განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066858
საქმე №1ა/გ-550-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
კახაბერ მაჭავარიანი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვალ-----------–-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განაჩენით ვალ-----------–-------ი (დაბადებული 1--- წლის 2-------, პირადი #0----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
ვალ-----------–-------ს ’’ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, აგრეთვე, საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით დაკმაყოფილდა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ სიყმაშვილის შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ვალ-----------–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 ივლისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წელი და აღუსრულებელი ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა 2014 წლის 01 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) წელი, ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვალ-----------–-------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 1 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
ვალ-----------–-------ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 3 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ვალ-----------–-------ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 27 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2014 წლის 29 ივნისიდან - 2014 წლის 1 ივლისის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება.
ვალ-----------–-------ის ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განაჩენი - 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება.
ვალ-----------–-------ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
ვალ-----------–-------ს მოსახდელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით მოსახდელად განესაზღვრა 2 წელი, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე მოსახდელად დარჩა დამატებით სასჯელად განსაზღვრული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განაჩენით ვალ-----------–-------ი (დაბადებული 1--- წლის 2-------, პირადი #0----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიერ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 10 თვის და 24 დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის და სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობითი მსჯავრით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ასევე დაემატა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადაუხდელი ნაწილი - 3654.27 ლარის ოდენობით და საბოლოოდ ვალ-----------–-------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვით და 24 დღით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3654.27 ლარის ოდენობით.
ვალ-----------–-------ს ’’ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, აგრეთვე, საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ვალ-----------–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით და თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 10 თვის და 24 დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე, 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 3654.27 ლარის ოდენობით შთანთქა ახლად დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ვალ-----------–-------ს სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით და თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 10 თვის და 24 დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, ’’ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, აგრეთვე, საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 6 თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, მსჯავრდებულ ვალ-----------–-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით, შეეცვალა ჯარიმით და განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2018 წლის 24 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ვალ-----------–-------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ვალ-----------–-------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისს შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებად ადგენს ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას, ჩადენილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განსაზღვრას სასჯელს აღნიშნული ქმედებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლი მნიშვნელოვანწილად, არსებითად იმეორებს 273-ე მუხლის ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს და დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მრავალჯერად (არაერთგზის) მოხმარებას. შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით ვალ-----------–-------ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 ივლისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წელი და აღუსრულებელი ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა 2014 წლის 01 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) წელი, ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვალ-----------–-------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განაჩენით ვალ-----------–-------ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიერ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 10 თვის და 24 დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის და სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობითი მსჯავრით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ასევე დაემატა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადაუხდელი ნაწილი - 3654.27 ლარის ოდენობით და საბოლოოდ ვალ-----------–-------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვით და 24 დღით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3654.27 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ვალ-----------–-------ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით და თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 10 თვის და 24 დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე, 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 3654.27 ლარის ოდენობით შთანთქა ახლად დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ვალ-----------–-------ს სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით და თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 10 თვის და 24 დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, მსჯავრდებულ ვალ-----------–-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით, შეეცვალა ჯარიმით და განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ვალ-----------–-------ი უნდა გათავისუფლდეს: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან (სასჯელი მოხდილია), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისგან 150 საათის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისგან - 3654 (სამი ათას ექვსას ორმოცდათოთხმეტი) ლარის და 27 (ოცდაშვიდი) თეთრის ოდენობით (თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2018 წლის 27 სექტემბრის წერილის შესაბამისად, ვალ-----------–-------ს ჯარიმის თანხა – 3654.27 ლარი არ გადაუხდია), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისგან 150 საათის ვადით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, შეეცვალა ჯარიმით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ((თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2018 წლის 9 ოქტომბრის წერილის შესაბამისად, ვალ-----------–-------ს ჯარიმის თანხა – 500 ლარი არ გადაუხდია), ვალ-----------–-------ს უნდა აღუდგეს ზემოაღნიშნული განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ვალ-----------–-------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენებში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვალ-----------–-------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენებში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებაში ვალ-----------–-------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
მსჯავრდებული ვალ-----------–-------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე, აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
მსჯავრდებული ვალ-----------–-------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისგან 150 საათის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისგან - 3654 (სამი ათას ექვსას ორმოცდათოთხმეტი) ლარის და 27 (ოცდაშვიდი) თეთრის ოდენობით. მასვე, აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
მსჯავრდებული ვალ-----------–-------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისგან 150 საათის ვადით, რაც შეეცვალა ჯარიმით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მასვე აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ვალ-----------–-------ს მოსახდელად დაურჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 10 თვის და 24 დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განაჩენი,, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
კახაბერ მაჭავარიანი