განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2018
საქმის ნომერი
330100117002172378
ინსტანცია
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100117002172378

საქმე №1ბ/933-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: მ---------------–---–-ს და ა---------–---–-ს

მსჯავრდებულის: ბ-------------ის

ადვოკატების: მ--------------ის და ნ-----------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ---- მ--------ს ძე მ-------ის მიმართ: დაბადებული 1-----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე (პირადი #------------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, მცხოვრები, ქ------–-------–-------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენით ბრალდებულ ბ-------------ესა და სტაჟიორ-პროკურორ იზ---------–-–---–- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

ბ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 3(სამი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5(ხუთი)წელი ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 3(სამი)წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5(ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5(ხუთი)წელი.

მსჯავრდებულ ბ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2017 წლის 27 ოქტომბრიდან.

ბ-------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ბ-------------ე 2017 წლის 17 აგვისტოს, 11:00 საათიდან 11:45 საათამდე დროის პერიოდში, თ---–--–-----–-–-------–-------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-----------ის მფლობელობაში არსებული „----------------------“ ფირმის სამარშრუტო ტაქსიდან, ს---------------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა-----------ის საფულეს, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით და ფულით. აღნიშნული ქმედებით ა-----------ეს მიადგა 170(ას სამოცდაათი)ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ-------------ემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.

აპელანტის მტკიცებით, მის მიმართ საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა მუქარით და იძულების წესით, კერძოდ, საქმის განმხილველი მოსამართლე მას დაემუქრა, თუ საპროცესო შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა, ასეთ შემთხვევაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდა, ხოლო შემდეგ, სასამართლო პროცესზე საუბრის საშუალება არ მისცა და დარბაზიდან გააძევა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ის არ შეესაბამება სინამდვილეს და არსებით წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოს სხდომის ოქმების ჩანაწერებთან.

მსჯავრდებულ ბ-------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო 2018 წლის 11 იანვარს, თავად ბრალდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით. 21 მარტის სასამართლო სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მოწმეეები დაიკითხნენ, ბ-------------ემ განმარტება გააკეთა მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც გადაიზარდა მოსამართლესთან შეკამათებით და სასამართლოს მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო, ის მოსამართლემ გააძევა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2018 წლის 29 მარტის, 10 აპრილის, 24 აპრილისა და 11 მაისის სასამართლო სხდომები ჩატარდა ბ-------------ის მონაწილეობის გარეშე და მისი ადვოკატის თანდასწრებით. 24 მაისს, ბ-------------ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, მისთვის სასამართლო სხდომაზე დასწრების ნებართვასთან დაკავშირებით, რაც დაკმაყოფილდა.

2018 წლის 29 მაისის სასამართლო სხდომაზე, პროცესში მონაწილე პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის გარეშე, მასსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რასაც სრულად დაეთანხმა ადვოკატიც და ბ-------------ეც. მხოლოდ ამის შემდეგ დაამტკიცა სასამართლომ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება.

სასამართლო სხდომის ოქმის არც ერთი ჩანაწერით არ დასტურდება ბ-------------ეზე არც მოსამართლის და არც პროკურორის მხრიდან რაიმე იძულების ან მუქარის ფაქტი. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში ადვოკატმა მა--------------მ განაცხადა, რომ ბ-------------ის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევება გამოიწვია მისმა საქციელმა, ვინაიდან მან მოსამართლეს ფაქტობრივად საშუალება არ მისცა ნორმალურად განეხორციელებინა მისი უფლებამოსილება. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების დადებას, ეს იყო ბრალდებულთან ერთად მიღებული გადაწყვეტილება და მასზე არავის იძულება ან მუქარა არ განუხორციელებია.

სასამართლოში გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები: ზ--------------–---–ის, ვ----–---–----ის, ი--------------–---–ის, ზ-------------------ის ჩვენებებით, ასევე დაზარალებულ ა-----------ის, მოწმე მ-------------ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ვიდეოჩანაწერით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის და 2014 წლის 30 იანვრის განაჩენებით უტყუარად დასტურდება ბ-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 209-2013-ე მუხლების სრული დაცვით დაამტკიცა ბ-------------ესა და პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და მის მიმართ ძალადობის, დაშინების ან მოტყუების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბ-------------ეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ბ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენი, რომლითაც დამტკიცდა ბრალდებულ ბ-------------ესა და სტაჟიორ-პროკურორ იზ---------–-–---–- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, დარჩეს უცვლელად;

3. ბ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 3(სამი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5(ხუთი) წელი, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 3(სამი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5(ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5(ხუთი)წელი.

4. ბ-------------ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან 2017 წლის 27 ოქტომბრიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ბ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

6. ბ-------------ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, რომლებიც ინახება ვ---------------–----------------–--------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

 

მ.კაპანაძე