განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100118002327100
საქმე №1ბ/927-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ნაზი მირიანაშვილის
ადვოკატ - ალექსანდრე მონასელიძის
მსჯავრდებულ - ზ--------------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 12 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, უმუშევარის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: თ--------------------------–------------ში, ამჟამად პატიმრის, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით ზ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 იანვრიდან.
ზ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 18 იანვარს, საღამოს საათებში, თ--------------------------–------------ში, ლ-------------მ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ზ--------------–---–ს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, უსაყვედურა სიმთვრალის გამო. აღნიშნულზე გაღიზიანდა ზ--------------–---–ი და ლ-------------ს მისი არასრულწლოვანი შვილის - 5 წლის ს-----------------ის თანდასწრებით სახეში მუშტი დაარტყა, შემდეგ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში და ხელის კვრით კედელზე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც ლ-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ--------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მინიმალური სასჯელის დანიშვნა და დარჩენილი მოსახდელი ვადის პირობითად ჩათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ზომა უსამართლოა და უნდა შეიცვალოს, რადგან წინასასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში თავს ცნობდა დამნაშავედ, საქმის არსებითი განხილვისას დააფიქსირა, რომ მისი მეუღლის ცემის დროს ბავშვს ეძინა და მისი გაღვიძებისთანავე შეწყვიტა ყვირილიც და ცემაც, მისი ჩვენება მოსამართლემ ვერ გაიზიარა გულწრფელ ჩვენებად; ზ--------------–---–ი სრული გულწრფელობით აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, 6 თვეა რაც იზოლირებულია საზოგადოებისგან, ეს დრო საკმარისია იმისთვის, მიმხვდარიყო რომ ნებისმიერ შემთხვევაში ქალბატონისთვის ხელის გარტყმა არ არის გამართლებული, რაც შეეხება ბავშვის თვალწინ ძალადობას, ნამდვილად ეგონა, რომ ბავშვს ეძინა, თუმცა როგორც გაირკვა, მას ეღვიძა, რაც მსჯავრდებულისათვის იმ მომენტში ცნობილი არ იყო. ამასთან, ითვალისწინებს მოსამართლის ეჭვს მის გულწრფელობაში და განმარტავს, რომ ყვირილის გამო უნდა გაეთვალისწინებინა ბავშვის გაღვიძება, რის გამოც კვალიფიკაციას არ ხდის სადავოდ. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოში მისი მეუღლის ლ------------ის მიერ მიცემული იქნა ჩვენება, რომ არ სურს ზ--------------–---–ის პატიმრობა და არ არის წინააღმდეგი გააგრძელოს მასთან საერთო ცხოვრება, მისი სურვილიც იგივეა, სურს დაიბრუნოს ლ-------------------------ეების ნდობა; ზ--------------–---–ი არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიშ პიროვნებას, დანაშაულის ჩადენამდე ნასამართლობის არმქონე იყო, ყოველთვის დასაქმებული იყო სხვადასხვა სამსახურებში. საპყრობილეში ყოფნის პერიოდში აღიქვა მის მიერ დაშვებული შეცდომა, პასუხისმგებლობა ოჯახისა და საზოგადოების წინაშე, დადებითად ხასიათდება როგორც სოფლის მაცხოვრებლების მიერ, ასევე სამუშაო ადგილას, ლმობიერი სასჯელის დანიშვნა საშუალებას მისცემს უფრო ნაკლებ ვადაში დაუბრუნდეს ოჯახსა და საზოგადოებას სრულყოფილ წევრად.
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--–- ო-----------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ზ--------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ, თუმცა აღნიშნავს, ეგონა, ბავშვს ეძინა, მაგრამ, როგორც მერე გაირკვა, მას ეღვიძა, რაც მისთვის იმ მომენტში ცნობილი არ იყო, ამასთან, აღიარებს ხელის მხოლოდ ერთხელ გარტყმის ფაქტს, რასაც პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, მსჯავრდებულის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მასში, რომ ლ-------------ს მისი არასრულწლოვანი შვილის - 5 წლის ს-----------------ის თანდასწრებით სახეში მუშტი დაარტყა, შემდეგ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში და ხელის კვრით კედელზე მიარტყმევინა თავი, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ლ------------ის ჩვენება, მოწმეების: არასრულწლოვან ს-----------------ის, თ-----------–ის, ვ-------------------ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული /. . . / და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, მოცემულ შემთხვევაში კი მსჯავრდებული მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 იანვრიდან.
ზ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე