განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002253049
საქმე №1ბ/1012-18
PP
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ---------------–---–ის
მსჯავრდებულის: ი------------ის
ადვოკატის: დ------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ მსჯავრდებულ ი------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების დ------------ის და დ-------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №008241117017) ი------------ის მიმართ, ი------------ე დაბადებულია 1982 წლის 30 მარტს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №0----------), უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-----------–---------–-------------- ამჟამად პატიმარი. მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი------------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება და სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ი-----------------მ დაუდგენელ დროს მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ სროლისათვის ვარგის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს - ,,AK-74“ მოდელის 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატსა და იმავე ავტომატისათვის განკუთვნილ სროლისათვის ვარგის საბრძოლო მასალას - ვაზნებს. 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 1645 საათზე ი-------------- თბილისში, ა--–------------1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა თავის BMW-ს მარკის ავტომანქანაში სახელმწიფო ნომრით SS-------- რა დროსაც ,,AK-74“ მოდელის 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად რამდენიმე გასროლა განახორციელა მისი ავტომანქანის გვერდით მდგომი კ----------–----–-ს კუთვნილი ,,ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომანქანის მიმართულებით, სახელმწიფო ნომრით O-------- და დაუზიანა უკანა მარცხენა კარი, მარცხენა კარნიზის მოპირკეთების პლასტმასი და მარცხენა კარნიზი. გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 580 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით:
ი------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ი------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ი------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ი------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ი------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 24 ნოემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა დ------------ემ და დ-------------------ემ. სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის - ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორის მ---------------ას მიერ ზემდგომი პროკურორის ზ-------------ის თანხმობით წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ი------------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ი------------ემ ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, მასთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.
დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმით დაზარალებული კახა პაპიაშვილი არ არის წინააღმდეგი შუამდგომლობაში მითითებული პირობებით გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება ი------------ეს.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ი------------ესთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი პირობებით:
ი------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ი------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი------------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ი------------ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ მათ შორის, ნასამართლობის შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ი------------ეს სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ი------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების კ---------–---–------------–------------–---–--------------–--------–----------–---–--------------–-----------------------------------–--------–---------------------------------------------------------–---–---–------–---------------–---------------------------------------–-------–--–---–----–-----------–--------------------------- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ამოღების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულების ჩადენის ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა განმარტა, რომ ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაფიქსირებულ პოზიციას ბრალის ნაწილობრივი აღიარების შესახებ და წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნობს თავს დამნაშავედ. პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის, მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორის მ---------------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს - დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის ზ-------------ის თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმება ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ მ---------------ას, მსჯავრდებულ ი------------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ დ------------ეს შორის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენში ი------------ის მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება:
ი------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ი------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ი------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 24 ნოემბრიდან;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ი------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ი------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთიერი მტკიცებულებები:
ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და ვაზნებით და 12 ცალი მასრა, რომლებიც ინახება ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, ი------------ის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით; სუნის კვალის ერთი ნიმუში, ი------------ის სუნის ნიმუში, ი------------ის ერთი ცალი დაქტილო ბარათი, ი------------ის ხელთათმანები, 24 (ოცდაოთხი) ცალი ანაწმენდი, ერთი წყვილი ხელთათმანი, ავტომანქანის სალონში შიდა ჭერის მხრიდან აღებული 2 ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, 1 (ერთი) ცალი პლასტმასის ნიღაბი, 1 (ერთი) ცალი მოშავო ფერის ქუდი, ორი ცალი წებოვანი ლენტი ე.წ. ,,სკოჩი“, თოკი, ძაფი და ერთი ცალი ნაჭერი, ანაწმენდი გამოხდილი წყლით, მსჯავრდებულის ანაწმენდები, მსჯავრდებულის ნერწყვის ნიმუში, სამი ცალი დაქტილოფირი ხელის კვლებით ერთ ცალ დისკზე, ფარდაგები, რომლებიც ინახება ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიების სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; პირადი ჩხრეკისას ამოღებული ყელსაბამი ჯვრით, საფულე დოკუმენტებით, ქურთუკი და სვიტერი, მოლურჯო ფერის ჩანთა მასში არსებული ნივთებით, ი.ხანთაძის ტანსაცმელი, რომლებიც ინახება ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; ი------------ის BMW-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით SS-------- რომელიც გადაყვანილია 112-ის სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განემარტოს მსჯავრდებულს, რომ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ) მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება: გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა: დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთ თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ვ. ლომიძე