განაჩენი

სისხლის სამართლის 20.10.2018
საქმის ნომერი
120100118002249270
ინსტანცია
თარიღი
20.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002249270

საქმე №1ბ/805-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების - გ--–- მ-------ის, კ------- ლ---–---–ის

ადვოკატ - ი----- ხ-------–---–ის

მსჯავრდებულ - მ-----– თ-------ის

მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–- მ-------ის და მსჯავრდებულ მ-----– თ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი----- ხ-------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

მ-----– თ-------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 14 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ N4----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ა---––----------------------–--------–--, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენით მ-----– თ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

მ-----– თ-------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

მ-----– თ-------მა 2017 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე ქ. ახალციხეში თ------–---–------ ქუჩაზე მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ-------– კ------ეს, კერძოდ, ორჯერ ხელი დაარტყა სახის და კეფის არეში, რის შედეგადაც გ-------– კ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–- მ-------ემ და მსჯავრდებულ მ-----– თ-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი----- ხ-------–---–მა.

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–- მ-------ემ, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მ-----– თ-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას, კერძოდ, მ-----– თ-------ის მიერ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნისას ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, მსჯავრდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, მას მიდრეკილება აქვს ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისაკენ. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან მომავალშიც კვლავ ჩაიდინოს ანალოგიური ხასიათის განზრახი დანაშაული, აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება მ-----– თ-------ისათვის შემაკავებელი ხასიათის და შესაბამისად იგი უნდა გამკაცრდეს.

მსჯავრდებულ მ-----– თ-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი----- ხ-------–---–მა წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენის გაუქმება და მ-----– თ-------ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არასწორად იქნა შეფასებული საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც უკანონო გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა გახდა. საქმეში წარმოდგენილია რ--------- მ------–-–---–ის (დაზარალებული გ-------- კ------ის დედის) წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, რომელიც შემდგომ სასამართლოშიც დაკითხულ იქნა მოწმის სახით. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი შეესწრო, მ-----– თ-------ს და მის შვილს შორის მომხდარ ინციდენტს, რადგან მათ უკან გაჰყვა. მისივე განმარტებით, ინციდენტს ასევე შეესწრო ლ--- ნ------ეც; თუმცა აღნიშნულს არ ადასტურებენ მოწმეები: ლ--- ნ------ე, ლ------ ნ------ე და მ------ ლ-----ე, რომლებიც რ--------- მ------–-–---–ის ჩვენებისგან სრულიად განსხვავებულ ჩვენებას აძლევენ სასამართლოს. აღნიშნული მოწმეები განმარტავენ, რომ რესტორნიდან გამოსვლის დროს დაიწყეს რ--------- მ------–-–---–თან საუბარი, მათ უკან გამოჰყვა მ-----– თ-------ი, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ თუ სად წავიდა იგი. რამდენიმე წუთში იგი კვლავ უკან ბრუნდება, შევიდა რესტორანში და გამოიტანა ქურთუკები და მისცა გოგონებს, თან უთხრა, რომ ზედმეტი უსიამოვნებისაგან თავის არიდების მიზნით წასულიყვნენ სხვა რესტორანში. მთელი ამ დროის განმავლობაში კი რ--------- მ------–-–---–ს არ შეუწყვეტია საუბარი ლ------ და ლ--- ნ------ეებთან და მ------ ლ-----ესთან, ამასთან, არც ლ--- ნ------ეს და არც რ--------- მ------–-–---–ს არ დაუტოვებიათ რესტორნის შესასვლელი ადგილი, სადაც საუბრობდნენ ისინი. შესაბამისად რ--------- მ------–-–---–ი ვერ შეესწრებოდა მ-----– თ-------ისა და გ-------- კ------ის საუბარს. მიუხედავად მოწმეთა ამგვარი ჩვენებებისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენში არსად არ მოიძებნება მათი სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გაიზიარა რ--------- მ------–-–---–ის ჩვენება და ეჭვიც კი არ შეუტანია მის ნამდვილობაში, ობიექტურობაში ისე დაეყრდნო განაჩენის გამოტანის დროს. საქმეში არსებობს მთელი რიგი შეუსაბამობები, რომელიც ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რაც ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა მიღებულ იქნა სრულიად უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო განაჩენი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მ-----– თ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. პალატის აზრით, ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებს მ-----– თ-------ის მიერ გ-------– კ------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს არის თავად დაზარალებულ გ-------– კ------ის ჩვენება, ხოლო, რაც შეეხება მისი დედის - რ--------- მ------–-–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომ იგი უშუალოდ შეესწრო ცემის ფაქტს, არ შეიძლება ჩაითვალოს სარწმუნოდ, ვინაიდან წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო სასამართლოში დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებთან, არამედ გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია თავად დაზარალებულის ჩვენებასთან, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა გ-------– კ------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 29 ნოემბერს მისი ყოფილი მეუღლის - ლ------ ნ------ის და მისი დის - ლ--- ნ------ის დაბადების დღე იყო. მისმა დედამ, რ--------- მ------–-–---–მა გადაწყვიტა, რომ მიელოცა ლ------სთვის დაბადების დღე. ამ მიზნით მივიდნენ მასთან სახლში, თუმცა ლ------ ნ------ის დედამ, მ------ მ----–--ემ უთხრათ, რომ გოგონები მამამ - ა------ ნ------ემ დაბადების დღის აღსანიშნავად წაიყვანა თბილისში. მოწმემ აღნიშნა, რომ მას ეჭვი ჰქონდა, რომ ისინი თბილისში არ იყვნენ, ამიტომ სახლისკენ მიმავალმა, გზად ქ. ახალციხეში რესტორან ,,ს----------ში’’ ფანჯრიდან შეიხედა და დაინახა მისი ყოფილი მეუღლე, მისი და - ლ---, მ------ი, მ-–- თ-------ი და კიდევ ორი ბიჭი. იგი გარეთ რესტორნის კიბეებთან დაელოდა დედას, რომელიც რესტორანში შევიდა ლ------სთვის დაბადების დღის მისალოცად. ამ დროს რესტორნიდან გამოვიდნენ დედამისი და გოგოები, რომელთაც 2-3 წუთში მ-----– თ-------იც გამოჰყვათ, რომელიც მივიდა მასთან და უთხრა, რომ მას უნდა გაყოლოდა. გ-------– კ------ე გაჰყვა, ისინი გაჩერდნენ რესტორან ,,ს----------სა’’ და მის მარცხნივ მდგარ კორპუს შორის საავტომობილო გზაზე, რა დროსაც მ-----– თ-------მა უთხრა თუ რატომ მიაყენა შეურაცხყოფა მას ტელეფონზე საუბრისას და ძლიერად მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სახეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მაგრამ საპასუხოდ მას არ დაურტყამს და მორიდების მიზნით მოტრიალდა, წამოსვლა დააპირა, რა დროსაც მ-----– თ-------მა კიდევ ერთხელ მუშტი ჩაარტყა კეფაში. დარტყმის შედეგად, მან კვლავ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მაგრამ მოერიდა და წამოვიდა. მას მ-----–ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ ის უთხრა, რომ ის კანონის წინაშე აგებდა პასუხს. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ამ დროს გოგოები და დედამისი - რ--------- მ------–-–---–ი კიბეებზე იდგნენ. მისგან დაახლოებით 20 მეტრში. დედამისი სახით მისკენ იდგა, სხვები კი ზურგით იყვნენ და სავარაუდოდ რ--------- მ------–-–---–ი ამ ფაქტს დაინახავდა. მისივე განმარტებით, როდესაც მ-----– თ-------მა დაარტყა, მოტრიალდა და წამოვიდა, მასთან მივიდა დედა და ჰკითხა რა მოხდა, უთხრა რაც მოხდა, მერე დედამ ჰკითხა, რატომ დაგარტყაო და მანაც აუხსნა. დაზარალებულის განმარტებით, რ--------- მ------–-–---–ს მ-----– თ-------ისთვის არაფერი უთქვამს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას რ--------- მ------–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 29 ნოემბერს, მისი ყოფილი რძლის - ლ------ ნ------ის და მისი დის - ლ--- ნ------ის დაბადების დღე იყო. გადაწყვიტა მის შვილთან გ-------– კ------ესთან ერთად ჩასულიყო ქ. ახალციხეში და მიელოცა დაბადების დღე. ჩავიდნენ ქ. ახალციხეში მათ ოჯახში, თუმცა გოგონები სახლში არ დახვდნენ. მ------ მ----–--ემ უთხრათ, რომ ისინი თბილისში წაიყვანა მამამ დაბადების დღის აღსანიშნავად. იქიდან რომ წამოვიდნენ, შემხვედრ რესტორანთან გააჩერეს მანქანა და ფანჯრიდან დაინახეს, რომ სუფრასთან ისხდნენ ლ------ და ლ--- ნ------ეები, მ------ი, მ-–- თ-------ი და ორი ბიჭი. თავად რესტორანში შევიდა, ხოლო გ-------– კ------ე გარეთ დარჩა. მერე გოგონებთან ერთად რესტორნიდან გამოვიდა, მათ მ-----– თ-------ი ,,აგრესიულად გამოჰყვათ’’. იცოდა რომ მ-----–მა და გ-------–მა იკამათეს. ამიტომ, როცა მ-----–მა მის შვილს ხელ-მკლავი გაუკეთა, ვილაპარაკოთო, თავადაც გაჰყვა. მას გოგოებიც გაყვნენ. მ-----– თ-------მა ლაპარაკიც არ აცალა და პირდაპირ მარჯვენა ხელი მარცხენა ყბაში დაარტყა გ-------–ს, თან უთხრა, ,,დედაშენს უმადლოდეო’’. მოწმის განმარტებით, ამის დანახვაზე, თავად მ-----–ს უთხრა: ,,ამას არ გაპატიებ, ჩემი პატივისცემა არამი იყოსო’’. ეს ფაქტი გოგოებმაც დაინახეს. რადგან ლ--- ნ------ემ ასევე უსაყვედურა მ-----–ს თუ ასე რატომ მოიქცა. მოწმემ აღნიშნა, რომ არ გაჰყოლოდა ამ ფაქტს ვერ დაინახავდა, რადგან მისი შვილი და მ-----– თ-------ი შენობის კუთხეს მიეფარნენ. სანამ მიეფარებოდნენ თავადაც მივიდა და დაინახა რომ მ-----–მა დაარტყა ჯერ სახეში, მერე კეფაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ ლ--- და ლ------ ნ------ეები და არასრულწლოვანი მოწმე მ------ ლ-----ე. რომელთა ჩვენებები წინააღმდეგობაშია მოწმე რ--------- მ------–-–---–ის ჩვენებასთან, ვინაიდან მათ განმარტეს, რომ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, რ---------ი მათთან ერთად იყო, საუბრობდნენ და არსად გასულა იმ მომენტამდე, როცა მ-----– თ-------მა რესტორნიდან მათი ქურთუკები გამოიტანა და უთხრათ რომ წასულიყვნენ, კერძოდ:

მოწმე ლ------ ნ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 29 ნოემბერს, დეიდაშვილთან მ------ ლ-----ესთან, მეგობრებთან: მ-----– თ-------თან, ლ---- გ------–---სთან და დასთან ლ--- ნ------ესთან ერთად რესტორანში აღნიშნავდა დაბადების დღეს, სადაც შევიდა ლ------ს ყოფილი მეუღლე გ-------– კ------ე, რომელიც მივიდა გვერდით სუფრასთან, ცოტახანი გაჩერდა და გავიდა გარეთ. რის შემდეგაც რამდენიმე წუთში რესტორანში შევიდა ლ------ს ყოფილი დედამთილი რ--------- მ------–-–---–ი, რომელიც მივიდა სუფრასთან, ლ------ს და ლ---ს მიულოცა დაბადების დღე, ლ------ს სთხოვა, რომ ცოტახნით გარეთ გასულიყვნენ და ესაუბრათ, რაზეც ლ------ დათანხმდა, გარეთ გავიდნენ და რესტორნის კარებში საუბრობდნენ, მათთან ერთად გავიდნენ ლ--- ნ------ე და მ------ ლ-----ე. ერთი ორი წუთის შემდეგ კი მ-----– თ-------ი, რომელიც სად წავიდა არ დაუნახავს, დაახლოებით 2 წუთის შემდეგ მ-----–ი ისევ შევიდა რესტორანში. მოწმემ აღნიშნა, გამოსვლისას დაინახა, რომ მისი ყოფილი ქმარი იდგა რესტორნის ჩასასვლელ კიბეებთან, მას ხელით ანიშნებდა და უხეშად ეუბნებოდა, რომ მისულიყო, თავად არ სურდა მასთან საუბარი და თითქოს ვერც დაინახა მისი მინიშნება, ზურგი აქცია და ყოფილ დედამთილს დაუწყო ლაპარაკი, რომელიც სთხოვდა შერიგებოდა მის შვილს, რაზედაც თავად კატეგორიულ უარს ეუბნებოდა. რ--------- მ------–-–---–თან საუბრის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტეს სახლში წასულიყვნენ, რესტორანში შესვლას აპირებდნენ, მაგრამ მეგობრებს უკვე მოჰქონდათ ქურთუკები და ტელეფონები, მანქანაში როცა სხდებოდნენ, ყოფილმა დედამთილმა ისევ დაუძახა, დაახლოებით 5 წუთი კიდევ ისაუბრეს, ამ დროს ყველა ავტომანქანაში იჯდა, ავტომანქანა მისგან დაახლოებით 8-9 ნაბიჯის მოშორებით იდგა, რ--------- მ------–-–---–თან საუბრის შემდეგ, თავადაც ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ რ--------- მ------–-–---–ი მ-----– თ-------ს ხედავდა თუ არა არ იცის, შესაძლოა დაენახა, თუმცა ის და მისი და - ლ---, წინ ედგნენ და ეფარებოდნენ. ამასთან, რესტორნის კარების წინ კიბეებია, შემდეგ გზა, შენობის ბოლო კუთხე არ ჩანს თუ კიბეებზე არ ახვალ. მოწმის განმარტებით, რ--------- მ------–-–---–ს ისინი არცერთი წამით არ დაუტოვებია და მ-----– თ-------ს არ გაჰყოლია, არც კიბეებზე ასულა, არც ლ--- ნ------ე გაჰყოლია მ-----– თ-------ს, ისიც მის გვერდით იდგა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ რესტორნიდან წასვლა ყველას სურვილი იყო, რადგან გ-------– კ------ე რამდენჯერმე შევიდა რესტორანში მათ გვერდით სუფრაზე მყოფებს ესაუბრებოდა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, იცოდნენ, რომ ის კიდევ ბევრჯერ შევიდოდა, რაც არასასიამოვნო იყო მისთვის.

 

მოწმე ლ--- ნ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 29 ნოემბერს, რესტორან ,,ს----------ში’’ აღნიშნავდნენ მისი და მისი დის - ლ------ ნ------ის დაბადების დღეს. რესტორანში იმყოფებოდნენ ლ--- ნ------ის დეიდაშვილი მ------ ლ-----ე, მეგობრები ლ---- გ------–---, ილია ბ-----ე, მ-----– თ-------ი და მისი 2 ძმაკაცი, დაახლოებით 22:00 საათზე რესტორანში შევიდა ლ---ს დის ყოფილი მეუღლე გ-------– კ------ე და მისი დედა რ--------- მ------–-–---–ი, გ-------– კ------ე მივიდა მათ გვერდით მყოფ სუფრასთან, სადაც ქეიფობდნენ მისი თანასოფლელები, ცოტახანი გაჩერდა და გავიდა გარეთ. გ-------– კ------ე მათ სუფრასთან არ მისულა, თუმცა რესტორანში რამდენჯერმე შევიდა და გავიდა. რ--------- მ------–-–---–ი მათთან იჯდა, თეფშიც კი მიუტანეს. რ---------მა ლ------ს სთხოვა, რომ ცოტახნით გაყოლოდა გარეთ და იქ ესაუბრათ, რაზეც ლ------ დათანხმდა, როდესაც ლ------ და რ---------ი გარეთ გავიდნენ, მათ თან გაყვნენ ის და მ------ ლ-----ე. ერთ ორ წუთში გავიდა მ-----– თ-------იც, რომელიც დაახლოებით 2 წუთის შემდეგ ისევ უკან შებრუნდა რესტორანში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მთელი საუბრის განმავლობაში რ--------- მ------–-–---–ს ისინი არცერთი წამით არ დაუტოვებია და მ-----– თ-------ს არ გაჰყოლია, არც ლ--- ნ------ე გაჰყოლია მ-----– თ-------ს, როდესაც რ---------ი და ლ------ საუბარს მორჩნენ, რ---------ი კიბეებისკენ წავიდა, ლ--- და ლ------ კი რესტორანში შესვლას აპირებდნენ, მაგრამ რესტორნიდან მ-----–ი გამოვიდა და მათი კუთვნილი ნივთები გამოიტანა, მანქანაში ჩასხდნენ, ამ დროს რ--------- მ------–-–---–ი ლ------ ნ------ეს კიდევ ესაუბრებოდა. მოწმის განმარტებით, იქ შეხლა-შემოხლა არ ყოფილა. საერთოდ გ-------– კ------ეს და მ-----– თ-------ს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, მისთვის უცნობია მათ შორი იყო თუ არა კამათი.

 

არასრულწლოვანი მოწმის მ------ ლ-----ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებული გ-------– კ------ე ოთხი წელი მათი სიძე იყო. მ-----– თ-------ს და გ--------ს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 29 ნოემბერს იყო ტყუპების ლ---ს და ლ------ს დაბადების დღე და იმყოფებოდა რესტორან „ს----------ში“. რესტორანში იყვნენ თავად, ლ--- და ლ------ ნ------ეები, მ-----– თ-------ი, ლია ბ-----ე და ლ---- გ------–---. დაახლოებით, საღამოს რვა საათისკენ შეამჩნიეს გ-------–ი, რომელიც მათ მოპირდაპირე მაგიდასთან მივიდა, გამოელაპარაკა ვიღაცას და გავიდა. გ-------–ი მათ სუფრასთან არ მისულა. შემდეგ მისი დედა - რ---------ი შევიდა რესტორანში, მიულოცა გოგონებს დაბადების დღე და ლ------ს სთხოვა, გასულიყვნენ გარეთ და ელაპარაკათ. ლ------ს ის და ლ---ც გაყვნენ. რესტორნის გასასვლელ კართან საუბრობდნენ, რ---------მა ლ------ მოიკითხა და შერიგებაზეც ესაუბრებოდა, რაზეც ლ------მ უარი განუცხადა. გ-------– კ------ე ამ დროს იდგა კიბეებთან და უყურებდათ, არ ჩარეულა საუბარში. შემდეგ მ-–-მ და ბიჭებმა გაუტანეს ქურთუკები, თავად ჩასხდნენ მანქანაში, რ---------მა და ლ------მ კი საუბარი გააგრძელეს. შემდეგ კი ისიც მანქანაში ჩაჯდა. მოწმემ აღნიშნა, რომ როცა მ-----–მა ქურთუკები მიაწოდათ, უთხრათ სხვაგან გადაენაცვლათ, რომ ლ------ს არ ეგრძნო უხერხულად თავი. მას მ-----– თ-------ი გარეთ გასული არ შეუმჩნევია. არც ის დაუნახავს გ-------–მა და მ-----–მა ერთმანეთთან ისაუბრეს თუ არა და მიაყენეს თუ არა შეურაცხყობა ერთმანეთს. მისივე განმარტებით, რ--------- მ------–-–---–თან ერთად იყვნენ რესტორნიდან გასვლის მომენტიდან, მ-----– თ-------ის მიერ ქურთუკების გატანამდე და არც ლ------ ნ------ე და არც რ--------- მ------–-–---–ი არსად წასულან. მ------ ლ-----ის განმარტებით, გ-------– კ------ეს და ლ------ს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, მათ იცოდნენ, რომ ლ------ს სტრესი ჰქონდა გადატანილი და არ უნდოდათ გახსენებოდა ის ხუთი წელი.

