განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
330100118002471860
ინსტანცია
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002471860

საქმე №1ბ/809-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ნ-----------ს და დ--------------ის

მსჯავრდებულის: გ-----------------–---–ის

ადვოკატის: ლ-------------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე საქმე გ------- დ------ს ძე მ--------–---–ის მიმართ დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი #01---------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-------–--------------–---------------------------------- დანაშაული გათალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით, გ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში(ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით (2017 წლის 11 ნოემბრის, მაღაზია ,---–------–--------------- ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით (2017 წლის 27 დეკემბრის, მაღაზია ,,--–----------- ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით,2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

მსჯავრდებულ გ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.

გ-----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 11 ნოემბერს, 15:50 საათიდან 16:05 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სავაჭრო ცენტრ ,-----------––-- განთავსებული მაღაზია ,---–------–-----------------“ გ-----------------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ 2999 (ორი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარად და 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) თეთრად ღირებულ ,,--------- ფირმის ლეპტოპს. გ-----------------–---–ის აღნიშნული ქმედებით სს ,---–------–-------------- მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი

2017 წლის 27 დეკემბერს, 15:55 საათიდან 16:01 საათამდე დროის პერიოდში, ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სავაჭრო ცენტრ ,-----------––-- განთავსებული მაღაზია ,---–-------------- გ------- მ--------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ ,--------------------- ფირმის შავი ფერის ლეპტოპს, ღირებულს 3649 (სამი ათას ექვსას ორმოცდაცხრა) ლარად. გ-----------------–---–ის აღნიშნული ქმედებით შპს ,,--–----------- მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-----------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობითად ჩათვლა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-----------------–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების წარმომადგენლების - თ----------------ის, მ-------–---–-----ის, მოწმეების: ი-----–--–-----ს, გ------- თ----------ს, ა---------–------------–---–ის, ა-----–----–---ის და ნ---- მ--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2017 წლის 8 დეკემბრის და 2018 წლის 23 იანვრის ოქმებით, მაღაზია ,,--–----------- და მაღაზია ,---–------–--------------- შიდასათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით, მაღაზია ,---–-------------- ,--------------------- ფირმის შავი ფერის ლეპტოპის ყუთის ამოღების ოქმით, მ-------–---–-----ისგან ლეპტოპის ყუთის ამოღების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი CD-R ფორმატის დისკის გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა მართალია აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდაოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრისას ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მის მიერ არც ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით ანაზღაურებული არ არის დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, ასევე, მხედველობაშია მისაღები ჩადენილი ქმედების ხერხი და დამდგარი შედეგი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორედ ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით (შეზღუდული შერაცხადობა), რაზედაც აპელირებდა დაცვის მხარე, გ-----------------–---–ს განუსაზღვრა სასჯელის მინიმუმი და მასზე გაავრცელა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში(ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით (2017 წლის 11 ნოემბრის, მაღაზია ,---–------–--------------- ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით (2017 წლის 27 დეკემბრის, მაღაზია ,,--–----------- ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.

4. მსჯავრდებულ გ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია.

6. გ-----------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. ნივთიერი მტკიცებულებები:

- შპს ,---–------------- სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ამსახველი ვიდეომასალა 1(ერთი)ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 1(ერთი)პაკეტად; სს ,---–------–--------------- სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ამსახველი ვიდეომასალა 1(ერთი)ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 1(ერთი)პაკეტად; საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად გადაღებული ფოტომასალა 2(ორი)ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 2(ორი) პაკეტად, რომლებიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმეს შენახვის ვადით;

- მაღაზია ,---–----------- - დან ამოღებული ,,ლენოვო“-ს ფირმის ლეპტოპის ყუთი, დალუქული 1(ერთი)პაკეტად და მაღაზია ,---–------–---------------დან ამოღებული ,,ასერი“-ს ფირმის ლეპტოპის ყუთი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ-------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-----------–-----------–---–- - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

- დისკები, ხელშეკრულებები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

- დაქტილოფირები - განადგურდეს.

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი