განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700067882
საქმე №1აგ/569-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018წ. ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ მ---------------–---–ის (დაბადებული 1----–-–----------------–ს, პ/ნ №2----------) ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განაჩენით, მ---------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, სსკ-ის 128-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 1(ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 2(ორი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 1(ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 5(ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 2(ორი) წლის ვადით.
2018 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ მ---------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–-------–-–---–მა, ხოლო 2018 წლის 26 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაზუსტებული შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ მ---------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ---------------ემ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ მ---------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად“.
საქართველოს სსსკ-ის 3321 მუხლის თანახმად: ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მ---------------–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი, მის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილი და შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან კანონის ცვლილება მოცემულ შემთხვევაში გავლენას ახდენს მსჯავრდებულებისათვის დანიშნულ საბოლოო სასჯელზე, მ---------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე, 332I მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ---------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
მ---------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, სსკ-ის 128-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 1(ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 2(ორი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 1(ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 2(ორი) წლის ვადით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. თეთრაული
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
გ. ჯეირანაშვილი