განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2018
საქმის ნომერი
140100117002539961
ინსტანცია
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 140100117002539961

საქმე №1ბ/858-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი, 2018წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორების: ზ-------–--------–ის, ს--–------------ის

ადვოკატის: კ-------–-----–--ის

მსჯავრდებულის: მ--------------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ-------–-----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, მ--------------–---–ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–-------------- პ/ნ 4----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ-----–----------–-–---–--------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------–------–-----------–--–--------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენით, მ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელის დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 5 000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, მ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, ასევე ჯარიმა - 5 000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;

მსჯავრდებულ მ--------------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 ნოემბრიდან;

მ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალ-----ბის გამოყენების მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის ზაფხულიდან ოქტომბრის ბოლომდე მ--------------–---–ი გ------------------–-- რაიონებში შეხვედრისას გ----------–--–---–ისაგან მოითხოვდა 450 აშშ დოლარის (ეროვნული ბანკის საშუალო კურსი 1 078 ლარი) გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის ხელყოფით. აღნიშნული მუქარის შედეგად, 2017 წლის 27 ოქტომბერს გ----------–--–---–მა ქ-----–--------------------–-------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში მ--------------–---–ს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 250 ლარი. ამავე წლის 29 ოქტომბერს, ქ-----––- მ--------------–---–მა გ----------–--–---–ს ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოსთხოვა 350 აშშ დოლარის (ეროვნული ბანკის კურსით - 839 ლარი) გადაცემა მომდევნო დღეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ--------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ-------–-----–--ემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ მ--------------–---–ის ქმედება არ შეიცავს საქართევლოს სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის სავალდებულო ნიშნებს. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაზარალებულის - გ----------–--–---–ის მხრიდან დანაშაულის პროვოცირებას. კერძოდ, მოვალეებისაგან შეწუხებული გ----------–--–---–ი საკუთარი ვალდებულებების თავიდან არიდების მიზნით დაუკავშირდა მ--------------–---–ს, მოატყუა და სცადა მისი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების გამოწვევა, რაც უტყუარად დგინდება საქმეზე წარმოდეგნილი ჩანაწერების შინაარსით. მ--------------–---–ს გ----------–--–---–თან ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ამ უკანასკნელისათვის სესხის სახით მიცემული თანხის მოთხოვნა. ასევე დაცვის მხარის განმარტებით, დაზარალებულმა და მოწმე ლ-–----------–---–მა სასამართლოს მისცეს ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რომლებმაც საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით ითანამშრომლეს სამართალდამცავ ორგანოებთან და გადაწყვიტეს უდანაშაულო ადამიანისათვის - მ--------------–---–ისათვის ყველაფერი დაებრალებინათ. მ--------------–---–ის მიერ გ----------–--–---–ზე ფიზიკური შეხება არ უკავშირდებოდა ფულადი თანხის მოთხოვნას და ასევე არ იყო რეალური მუქარის განხორციელების საფრთხე, რაც ბ------–---–ის შემდეგი მოქმედებით და სიტყვებითაც დასტურდება.

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ----------–--–---–მა განმარტა, რომ მას რესტორან ,,-----------–-- ჰქონდა ვალი 500 ლარის ოდენობით, რომლის გადახდას თავდაპირველად მისგან ითხოვდა დ----------------–---–ი. თუმცა, თავად რესტორნიდან მისთვის არავის არაფერი უთქვამს, ვალის გადასახდელად ერთი კვირის ვადა ჰქონდა მიცემული. შემდეგ დ----------------–---–ი გაემგზავრა საზღვრაგარეთ, რომლის მაგივრადაც მასთან მივიდა მ--------------–---–ი და 500 ლარის ნაცვლად მოსთხოვა 450 აშშ დოლარი, ამასთან განუცხადა, თუ არ მოიტან, ნახავ, რაც დაგემართებაო. მოგვიანებით მისმა ნაცნობმა გი---------------–---–მა ა---------------–---–ისაგან შეიძინა ავტომანქანა, თანხის შემდგომ გადახდის პირობით და მას შემდეგ, რაც გ----------–--–---–ი გი---------------–---–ს თავდებად დაუდგა თანხის გადახდაში, მ--------------–---–ი მისგან ითხოვდა როგორც მანქანის ვალს, ასევე 450 აშშ დოლარს. მან მ--------------–---–ისათვის 1500 დოლარის მიტანა მოახერხა. თუმცა, კიდევ სთხოვდნენ დარჩენილი თანხის მიტანას, რის გამოც დაზარალებული მივიდა ლ-–----------–---–თან, მისი პირადობის მოწმობით ავტოგაქირავებიდან გამოიყვანა მანქანა, ლ-–-სგან მალულად „ჩააბარა“ ავტომანქანის ნაწილები ბაზრობაზე და კიდევ 1500 დოლარი მისცა მ--------------–---–ს. თუმცა გადახდის წესის დარღვევის გამო, იგი კიდევ ითხოვდა თანხის გადაცემას. ამის შემდეგ, ვინაიდან გ----------–--–---–ს ეძებდნენ და შეეშინდა, წავიდა ბ-----------------------------–-------–- დასამალად. ასევე მასთან ჩავიდა ლ-–----------–---–იც. მოგვიანებით ჯ------------–---–მა ბორჯომში ჩაიყვანა მ--------------–---–ი, რომელმაც საბოლოოდ დაზარალებულს ავტომანქანის თანხის და 450 დოლარის სანაცვლოდ ავტოგაქირავების სამსახურიდან „------------------ს მარკის ავტომანქანის გამოყვანა მოსთხოვა და შეპირდა, რომ თავს დაანებებდა. ამ დროს მ--------------–---–მა მას ხელიც დაარტყა. შეხვედრაზე იყვნენ ლ----- ჩ----–-–---–ი (ც-----ა) და ჯონი. გ----------–--–---–ი დაპირდა მანქანის გამოყვანას, რის შემდეგაც შეშინებულმა მიმართა პოლიციას. 2017 წლის 27 ოქტომბერს, მან თავისი სახლის სარდაფში, სპეციალური ვიდეოაპარატურით ნებაყოფლობით აღჭურვილმა მ--------------–---–ს გადასცა 250 ლარი, რაც ჩაეთვალა 100 აშშ დოლარში, ხოლო 350 აშშ დოლარი კვლავ მისაცემი ჰქონდა. ამ ფაქტს ესწრებოდა ვ-–-----------–---–იც. 29 ოქტომბერს გ----------–--–---–ი მ--------------–---–ს კვლავ შეხვდა ქ-----––- ვიდეოაპარატურით აღჭურვილი, მისი სახლის გვერდით, სადაც მ--------------–---–ი მას სთხოვდა 350 აშშ დოლარის იმ დღესვე მიტანას და მანქანის თანხის დროულად დაბრუნებასაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. ამ შეხვედრაზე ორჯერ ხელიც დაარტყა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მ--------------–---–ისაგან მომდინარე მუქარას აღიქვამდა რეალურად და ეშინობა მისი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–----------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 1 ოქტომბერს გ----------–--–---–ი მივიდა მასთან და სთხოვა თბილისში გაჰყოლოდა. როგორც მოწმისათვის გახდა ცნობილი, გ----------–--–---–ს მ------ი ბ------–---–ისა და გ---------------–---–ისთვის ფული ჰქონდა მისაცემი და ისინი ელოდებოდნენ. ვინაიდან გ-------- ფული ვერ მოიძია, შესთავაზა მანქანა გამოეყვანათ ქირით და ამის საშუალებით იქნებ მოეხერხებინა ფულის შოვნა. მოწმემ თავის პირადობის მოწმობით გამოიყვანა ავტომანქანა და წავიდა სოფელში, ხოლო გ----------–--–---–ი დატოვა თბილისში. იგი მეოთხე დღეს ჩავიდა სოფელში და უთხრა, რომ მანქანა ნაწილებად გაყიდა (ჩააბარა), ვინაიდან ფული ჰქონდა გადასახდელი. მანქანის ქირის ფული უნდა გადაეხადა გ----------–--–---–ს, თუმცა იგი ვეღარ იხდიდა. იმ პერიოდში სანამ მოწმე მოახერხებდა ფულის შოვნას და ავტომანქანის მესაკუთრისათვის დაბრუნებას, მათ დაუწყეს ძებნა, რის გამოც გ-----------–--–---–თან ბორჯომში წავიდა. მოგვიანებით, მეგობარმა ჯ------------–---–მა მათთან მიიყვანა მ------ ბ------–---–ი და იქ სხვა პირებიც იყვნენ. მ--------------–---–ი სახლის ეზოში გ----------–--–---–ს სთხოვდა ფულს - რომ შემპირდი, რატომ არ მოიტანეო, ასევე მოთხოვნა იყო ავტოგაქირავებიდან მანქანის გამოყვანა, თუ უნდოდა, რომ საერთოდ დაენებებინა თავი ფულის მოთხოვნის კუთხით. ამ დროს მ--------------–---–მა ხელიც გაარტყა გ----------–--–---–ს. ეს უკანასკნელი დაპირდა, რომ ერთ კვირაში მიუყვანდა მანქანას და დაშორდნენ ერთმანეთს. მოწმის განმარტებით, ის სახლის აივანზე იდგა, ყველაფერს ხედავდა და ისმენდა. ამის შემდეგ, გ----------–--–---–ი წავიდა პოლიციაში და გააკეთა შეტყობინება.