 

მსჯავრდებულმა მ-----– თ-------მა დაადასტურა, რომ იგი ესაუბრა გ-------– კ------ეს, თუმცა უარყო რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, კერძოდ:

მ-----– თ-------მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 29 ნოემბერს ლ--- და ლ------ ნ------ეების დაბადების დღეზე იმყოფებოდა რესტორან ,,ს----------ში’’, რა დროსაც რესტორანში რამდეჯერმე შევიდა გ-------–ი კ------ე, მივიდა სხვადასხვა მაგიდებთან რესტორნის დარბაზში, ისე, რომ მათ მაგიდასთან არ მისულა. შემდეგ რესტორანში შევიდა გ-------–ის დედა, ლ------ს და ლ---ს მიულოცა დაბადების დღე და სურდა, რომ სუფრაზე მათთან ერთად დამჯდარიყო, მაგრამ ლ---ს და ლ------ს რ---------ის იქ ყოფნის სურვილი არ ჰქონდათ, ამიტომ ისინი ადგნენ და წასვლა დააპირეს, მ-----– თ-------იც ადგა ჩაიცვა და მათთან ერთად გავიდა რესტორნიდან. ამ დროს გ-------–ი კ------ე იდგა რესტორნის ჩასასვლელ კიბეებთან, უხეშად მიმართავდა ლ------ ნ------ეს. რადგან ლ------ს, ლ---ს და რ---------ს თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნოთ თავად გ-------–ს უთხრა, ცოტა მოშორებით გასულიყვნენ სალაპარაკოდ, როცა რესტორნის გვერდით გავიდნენ, გ-------–ს უთხრა, რომ დედამისისთვის ეცა პატივი და წასულიყო იქიდან, რადგან მათი იქ ყოფნა ლ---ს და ლ------ს დისკომფორტს უქმნიდა. რაზეც გ-------–მა უპასუხა, რას აკეთებდა მის ცოლთან და თუ რატომ იყო ლ------ მასთან და მის მეგობრებთან ერთად რესტორანში, რაზეც თავად უთხრა, რომ წასულიყო და თავი დაენებებინა მათთვის. გ-------–მა გადაკვეთა საავტომობილო გზა და წავიდა. მ-----– თ-------ის განმარტებით, ლ---სთან, ლ------სთან და მეგობრებთან ერთად წავიდა რესტორნიდან, ხოლო რ---------ი რესტორანთან დარჩა. მას მალევე დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები და მათი მოთხოვნით გამოცხადდა პოლიციაში.

 

პალატა მხედველობაში იღებს, რომ განაჩენში მითითებული უნდა იყოს თუ რატომ მიიღო სასამართლომ ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე. მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ მოწმეების: ლ------ და ლ--- ნ------ეების და მ------ ლ-----ის ჩვენებები თანმიმდევრულია და თანხვედრაშია ერთმანეთთან. რაც შეხება მოწმე რ--------- მ------–-–---–ის ჩვენებას, რომ მან დაინახა ცემის ფაქტი, პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს: არცერთი მოწმე არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რ--------- მ------–-–---–ი გაჰყვა გ-------– კ------ესა და მ-----– თ-------ს, პირიქით ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ საუბრის დამთავრებამდე რ--------- მ------–-–---–ის სადმე გასვლის ფაქტს და ცალსახად ადასტურებენ, რომ რესტორნიდან გასვლიდან, იმ დრომდე, როცა მ----– თ-------მა რესტორნიდან მათ ტანსაცმელი გაუტანათ, რ---------ი მათთან ერთად იდგა და საუბრობდნენ. გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებული გ-------– კ------ეც მხოლო ვარაუდს გამოთქვამს, რომ რ--------- მ------–-–---–ი მისი ცემის ფაქტს დაინახავდა. ამასთან, გ-------– კ------ემ განმარტა, რომ როდესაც მ-----– თ-------მა დაარტყა, მოტრიალდა და წამოვიდა, მასთან მივიდა დედა და ჰკითხა რა მოხდა, უთხრა რაც მოხდა, მერე დედამ ჰკითხა, რატომ დაგარტყაო და მანაც აუხსნა. ბუნებრივია, თუ რ---------მა დაინახა დარტყმის ფაქტი, აღარ კითხავდა რა მოხდა, და არც გ-------–ს დასჭირდებოდა ახსნა. რ--------- მ------–-–---–ის და გ-------– კ------ის ჩვენებები წინააღმდეგობაში ასევე იმ ნაწილში, ჰქონდათ თუ არა მათ საუბარი მ-----– თ-------თან, კერძოდ, დაზარალებულმა აღნიშნა, რომ რ--------- მ------–-–---–ს მ-----– თ-------ისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა თავად რ--------- მ------–-–---–ის განმარტებით, მან მ----–ს უთხრა: ,,ამას არ გაპატიებ, ჩემი პატივისცემა არამი იყოსო’’. ასევე გასათვალისწინებელია, რომ რ--------- მ------–-–---–ის განმარტებით, მასთან ერთად იქ გოგოებიც მივიდნენ, ლ---მ უსაყვედურა კიდეც მ-----– თ-------ს, თუმცა აღნიშნულს მოწმეები არ ადასტურებენ.

პალატა ასევე მხედველობაში იღებს, რომ მოწმეთა ჩვენებების თანახმად, რესტორნის შესასვლელი კარებიდან /სადაც რ--------- მ------–-–---–ი და გოგონები საუბრობდნენ/, შეუძლებელია იმ ადგილის დანახვა, სადაც გ-------– კ------ის და მ-----– თ-------ის განმარტებით, ისინი გავიდნენ. აღნიშნული, მოწმეთა ჩვენებების გარდა, ასევე დასტურდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით. პალატას მიაჩნია, რ--------- მ------–-–---–ის ჩვენება, რომ მან უშუალოდ დაინახა თუ როგორ დაარტყა მის შვილს მ-----– თ-------მა, გაზიარებული არ უნდა იყოს. შესაბამისად გაზიარებული არ უნდა იყოს მისი მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიც.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ასევე წარდგენილი იქნა სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებლები: ა-–---------- გ--–-შვილი და გ------- ბ----–-ა და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტი რ------ კ------ე არ არიან ფაქტის თვითმხილველნი მოწმეები, ისევე, როგორც ექსპერტ დ----- მ------–---–ი, რომელმაც დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მის მიერ პირადად იქნა შემოწმებული გ-------–ი კ------ე, რომელიც უჩიოდა ტკივილებს სახის მარცხენა არეში, მაგრამ სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა.

რაც შეეხება სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N1---------- დასკვნას, აღნიშნულის თანახმად დადგენილია, რომ გ-------–ი კ------ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

პალატა მხედველობაში იღებს, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულება - დაზარალებულ გ-------–ი კ------ის ჩვენება და მისი მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ხოლო, სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა, ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის /მსჯავრდებულის/ სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი----- ხ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–- მ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–- მ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ მ-----– თ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი----- ხ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი გაუქმდეს.

მ-----– თ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

მ-----– თ-------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე.

 

მ-----– თ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე