განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002540473
საქმე №1ბ/1126-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ ჯო-----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - სო----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ჯო-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 04 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თ---–---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თ---–----------------------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 აგვისტოს განაჩენით ჯო-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.
ჯო-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ჯო-----------–---–ი და ინ-----------ი 2014 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რომლებიც ერთად ცხოვრობენ ქ. თ---–-----------------------------------ში. წლების განმავლობაში, 2018 წლის 24 მაისის ჩათვლით, ჯო-----------–---–ი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის და სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე სისტემატიურად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ინ-----------ს, კერძოდ, მრავალჯერადად, ხელის გამოყენებით, აყენებდა დარტყმებს სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც ინ-----------ის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯო-----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სო----------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ჯო-----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ჯო-----------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ჯო-----------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მან აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება, სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სასამართლოს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაში, შეურიგდა დაზარალებულს, აღნიშნული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით შეეძლო ჯო-----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, რაზეც დააზარალებულმა ინ-----------მა თანხმობა გამოთქვა სასამართლო სხდომაზე, განმარტა, რომ მას სურდა მეუღლესთან თანაცხოვრების გაგრძელება და მასთან შერიგება, ვინაიდან ერთი შანსის მიცემით სჯეროდა, რომ გამოსწორდებოდა, სასამართლოს სთხოვა გაეთვალისწინებინა, რომ მათ ჰყავთ საერთო ორი წლის შვილი, გარდა ამისა საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯო-----------–---–ი დაკავებამდე ზრუნავდა ინ-----------ის პირველი ქორწინებიდან შეძენილ არასრულწლოვან შვილებზე, მუშაობდა და არჩენდა ოჯახს, მეუღლესთან კონფლიქტი ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა იგი იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, ბრალდებულის მხრიდან მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ ძალადობას. 2018 წლის 24 მაისს, როდესაც ჯო-----------–---–მა შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რის შემდეგაც გამოიძახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია როგორც ინ-----------ს ისე ბრალდებულს, ვინაიდან ჯო-----------–---–ს ნერვიულობის ნიადაგზე აეწია შაქარი, ძლიერად განიცადა მომხდარი კონფლიქტი, მან გააცნობიერა ჩადენილი დანაშაულის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და შედეგები, რასაც ძალიან ნანობს და სურს გამოსწორდეს, დაუბრუნდეს ოჯახს, ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებას და ყველანაირი ზომა მიიღოს, რათა არ დალიოს ალკოჰოლური სასმელი; აპელანტი საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ ჯო-----------–---–ის მიმართ წარსულში გამოტანილი განაჩენებთან დაკავშირებით გასულია კანონით დადგენილი ნასამართლობის გაქარწყლების ვადები, გასთვალისწინებელია ასევე ჯო-----------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, იგი დაავადებული ქრონიკული პანკრიატიტით, ქრონიკული პიელიტით, აქვს მარჯვენა თირკმლის კისტა და რეიროცირკულარული ლიატონია.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ მასზედ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ინ-----------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: გა-–------------–-–---–ის, ნი----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯო-----------–---–ისათვის სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა, მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მის მიერ განხორციელებული ქმედების სისტემატიური ხასიათი და მიიჩნია, რომ აუცილებელია ჯო-----------–---–ის იზოლაცია, ვინაიდან მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, გააცნობიეროს თავისი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე. პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას პალატაც იზიარებს და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელის პირობიტად შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯო-----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სო----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ჯო-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.
ჯო-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 მაისიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ დისკად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით, ხოლო ჯო-----------–---–ისგან და ინ-----------ისგან ამოღებული ტანსაცმელი ორ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე