განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100117002158567, №1/ბ-860-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - იზ---------–-–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ვლ-------- შა-–------ კი-–--ე, დაბადებული 198--–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბ--–-----–--–------–-----------------------------------------------–----------------–--------------–------------–-------------------------.
ადვოკატები - მე-----------–--ე, ზუ----------–---–ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 ივნისის განაჩენით, ვლ-------- კი-–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.თბილისში, მ--------–------------–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვლ-------- კი-–--ემ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე სცადა არ-----------–---ის მოკვლა, რა დროსაც დანის გამოყენებით ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, მეხუთე ნეკნთაშუა არეში, იღლიის წინა და შუა აქსილარულ ხაზებს შორის, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მეხუთე ნეკნის, მარჯვენა ფილტვის ზედა შუა წილის დაზიანებით. მანვე მიაყენა ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა თეძოს წინა ზედა წვეტის დონეზე იღლიის წინა აქსილარულ ხაზზე და ასევე მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები მარჯვენა წინამხრის და მარცხენა მტევნის შიგნითა ზედაპირებზე. არ-----------–---მა მოახერხა გაქცევა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად მას მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 ივნისის განაჩენით, ვლ-------- კი-–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. ვლ-------- კი-–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 09 სექტემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვლ-------- კი-–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მე-----------–--ემ და ზუ----------–---–მა. სააპელაციო საჩივრის თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვლ-------- კი-–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, სტაჟიორ-პროკურორ იზ---------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მსჯავრდებულ ვლ-------- კი-–--ის მიმართ, რაც შეთანხმებულია ზემდგომ პროკურორთან.
შუამდგომლობის თანახმად, ვლ-------- კი-–--ეს განემარტა საპროცესო შეთანხმების არსი, რაზეც მსჯავრდებულმა, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატებისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, განაცხადა ნებაყოფლობითი თანხმობა ბრალზე გარიგებისა და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე. 2018 წლის 16 ოქტომბერს, მსჯავრდებულს, მისYადვოკატებსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების შესახებ.
პროკურორმა ითხოვა მსჯავრდებულთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, შემდეგი პირობებით: ვლ-------- კი-–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის დადგენა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად 3 (სამი) წლის განსაზღვრა.
შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს სტაჟიორ-პროკურორმა იზ---------–-–---–მა, მსჯავრდებულმა ვლ-------- კი-–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მე-----------–--ემ და ზუ----------–---–მა.
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ; § 135, Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17 September 2009) (ვრცლად იხ. ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014 წლის 24 აპრილი).
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით ვლ-------- კი-–--ემ უარი თქვა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ უფლებაზე უარის თქმა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული ვლ-------- კი-–--ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მისი განმარტებით, სრულად ეთანხმება დადგენილებაში და განაჩენში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ვლ-------- კი-–--ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ვლ-------- კი-–--ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. დაზარალებულ არ-----------–---ის, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება ვლ-------- კი-–--ის მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარი თქვა სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ იზ---------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორს და მსჯავრდებულ ვლ-------- კი-–--ეს შორის.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენში ვლ-------- კი-–--ის მიმართ.
ვლ-------- კი-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვლ-------- კი-–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.
ვლ-------- კი-–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 09 სექტემბრიდან.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ვლ-------- კი-–--ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
§ სუნის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუში, სისხლის ნიმუშები, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, 2 ცალი 0,5 ლიტრიანი შუშის ბოთლი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
§ არ-----------–---ის ტანსაცმელი, სანთებელა და სიგარეტი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
§ ვლ-------- კი-–--ის ჯინსის შარვალი, ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს.
§ 02 ცალი დისკი დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა - დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე