განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2018
საქმის ნომერი
190100118002280491
ინსტანცია
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------

ს---------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

სხდომის თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: მურმან ისაევი

გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი: ეკატერინე დიხამინჯია

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენით; ღია სასამართლო სხდომაზე;

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ს--–---------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ჰ--------------------------–-- - დ----------–-------–-–------------------- ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, პ----------------------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ი----------–-----------------–------------–-----–----------------------------–-------------------–---------------------------–--

ადვოკატი - ზ----------------–---–-;

 

თარჯიმნები: ს---------------------- და ლ--–-------–-–---–-;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა - 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

მსჯავრდებულ ჰ--------------------------–--ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----------------–---–მა (აპელანტი) წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ჰ--------------------------–--ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნა, იმ მოტივით, რომ ჰ--------------------------–--მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდაოდ გახადა მტკიცებულებები, პირველად არის სამართალში, მისი წარსული არ არის შებღალული.

 

დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვებით არ იქნა დადგენილი, რომ ჰ--------------------------–--ს ჰქონდა ნარკოტიკული საშულების გასაღების მიზანი და მოითხოვა მას ბრალიდან ამოერიცხოს ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი.

 

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვა რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება, რადგან დამნაშავის პიროვნების, დანაშაულის კატეგორიის და ფაქტობრივი მხარის, სახელმწიფო-საჯარო ინტერესების და ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით სასამართლომ ჰ--------------------------–--ს განუსაზღვრა შესაბამისი სამართლიანი სასჯელი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ჰ--------------------------–--მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ - ჰ--------------------------–--მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 361.537 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკისას 2017 წლის 23 დეკემბერს ქ. თბილისში, ს---------------------ში.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ჰ--------------------------–--ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, ჰ--------------------------–--სთვის ნარკოტიკული საშულების გასაღების მიზნის ბრალიდან ამორიცხვის შესახებ, პალატას აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჰ--------------------------–--ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვათვის, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და არა გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვათვის. ამდენად, დაცვის მხარე განაჩენიდან ითხოვს იმის ამორიცხვას, რაშიც მსჯავრდებულს მსჯავრი არ დადებია. შესაბამისად, მოთხოვნაზე, იმის ამორიცხვის შესახებ, რაც მსჯავრდებულს მსჯავრად არ დადებია, პალატა ვერ იმსჯელებს.

 

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჰ--------------------------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აქედან გამომდინარე, სასჯელის განსაზღვრისას პალატა ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობას, რაც აღმოაჩნდა ჰ--------------------------–--ს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ანუ, სასჯელის მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს შორის სხვაობა არის თორმეტი წელი, რაც საკმაოდ დიდია. აღნიშნული დიდი სხვაობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა მიხედვით შეაფასოს მსჯავრდებულისაგან (ბრალდებულისაგან) მომდინარე საფრთხეები და ზუსტად განსაზღვროს სასჯელი. ნარკოტიკულ დანაშაულებზე კი სასჯელის განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, რადგან სწორედ ეს ოდენობა განსაზღვრას, თუ რა მასშტაბით არის დანაშაულის ჩამდენი პირი საფრთხის მატარებელი საზოგადოებისათვის. მოცემულ შემთხვევაში ჰ--------------------------–--ს აღმოაჩნდა 361,537 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ერთ გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი კანონმდებელს მიჩნეული აქვს განსაკუთრებით დიდ ოდენობად, ხოლო 361,537 გრამი ჰეროინი ბევრად აღემატება იმ ზღვარს, რაც იძლევა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემადგენლობას და შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ეს ოდენობა, უკანონო ბრუნვაში მოხვედრის შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნიდა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს. შესაბამისად, ჰ--------------------------–--ს მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, რის გამოც მას უნდა განესაზღვროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულიდან მომდინარე საფრთხის ადეკვატური სასჯელი.

 

ამდენად, სასჯელის დანიშვნისას პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულ ჰ--------------------------–--ს შემამსუბუქებელ გარემოებას, ნარკოტიკული საშუალების ოდენობას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის მსჯავრდებულის პიროვნების, ასევე მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული და სამართლიანი და იგი გახდება მისთვის დამაფიქრებელი, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციას და რესოციალიზაციას, ასევე უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის №1------ განაჩენი ჰ--------------------------–--ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1) მსჯავრდებულ ჰ--------------------------–--ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ----------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2) რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის №1------ განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

3) ჰ--------------------------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით;

 

4) ჰ--------------------------–--ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება,5) ჰ--------------------------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 დეკემბრიდან;

 

6) ცნობად იქნეს მიღებული, რომ ჰ--------------------------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

7) საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი - ნარკოტიკული საშუალება 361.537 გრამი ჰეროინი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციისა და აღრიცხვის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

8) საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი - მსჯავრდებულის პირადი ნივთები: ზურგჩანთა, პერანგი, ჯინსის შორტი, ნაჭრის შარვალი, რომლებიც ინახება გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს;

 

9) განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

10) განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

სხდომის თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია

 

მოსამართლეები: მურმან ისაევი

 

გოჩა ჯეირანაშვილი