განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
330100118002435167
ინსტანცია
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002435167

საქმე №1/ბ-987-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მეია მელქაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ--------------ის,მსჯავრდებულ: მ--–------------–---ის,ადვოკატ: ა----–-–---–---–ის,მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მა-–---------------------------–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, პირადი N1----------- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის გ--------------------–----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების- ქ.------–------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენით მ--–-------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (1-ელი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მე-2 ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, მ--–------------–---ს სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე.

 

მ--–------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 02 აპრილიდან - 2018 წლის 08 ივნისის ჩათვლით პერიოდი;

 

მ--–------------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 07 თებერვალს საღამოს საათებში, ქ------–--–----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–------------–---მა, მის მეუღლეს თ---------–-–---–ს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა მის ცემაში. მომხდარის გამო თ---------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მანვე, 2018 წლის 02 აპრილს, თ---------–-–---–ს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ მ--–------------–---ი იმყოფებოდა რა ნასვამ მდგომარეობაში, სიტყვიერი შელაპარაკების დროს თ---------–-–---–ს მუშტი ძლიერად ჩაარტყა თავში, ყელზე მოუჭირა ხელი და ძალის გამოყენებით შეიყვანა საძინებელ ოთახში. ასევე რამოდენიმეჯერ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში და წაქცეულს ფეხი დაარტყა ზურგში. მომხდარის გამო თ---------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულის მიმართ არ იქნეს გამოყენებული სსკ-ის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი და მას დაენიშნოს დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელი.

 

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მსჯავრდებულისთვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი დანაშაული, მსჯავრდებულისათვის ვერ აღმოჩნდა შემაკავებელი არასრულწლოვნების იქ ყოფნა და მათ თანდასწრებით განახორციელა ძალადობა. სასჯელის სიმსუბუქიდან გამომდინარე მსჯავრდებულს შეიძლება გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ--–------------–---ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ--–------------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ თ---------–-–---–ის, მოწმეთა, მ--------------–---ის, ნ-------–-–---–ის და ბ----------------–---ის გამოკითხვის ოქმებით და სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ მ--–------------–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს სასამართლოს წინაშე კანონით განსაზღვრული შეღავათების გამოყენებას, დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ არის დადგენილი და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მ--–------------–---ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ მ--–------------–---ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს მ--–------------–---ი ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სასჯელს იხდიდა საპატიმრო დაწესებულებაში.

ასევე მ--–------------–---ისათვის სასჯელის განსაზღვრისას პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მ--–------------–---ს კმაკოფაზე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და არის სოციალურად დაუცველი.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ--–-------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (1-ელი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მე-2 ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, მ--–------------–---ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე;

 

მ--–------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 02 აპრილიდან - 2018 წლის 08 ივნისის ჩათვლით პერიოდი;

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ--–------------–---ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი