განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100114597907
საქმე 1ბ/1107-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურმან ისაევი
მსჯავრდებულ ლ-–- კ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------ ხ--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ლ-–- კ--------ს, დაბადებული 1----–-–----------------ს, პირადი №0----------- მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ--------------------------------------------------------იმართ, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–- კ--------მ, ჩაიდინა ართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 21 აგვისტოს, ქ------–--–----------------------------------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ-–- კ-------- უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ბუპრენორფინს საერთო წონით – 0,01568 გრამი, რაც მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ქ------–----------------------------------–-------------------–---- თანამშრომლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენით:
ლ-–- კ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
ლ-–- კ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო, 2014 წლის 21 აგვისტოდან - იმავე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი და ათვლა დაეწყო 2018 წლის 12 იანვრიდან.
ლ-–- კ-------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
ლ-–- კ--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაშის საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10(ათი) წლის ვადით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-–- კ--------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------ ხ--------მ, რომელმაც მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ: მსჯავრდებულ ლ-–- კ--------ს მიმართ განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ერთი მესამედით შეცვლა პირობითი მსჯავრით.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ლ-–- კ--------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ-–- კ--------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება, ზ--------------- ჩვენებით, მოწმის სახით დაკითხული დ------------–---–-- ჩვენებით, მოწმე ა-----–------–---- ჩვენებით, ექსპერტ ნ----------–---–-- ჩვენებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-–- კ--------მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით: საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულ ლ-–- კ--------ს არ ჰყავდა ადვოკატი, ბრალდების მხარესთან ამ მიზეზით ვერ შედგა კომუნიკაცია საპროცესო შეთანხმების მისაღწევად, მსჯავრდებული ლ-–- კ-------- თანახმაა განსაზღვრული სასჯელის ნაწილი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში და დანარჩენი ნაწილი ჩაეთვალოს პირობითად, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ზემო აღნიშნულ მოტივაციას სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვის დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯამრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით და გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერების ჩამონათვალში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისას ირღვევა კანონით დადგენილი წესი, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენს არ აქვს სათანადო ნებართვა. დანაშაულის ჩადენის სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, პირს გაცნობიერებული აქვს ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოპოვება და უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა, გაცნობიერების ელემენტს თან სდევს ნებელობის (სურვილის) ელემენტი.
სწორედ დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენა ხასიათდება მომეტებული საფრთხის შემცველობით და ასევე საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ მსჯავრდებულ ლ-–- კ--------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთანავე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, რამაც ხელი შეუწყო სახელმწიფო რესურსის დაზოგვას; ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით მას განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი; პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია განაჩენით დანიშნული სასჯელის კვლავ შემსუბუქება;
პალატას მიაჩნია რომ განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არის სამართლიანი და კანონიერი. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის მინიმალური ზღვარი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისა, სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული მოტივაცია და მსჯავრდებულის სურვილი, რომ ნაწილი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში და ნაწილი შეეცვალოს სხვა ნაკლებად მსუბუქი სასჯელით, ჩადენილი ქმედების ხასიათის და პიროვნების გათვალისწინებით არ არის საკმარისი სამართლებრივი/ფაქტობრივი საფუძველი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების.
სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ-–- კ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------ ხ--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ლ-–- კ--------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ-–- კ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------ ხ--------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენი ლ-–- კ--------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი.
ლ-–- კ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
ლ-–- კ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2014 წლის 21 აგვისტოდან - იმავე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი და ათვლა დაეწყოს 2018 წლის 12 იანვრიდან.
ლ-–- კ-------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ლ-–- კ--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაშის საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10(ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულება - ლ-–- კ-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.
მოსამართლე: მურმან ისაევი