პალატა აღნიშნავს, რომ გ----------–--–---–ის ჩვენება არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი. მან დეტალურად მოახსენა სასამართლოს რეალურად ვის მიმართ და რა სახის ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა და ამის გარდა,მართლსაწინააღმდეგოდ რა თანხის გადაცემას სთხოვდა მას მ--------------–---–ი. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულის ჩვენებაში არ იკვეთება არაერთგვაროვანი პასუხები, სასამართლოს მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებით ვერ დადასტურდა, რომ გ----------–--–---–მა იცრუა სასამართლოს წინაშე და მას ამოძრავებდა მსჯავრდებულების დასჯის ან საკუთარი თავისათვის რაიმე სახის პასუხისმგებლობის არიდების სურვილი. საფუძვლიანია მისი განმარტება მ--------------–---–ის მხრიდან არსებული მუქარის განხორციელების შიშზეც. მსჯავრდებულის ქმედების ხასიათის, ინტენსივობის და მის მიერ დაზარალებულის მიმართ არაერთხელ განხორციელებული ფიზიკური ძალ-----ბის გათვალისწინებით, რაც გამოიხატებოდა შეხვედრებზე ხელის გარტყმაში, სავსებით ლოგიკურია, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულმა ასევე, დაადასტურა, რომ მისი მონაწილეობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ნებაყოფლობით და კანონის სრული დაცვით.

დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმე ლ-–----------–---–ის ჩვენებასთან, რომელიც იმავე თანმიმდევრობით და შინაარსით აღწერს მისთვის ცნობილ, განვითარებულ მოვლენებს, როგორც დაზარალებული. მათი ჩვენებები შესაბამისობაშია ერთმანეთთან ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის განვითარებულ საუბართან დაკავშირებითაც, რასაც ლ-–----------–---–ი აივნიდან ადევნებდა თვალყურს. ორივე მათგანმა განმარტა, რომ ამ შეხვედრაზე იყვნენ სხვა პირებიც, თუმცა მ--------------–---–სა და გ----------–--–---–ს შორის გამართულ საუბარს არ ესწრებოდნენ. აღნიშნული დაადასტურა მოწმე ჯ------------–---–მაც და სასამართლოში განაცხადა, რომ მან მიიყვანა მ--------------–---–ი ბ-----------------------------–-------–- გ----------–--–---–თან და შეახვედრა მას, თუმცა მათ საუბარს არ დასწრებია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ მოწმეები: რ--------------–---–ი და თ-----------------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ დაზარალებულ გ-----------–--–---–ს რესტორან „მონადირეში“ ნამდვილად ჰქონდა ვალი. ხოლო მოწმეებმა გი---------------–---–მა და ა---------------–---–მა თავის მხრივ სასამართლოს მოახსენეს ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებით ერთმანეთში არსებული მოლაპარაკების თაობაზე. მათი განმარტებით, გი---------------–---–ის მიერ ამირან მღებრიშვილისგან შეძენლი მანქანა მოგვიანებით წაიყვანა გ----------–--–---–მა და თანხაც მას უნდა გადაეხადა. ა---------------–---–მა დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული ვალის შესახებ შემთხვევით გაიგო მ--------------–---–მა და დახმარებას დაპირდა თანხის დაბრუნებაში. ამის შემდეგ, გ----------–--–---–თან ერთად ქ-----––- შეხვდა მ--------------–---–ს, რა დროსაც მ------მა უთხრა გ-------- ა---------------–---–ს თანხას რატომ არ უბრუნებო. ასევე, სხვა ფულზეც ჰქონდა მ------ის საუბარი, რომელიც გ----------–--–---–ს მისთვის ჰქონდა მისაცემი. მოწმემ დაადასტურა, რომ ამ შეხვედრაზე მ--------------–---–მა ხელი დაარტყა გ----------–--–---–ს, თუმცა თანხის მიცემას არ უკავშირდებოდა.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე დაზარალებულის ჩვენებასთან, არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები მათ შორის არ გამოვლენილა და ერთობლიობაში ამყარებენ დაზარალებულის პოზიციას, რომ მ--------------–---–ი მასზე ძალ-----ბის განხორციელების მუქარით ცდილობდა იმ თანხის გამოძალვას, რომელზედაც მოთხოვნის არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნდა.

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ასევე განმარტავს, რომ მსჯავრდებული მ--------------–---–ი გ-----------–--–---–ისგან ითხოვდა მხოლოდ იმ თანხის გადაცემას, რაც რამდენიმე ხნით ადრე მისთვის სესხის სახით ჰქონდა გადაცემული, ხოლო მოგვიანებით იგი გახდა გ-----------–--–---–ის მხრიდან დანაშაულის პროვოცირების მსხვერპლი. პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, მათ შორის ვიდეოჩანაწერებიდან, რომელთა მეშვეობითაც ნათლად დასტურდება, რომ დაზარალებულის მხრიდან ადგილი არ აქვს მაპროვოცირებელ ქმედებას, მ--------------–---–ი კი ნამდვილად არ ითხოვს საკუთარ ვალს, იგი აშკარა ფორმით ახორციელებს გარკვეული თანხის მოთხოვნას და ამასთანავე, ძალ-----ბის გამოყენების მუქარას.

2017 წლის 27 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერის მიხედვით, სოფელ რ----–-- საცხოვრებელი სახლის სარდაფში გ----------–--–---–ი მიმართავს მ--------------–---–ს, რომ ,,--–-- რამდენი გამოვატანე ადრინდელი ფულები, ისინი არ გიგზავნე ძმაო?”,,ფულები რომ გჭირდებოდა, რომ დაგირეკია ჩემთვის, ძმაო, 100 აშშ დოლარი, ისინი ძმაო, მაგ ფულს ხომ არ გამოკლებია, ძმაო?”. გაბრაზებული მ--------------–---–ი ეუბნება გ----------–--–---–ს, რომ ამ სიტყვებისათვის მას დასჯის, რომ ,,მისი პიროვნება რომ სჭირდება” და ,,საქმეს რომ უკეთებს”, 100 000 ლარი ღირს . გ----------–--–---–ი ეუბნება მ--------------–---–ს, რომ 450 აშშ დოლარი უნდა მიეტანა მისთვის, ამჟამად 250 ლარი აქვს და თანხას აძლევს. მ--------------–---–ი მიმართავს გ----------–--–---–ს - ,,ხვალე ვასოს 300 დოლარი რომ არ მიუვიდეს...” და იგინება.

2017 წლის 29 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ქ-----––-, საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანაში მ--------------–---–ი მიმართავს გ----------–--–---–ს, რომ ძალიან ცუდად მოიქცა, რადგან დღემდე ფული არ ჩანს - 450 დოლარი უნდა წამოსულიყო და დარჩა 350. ,,250 ლარი ხომ მომეცი, 350 დოლარი ხომ დარჩა? ,,ცუდს დაგმართებ რა და ცუდი დამართულიცა გაქვს უკვე, შენ ისეთი ხალხი გადაიმტერე”... ,,ისეთი ხალხი მოვლენ, ვერ გაიგებთ, ისეთ დროს მოვლენ”. გ----------–--–---–ის შეკითხვაზე, მთლიანობაში რამდენი აქვს მისაცემი, მ--------------–---–ი პასუხობს, რომ 3 000 აშშ დოლარი მისაცემი აქვს ა------------- ხოლო 350 დოლარი - მისთვის და ხვალ ფული სჭირდება - ,,350 დოლარი დადე ხვალ და 3 დღეში - 3 000”. მ--------------–---–ი ორჯერ არტყამს ხელს გ----------–--–---–ს და ეუბნება: ,,ეს იმისთვის, რომ მოიტყუე... დაგანგრიო ეხლა გინდა მაგრად?... ახლა აგურით გაგიჩეჩქვავ თავს და დაგანახებ, რა შემიძლია და კიდევ ჩემს ძმაკაცებს რა შეუძლიათ...”, ,,ხვალე 350 დოლარი მინდა უეჭველი, გაიგე? დაიმალები, არ დაიმალები, მოგძებნი, კაცი ვეღარ გიპოვის და ამ ცოდვას ნუ ჩამადენინებ, დამიჯერე რა. ეს ნაბიჯი არ გადამადგმევინო” .

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გ-----------–--–---–ი თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოებთან და ამ მიზნით იყო ვიდეოჩამწერებით აღჭურვილი, აღნიშნულს არც ბრალდების მხარე ხდის სადავოდ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ--------------–---–ის მიერ გ----------–--–---–ისაგან ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო დაზარალებულის განცხადების საფუძველზე, რის შემდეგაც მან გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიეღო ფარულ საგამძიებო მოქმედებაში, მ--------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებაში მხილების მიზნით.

ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და იგი პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ--------------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.მსჯავრდებულ მ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. მ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ სასჯელს დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 5 000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, მ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5 000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;

4.მსჯავრდებულ მ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ნოემბრიდან;

5. ნივთიერი მტკიცებულებები:

მობილური ტელეფონი და ფული დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი