განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2018
საქმის ნომერი
010141318700067202
ინსტანცია
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700067202

საქმე №1/აგ-557-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ---–-------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 მარტის განაჩენით რ---–-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად 01(ერთი) წელი მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი 04(ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ განესაზღვრა 05(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 01(ერთი) წელი მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი 04(ოთხი)წელი ჩაეთვალა პირობით 04(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

რ---–-------------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშვალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწოფო და ადგილობრივი თვითმართველოსბის სახაზინო-საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

რ---–-------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2014 წლის 26 მარტიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით რ---–-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 მარტით განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1(ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4(ოთხი) წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, მთლიანად შთანთქა ახლადდანიშნული სასჯელი 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, რ---–-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1(ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 4(ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი) წელი.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშვალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწოფო და ადგილობრივი თვითმართველოსბის სახაზინო-საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

რ---–-------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მირების დღიდან - 2014 წლის 9 ივლისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2014 წლის 26 მარტიდან 2014 წლის 9 ივლისამდე და 2013 წლის 18 სექტემბრიდან 2013 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული რ---–-------------ე გათავისუფლდა პირობით ვადამდე 1 (ერთი) თვითა და 13 (ცამეტი) დღით ადრე - 2015 წლის 5 თებერვალს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის განაჩენით რ---–-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4(ოთხი) წლით პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ჯარიმას 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და რ---–-------------ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე, 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1 500(ათას ხუთასი) ლარი.

 

მასვე, ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2016 წლის 26 აპრილიდან 2016 წლის 27 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშვალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწოფო და ადგილობრივი თვითმართველოსბის სახაზინო-საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 2 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა რ---–-------------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრისა და 2018 წლის 30 ივლისის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით) გადაწყვეტილებების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა და პრობითი მსჯავრის გაუქმება, ასევე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ რ---–-------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენით რ---–-------------ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული რ---–-------------ე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენი) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს.

 

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, არ ვრცელდება როლან ვეფხვაძის მიმართ, იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებაზე და აღნიშნული მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მოუხდელ ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული მუხლით, რ---–-------------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების ,,დეზომორფინის“ შემცველი ხსნარის დამზადება და შენახვისათვის, დიდი ოდენობით (და არა მარიხუანის მოხმარებისათვის). აგრეთვე, მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ ვრცელდება რ---–-------------ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მსჯავრდებაზე, ვინაიდან აღნიშნული მუხლით, რ---–-------------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების jWH018/jwh-073 სინთეზური კანაბინოიდების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის (და არა მარიხუანის მოხმარებისათვის) და აგრეთვე, რ---–-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 30 სექტემბერს დადგენილ განაჩენზე, ვინაიდან აღნიშნული განაჩენით, რ---–-------------ე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანას“ მცირე ოდენობით უკანონო შეძენა - შენახვისათვის (და არა მოხმარებისათვის), საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და აღნიშული განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 30 სექტემბერის განაჩენში (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენი).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რ---–-------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბერის განაჩენში (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენი) შევიდეს ცვლილება:

 

რ---–-------------ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბერის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ.ლომთათიძე

 

გ. კახეთელიძე