2015 წლის 17 ივნისის N--------- დასკვნების თანახმად დადგენილია, რომ ქ-------–--–------------–--------------ში მდებარე კაფე-ბარ „-------------დან მომდინარე მუსიკის ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე ქ-------–--–-----------–--------------ში მდებარე ბინა N7-თან მიმართებაში აჭარბებს (მეტია) როგორც დღის, ისე ღამის პერიოდში დადგენილი ხმაურის დასაშვებ დონეებს.

 

აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მა--------------–--–--ე არ იყო უშუალოდ ის პირი, ვინც მუსიკალურ წყაროებს ამუშავებდა ქ-------–--–------------–--------------ში შენობის პირველ სართულზე მდებარე ფართში, მისი ვალდებულება გულისხმობდა, როგორც მის მიერ აღნიშნული ფართის ნებისმიერი მიზნით გამოყენებისას, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობების დაწყებისას კონტრაჰენტისთვის დაეწესებინა ფართის გამოყენების წესები, მათ შორის მუსიკალური წყაროების მუშაობის წესი. რაც ასევე დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, რომლითაც არა მა--------------–--–--ეს, არამედ მოიჯარე შპს „------- აეკრძალა ქ-------–--–------------–--------------ში შენობის პირველ სართულზე მდებარე ფართში, სანიტარული ნორმებით დაუშვებელი ხმაური. გასათვალისწინებელია, რომ მ. ტო----–--–--ე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაფორმებულ ყველა საიჯარო ხელშეკრულებაში აუცილებელ და შესასრულებელ პირობად მიუთითებდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაწესებულ შეზღუდვას. შესაბამისად, მა--------------–--–--ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება შეასრულა 2011 წლის 1 თებერვალს, როდესაც მოიჯარეს ხელშეკრულებით დაუწესა აკრძალვა 24:00 საათის შემდეგ, მის მიერ იჯარით აღებულ ფართში დისკოთეკების, მუსიკალური ანსამბლებისა და სხვა მუსიკალური წყაროების მუშაობა.

 

რაც შეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, პალატა ითვალისწინებს შემდეგს:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „------- აეკრძალა ქ-------–--–------------–--------------ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებულ, მა--------------–--–--ის საკუთრებად აღრიცხულ ფართში სანიტარული ნორმებით დაუშვებელი ხმაური, ხოლო მა--------------–--–--ეს დაევალა ამავე მისამართზე მის საკუთრებაში არსებულ ფართში საიზოლაციო სამუშაოების ჩატარება ხმაურის გავრცელების აღკვეთის მიზნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, შპს „------- აეკრძალა ქ-------–--–------------–--------------ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებულ, მა--------------–--–--ის საკუთრებად აღრიცხულ ფართში სანიტარული ნორმებით დაუშვებელი ხმაური, ხოლო მა--------------–--–--ეს დაევალა ამავე მისამართზე მის საკუთრებაში არსებულ ფართში საიზოლაციო სამუშაოების ჩატარება ხმაურის გავრცელების აღკვეთის მიზნით.

 

2012 წლის 19 დეკემბრის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მა--------------–--–--ეს ჩაბარდა პირადად 2013 წლის 10 იანვარს.

 

2013 წლის 25 აპრილის ოქმის თანახმად, აღმასრულებელმა მა----------------მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადაამოწმა დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიმდინარეობა და დააფიქსირა, რომ მ. ტო----–--–--ის მიერ ქ. თბილისის ნ--------–---------- N1-ში მდებარე ფართში მიმდინარეობდა საიზოლაციო სამუშაოები.

 

2013 წლის 15 მაისის ოქმის თანახმად, აღმასრულებელმა მა----------------ამ ა. მა-----–---–ის და სხვა დამსწრე პირების მონაწილეობით შეადგინა ოქმი, რომ მა--------------–--–--ის მიერ შესრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, შესრულდა საიზოლაციო სამუშაოები ხმაურის გავრცელების აღკვეთის მიზნით. მის მიერ ჩატარდა ექსპერიმენტიც, რა დროსაც ჩართეს მუსიკალური ცენტრი იმ ხმაზე, რომელიც საერთოდ აქვთ ხოლმე ჩართული და ა. მა-----–---–ის სახლში მუსიკის ხმა არ ისმოდა.

 

აღნიშნული დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მა----------------ამ. მან ასევე განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ექსპერიმენტით დადგინდა, რომ მუსიკის ხმაური აღარ ისმოდა, შედგა შესაბამისი ოქმი და სააღსრულებო წარმოება დასრულდა. აღნიშნულის შემდეგ ალ------------------–---–მა ისევ მიმართა აღსრულების ბიუროს და წარადგინა ექსპერტიზის დასკვნები, რომლის თანახმად მა--------------–--–--ის საკუთრებიდან ისევ ისმოდა ხმაური, თუმცა რა იყო ხმაურის მიზეზი, აღნიშნული აღსრულების განახლების მომენტისთვის არ იყო ცნობილი. აღნიშნული განცხადების საფუძველზე სააღსრულებო საქმე, 2016 წლის 28 იანვარს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა საგამოძიებო ორგანოში, ამავდროულად სააღსრულებო საქმე განახლდა და მა--------------–--–--ეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რაც მას არ ჩაბარებია.

 

ის ფაქტი, რომ 2013 წლის 15 მაისის შემდეგ, ხმაური კვლავ გრძელდებოდა დასტურდება 2013 წლის 14 ოქტომბრის, 2014 წლის 27 მაისის, 2014 წლის 25 ოქტომბრის, 2015 წლის 28 თებერვლის, 2015 წლის 14 მარტის, 2015 წლის 16 მარტის, 2015 წლის 15 აპრილის, 2015 წლის 04 მაისის, 2015 წლის 06 მაისის, 2015 წლის 11 მაისის, 2015 წლის 17 მაისის, 2015 წლის 01 ივნისის, 2015 წლის 02 ივნისის, 2015 წლის 01 ნოემბრის, 2015 წლის 28 ოქტომბრის, 2016 წლის 01 იანვრის, 2016 წლის 06 მარტის, 2016 წლის 09 მარტის შეტყობინებების და რეაგირების ოქმებით, რომელთა თანახმად ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის მიმართულების სხვადასხვა ოცეულის პატრულ-ინსპექტორები ა. მა-----–---–ის გამოძახების საფუძველზე ცხადდებოდნენ ქ. თ---–--------------–--------------ში, სადაც მათ ადგილზე ხვდებოდათ ა. მა-----–---–ი, რომელიც აცხადებდა, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბარიდან გამოდიოდა ხმამაღალი მუსიკის ხმა, რომელიც არ აძლევდა მოსვენების საშუალებას.

 

ამასთან, პალატა ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გ---------------- დაადასტურა მის მიერ მოცემულ საქმეზე 2015 წლის 17 ივნისს ჩატარებული N--------- და N--------- ექსპერტიზის დასკვნები და განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების და ალ------------------–---–ის მიმართვის საფუძველზე გასცა აღნიშნული დასკვნები, რომელთა თანახმად ქ-------–--–------------–--------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,----------------- მომდინარე მუსიკის ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე ქ-------–--–------------–--------------ში მდებარე ბინა N7-თან მიმართებაში აჭარბებს (მეტია) როგორც დღის, ისე ღამის პერიოდში დადგენილი ხმაურის დასაშვებ დონეებს.

ექსპერტმა ასევე, აღნიშნა, რომ გამომძიებლის დადგენილებით დანიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში პასუხი არ აქვს გაცემული კითხვაზე იყო თუ არა გამოსაკვლევ ფართში ჩატარებული შესაბამისი საიზოლაციო სამუშაოები ხმაურის გავრცელების აღკვეთის მიზნით, ვინაიდან აღნიშნულის კვლევა არ შედის მის კომპეტენციაში. მისივე განმარტებით, შესაბამისი ექსპერტი ლევან სამხარაული ბიუროს არ ჰყავს. თუმცა აღნიშნული გარემოება ექსპერტიზის დასკვნაში მას არ დაუფიქსირებია.

 

შესაბამისად, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მა--------------–--–--ემ აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და მის საკუთრებაში არსებულ ფართში ჩაატარა საიზოლაციო სამუშაოები ხმაურის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საწინააღმდეგო კი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეფასებული არ არის აღნიშნული საიზოლაციო სამუშაოების ხარისხი.

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მა--------------–--–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ხოლო, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა---–----ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

მა--------------–--–--ე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ მა--------------–--–--ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე