განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
330100117001897765
ინსტანცია
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100117001897765

საქმე №1ბ/520-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით, პროკურორის: ზ-----------–--–---–ის

ადვოკატის: მ--------–---–ის

მსჯავრდებულის: ა-–----------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა-–----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ა-–---------- ს-----–ის ძე ა----ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–----------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------–-----–-------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენით, ა-–----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით.

ა-–----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 მარტიდან.

ა-–----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 9 მარტს, დაახლოებით 22:29 საათზე, ქ. თბილისში, ჩ--------------------ში მდებარე „ფ--------–-------–------ში“ ა-–----------------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 1 ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს - „ს-------–---–ი“, ღირებულს 450 ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------–---–მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან, ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, ვინაიდან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება, რომ ა-–----------------ის მიერ ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. წადგენილი ბრალდება ემყარება მხოლოდ „ფ--------–-------–------ის“ ორი თანამშრომლის ჩვენებას. ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის კონიაკი „ს-------–---–ის“ კოლოფის და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით, ვერ დგინდება, თუ რა ღირებულების კონიაკს დაეუფლა მსჯავრდებული.

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქ.თბილისში, ჩ--------------------ში მდებარე შპს „ფ--------–-------–------ში“ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. 2017 წლის 10 მარტს გადამოწმებისას დაინახა, რომ „ს-------–---–---------ას“ 700 მლ. კონიაკის ყუთი იყო ცარიელი, ხოლო სასმელის ბოთლი არ იდო. საეჭვო გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ აღნიშნული კონიაკის ბოთლით გაყიდვა არ ხდება, იგი იყიდება ყუთით და სალარო აპარატზეც ხდება მისი ყუთის გატარება, ვინაიდან შტრიხკოდი მასზეა დატანილი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული კონიაკის ყუთები არ იხსნება და მხოლოდ ერთი ჰქონდათ გახსნილი, მომხმარებლის მიერ ვიზუალური შეფასებისთვის. მათ მიერ მოხდა 2017 წლის იანვრის თვიდან - 10 მარტის ჩათვლით მონაცემების გადამოწმება, რომლის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული კონიაკის გაყიდვა არ ფიქსირდებოდა. აღნიშნულის შემდეგ გადაამოწმა ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლის საფუძველზე დადგინდა, რომ „ს-------–---–---------ას“ 700 მლ. კონიაკს დაეუფლა პიროვნება, რომელმაც კონიაკი ჩაიდო ქურთუკში და ობიექტიდან გავიდა. მოწმემ მიუთითა, რომ „ფ--------–-------–------იდან“ ფარულად დაუფლებული კონიაკის ღირებულება შეადგენს 450 ლარს და 50 თეთრს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ს--–----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ქ.თბილისში, ჩ--------------------ში მდებარე შპს „ფ--------–-------–------ის“ შიდა უსაფრთხოების სამსახურის ცვლის უფროსის პოზიციაზე. 2017 წლის 10 მარტს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდა დარბაზში, კერძოდ, სასმელების სექციასთან, სადაც განთავსებულია ყუთიდან ამოღებული ძვირადღირებული სასმელები, ხოლო სასმელისათვის განკუთვნილი ყუთები დევს მათ უკან. მოწმემ შეამჩნია, რომ „ს-------–---–ის“ კონიაკის ყუთი ცარიელი იყო, ხოლო ბოთლი მის წინ არ იდო. აღნიშნულის გამო დაათვალიერა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა მაღაზიაში, მივიდა სასმელების სექციასთან, აიღო ბოთლი, რომელიც დამალა ქურთუკში და შემდეგ დატოვა მაღაზიის ტერიტორია ისე, რომ თანხა არ გადაუხდია. მოწმემ გამოიძახა პოლიცია და მათ მიაწოდა ვიდეოკამერის ჩანაწერი. ს--–----------–-–---–მა დამატებით მიუთითა, რომ აღნიშნული „ს-------–---–ის“ კონიაკი ყუთის გარეშე არ იყიდება, ვინაიდან მისი შტრიხკოდი განთავსებულია ყუთზე. კონიაკი მოპარული იყო წინა დღეს. მის მიერ კი გადამოწმება მოხდა მომდევნო დღეს, როდესაც მისი ცვლა დაიწყო. ცვლის უფროსის მოვალეობაში შედიოდა, რომ ძვირადღირებული სასმელების სექცია ყოველდღიურად შეემოწმებინათ. მოწმის განმარტებით, შემთხვევის წინა ან მომდევნო დღეს, გარდა აღნიშნული კონიაკისა, მაღაზიიდან არაფერი დაკარგულა; მოპარული კონიაკის - „ს-------–---–---------ას“ ღირებულება შეადგენს 450 ლარს და 50 თეთრს.

პალატა განმარტავს, რომ შპს „ფ--------–-------–------ის“ თანამშრომლების ნ--------–---–ის და ს--–----------–-–---–ის ჩვენებები არის თანმიმდევრული და ურთიერთშესაბამისი. ორივე მათგანმა დეტალურად მიუთითა, რომ ალკოჰოლური სასმელების სექციიდან დაკარგული იყო „ს-------–---–---------ას“ მარკის კონიაკი, რომლის ღირებულება არის 450 ლარი და 50 თეთრი. მათი განმარტებით, აღნიშნული კონიაკის ყუთის გარეშე გაყიდვა შეუძლებელია, ვინაიდან, შტრიხკოდი, რომელსაც აფიქსირებს სალარო აპარატი, განთავსებულია ყუთზე. მოცემულ შემთხვევაში კი გადამოწმებისას მათ მხოლოდ აღნიშნული კონიაკის ცარიელი ყუთი დახვდათ თაროზე, რომლის წინაც ბოთლი აღარ იდო. ამასთან, მათივე ჩვენებით დგინდება, რომ აღნიშნული კონიაკის გარდა, მოცემულ პერიოდში სხვა ნივთი არ დაკარგულა, რაზედაც თავის მხრივ აპელირებდა დაცვის მხარე. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერების გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სწორედ აღნიშნული სექციიდან პიროვნება დაეუფლა კონიაკს, ჩაიდო ქურთუკში და გავიდა ობიექტიდან. ამასთან, მოწმე ს--–----------–-–---–მა მიუთითა, რომ შემთხვევის წინა და მომდევნო დღეს, გარდა აღნიშნული კონიაკისა, სხვა ნივთი არ დაკარგულა.

აპელანტის მტკიცებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება ა-–---------- ა----ის მიერ დაუფლებული კონიაკის ღირებულება, ხოლო საქმეზე წარმოდგენილ კონიაკი „ს-------–---–ის“ კოლოფზე არ აღმოჩნდა ანაბეჭდები, რაც უტყუარად ადასტურებს ა-–----------------ის უდანაშაულობას წარდგენილ ბრალდებაში.

ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებიდან დგინდება, რომ ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების მხოლოდ ერთი ბოთლი იყო ყუთიდან ამოღებული, მომხმარებელთა მიერ ვიზუალური აღქმისათვის, ხოლო ამ ბოთლების ცარიელი ყუთები განთავსებული იყო მათ უკან, ამასთან, ფასის აღმნიშვნელი ეტიკეტიც იყო განთავსებული. შესაბამისად, როდესაც ა-–----------------ი დაეუფლა ალკოჰოლური სასმელის ბოთლს, სავსებით ლოგიკურია, რომ მის უკან მდებარე ყუთზე ანაბეჭდები ვერ აღმოჩნდებოდა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერს, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტის და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, პალატა აფასებს შპს „ფ--------–-------–------ის“ თანამშრომლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით და მათი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ წარმოდეგნილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.

რაც შეეხება მსჯავრდებულის დის - ა------------ის და მეგობრის - ა-–---------- დ--–-----ის ჩვენებებს, იმასთან დაკაშირებით, რომ ა-–----------------მა სახლში მიიტანა სამვარსკვლავიანი „ს-------–---–ის“ კონიაკი და არა ის კონიაკი, რასაც გამოძიება ედავება, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის სხვამტკიცებულებებთან და წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა, სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და ა-–----------------ს განუსაზღვრა შესაბამისი სასაჯელი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის ობიექტური საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.მსჯავრდებულ ა-–----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ა-–----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ ა-–----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 მარტიდან.

5. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ვიდეოჩანაწერი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- კონიაკ „ს-------–---–ის“ კოლოფი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დაზარალებულს.

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი