განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700066102
საქმე № 1ა---------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
მურმან ისაევი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა----------–------ს (პ/ნ 3----------) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ პა-------------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ პა-------------ას და ა----------–------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ა----------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ა----------–------ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, ა----------–------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, ა----------–------ს ჩამოერთვა ავტოსატრანპორტო საშუალების მართვის უფლება 02 (ორი) წლის ვადით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20---–-–------------ის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით, ა----------–------ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------–--ის განაჩენით, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მ----------–----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მ----------–----ესა და ა----------–------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ა----------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.
ა----------–------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე ჩაეთვალა პირობით. საბოლოოდ, ა----------–------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე და 67-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, ა----------–------ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
2018 წლის 05 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს მსჯავრდებულმა ა----------–------მ და მისმა ადვოკატმა ნა------------–---–მა და მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ა----------–------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, (მოქალაქეები - ზუ--------------ძე და ვა--------------–-–--ლი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორები ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------–--ის განაჩენი, რომელის გამოტანის წინაპირობას წარმოადგენს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20---–-–------------ის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომელიც გამოტანილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 266-268-ე, 271-ე მუხლების შესაბამისად.
პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის წესით საქმის წარმოებისას არ არსებობს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20---–-–------------ის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გადასინჯვის საკანონმდებლო შესაძლებლობა, ვინაიდან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძლებს განსაზღვრავს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი, რომლის ,,დ“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ ,,განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი“. პალატა ხაზს უსვამს, რომ მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი იძლევა შესაძლებლობას გადაისინჯოს მხოლოდ განაჩენი და არა დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შესახებ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით არ ყოფილა მსჯელობა ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, ზემოხსენებული ნორმების გათვალისწინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად გამოტანილი დადგენილების გადასინჯვა დასაშვებია, თუ სახეზე იქნება ახლად აღმოჩენილი გარემოება, ისიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ამ კოდექსით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის რომ დღეის მდგომარეობით არ არის რა ნამსჯელი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების კანონიერებაზე, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის შემადგენლობა, რისი მხედველობაში მიღებითაც მსჯავრდებულ ა----------–------ს და მისი ადვოკატის ნა------------–---–ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა----------–------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა------------–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------–--ის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
მურმან ისაევი