განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.09.2018
საქმის ნომერი
020210018002200321
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210018002200321

საქმე №2/ბ-684-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტები - გ--- თ------, ჯ--- ლ--------, ვ-–-------- ლ--------

წარმომადგენლები - კ------- ტ--------, ს---–--- ძ-----

 

მოწინააღმდეგე მხარე - კ------------- რ-----ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2.1. მოსარჩელის მოთხოვნა

2017 წლის 04 დეკემბერს ზ--------ის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა კ------------- რ-----ემ (შემდგომში მოსარჩელე) მოპასუხეების (შემდგომში აპელანტები) გ--- თ------ს, ჯ--- ლ--------სა და ვ-–-------- ლ--------ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-14)

 

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელემ ზემოხსენებული მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს ,,მ--------სა“ და გ--- თ------ს შორის 2----–-–----------------- დაიდო ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ზ--------ში, 2013 წლის 06 თებერვლიდან 2013 წლის 02 მარტის ჩათვლით გ--- თ------ს სარეალიზაციოდ გადაეცა 3717,84 ლარის ღირებულების პროდუქცია. ხელშეკრულების მიხედვით პროდუქციის ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო პროდუქციის მიწოდებიდან 1(ერთი) სამუშაო დღის ვადაში. ჯ--- ლ--------მ და ვ-–-------- ლ--------მ სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღეს შპს ,,მ--------ის“ წინაშე და იკისრეს სოლიდარული თავდებობა გ--- თ------ს ვალდებულებებზე შპს ,,მ--------თან“, რომლის უფლებამონაცვლეა შპს ,,ი------“. (სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 2--------- წ. საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------). სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ი------ს“ კ------------- რ-----ის მიმართ ქონდა რა დავალიანება,2015 წლის 21 ივლისს მათ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც გ--- თ------ს კრედიტორი გახდა კ------------- რ-----ე. შესაბამისად, დავაში შპს ,,ი------ს“ უფლებამონაცვლედ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა კ------------- რ-----ე. მოპასუხეები თავს არიდებენ რა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების -3689,1 ლარის ანაზღაურებას, მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი არ წარმოადგენდა განსჯად სასამართლოს და სარჩელი დატოვა განუხილველად. მოცემული სასამართლო განჩინება გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში,თუმცა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით ზემოხსენებული განჩინება დარჩა ძალაში.

 

2.2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო და განმარტეს, რომ ხელშეკრულება გ--- თ------ს გაფორმებული ქონდა შპს ,,მ--------თან“ და არა შპს ,,ი------სთან“, ამდენად, კ------------- რ-----ესთან მიმართებაში მათ არავითარი დავალიანება არ აქვთ. გარდა აღნიშნულისა, მათ არც შპს ,,მ--------თან“ ჰქონდათ დავალიანება, რადგან გ--- თ------ს მიერ ყოველდღიურად, იმ დღით წაღებული პროდუქციის (პურ-ფუნთუშეული) შესატყვისი თანხის ოდენობით, ხდებოდა ანგარიშწორება კომპანიის მოლარე - ოპერატორ გ------- გ---–---სთან, რაც დასტურდება შესაბამისი ხელშეკრულებით, რომელიც მიმწოდებელს უფლებამოსილს ხდიდა დავალიანების 3(სამი) სამუშაო დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შეეწყვიტა შემსყიდვველთან დადებული პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულება, რაც შპს ,,მ--------ს“არ განუხორციელებია, რადგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და ამავდროულად არის ხანდაზმული . (იხ. შესაგებელი ს.ფ. 94-102).

 

2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: გ--- თ------ს, ჯ--- ლ--------სა და ვ-–-------- ლ--------ს კ------------- რ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3 689.1 (სამი ათას ექვსასოთხმოცდაცხრა ლარი და 10 თეთრი) ლარის გადახდა. გ--- თ------ს, ჯ--- ლ--------სა და ვ-–-------- ლ--------ს კ------------- რ-----ის სასარგებლოდ დაეკისრათ 111 (ასთერთმეტი) ლარის გადახდა.

 

2.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.3.1.1. შპს ,,მ--------სა“ და გ--- თ------ს შორის 2----–-–----------------- დაიდო ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ.

 

2.3.1.2. ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ზ--------ში, 2013 წლის 06 თებერვლიდან 2013 წლის 02 მარტის ჩათვლით გ--- თ------ს სარეალიზაციოდ გადაეცა 3717,84 ლარის ღირებულების პროდუქცია.

 

2.3.1.3.ხელშეკრულების მიხედვით პროდუქციის ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო პროდუქციის მიწოდებიდან 1(ერთი) სამუშაო დღის ვადაში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშწორების წესით.

 

2.3.1.4. ჯ--- ლ--------მ და ვ-–-------- ლ--------მ სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღეს შპს ,,მ--------ის“ წინაშე და იკისრეს სოლიდარული თავდებობა გ--- თ------ს ვალდებულებებზე შპს ,,მ--------თან“.

 

2.3.1.5.შპს ,,მ--------ის“ უფლებამონაცვლეა შპს ,,ი------“,რომლის სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 2----–-–-----------, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომერი- №---------.

 

2.3.1.6. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,მ--------ის“ (შემდეგ შპს ,,ი------“) მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისი თანხის გ--- თ------სგან პერიოდულად - საქონლის მიწოდების საღამოსვე მიღებას ადასტურებს მოწმე გ------- გ---–---, რომელიც მიუთითებს, რომ მისი ფუნქცია იყო სასაქონლო ზედნადებში მითითებული თანხის ამოღება ნაღდი ანგარიშსწორების წესით, რასაც ახორციელებდა კიდეც და ამოღებულ თანხებს გადასცემდა შპს ,,მ--------ის“ ადმინისტრაციას, მაგრამ აქვე ხაზგასმით მიუთითა, რომ შპს ,,მ--------ის“ მხრიდან გ------- გ---–---ზე ამგვარი უფლებამოსილების დელეგირება ან/და თანხების გადაცემა-ჩარიცხვა საქმის მასალებით არ დადასტურდა.

 

2.3.1.7. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს მოსარჩელისათვის 3717,84 ლარი აუნაზღაურება;

 

ზემოხსენებულთან ერთად სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ

გარემოებებზე:

 

2.3.1.8. 2015 წლის 21 ივლისის დათმობის ხელშეკრულებით გ--- თ------ს მიმართ მოთხოვნის უფლება 3689,1 ლარის ოდენობით გადაეცა კ------------- რ-----ეს.

 

2.3.1.9. თანხის ამოსაღებად დავა აღძრული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

2.3.10.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის განჩინებით მოსარჩელე შპს ,,ი------ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა კ------------- რ-----ე.

 

2.3.11.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად.

 

2.3.12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ დარჩა უცვლელი და იგი კანონიერ ძალაშია შესული.

 

2.3.13. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრულია 2017 წლის 04 დეკემბერს.

 

2.4. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 138-ე, 141-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 463-ე, 464-ე 477-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლებით.

 

2.4.1.სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას შეაფასა რა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, ასეთი დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, 138-ე მუხლის 1-ელ ნაწილსა და 141-ე მუხლზე . სახელდობრ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად კი თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, ვადა დაიწყება თავიდან და დაასკვნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სარჩელის მოთხოვნა მიჩნეულ არ უნდა ყოფილიყო ხანდაზმულად.

 

2.4.2. არ მიიჩნია რა სარჩელით წარდგენილი მოთხოვნა ხანდაზმულად, სასამართლომ აპელირება გააკეთა ვალდებულებითი სამართლის ზოგად ნორმებზე, სახელდობრ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების 1-ელ ნაწილებზე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე რომელთა თანახმადაც ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის ხელშეკრულება, ხოლო ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ვალდებულება კი უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

2.4.3. სასამართლომ შეფასება მისცა განსახილველ სადაო სამართლებრივ ურთიერთობას და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია საქონლის მიწოდების (ნასყიდობის) და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებათა საფუძველზე და მიუთითა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებზე, სახელდობრ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმადაც ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, მყიდველი კი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

2.4.4.სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის ძალითაც კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ასეთის დამადასტურებელი დოკუმენტი და რომ მოხმობილი ნორმის საფუძველზე ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ასეთს თავი ვერ გაართვეს.

 

2.4.5 სასამართლომ აპელირება გააკეთა სოლიდარული ვალდებულების წარმოშობისა თავდებობის ხელსეკრულების მომწესრიგებელ ნორმებზე, სახელდობრ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე-464-ე , 891-ე, 895-ე მუხლებზე და ასეთი შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებით ჯ--- ლ-------- და ვ-–-------- ლ-------- სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, რის გამოც მათ სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი გ--- თ------ს მიერ ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებაზე.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა გ--- თ------მ, ჯ--- ლ--------მ და ვ-–-------- ლ--------მ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტთა განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი შესაგებელი საქმის ხადაზმულობის შესახებ, სახელდობრ, მოწინააღმდეგე მხარის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ამ სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით დატოვებული იქნა განუხილველად, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით დარჩა უცვლელი და ის მითითებული თარიღიდან კანონიერ ძალაში შევიდა. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კი მხარემ სარჩელი აღძრა მითითებული თარიღიდან 11 თვის გასვლის შემდეგ _- 2017 წლის 04 დეკემბერს. ამდენად, სასამართლომ გამოიყენა კანონის ის მუხლები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

 

3.2. მოწინააღმდეგე მხარე - კ------------- რ-----ე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილ მოთხოვნას და შესაბამის სააპელაციო შესაგებელში მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის ისიც, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის. ამასთან მოთხოვნის ხანადზმულობა მოპასუხეებს შესაგებლით სადაოთ არ გაუხდიათ და სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის ეტაპზე ამ არგუმენტზე მითითება არ უნდა იქნას გათვალიწინებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მოცემულ დავაზე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უდავოდ დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.2.1. შპს ,,მ--------სა“ და გ--- თ------ს შორის 2----–-–----------------- დაიდო პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 3.1 მუხლის შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის ანგარიშწორება ხორციელდება პროდუქციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 1(ერთი) სამუშაო დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშწორების წესით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-მხარეთა განმარტება;

-მხარეთა შორის დადებული პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ 2----–-–---------------ის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ19-21).

 

4.2.2. მხარეთა შორის დადებული პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ 2----–-–---------------ის ხელშეკრულების ფარგლებში, ქ. ზ--------ში, 2013 წლის 06 თებერვლიდან 2013 წლის 02 მარტის ჩათვლით, გ--- თ------ს სარეალიზაციოდ გადაეცა 3717,84 ლარის ღირებულების პროდუქცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

-სასაქონლო ზედნადებები (იხ.ს.ფ. 23-55).

 

4.2.3.2----–-–----------------- ჯ--- ლ--------მ და ვ-–-------- ლ--------მ სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღეს შპს ,,მ--------ის“ წინაშე და იკისრეს სოლიდარული თავდებობა გ--- თ------ს ვალდებულებებზე შპს ,,მ--------თან“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

თავდებთა განცხადებები, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები (იხ.ს.ფ.57-64);

 

4.2.4..შპს ,,მ--------ის" უფლებამონაცვლეა შპს ,,ი------“,რომელმაც თავისი მოთხოვნა 3689.1 ლარის ოდენობთ მოვალე გ--- თ------ს მიმართ დაუთმო კ------------- რ-----ეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ.ს.ფ.15-16;17-18;65-69);

-მოთხოვნის დათმობის ხელსეკრულება(იხ.ს.ფ. 65-69)

4.2.5. მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამოდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით დავა აღძრული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელე მხარის განმარტება (იხ. სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოება.ს.ფ.4-5)

 

4.2.6.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის განჩინებით განსახილველ დავაში მოსარჩელე შპს ,,ი------ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა კ------------- რ-----ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის განჩინება(იხ.ს.ფ.72-76).

 

4.2.7.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით განსჯადობის წესის დარღვევით წარდგენის გამო სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად, რაც გასაჩივრებული იქნა კერძო საჩივრით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა განმარტება;

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინება (იხ.ს.ფ.77-80);

 

4.2.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ დარჩა უცვლელი და მითითებული თარიღიდან შესულ იქნა კანონიერ ძალაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა განმარტება;

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინება(იხ.ს.ფ.77-80);

 

4.2.9. მოცემულ დავაზე ახალი სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კ------------- რ-----ის მიერ შეტანილი იქნა 2017 წლის 04 დეკემბერს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა განმარტება;

-სარჩელის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შესვლის რეგისტრაციის მონაცემი (იხ.ს.ფ.1)

 

4.2.6. კ------------- რ-----ის სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხებმა გ--- თ------მ, ჯ--- ლ--------მ და ვ-–-------- ლ--------მ მიუთითეს, რომ სარჩელი არა მხოლოდ უსაფუძვლო, არამედ ამავდროულად არის ხანდაზმულიც., შესაბამისად საპელაციო სასამართლო არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის თვალსაზრის იმის თაობაზე, რომ აპელანტებს მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე შესაგებელში მითითება არ წარმოუდგენიათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-იხ.შესაგებელი, (მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასა და სამართლებრივ საფუძვლებზე ს.ფ.98)

 

4.2.7. ზემოხსენებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებულ დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა მოპასუხეთა შესაგებლით წარდგენილ პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და ასეთის შეფასებისას არ გამოიყენა მოცემული საკითხის მომწესრიგებელი კანონის ის მუხლები, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

 

4.2.8. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით განსაზღვრული სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდანაა ნაწარმოები, კერძოდ, მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს მიაწოდა 3689.1 ლარის ღირებულების პროდუქცია, ამ უკანასკნელმა დაარღვია ამ ნორმის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება, არ გადაუხადა რა მას მიწოდებული საქონლის ღირებულება, რის გამოც წარმოეშვა აღნიშნულის ანზაღაურების მოთხოვნის უფლება

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია რა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2----–-–----------------- დადებული პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და სარჩელით წარმოდგენილ მოთხოვნაა სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 06 თებერვლიდან 2013 წლის 02 მარტის ჩათვლით გ--- თ------ზე სარეალიზაციოდ გადაცემული 3689.1 ლარის ღირებულების პროდუქციის ანაზღაურება, ხოლო ამავე ხელშეკრულების თანახმად კი ანგარიშწორება უნდა განხორციელებულიყო პროდუქციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 1(ერთი) სამუშაო დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშწორების წესით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თავდაპირველი სარჩელი მოსარჩელე მხარის მიერ, რომლის უფლებამონაცვლედაც 2016 წლის 15 მარტის სასამართლო განჩინებით ცნობილი იქნა კ------------- რ-----ე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეტანილი იქნა სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის განსაზღვრული სამწლიანი ვადის დაცვით.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად , თუმცა მოცემული ნორმა აქვე აკეთებს იმპერატიულ დათქმას, რომ ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. ამდენად, მოცემული ნორმები ერთობლიობაში განიმარტება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. განსახილველი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში , როგორც ზემოთ მოხმობილ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები ცხადჰყოფს, მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე)მხარის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სარჩელით ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა შეწყდა ასეთზე მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე - 2017 წლის 13 იანვრამდე და რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილ პირს სარჩელის განუხილველად დატოვებიდან ექვსი თვის ვადაში ახალი სარჩელი არ შეუტანია, შესაბამისად, პირველი სარჩელის შეტანის დროიდან ხანდაზმულობის ვადა არ მიიჩნევა შეწყვეტილად. ამდენად, სარჩელის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 04 დეკემბერს წარდგენის დროისათვის სარჩელით დაყენებული მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

 

4.2.9. სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას, სახელდობრ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, აპელანტებმა მოცემულ შემთხვევაში მოახდინეს ზემოხსენებული ნორმით მინიჭებული უფლების რეალიზაცია, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--- თ------ს, ჯ--- ლ--------სა და ვ-–-------- ლ--------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება,რომლითაც კ------------- რ-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან აპელანტებმა მოცემული დავა მოიგეს სრულად, ზემოთ მოხმობილი ნორმის თანახმად მათ მიერ სააპელაციო საქმის წარმოებისათვის გაღებული ხარჯის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით მათ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კ------------- რ-----ეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. გ--- თ------ს, ჯ--- ლ--------სა და ვ-–-------- ლ--------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3.კ------------- რ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. კ------------- რ-----ეს გ--- თ------ს, ჯ--- ლ--------სა და ვ-–-------- ლ--------ს სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საქმის წარმოებისათვის გაღებული სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება (გადახდა);

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა კალანდაძე