განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010141318700066316 №1/აგ-527-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გი------ სო---–---–ის (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, მცხოვრები: თ--–----------------------–----------------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გი------ სო---–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გი------ სო---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა ერთი წელი.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეოთხე პრიმა ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 აპრილის განაჩენით გი------ სო---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, მოუხდელი სასჯელის ნაწილი 02 (ორი) დღე დაემატა ახლადდანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გი------ სო---–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) დღის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
გი------ სო---–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან 2016 წლის 08 აპრილიდან.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 01 ივლისის განაჩენით გი------ სო---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენს ნაწილობრივ დაემატა წინა - 2016 წლის 08 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით) მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გი------ სო---–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 აგვისტოს განაჩენით გი------ სო---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 (ორმოცდაათი) საათის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გი------ სო---–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
გი------ სო---–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - კახეთის პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინება დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებულ გი------ სო---–---–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 აგვისტოს განაჩენით მოუხდელი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 128 (ას ოცდარვა) საათის ვადით შეეცვალა ჯარიმით 1600 (ათას ექვსასი) ლარის ოდენობით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენით გი------ სო---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
გი------ სო---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით შეცვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1600 (ათას ექვსასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი------ სო---–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გი------ სო---–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2018 წლის 10 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გი------ სო---–---–მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის და 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განაჩენის გადასინჯვა და სასჯელისაგან გათავისუფლება.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ გი------ სო---–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე.
თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივნისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 აპრილის, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 01 ივლისის, 2016 წლის 04 აგვისტოს და თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენებით, გი------ სო---–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 სექტემბრის A17060219-011/001 წერილის თანახმად არ არის აღსრულებული (გადახდილი). გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გი------ სო---–---–ს ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რაც მოჰყვა სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებას აღნიშნული განაჩენებით (გარდა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენისა).
პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული გი------ სო---–---–ი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან და უნდა აღუდგეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლისთვის ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, გი------ სო---–---–ს არ დაენიშნა სასჯელი. საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია ჩამორთმეული უფლებების არაკონსტიტუციურობის თაობაზე, შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გი------ სო---–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
გი------ სო---–---–ი გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
გი------ სო---–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
გაუქმდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.
გი------ სო---–---–ი გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 01 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
გაუქმდეს, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 01 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.
გი------ სო---–---–ი გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
გაუქმდეს, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.
გი------ სო---–---–ი გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან (ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით).
გაუქმდეს, თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.
სხვა ნაწილში (მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში) უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე