განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2018
საქმის ნომერი
330100118002415877
ინსტანცია
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002415877

საქმე №1ბ/1121-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------–-----–-----–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------- ნასამართლობის არ მქონის, უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის: თ---–-----------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–--------------–---–------–---------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა--------–-----–-----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა, სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 01 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე თბილისში, ე.წ. „გადასასვლელ ხიდთან“ ა---------–-----–-----–---–მა თავის ნაცნობს - ლ--–-----------ს რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ხელი ზურგის არეში, ხოლო თავი დაარტყა სახეში, რა დროსაც ლ--–-----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 08 მარტს, დაახლოებით 21:15 საათზე თბილისში, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, #84 მიკროავტობუსის გაჩერებასთან, ა---------–------–-----–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ--–------------ს, ასევე ხელი ჩაავლო თმებში და ძლიერად მოქაჩა რამოდენიმეჯერ. ამის შემდეგ ხელი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ლ--–-----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მარცხენა თვალის არეში მიიღო დაზიანება.

 

2018 წლის 09 მარტს თბილისში, მესხის ქუჩაზე, ა---------–-----–-----–---–მა იმ მოტივით, რომ ლ--–------------მ მიმართა პოლიციას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, ასევე თმებში ძლიერად მოქაჩა, რა დროსაც ლ--–-----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 24 მარტს, საღამოს პერიოდში, ა---------–-----–-----–---–მა თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე ლ--–-----------ს თმებში ჩაავლო ხელი და რამოდენიმეჯერ ძლიერად მოქაჩა, ასევე რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში რა დროსაც ლ--–-----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით ა---------–-----–-----–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ა---------–-----–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა---------–-----–-----–---–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.

 

ა---------–-----–-----–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 08 მარტს, დაახლოებით 21:15 საათზე თბილისში, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, #84 მიკროავტობუსის გაჩერებასთან, ა---------–------–-----–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ--–-----------ს, ასევე თმებში ჩაავლო ხელი, რამდენიმეჯერ ძლიერად მოქაჩა და ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ლ--–------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მარცხენა თვალის არეში მიიღო დაზიანება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულ ა---------–-----–-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ დანშაულის ჩადენაში და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მცდარი სამართლებრივი შეფასება მიეცა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას. ა---------–-----–-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: ა---------–-------–--–--–-----------------------------ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, ა---------– ახალბედაშვიულის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, ბრალდებულ ა---------–-----–-----–---–ის დაკავების ოქმი და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებები. დაზარალებულის მიმართ თითოეულ შემთხვევაში განხორციელებული ძალადობა ატარებდა მკვეთრად გამოხატულ დაუნდობელ ხასიათს, რასაც მოტივად გასდევდა გამუდმებული ეჭვიანობა, ძირითად შემთხვევებში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა---------–-----–-----–---–ი ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა დაზარალებულზე.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა---------–-----–-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობის 2018 წლის 1 მარტის, 9 მარტის და 24 მარტის ეპიზოდები), ჩადენას.

 

ა---------–-----–-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ლ--–-----------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ა---------–------–-----–---–ი გაიცნო 2017 წლის ივნისის თვეში, თბილისში, მ-------–--ის ქუჩაზე მდებარე ბარში, სადაც იგი (ლ--–-----------) ბარმენად მუშაობდა. ა---------–-----–-----–---–ი სისტემატიურად დადიოდა ბარში და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი დამეგობრდნენ, რაც ახლო ურთიერთობაში გადაიზარდა. გაცნობიდან დაახლოებით ერთ თვეში, ეჭვიანობის გამო ურთიერთობა დაეძაბათ (ბრალდებული ეჭვიანობდა მასზე). დაკავებამდე ბევრჯერ განიცადა მისი მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. თითქმის ყველა შეხვედრისას ბრალდებული ემუქრებოდა, რომ მისი ოჯახის წევრებს ეტყოდა მათი ურთიერთობის შესახებ. 2018 წლის მარტის თვეში გახშირდა ა---------–-----–-----–---–ის მხრიდან აგრესია. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ხშირად აკითხავდა სამსახურში. სურდა მასთან ურთიერთობის დასრულება თუმცა ა---------–-----–-----–---–ი ამის საშუალებას არ აძლევდა.

 

დაზარალებულის განმარტებით, 2018 წლის 1 მარტს ვაგზლის მოედანზე მდებარე ე.წ. „გადასასვლელ ხიდზე“ დახვდა ა---------–-----–-----–---–ი, რომელმაც საუბრისას ზურგის არეში დაარტყა, ამის შემდეგ თავი აარიდა მას და სამარშუტო ტაქსში ჩაჯდა, თუმცა ბრალდებულმაც მასთან ერთად იმგზავრა. სახლთან რომ მივიდნენ ა---------–ს სთხოვა წასულიყო, რადგან მისი ოჯახის წევრები უნდა მისულიყვნენ, რა დროსაც ბრალდებულმა სახეში დაარტყა თავი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

დაზარალებულმა ლ--–------------მ ასევე დაადასტურა ა---------–-----–-----–---–ის მიერ, 2018 წლის 8 მარტს მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი და განმარტა, რომ აღნიშნულ დღეს, შეღამებისას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ა---------–-----–-----–---–ი მივიდა მასთან სამსახურში, რომელსაც მისმა თანამშრომელმა ა---------–--ემ ბარი დაატოვებინა. სამსახურიდან თანამშრომლებთან ერთად წავიდა ტაქსით. დაურეკა ა---------–-----–-----–---–ს და „სამგორის“ მეტროსთან შეხვდა მას, რომელსაც მისთვის უცნობი მამაკაცი ახლდა თან. ბრალდებულს ჰკითხა თუ რატომ მივიდა ბარში, რა დროსაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (უთხრა „შე ბოზო“ და ხელი დაარტყა სახეში). უცნობი მამაკაცი ცდილობდა ა---------–ის გაყვანას. მივიდა სამარშუტო ტაქსების გაჩერებასთან და აპირებდა მეტროში ჩასვლას, რა დროსაც ა---------–მა თმებში მოჰკიდა ხელი და მოქაჩა. ამ დროს მისთვის უცნობი გოგო ჩამოვიდა სამარშუტო ტაქსიდან, ხელი მოჰკიდა ა---------–ს და დააშორა ისინი ერთმანეთს. ა---------–ი დაუსხლტა უცნობ მამაკაცს და ისევ მივიდა მასთან, თუმცა იქვე მყოფმა ბიჭებმა დააშოშმინეს იგი, ამასობაში პატრულიც მივიდა. ბრალდებულის მხრიდან ხელის დარტყმისა და თმაზე მოქაჩვის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ ა---------–-----–-----–---–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა 2018 წლის 9 მარტს და 24 მარტს. კონფლიქტის მიზეზი ამჯერადაც ბრალდებულის ეჭვიანობა იყო, ასევე ის გარემოებაც, რომ მას არ სურდა ა---------–-----–-----–---–თან ურთიერთობა, თუმცა ბრალდებული თავს მაინც არ ანებებდა.

 

დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ პოლიციისთვის და სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს, რადგან ქორწინებაში სხვა მამაკაცთან იმყოფება და არ უნდოდა ა---------–-----–-----–---–თან მისი ურთიერთობის შესახებ ოჯახს გაეგო. ადასტურებს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორეს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ხ---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 8 მარტს დაახლოებით საღამოს ათის ნახევარზე იმყოფებოდა #84-ე სამარშუტო ტაქსში. დაღლილი იყო და თვალები დახუჭული ჰქონდა რა დროსაც გაიგონა ქალის ხმა „შეხედეთ დაარტყაო“. გვერდზე გაიხედა და დაინახა ა---------–ი რომელსაც დაზარალებული თმით ჰყავდა დაჭერილი და ურტყამდა. ძალიან ანერვიულდა და იქ მყოფ ადამიანებს უთხრა თუ რატომ უყურებდნენ ამ ყველაფერს. გადაწყვიტა დახმარებოდა ქალბატონს და ჩავიდა სამარშუტო ტაქსიდან. სანამ ლ--–-სთან მივიდოდა, მისთვის უცნობმა მამაკაცმა ბრალდებული ძალით წაიყვანა, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო სიტყვებს ამბობდა დაზარალებულის მისამართით. დაამშვიდა დაზარალებული, რომელიც განერვიულებული იყო, სახე გაწითლებული ჰქონდა და ტიროდა, რის შემდგომაც 112-ში დარეკა. ა---------–ი უცნობმა მამაკაცმა წაიყვანა მეტროსკენ თუმცა ბრალდებული დაუსხლტა აღნიშნულ მამაკაცს და მათკენ გამოიქცა. ანერვიულდა და სწორედ ამ დროს დარეკა 112-ში. ა---------–ი ისევ მივიდა მათთან და აგრძელებდა აგრესიულ ქცევას და უსიამოვნო სიტყვებს ეუბნებოდა ლ--–-ს, რა დროსაც იქვე მყოფი ბიჭები მივიდნენ და ბრალდებული გაიყვანეს. ამასობაში საპატრულო პოლიციაც მივიდა, რომლებმაც მოკლედ გამოკითხეს დაზარალებული, რა დროსაც ისევ გაიგონა გინება და ხმამაღალი საუბარი. პოლიციელებს მიუთითა ბრალდებულზე, რომ სწორედ ის პიროვნება ძალადობდა დაზარალებულზე. პოლიციის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ სამარშუტო ტაქსში ფანჯარასთან იჯდა, როდესაც დაინახა, ბრალდებული, რომელსაც დაზარალებული თმით ჰყავდა დაჭერილი (ერთი ხელით ჰყავდა დაჭერილი და მეორე ხელით სახეში ურტყამდა). ამ ფაქტმა ძალიან გაანერვიულა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩასულიყო სამარშუტო ტაქსიდან და დახმარებოდა დაზარალებულს. პოლიციაში ერთხელ დარეკა, როდესაც ა---------–ი მათკენ გამოიქცა და სთხოვა, რომ ჩქარა მისულიყვნენ შემთხვევის ადგილზე. ა---------–-----–-----–---–ი მაშინაც ამბობდა ცუდ სიტყვებს როდესაც მისთვის უცნობ მამაკაცს მეტროსკენ მიჰყავდა. პოლიციის მისვლამდე იგი აგრესიას გამოხატავდა ლ--–-ს მიმართ, ორჯერ ჩაერივნენ გამვლელები კონფლიქტში, პირველად უცნობი მამაკაცი და მეორედ იქვე მყოფი ბიჭები.

 

ლ--–------------ს და ხ---------------ს ჩვენებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ დაადასტურა ა---------–-----–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მისი განმარტებით, 2018 წლის 8 მარტს „სამგორის“ მეტროსთან შეხვდა ლ--–-----------ს, რომელსაც შელაპარაკებისას ხელი დაარტყა სახის არეში, რომლის მიზეზიც იყო დაზარალებულის სხვა მამაკაცთან ურთიერთობა. ა---------–-----–-----–---–მა უარყო 2018 წლის 1 მარტს, 9 მარტს და 24 მარტს ლ--–-----------სთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეზე წარდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებენ ა---------– ახალაბედაშვილის მიერ წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით) ჩადენის ფაქტს, რომ ა---------–-----–-----–---–მა ჩაიდინა ლ--–-----------ს მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა და სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ა---------–-----–-----–---–ის მიერ ლ--–-----------ს მიმართ 2018 წლის 1 მარტს, 9 მარტს და 24 მარტს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არ არის გამყარებული თუნდაც ერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებით და რაც სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად არასაკმარისად მიაჩნია სისტემატური ძალადობის ფაქტების დადგენისა და პირის მიმართ ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მით უფრო, როდესაც თავად ა---------–-----–-----–---–ი უარყოფს აღნიშნული ქმედებების ჩადენას.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქმეზე არ დასტურდება ა---------–-----–-----–---–ის მიერ ლ--–-----------ს მიმართ 2018 წლის 1 მარტს, 9 მარტს და 24 მარტს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი (სისტემატური ძალადობა).

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ა---------–-----–-----–---–მა ჩაიდინა სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული (სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობის 2018 წლის 1 მარტის, 9 მარტის და 24 მარტის ეპიზოდები) დანაშაული. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საკმარისია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ა---------–-----–-----–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

სააპელაციო პალატა, სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას - უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, აგრეთვე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რომ ა---------–-----–-----–---–ს პასუხისმგებლობის გამოკვეთილად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა---------–-----–-----–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ა---------–-----–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა---------–-----–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ ა---------–-----–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.

 

ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, მასში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალით, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი