განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.09.2018
საქმის ნომერი
080210018001653631
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018001653631

საქმე №2/ბ-657-2018წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი - რ----- ქ----–--ე

წარმომადგენელი- რ--------- ხ----–--–---

მოწინააღმდეგე მხარე - ს--–---- ჩ----–-–---–ი

წარმომადგენელი- ს--–---- ბ--------–--ლი

დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1. მოსარჩელის მოთხოვნა

2016 წლის 21 დეკემბერს ქ-------ის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ს--–---- ჩ----–-–---–მა მოპასუხე რ----- ქ----–--ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის -7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა 976-ე მუხლი (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-13)

 

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელემ სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- 2014 წლის 03 თებერვალს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დამტკიცებულ იქნა რ----- ქ----–--ესა და ს--–---- ჩ----–-–---–ს შორის მორიგება, რომლის თანახმადაც რ----- ქ----–--ეს ს--–---- ჩ----–-–---–ისაგან უნდა მიეღო 25000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი და უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქ-------ი, ი-–-- ჭ-------ის გამზ. №3---- უნდა დაებრუნებინა პირვანდელი მესაკუთრისათვის. მოცემული პერიოდისათვის რ----- ქ----–--ის საკუთრებაში არსებულ სახლში ცხოვრობდა ს--–---- ჩ----–-–---–ის 80 წლის ბებია თ------------. მორიგების აქტით განსაზღვრული პირობა ს--–---- ჩ----–-–---–მა ვერ შეასრულა.

 

-2014 წლის 1- ივნისს მხარეთა შორის შედგა ახალი შეთანხმება, რომლის თანახმადაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განჩინებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით რ----- ქ----–--ემ ს--–---- ჩ----–-–---–ის წარმომადგენლისაგან მიიღო 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 18 000(თვრამეტი ათას) აშშ დოლარი უნდა მიეღო 2014 წლის ივლისის ბოლოს.ისეთ შემთხვევაში კი თუ ს--–---- ჩ----–-–---–ი ზემოხსენებულ პირობას არ შეასრულებდა, რ----- ქ----–--ე პირგასამტეხლოს სახით დაიტოვებდა 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარს და 6000 (ექვსი ათასი) დოლარს დაუბრუნებდა მას, თავის მხრივ კი ს--–---- ჩ----–-–---–ი თავის ბებიას (თ------------) გამოიყვანდა რ----- ქ----–--ის სახლიდან.

 

-ს--–---- ჩ----–-–---–მა ვერ შეძლო ვალდებულების დათქმულ ვადაში რ----- ქ----–--ისათვის 18000(თვრამეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდა, და იმის სანაცვლოდ, რომ ამ უკანასკნელს არ გამოეგდო გარეთ მისი ბებია, იგი მას უხდიდა არარსებული 18000(თვრამეტი ათასი) აშშ დოლარის პროცენტს, სულ ამ სახით გადახდილი აქვს 1700 (ერთი ათას შვიდასი) დოლარი.

 

-რ----- ქ----–--ემ აღნიშნული ქონება გაასხვისა და 2015 წლის ოქტომბრის თვიდან თ------------ც გამოასახლა .

 

-ზემოხსენებულიდან გამომდინარე, რ----- ქ----–--ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, საკუთრებაში დაიტოვა რა უძრავი ქონებაც და ს--–---- ჩ----–-–---–ის 8700 (რვა ათას შვიდასი) აშშ დოლარი, საიდანაც მას უნდა დაუბრუნდეს 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი, რომელიც მიიღო შეთანხმების საფუძველზე და ამავე შეთანხმების საფუძველზე უკან უნდა დაებრუნებინა რ----- ქ----–--ეს.(იხ. სასარჩელო მოთხოვნა)

2.2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე რ----- ქ----–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

-ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვლის განჩინების საფუძველზე მორიგების პირობის თანახმად მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–ს მისთვის 3 (სამი) თვის ვადაში უნდა გადაეხადა 25000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო მას კი თავის მხრივ ნება უნდა დაერთო ს--–---- ჩ----–-–---–ის ბებიას - თ------------ს მითითებულ პერიოდში ეცხოვრა მის საკუთრებაში აღრიცხულ საცხოვრებელ სახლში მდებარე: ქ. ქ-------ი, ი.ჭ-------ის გ-------ი №3----, ბინა№1-, რაც რ----- ქ----–--ემ შეასრულა.

-ს--–---- ჩ----–-–---–მა დაარღვია მორიგების პირობა და მათ შორის 2014 წლის 1- ივნისს შემდგარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ს--–---- ჩ----–-–---–მა რ----- ქ----–--ეს გადასცა 25000(ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ნაწილი-7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 18000 (თვრამეტი ათასი)აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2014 წლის ივლისის ბოლომდე. შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში იგი პირგასამტეხლოს სახით დაიტოვებდა 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარს დაუბრუნებდა ს--–---- ჩ----–-–---–ს.

-2014 წლის ივლისის ბოლომდე ს--–---- ჩ----–-–---–მა მას ვერ გადაუხადა 18000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარი და მათ შორის დაიწყო ახალი ზეპირსიტყვიერი მოლაპარაკებები. სახელდობრ, ს--–---- ჩ----–-–---–ისათვის ცნობილი იყო რა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ის თავად იხდიდა 18 000 (თვარმეტი ათასი) აშშ დოლარის პროცენტებს, შესთავაზა მას, რომ პროცენტის სახით გადაუხდიდა 540 (ხუთასორმოცი) აშშ დოლარს, ხოლო ის კი თავის მხრივ არ გაყიდდა მის სახლეზე რიცხულ საცხოვრებელ სახლს და თ------------ გააგრძელებდა აღნიშნულ სახლში ცხოვრებას.

-2014 წლის 24 აგვისტოდან ამავე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით მან ს--–---- ჩ----–-–---–ის დავალებით, ამ უკანასკნელის ნათესავებისაგან პროცენტის სახით მიიღო 24 აგვისტოს-400 (ოთხასი) აშშ დოლარი, 2014 წლის სექტემბრის ბოლოს - 500(ხუთასი) აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 05 ნოემბერს 800(რვაასი) აშშ დოლარი.

-ს--–---- ჩ----–-–---–ი რ----- ქ----–--ეს პირდებოდა, რომ გადაუხდიდა 18 000(თვრამეტი ათასი) აშშ დოლარს თავისი პროცენტებით, თუმცა ამ უკანასკნელს მისთვის არც თანხა არ გადაუხდია და არც თავისი ბებია არ გამოუყვანია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან.

-ს--–---- ჩ----–-–---–ის ბებიამ-თ------------მ რ----- ქ----–--ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში იცხოვრა 17 თვე და არ მისცა საშუალება გაეყიდა თავისი საკუთრება და დაეფარა პროცენტიანი ვალები, შესაბამისად ს--–---- ჩ----–-–---–ისაგან გადაცემული 7000(შვიდი ათასი) აშშ დოლარით მან გადაიხადა პროცენტები.

-ს--–---- ჩ----–-–---–ის ბებიის- თ------------ს გამოსახლება რ----- ქ----–--ის საკუთრებაში აღრიცხული სახლიდან მდებარე: ქ. ქ-------ი, ი.ჭ-------ის გ-------ი №3----, ბინა№1- , მოხდა საასსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმის საფუძველზე 2015 წლის 28 ოქტომბერს, რომლის აღსრულების ხარჯიც 910 (ცხრაასათი) ლარის ოდენობით გადაიხადა რ----- ქ----–--ემ, რისი ანაზღაურებაც დაკისრებული აქვს ს--–---- ჩეჩელშვილს.

-ს--–---- ჩ----–-–---–ის მიერ არ შერულდა რა ნაკისრი ვალდებულებები, ამ დროის განმავლობაში საგრძნობლად დაეცა ბინების ღირებულება და მან ზემოხსენებული საცხოვრებლი ბინა გაყიდა 23000 (ოცდასამი ათასი) აშშ დოლარად, ნახა რა ზარალი 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად აღნიშნული თანხაც გაქვითული უნდა იქნეს 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარიდან.

 

2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ს--–---- ჩ----–-–---–ის (წარმომადგენელი ს--–---- ბ--------–--ლი) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე რ----- ქ----–--ეს (პ/ნ 3----------) მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისრა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე რ----- ქ----–--ეს მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 560.41 ლარის ანაზღაურება;

 

2.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდაოდ დადგენილად მიჩნეული იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

_ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი მოსარჩელე ლ--–---–------ს, ს--–---- ჩ----–-–---–სა და მოპასუხე რ----- ქ----–--ეს შორის, რომლის თანახმადაც მათ 3 (სამი) თვის ვადაში უნდა გადაეხადათ რ----- ქ----–--ისათვის 25000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი. ამ ვადაში კი რ----- ქ----–--ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ.ქ-------ი, ი-–-- ჭ-------ის გ-------ი №3----, ბინა №1-, იცხოვრებდა ს--–---- ჩ----–-–---–ის ბებია, თ------------. პირობების დარღვევის შემთხვევაში ამოწერილი იქნებოდა სააღსრულებო ფურცელი, ერთი თვის შემდეგ და გამოსახლდებოდა თ------------. ვალდებულების შესრულების შემთხვევაში სახლი დაუბრუნდებოდა ლ--–---–------ს და აღირიცხებოდა მის სახელზე.

სასამართლო დეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-სასამართლოს განჩინება (ს.ფ 33-36)

-ვალდებულება სასამართლო განჩინებით დადგენილ ვადაში არ შესრულებულა, რის გამოც 2014 წლის 06 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ხოლო 2014 წლის 12 ივნისს მოსარჩელეთა წარმომადგენელ ს--–---- ბ--------–--ლსა და მოპასუხე რ----- ქ----–--ეს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება. სახელდობრ, რ----- ქ----–--ემ განაცხადა თანხმობა 2014 წლის ივლისის ბოლომდე არ გამოესახლებინა თ------------ და განჩინების აღსრულების გარანტად მიეღო 7000(შვიდი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 18 000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარი კი მიეღო ამავე წლის ივლისის ბოლომდე. ამასთან ამავე შეთანხმებაში გაკეთებული იქნა დათქმა, რომლის თანახმადაც პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში რ----- ქ----–--ე ს--–---- ბ--------–--ლს დაუბრუნებდა 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო 1000(ერთი ათასი) აშშ დოლარს დაიტოვებდა პროცენტის სახით შეთანხმების დარღვევისათვის და გამოასახლებდა თ------------ს. 2014 წლის ივლისის ბოლოდან მოსარჩელეს აღარ ექნებოდა პრეტენზია.

სასამართლო დაეყრდო შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება (ს.ფ -101)

_მოპასუხემ მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–ისგან 2014 წლის ივლისიდან 05 ნოემბრის ჩათვლით პროცენტის სახით მიიღო ფულადი თანხა 1700(ერთი ათას შვიდასი) აშშ დოლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-ხელწერილები (ს.ფ -102-104)

2.3.2. სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.3.2.1. 2014 წლის 12 ივნისს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც რ----- ქ----–--ე, ს--–---- ჩ----–-–---–ის წარმომადგენელი ს--–---- ბ--------–--ლი და ლ--–---–------ შეთანხმდნენ, რომ რ----- ქ----–--ე 2014 წლის ივლისის ბოლომდე მიიღებდა კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების გარანტად 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარს და ივლისის ბოლოს დარჩენილ 18000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარს. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში რ----- ქ----–--ე დაუბრუნებდა ს--–---- ბ--------–--ლს 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო 1000(ერთი ათასი) აშშ დოლარს დაიტოვებდა პირგასამტეხლოს სახით.

მოცემულ ფაქტობრივი გადმოცემის შემდგომ სასამართლომ მიუთითა, რომ რ----- ქ----–--ეს 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი ს--–---- ჩ----–-–---–ისთვის არ დაუბრუნებია.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-შეთანხმება (ს.ფ -101),-მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).

2.3.2.2. რ----- ქ----–--ემ მის საკუთრებად აღრიცხული ბინა, მდებარე: ქ. ქ-------ი, ი.ჭ-------ის გ-------ი, №3----, ბინა№1- , 2016 წლის 25 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიყიდა ნინო მენაბდიშვილს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს/ფ 46)

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (2018 წლის 23 თებერვლის სასამ.სხდომის ოქმი)

2.3.2.3. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის შეთანხმება არ დადებულა კანონით დადგენილი წესით, რის გამოც ს--–---- ჩ----–-–---–ის მიერ გადახდილი თანხა მოპასუხე რ----- ქ----–--ემ მიიღო უსაფუძვლოდ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

2.4. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 352-ე, 385-ე, 976-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.

2.4.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვლის განჩინების საფუძველზე (დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა) მოსარჩელეები ს--–---- ჩ----–-–---–ი, ლ--–---–------ და მოპასუხე რ----- ქ----–--ე მორიგდნენ, რომ მოსარჩელეები 3 თვის ვადაში გადაუხდიდნენ რ----- ქ----–--ეს 25000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლი მდებარე ქ. ქ-------ი, ი.ჭ-------ის გ-------ი №3----, ბინა №1- - დარჩებოდა რ----- ქ----–--ეს. მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–მა რ----- ქ----–--ეს გადაუხადა 7000(შვიდი ათასი) აშშ დოლარი. შემდეგში კი მხარეებმა დადეს ცალკე შეთანხმება, რომ თანხის გადახდამდე ს--–---- ჩ----–-–---–ი რ----- ქ----–--ეს გადაუხდიდა პირგასამტეხლოს ყოველთვიურად და გადახდილ იქნა 1700 (ერთი ათასი) აშშ დოლარი, შემდგომ კი ვინაიდან ს--–---- ჩ----–-–---–მა თანხა ვეღარ გადაიხადა, რ----- ქ----–--ემ გაყიდა აღნიშნული უძრავი ქონება 23000 (ოცდასამი ათასი) აშშ დოლარად, ხოლო დაპირებული თანხა ს--–---- ჩ----–-–---–ისთვის არ დაუბრუნებია.

2.4.2. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე კოდექსის 385-ე მუხლზე დაყრდნობით კი განმარტა, რომ ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

ზემოხსენებულთან ერთად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდება შემდგომში. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

სასამართლომ განმარტა,რომ იმისათვის, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე, ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვი-–-- დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებულის ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

სასამართლომ განსახილველი სამართალურთიერთობის ნორმები შეაჯერა რა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, მიუთითა, რომ მორიგების პირობებიდან გამომდინარე, რ----- ქ----–--ემ ს--–---- ჩ----–-–---–ისაგან მიიღო 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო ვინაიდან არ იქნა თანხა სრულად გადახდილი, რ----- ქ----–--ემ გაყიდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სხვა პირზე, შესაბამისად შეთანხმება შეწყდა მხარეთა შორის, ხოლო მიღებული თანხა 7000(შვიდი ათასი) აშშ დოლარი რ----- ქ----–--ეს ს--–---- ჩ----–-–---–ისთვის აღარ დაუბრუნებია. ამ თანხის მიღებით კი რ----- ქ----–--ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა და მან ეს თანხა უკან უნდა დაუბრუნოს მოსარჩელეს.

2.4.3. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასება ხდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

2.4.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, რადგან მოპასუხე მიუთითებდა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელიდან იყო შეთავაზება პროცენტის გადახდაზე, თანხა კანონიერად მიიღო და არ გამდიდრებულა, მასვე ეკისრებოდა ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი. ამ უკანასკნელმა კი ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა მის მიერ შესაგებელში სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს საფუძველს მისცემდა დადგენილად არ მიეჩნია მოპასუხე რ----- ქ----–--ის ს--–---- ჩ----–-–---–ის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე რ----- ქ----–--ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1.1. აპელანტ რ----- ქ----–--ის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.3 პუნქტით არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ რ----- ქ----–--ემ ს--–---- ჩ----–-–---–ისგან 2014 წლის ივლისიდან ამავე წლის 05 ნოემბრის ჩათვლით პროცენტის სახით მიიღო ფულადი თანხა 1700 (ერთი ათას შვიდასი) აშშ დოლარი, რადგან, როდესაც მხარეები შეთანხმდნენ 2014 წლის 12 ივნისში არ მომხდარიყო გამოსახლება, აიღეს ვალდებულება, რომ უზრუნველყოფდნენ თანხის 25 000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდას, საიდანაც გადაუხადეს 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ ნაწილზე შეთანხმდნენ ზეპირი ფორმით, რომ გადაიხდიდნენ პროცენტს თვეში სამი პროცენტის ოდენობით, მანამ ვიდრე არ იქნებოდა სრული თანხა დაფარული მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ან მის გამოსახლებამდე. ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ პროცენტის გადახდაზე დასტურდება თავად მოწინააღმდეგე მხარის განმარტებითაც, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებას წარმოადგენს.

3.1.2. მოწინააღმდეგე მხარემ ფაქტობრივად რ----- ქ----–--ის საკუთრებაში არსებულ სახლში იცხოვრა გამოსახლებამდე - 17 თვე. შესაბამისად პროცენტის ოდენობა შეადგენდა 9180 (ცხრა ათას ასოთხმოცი) აშშ დოლარს. ე.ი. იმაზე მეტს, ვიდრე მოთხოვნა ქონდა დაყენებული ს--–---- ჩ----–-–---–ს, რასაც სასამართლომ საერთოდ არ მისცა შეფასება. ამდენად, გადახდილი 7000(შვიდი ათასი) აშშ დოლარი ფაქტობრივად წარმოადგენდა პროცენტის სახით დატოვებულ თანხას, ის ეკუთვნოდა აპელანტს და ამ ნაწილში უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი არ ქონია.

3.1.3. აპელანტის მითითებით, გაურკვეველია სასამართლო გადაწყვეტილების შეფასება 7000(შვიდი ათასი) აშშ დოლარის უსაფუძვლოდ მიღების განსაზღვრის შესახებ, რადგან ისეთ შემთხვევაშიც კი , თუ სასამართლო არ გაიზიარებდა პროცენტის გადახდის შესახებ შეთანხმებას, მაშინ დაუსაბუთებელია რატომ არ მოხდა პირგასამტეხლოს სახით 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარის გამოკლება.

3.1.4. აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლო გამდიდრებაზე არის უსაფუძვლო, რადგან სასამართლოს მიერ უნდა მომხდარიყო გამოკვლევა რ----- ქ----–--ის მიერ მიღებული თანხები ეკუთვნოდა თუ არა მას, მოწინააღმდეგე მხარე იხდიდა თუ არა პროცენტს, რამდენი ქონდა პროცენტის სახით გადასახდელი, რამდენს შეადგენდა პროცენტის თანხა და თუ აღმოჩნდებოდა, რომ პროცენტის თანხა ზედმეტად იყო გადახდილი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ემსჯელა სასამართლოს უსაფუძვლო გამდიდრებაზე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ მომხდარა. ასევე გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას როდის არ შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება და როდის იყო გამორიცხული აღნიშნული თანხის მოთხოვნა. შესაბამისად გადაწყვეტილება არის უკანონო და უნდა გაუქმდეს.

3.2. მოწინააღმდეგე მხარე ს--–---- ჩ----–-–---–ი არ დაეთანხმა სააპელაციო მოთხოვნას და შესაბამის სააპელაციო შესაგებელში მიუთითა შემდეგი:

3.2.1. აპელანტის წარმომადგენელი საპელაციო საჩივარში არასწორად განმარტავს შეთანხმების პირობებს, რადგან ასეთი შეთანხმება არ არსებულა. მათ შორის არ დადებულა სესხის ხელშეკრულება.

3.2.2 მხარეებს შორის წერილობით დაიდო მხოლოდ ერთი შეთანხმება და იმ შეთანხმების შეუსრულებლობის საფუძველზე მოხდა რ----- ქ----–--ის უსაფუძვლო გამდიდრება.

3.2.3 პირგასამტეხლოს ნაწილი- 1000 (ერთი ათასი)აშშ დოლარი სასამართლომ სწორად ჩათვალა გადახდილად უკვე უსაფუძვლოდ მიღებული 1700 (ერთი ათას შვიდასი) აშშ დოლარიდან.

3.2.4. აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ს--–---- ჩ----–-–---–ი იმიტომ იხდიდა პროცენტის სახით 18000 დოლარის სამ პროცენტს, რომ მხოლოდ თ------------ გაეჩერებინა სახლში რ----- ქ----–--ეს, ეს არასწორია, რადგან გარკვეული პერიოდი იხდიდნენ აღნიშნულ თანხას იმ იმედით, რომ ს--–---- ჩ----–-–---–ი შეძლებდა დარჩენილი 18 000( თვრამეტი ათასი) დოლარის გადახდას.

3.2.5 აბსულუტურად უსაფუძვლოდ იღებდა რ----- ქ----–--ე ვირტუალურ პროცენტებს. სახლიც დაიტოვა და 7000 (შვიდი ათასი) დოლარიც და თ------------ც გამოასახლა.

3.2.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით, შეფასებულია ყველა მტკიცებულება რომელიც საქმეში იყო სწორად და სამართლებრივად. შესაბამისად იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.2. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო პალატა მოცემულ დავაზე დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

-ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი მოსარჩელე ლ--–---–------ს, ს--–---- ჩ----–-–---–სა და მოპასუხე რ----- ქ----–--ეს შორის, რომლის თანახმადაც მათ 3 (სამი) თვის ვადაში უნდა გადაეხადათ რ----- ქ----–--ისათვის 25 000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი. ამ ვადაში კი რ----- ქ----–--ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ.ქ-------ი, ი-–-- ჭ-------ის გ-------ი №3----, ბინა №1-, იცხოვრებდა ს--–---- ჩ----–-–---–ის ბებია, თ------------. ვალდებულების შესრულების შემთხვევაში უძრავი ქონება მდებარე: ქ.ქ-------ი, ი-–-- ჭ-------ის გ-------ი №3----, ბინა №1-, დაუბრუნდებოდა პირვანდელ მესაკუთრეს ლ--–---–------ს და მის სახელზე აღირიცხებოდა საჯარო რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ზემოხსენებული საცხოვრებელი ბინა დარჩებოდა რ----- ქ----–--ის საკუთრებად და ამ ბინიდან გამოსახლებულ იქნებოდა თ------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვლის №2/1530-2013 განჩინება (იხ.ს.ფ. 33-35 );

4.2.2. სასამართლო განჩინებით ნაკისრი ვალდებულება ამავე განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შესრულებულა, რის გამოც 2014 წლის 06 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სააღსრულებო ფურცელი.(იხ.ფ. 36)

4.2.3. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვლის განჩინების შესრულების მიზნით, 2014 წლის 12 ივნისს მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად 2014 წლის ივლისის ბოლომდე გაიზარდა ვალდებულების შესრულების ვადა და ამასთან ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევისათვის დადგენილ იქნა ზიანის საკომპენსაციო ფუნქციის მატარებელი პირგასამტეხლოც. სახელდობრ, სასამართლო განჩინების პირობების მიხედვით, რ----- ქ----–--ემ განაცხადა თანხმობა 2014 წლის ივლისის თვის ბოლომდე არ გამოესახლებინა თ------------ და კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების გარანტად მიეღო 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 18000 (თვრამეტი ათასი )აშშ დოლარი კი გადაცემოდა ივლისის თვის ბოლოს. ზემოხსენებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ამავე შეთანხმებით განისაზღვრა, რომ რ----- ქ----–--ე მოსარჩელეებს დაუბრუნდებდა 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარს კი დაიტოვებდა პირგასამტეხლოს სახით შეთანხმების დარღვევისათვის და თ------------ს გამოასახლებდა ბინიდან. ამდენად, მოცემული შეთანხმებით საბოლოოდ განისაზღვრა 2014 წლის 03 თებერვლის სასამართლო განჩინებით შესასრულებელი ვალდებულება და ასეთის შესრულების ვადა-2014 წლის ივლისის ბოლო დღე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 12 ივნისის შეთანხმება (იხ.ს.ფ.37; 101.)

4.2.4. მოსარჩელეთ ვერც სასამართლო განჩინების საფუძველზე მიღწეული შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება ვერ შეძლეს. ვალდებულების შესრულების ვადა გავიდა 2014 წლის ივლისის ბოლოს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

მხარეთა ახსნა-განმარტება

2014 წლის 12 ივნისის შეთანხმება (იხ.ს.ფ.37).

4.2.5. მოწინააღმდეგე მხარისგან 2014 წლის 03 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით 2014 წლის 12 ივნისის შეთანხმებით მიღებული 7000(შვიდი ათასი) აშშ დოლარიდან რ----- ქ----–--ეს ამ უკანასკნელისთვის არ დაუბრუნებია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეთანხმებით დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხა -6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება

4.2.5. აპელანტმა რ----- ქ----–--ემ 2014 წლის 24 აგვისტოდან ამავე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით მოწინააღმდეგე მხარისაგან ამ უკანასკნელის ნათესავების ხელით მიიღო 24 აგვისტოს-400 (ოთხასი) აშშ დოლარი, 2014 წლის სექტემბრის ბოლოს - 500(ხუთასი) აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 05 ნოემბერს 800(რვაასი) აშშ დოლარი, რაც ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და როგორც ამას მოსარჩელე სარჩელში თავადვე მიუთითებს, წარმოადგენდა მისი ბებიის მიერ რ----- ქ----–--ის უძრავი ქონების სარგებლობისათვის გადაცემულ თანხას, რათა რ----- ქ----–--ეს ეს უკანასკნელი არ გამოესახლებინა ბინიდან და არა პროცენტს. (იხ. სამართლებრივი დასაბუთება)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-თანხის გადაცემისა და მიღების ხელწერილები-(იხ.ს.ფ. 15; 17;18;102;103; 104)

4.2.6.ს--–---- ჩ----–-–---–ის ბებია-თ------------ რ----- ქ----–--ის საკუთრებაში აღრიცხული საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლებულ იქნა 2015 წლის ოქტომბრის თვიდან. ამდენად,ამ უკანასკნელმა ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ ბინაში სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იცხოვრა 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით-14 თვე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი)

4.2.6.რ----- ქ----–--ემ მის საკუთრებად აღრიცხული ბინა, მდებარე ქ.ქ-------ში, ი-–-- ჭ-------ის გ-------ი №3----, ბინა №1- - 2016 წლის 25 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიჰყიდა ნინო მენაბდიშვილს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება(ს.ფ. 46)

4.2.7. მხარეთა შორის კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 03 თებერვლის განჩინებითა და ასეთის საფუძველზე წერილობითი შეთანხმებით აღებული ვალდებულება (უძრავი ნივთის ნასყიდობა გადახდის განვადებით), არ შესრულდა რა ს--–---- ჩ----–-–---–ის მიერ დათქმულ ვადაში -2014 წლის ივლისის ბოლოს, მითითებული პერიოდიდადან ვალდებულება შეწყდა.

 

4.3. სამართლებრივი დასაბუთება

4.3.1.სააპელაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისთვის პირველ რიგში მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს 2014 წლის 29 ივლისის შემდგომ პერიოდში (წინარე პერიოდი მხარეთა ნების გამოვლენა ძალზე ნათლადაა წარმოდგენილი ) მხარეთა შორის გამოვლენილი ნება იმ ხელწერილების თანახმად, რომელიც აპელანტის თვალსაზრისით უპირობოდ მიჩნეულ უნდა იქნეს მხარეთა შორის პროცენტის გადახდაზე შეთანხმების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად და ამგვარი სახის ნების გამოვლენად.

სააპელაციო სასამართლოს თვალსაზრისით, განსახილველი კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.მითითებული ნორმა გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების დადგენას, ამასთან, ნების განმარტება ადეკვატური უნდა იყოს ფაქტის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ,,ნების გონივრული განსჯა“ ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება. აღნიშნულის დასტურია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლი, რომლის ძალითაც ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადჰყოფს, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით და ასეთის საფუძველზე მხარეთა შორის 2014 წლის 12 ივნისის შეთანხმებით ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე აღებული ვალდებულება (უძრავი ნივთის ნასყიდობა,გადახდის განვადებით) ვერ შესრულდა და შეწყდა ამავე წლის ივლისის ბოლოს, რაც შეეხება მხარეთა შორის ზემოხსენებული პერიოდის დასრულების შემდგომ განხორციელებულ მოქმედებებს, აღნიშნული არ გამომდინარეობს არც კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 03 თებერვლის განჩინებიდან და არც ასეთის საფუძველზე მიღწეული შეთანხმებიდან. სახელდობრ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს--–---- ჩ----–-–---–ის მხრიდან რ----- ქ----–--ისათვის 2014 წლის 24 აგვისტოდან ამავე წლის 05 ნოემბრამდე გადაცემული 1700 (ერთი ათას შვიდასი) აშშ დოლარი წარმოადგენს ამ ქონების სარგებლობისათვის გადაცემულ თანხას და არა პროცენტს, რადგან მხარეთა შორის არ არსებობდა ფულადი ვალდებულება, სახელდობრ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალსიწინებული სესხიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. შესაბამისად, არშემდგარი უძრავი ნივთის ნასყიდობის თანხა-18000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარი არ წარმოადგენდა ფულადი ვალდებულების (სესხი) თანხას.ამდენად, რ----- ქ----–--ეს არ გაუსესხებია რა 18000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარი ს--–---- ჩ----–-–---–ზე , ს--–---- ჩ----–-–---–ს არ წარმოშობია არარსებულ სესხზე პროცენტის გადახდის ვალდებულება და იგი არ იხდიდა სესხის პროცენტს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის ჩანაწერი იქნა გაკეთებული თანხის გადაცემის ხელწერილებში. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო განჩინების საფუძველზე მიღწეული შეთანხმების შესრულების მიზნით მიღებული თანხა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, წარმოადგენდა ეტაპობრივად პროცენტის სახით დასატოვებელ თანხას და ამდენად ის სათანადო სამართლებრივი საფუძვლით ეკუთვნოდა აპელანტს.

 

4.3.2. როგორც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან ირკვევა, მხარეთა შორის ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე (ქ-------ის საქალქო სასამართლოს 2014 წლის განჩინება, ასეთის საფუძველზე მიღებული ამავე წლის 14 ივნისის შეთანხმება) აღებული ვალდებულება ასეთის შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადაში არ შესრულდა, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში აღებული ვალდებულება შეწყდა, შესაბამისად ყოველგვარი სახლშეკრულებო შებოჭვის გარეშე აბსოლუტურად მართებულად განკარგა აპელანტმა რ----- ქ----–--ემ მის საკუთრების უფლებას განკუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ.ქ-------ი, ი-–-- ჭ-------ის გ-------ი №3----, ბინა №1-, სხვა პირზე- მოქალაქე ნინო მენაბდიშვილზე და მას ეკისრებოდა შეწყვეტილი ვალდებულების საფუძველზე მასთან უკვე ვალდებულების გარეშე გადახდილად დარჩენილი თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა, შეწყდა. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამდენად, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. (იხ. სუსგ №ას-360-342-2015, 03.06.2015).

ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით უნდა მოხდეს ქონებრივი ნამატის იმ პირისთვის დაუბრუნება, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება., ამდენად, უნდა მოხდეს პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება.

უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს განმარტებული, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები უზრუნველყოფს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ №ას-74-71-2016, 2016 წლის 25 მაისი).

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა სწორედ ზემოხსენებული ნორმით მოწესრიგებას უნდა დაექვემდებაროს, მაგრამ არა იმ სახით, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა გადაწყვეტილი. სახელდობრ, 2014 წლის 03 თებერვლის სასამართლო განჩინების საფუძველზე ამავე წლის 12 ივნისის წერილობითი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს რა ზიანის საკომპენსაციო ფუნქციის მატარებელი პირგასამტეხლო 1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით და ნამდვილი ნების საფუძველზე წერილობითი ფორმით გააკეთეს აღნიშნულზე დათქმა, სააპელაციო სასამართლოს თვალსაზრისით, აპელანტ (მოპასუხე) რ----- ქ----–--ეზე გადაცემული 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარიდან ამ უკანსკნელიდან ამოღებას და მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) ს--–---- ჩ----–-–---–ზე უკან დაბრუნებას უნდა დაექვემდებაროს მხოლოდ 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი.

4.3.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი იმისა, რომ უძრავი ნივთის გამოსყიდვის მიზნით აპელანტზე გადაცემული 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი ვალდებულების შეწყვეტის (2014 წლის ივლისის ბოლო დღე) შემდგომ ზეპირსიტყვიერი შეთანხმების შეთანხმების საფუძველზე 18000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარის 3%-ის ოდენობით ყოველთვიურად გადასახდელ პროცენტში გაიქვითა, ეკისრებოდა აპელანტს, რაც მიერ შეძლებულ ვერ იქნა, ასეთის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებლობის გამო.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ქ----–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს--–---- ჩ----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, სახელდობრ, მოპასუხე რ----- ქ----–--ეს (პ/ნ 3----------) მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

6.1.1. დადგენი-–--, რომ ს--–---- ჩ----–-–---–ს პირველი ინსტანცის სასამართლოში ბაჟის სახით გადახდილი აქვს 560,41 ლარი. (იხ.ს.ფ. 19)

 

6.1.2. მოცემულ შემთხვევაში, ს--–---- ჩ----–-–---–მა დავა მოიგო ნაწილობრივ, შესაბამისად, რ----- ქ----–--ეს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. კერძოდ მოპასუხე რ----- ქ----–--ეს მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 480.35 (ოთხასოთხმოცი ლარი და 35 თეთრი)ლარის ანაზღაურება (გადახდა);

 

6.1.3. დადგენი-–--, რომ რ----- ქ----–--ეს სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი აქვს ბაჟი 689,00 ლარი (ს.ფ. 130). შესაბამისად ს--–---- ჩ----–-–---–ს რ----- ქ----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საქმის წარმოებისათვის გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 98.42 (ოთხმოცდათვრამეტი ლარი და 42 თეთრი) ლარის ანაზღაურება (გადახდა), თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

 

6.2. დადგენი-–--, რომ აპელანტმა რ----- ქ----–--ემ ადვოკატის ხარჯის სახით გასწია 1000(ერთი ათასი) ლარი (იხ.ს.ფ. 131).

 

პალატა განმარტავს, რომ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. მოცემული ნორმის 1-ლი ნაწილის დანაწესის თანახმად იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. ამდენად, განსახილველი ნორმის დისპოზიცია ისე არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის შესაძლებლობას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯის სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს, კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, ასევე ასეთის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასასამართლო დავის საგნის ღირებულების, საქმის მოცულობის, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სამართალწარმოების ეტაპების გათვალისწინებით რ----- ქ----–--ის წარმომადგენლისათვის (ადვოკატი) ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას გონივრულად და სამართლიანად მიიჩნევს სასამართლო გაადწყვეტილებით დაკმაყოფილებული ნაწილის (მან მოიგო დავა 1000 აშშ დოლარის ფარგლებში) 4%-მდე ოდენობით. შესაბამისად ს--–---- ჩ----–-–---–ს რ----- ქ----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საქმის წარმოებისათვის ადვოკატის დახმარების გამო გაღებული ხარჯის ნაწილის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურების გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1.რ----- ქ----–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება; 3.ს--–---- ჩ----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 4. მოპასუხე რ----- ქ----–--ეს (პ/ნ 3----------) მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარის გადახდა; 5. მოპასუხე რ----- ქ----–--ეს მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 480.35 (ოთხასოთხმოცი ლარი და 35 თეთრი)ლარის ანაზღაურება(გადახდა); 6. ს--–---- ჩ----–-–---–ს რ----- ქ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საქმის წარმოებისათვის გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 98.42 (ოთხმოცდათვრამეტი ლარი და 42 თეთრი) ლარის ანაზღაურება (გადახდა); 7. ს--–---- ჩ----–-–---–ს რ----- ქ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საქმის წარმოებისათვის ადვოკატის დახმარების გამო გაღებული ხარჯის ნაწილის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება გადახდა; 8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 9.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ლაურა მიქავა