განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2018
საქმის ნომერი
330210017002027880
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/601-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივნისი, 2018 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე

მერაბ გაბინაშვილი

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - გ-----–--–------ია

 

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

 

გ-----–--–------იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ქ.თბილისში, ს------–----------–-ში მდებარე 585 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N8-----------.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ს------–----------–-ში მდებარე 585 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N8----------- რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად.

უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სააღსრულებო ფურცელი N--------, დამოწმების თარიღი 08/12/2016, რუსთავის საქალაქო სასამართლო.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 იანვრის N----- წერილის საფუძველზე სარგებლობაში გადაეცა სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ს (ს.ფ. 14-15).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2. ქ. თბილისში, ს------–----------–-ში მდებარე 585 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით N1---------- ფლობს ყოფილი მესაკუთრე - მოპასუხე გ-----–--–------ია (ს.ფ. 47, მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია უძრავი ქონების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის მიხედვით, მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი. ეს წესი ეხება ასევე პირდაპირი მფლობელის ურთიერთობას არაპირდაპირ მფლობელთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცნობს კეთილსინდისიერი და მართლზომიერი მფლობელის ინსტიტუტს, რომელთათვის დამახასიათებელი ელემენტები მოცემულია ამავე კოდექსის 159-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლებში; კერძოდ, მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირი, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები.

 

2.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით თბილისში, ს------–----------–-ში მდებარე 585 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N8----------- რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად. მიწის ნაკვეთი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 იანვრის N----- წერილის საფუძველზე, სარგებლობაში გადაეცა სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ს. ამდენად, სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ი არის ქ. თბილისში, ს------–----------–-ში მდებარე N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 585 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი, მოპასუხე გ-----–--–------ია უკანონოდ ფლობს აღნიშნულ უძრავ ქონებას. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

აღნიშნულიდან გაამომდინარე, სასამართლომ, სსიპ მ----–----–----------------------------ის სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ გ-----–--–------იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, ს------–----------–-ში მდებარე 585 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N8----------- და მიწის ნაკვეთი თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადასცემოდა სსიპ მ----–----–----------------------------ს.

 

2.5. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, სასამართლომ აღნიშნული არ დააკმაყოფილა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მხარე ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას რის გამოც სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტი გ-----–--–------ია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებას, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მისი გაუქმება.

 

აპელანტი განმარტავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ს მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის ექსპროპირიაციის უფლება მიენიჭა სრული, წინასწარი და სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე; მხარე მიუთითებს, რომ 2017 წლის 07 მარტს მან საჩელით მიმართა სასამართლოს კომპენსაციიის სახით მის სასარგებლოდ ასანაზაღაურებელი თანხის მისაღებად. აპელანტი აღნიშნავს, რომ მითითებულ დავაში სასარჩელო მოთხოვნაა მისი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ანაზღაურდება ქონების კომპენსაცია სრულად, წინასწარად და სამართლიანად;

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მის მიერ აღძრული დავის ფარგლებში, სსიპ საქართველოს მუნიციაპლური განვითარების ფონდის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი, ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სამართლიან ანაზღაურების მოთხოვნით;

 

სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტი მიუთითებს, რომ მას უნდა მიეცეს მტკიცებულებების წარმოდგენის საშუალება და კომპენსაციის მიღებამდე უნდა შეჩერდეს მისი გამოსახლება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ს------–----------–-ში მდებარე 585 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N8----------- რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად.

 

უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სააღსრულებო ფურცელი N--------, დამოწმების თარიღი 08/12/2016, რუსთავის საქალაქო სასამართლო.

 

აღნიშნული მიწის ნაკვეთი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 იანვრის N----- წერილის საფუძველზე სარგებლობაში გადაეცა სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ს (ს.ფ. 14-15).

 

ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ს------–----------–-ში მდებარე 585 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით N1---------- ფლობს ყოფილი მესაკუთრე - მოპასუხე გ-----–--–------ია (ს.ფ. 47, მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

მოპასუხეს არ წარუდგენია უძრავი ქონების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

სააპელაციო პალატა ასევე სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოცემულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ასახულ სამართლებრივ დასაბუთებას; კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის მიხედვით, მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი. ეს წესი ეხება ასევე პირდაპირი მფლობელის ურთიერთობას არაპირდაპირ მფლობელთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცნობს კეთილსინდისიერი და მართლზომიერი მფლობელის ინსტიტუტს, რომელთათვის დამახასიათებელი ელემენტები მოცემულია ამავე კოდექსის 159-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლებში; კერძოდ, მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირი, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დადგენილ იქნა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით თბილისში, ს------–----------–-ში მდებარე 585 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N8----------- რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად. მიწის ნაკვეთი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 იანვრის N----- წერილის საფუძველზე, სარგებლობაში გადაეცა სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ს. ამდენად, სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ი არის ქ. თბილისში, ს------–----------–-ში მდებარე N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 585 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი; დადგენილია, რომ მოპასუხე გ-----–--–------ია უკანონოდ ფლობს აღნიშნულ უძრავ ქონებას. ამრიგად, დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ)მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ სახელმწიფო წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან; ასევე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 იანვრის N----- წერილის საფუძველზე სარგებლობაში გადაეცა სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ს;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია; ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუსტობა.

 

განსახილველი საქმის ფარგლებში მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის უფლებას, ასევე შედავებული არ არის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; ამდენად, აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვისას სადავოდ არ გამხდარა საჯარო რეესტრის ამონაწერის სიზუსტე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მისთვის ჩამორთმეული ქონების დარჩენილი ნაწილი გამოუსადეგარი ხდება საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, რაც ქონების შეძენისას წარმოადგენდა მხარის მიზანს და აღნიშნულის გათვალისწინებითაც მიუღებელია ქონების კომპენსაციის მისთვის შეთავაზებული ოდენობა (მოპასუხის პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას); სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული არგუმენტი არ წარმოადგენს განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელ და დასადგენ გარემოებას (მხარის მიერ მითითებული საკითხი გამოკვლეული უნდა იქნას სწორედ უძრავი ქონების კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე აღძრულ დავაში); მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის კანონიერება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ მ----–----–----------------------------ის სარჩელის დააკმაყოფილების და გ-----–--–------იას უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ს------–----------–-ში მდებარე 585 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით N8----------- გამოთხოვის და მისი თავისუფალ მდგომარეობაში სსიპ მ----–----–----------------------------ისთვის გადაცემის თაობაზე.

 

როგორც აღინიშნა, სადავო არ არის მოსაჩელის უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისი, ს------–-----------–ა, 585 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N8----------- და ამ დავის ფარგლებში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს მხარის მიერ ფლობის მართლზომიერება; აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი და მასში ასახული მოთხოვნა, მოცემული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, ვიდრე არ იქნება განხილული დავა, კომპენსაციის მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ოდენობით განსაზღვრის თაობაზე, დაუსაბუთებელია, რადგან სსს კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი არ არსებობს; კერძოდ, უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელია მხარის მითითება მოცემული საქმის განხილვის შეუძლებლობაზე, მის მიერ დასახელებული, კომპენსაციის ოდენობის დადგენის თაობაზე საქმის განხილვამდე;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-----–--–------იას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით, წინასწარ იქნა გადახდილი, თუმცა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-----–--–------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე /ხათუნა არევაძე/

 

მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე/

 

/მერაბ გაბინაშვილი/