განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2018
საქმის ნომერი
160141318002365331
ინსტანცია
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002365331

საქმე №1ბ/1266-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ გ-------------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------------------------–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N6----------- ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ო-----------------–-----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ბ---–------------------------–---–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით გ--------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

გ-------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩდენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

გ-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 თებერვლიდან.

 

გ-------------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა გ-------------–---მა 2018 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ------–---–--------------–---–-------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, იმის გამო, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფს ავტომანქანის საჭესთან დაჯდომას უშლიდა, შვილს - ე---------–---ს მუშტი დაარტყა თავის არეში, რითაც ე---------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, გ-------------–---ი ქ.-----–---–-------------–---–-------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, იმის გამო, რომ ყოფილ მეუღლეს - ა-----------------სა და შვილს-ე----------–---ს ციხეში ყოფნის მიზეზად თვლიდა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფს ე---------–---ი ავტომანქანის საჭესთან დაჯდომას უშლიდა, სახლის ეზოში, სარკის ნატეხის დემონსტრირებით, ე---------–---ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შემდეგ უკვე სახლში ე---------–---სა და ა----------------ს დაემუქრა სახლის დაწვითა და სიცოცხლის მოსპობით, რის შემდეგაც მაგიდის შუშის მოქნევით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე----------–---ს, აღნიშნული ქმედებების დროს ა----------------ს და ე---------–---ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-------------–---მა რომელმაც მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენის გაუქმება.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საქმეზე არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმების თაობაზე, იმ მოტივით, რომ საქმეზე არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა გ-------------–---მა აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა გ-------------–---ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგან მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო და მათ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-------------–---ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-------------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების ა----------------ის, ე---------–---ის ჩვენებებით, მოწმეების: ლ-------------–---–-------------------------------------------–---–-ს ჩვენებებით, 2018 წლის 20 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით, რომელიც უცვლალედ დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის განაჩენით.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, ის გარემოებები, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, სასჯელის ზემოქმედების შედეგი მსჯავრდებულზე, ახალი დანაშაულის ჩადენა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ-------------–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ-------------–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ--------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

გ-------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩდენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს სრულად და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

გ-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 თებერვლიდან.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: წითელი ფერის პირსახოცი სისხლისმაგვარი ლაქებით, სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, მინის სარკის ნატეხი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი