განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002383769
საქმე №1/ბ-675-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ------------–---–---–ის,მსჯავრდებულ: გ-----------------–---–ის,მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–-------------------, პირადი N1----------- საქართველოს მოქალაქის, განქორწინებულის, უმაღლესი განათლების მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით გ-----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წელი;
გ-----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წელი;
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანქა მეორე სასჯელი და გ-----------------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 02 წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
გ-----------------–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 19 თებერვლიდან 2018 წლის 01 მაისის ჩათვლით;
გ-----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ------------------–---–ი თანაცხოვრების პერიოდში, ასევე ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქ. ბორჯომში, მის ყოფილ მეუღლეს, არასრულწლოვანი მ----------–----ის თანდასწრებით მის დედას შ-----------------ეს, სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც შ-----------------ე განიცდიდა ტანჯვას;
2018 წლის 07 იანვარს, ბორჯომის რაიონის სოფელ რველში მდებარე საცხოვრებელ სახლში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს მ----------–----ეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა თავის არეში, რის გამოც მ----------–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, რის გამოც მ----------–----ე განიცდიდა ტანჯვას
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიმართ კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს,რომ გ-----------------–---–ი არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არ არის დაინტერესებული მართლმსაჯულების განხორციელებაში, მოსამართლე მას შემამსუბუქებელ გარემოებად უთვლის დანაშაულის აღიარებას რასაც ადგილი არ ქონია, მოსამართლეს არ გაუთვალისწინებია საქართველოს სსკ-ის 53-ე პრიმა მუხლით განსაზღვრული სასჯელის დამამძიმებელი ზოგადი გარემოებები.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-----------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-----------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:
შ-----------------ის ჩვენებით, მას ყოფილი მეუღლე გ-----------------–---–ი თანაცხოვრების პერიოდში ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა, აგინებდა, თუმცა არც გაშორების შემდეგ აძლევს მშვიდი ცხოვრების საშუალებას, განაგრძობს მის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. 2018 წლის 04 იანვარს საღამოს საათებში გ-----------------–---–ი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მასთან სახლში, დაუწყო ლანძღვა- გინება, რასაც მათი არასრულწლოვანი შვილიც ესწრებოდა, გ-----------------–---–მა აიღო ვაზა და ესროლა. არასრულწლოვანი შვილი უყურებდა, ტიროდა და იტანჯებოდა ფსიქოლოგიურად. ასევე 2018 წლის 15 თებერვალს მასთან მივიდა ყოფილი მეუღლე, მას დაუწყო ლანძღვა-გინება, ცდილობდა მისთვის ხელი დაერტყა, თუმცა გაიქცა და ვეღარ დაეწია. მანვე აჩვენა, რომ მისი ყოფილი მეუღლე მათ შვილს მ-----------–----ეს დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს, აგინებს და ხშირად წამოარტყავს თავში ხელს, არასრულწლოვანი შვილი ფსიქოლოგიურის სტრესის ქვეშ იმყოფება, როდესაც გაიგებს, რომ მამა სახლში უნდა მოვიდეს განიცდის ფსიქოლოგიური ტანჯვას. 2018 წლის 07 იანვარს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ-----------------–---–ი ხმამაღლა ლანძღავდა, იწევდა მისკენ დასარტყმელად, მ-----------–----ემ არ მისცა მამას საშუალება დედისთვის დაერტყა, რა დროსაც მან შეაგინა არასრულწლოვან შვილს და გაშლილი ხელი თავში ჩაარტყა.
მ----------–----ის ჩვენება, რომლის თანახმად მამა გ-----------------–---–ი სისტემატიურად აყენებს შეურაცხყოფას დედას შ-----------------ეს, რაც წლებია გრძელდება, აგინებს, ლანძღავს და მიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მისი თანდასწრებით. 2017 წლის სექტემბრის თვეში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა გ-----------------–---–ი ლანძღავდა და აგინებდა დედას შ-----------------ეს, იწევდა მისკენ დასარტყმელად, ასევე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მათთან სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, დედას დაუწყო ლანძღვა-გინება, ცდილობდა მისთვის ხელი დაერტყა, თუმცა შ-----------------ე გაიქცა და ვეღარ დაეწია. მისივე განმარტებით 2018 წლის 07 იანვარს საღამოს საათებში სახლში მისვლისას დახვდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა, რომელიც ხმამაღლა ლანძღავდა დედას და იწევდა დასარტყმელად, შუაში ჩადგა არ მისცა მამას საშუალება დედისთვის დაერტყა, რამაც ისედაც აგრესიული მამა უფრო აგრესიული გახადა, მას შეაგინა და გაშლილი ხელი თავში ჩაარტყა, რა დროსაც იგრძნო თავის არეში ძლიერი ფიზიკური ტკივილი, გ-----------------–---–ი ხშირად აგინებს, ლანძღავს რის გამოც განიცდის ტანჯვას;
2018 წლის 13 მარტის სასამართლო -ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N001581618 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით და შ-----------------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით ყოფილი მეუღლის გ-----------------–---–ის ქმედება გამოიწვევდა შ-------------------ის ფსიქოლოგიურ ტანჯვას;
2018 წლის 02 აპრილს სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N002173618 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და მ-------------–----ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ-----------–----ე გ-----------------–---–ის ქმედებით განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.
მ-------------------------------------------------–----- გამოკითხვის ოქმებით, შო----------------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, მ-----------–----ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით, გ-------------------–---–ის დაკავების ოქმით, მ----------–----ის დაბადების მოწმობით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ-----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ გ-----------------–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს გ-----------------–---–ი ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სასჯელს იხდიდა საპატიმრო დაწესებულებაში.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ------------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წელი;
გ------------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წელი;
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანქოს მეორე სასჯელი და გ-----------------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 02 წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
გ------------------–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 19 თებერვლიდან 2018 წლის 01 მაისის ჩათვლით;
პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის N020160218001 საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი