განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002388415
საქმე №1/ბ-817-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
სოფიო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ----------------–---–ის,მსჯავრდებულ: ე-–---------–---–---–ის,მონაწილეობით,თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–-----------------------–---–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, ქორწინებაში მყოფის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ა------------------------–------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თელევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენით ე-–---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათი.
ე-–---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე-–---------–---–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ე-–---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 21 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (5 (ხუთი) დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 25 (ოცდახუთი) საათი) და ე-–---------–---–---–ს საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათი.
ე-–---------–---–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (ორი ეპიზოდი).
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 თებერვალს, შუადღის საათებში, ა-------------------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე-–---------–---–---–მა ჩხუბისას რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში მასთან ერთად მუდმივად მცხოვრებ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, მეუღლეს თ---------------–--ეს და ხელი მოუჭირა ყელის არეში. ძალადობის შედეგად, თ----------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 16 მარტს, ღამით, ა-------------------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე-–-----------–---–---–მა ჩხუბისას, ხელით და ფეხით სხეულის სხვადასხვა ადგილას, თავის და ტანის არეში, ცემა მასთან ერთად მუდმივად მცხოვრები, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე თ---------------–--ე.ძალადობის შედეგად, თ----------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ---------–-----მა, რომელმაც მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ძალადობრივი დანაშაულები. შესაბამისად ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საბოლოოდ შეფარდებული სასჯელი არის ძალიან მსუბუქი და სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმრავლე და დანიშნული სასჯელი ფაქტიურად არის სიმბოლური და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე-–---------–---–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ე-–---------–---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ თ--------------–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების რუ-----------–---–---–-------------------–---–-------------------------–---------------–---–----------------------–---–---–------------------------–---–------------------–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება კერძოდ: მის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან, დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ არის დადგენილი და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ე-–---------–---–---–ის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ე-–---------–---–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, სურს ოჯახის შენარჩუნება და შვილის გაზრდა მეუღლესთან ერთად, (მსჯავრდებულის განმარტებით სრულად მოიხადა მისთვის განსაზღვრული სასჯელი)ამიტომ მისთვის, სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს მოცემულ შემთხვევამდე არ ქონია კანონთან კონფლიქტი და საჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ე-–---------–---–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი)საათი.
ე-–----------–---–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე-–-----------–---–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ე-–---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 21 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (05 (ხუთი) დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 25 (ოცდახუთი) საათი) და ე-–---------–---–---–ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95(ოთხმოცდათხუთმეტი) საათი.
ე-–---------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ე-–---------–---–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინებით დაყადაღებულ გ--------------------–---–ის (პირადი N4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ყვ----–------------------------–-–--–---–--------------------------------------.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი