განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 180310114552045
საქმე №3ბ/771-15
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2- ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: მანანა ჩოხელი, ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ე---------ე გ------–--ე
წარმომადგენელი - ხა--------------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ------ი გ------–--ე
წარმომადგენლები - რო-------------–ი, თა---------------ე
თავდაპირველი მოპასუხე - დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია
წარმომადგენელი - თ--------------–---–ი
მესამე პირი - გ------ი ფ---–---–-ვა
წარმომადგენელი - ხა--------------–-–---–-
მესამე პირი - ნ------------ე
წარმომადგენელი - ხა--------------–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით გ------ი გ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ე---------ე გ------–--ის სახელზე გაცემული დ--–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №2- საკუთრების უფლების მოწმობა და ამავე კომისიის საოქმო გადაწყვეტილება დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში არსებულ 2304 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე მდგარ შენობა-ნაგებობებზე ე---------ე გ------–--ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დ--–---ის არქივის 2014 წლის 2- ივლისის საარქივო ცნობის თანახმად, ჭოპორტის სასოფლო საბჭოს - საკრებულოს სოფელ ბ---–-------ის 1986-1995 წწ. საკომლო წიგნების ჩანაწერებით, ოჯახის უფროსად და ერთადერთ წევრად მითითებულია თ----- ხ--–--–---–ი, კომლს ერიცხება 600 კვ.მ. მიწა და საცხოვრებელი სახლი, აგებული 1980 წელს. ამავე ცნობის თანახმად, სოფელ ბ---–-------ის 1980-2004 წწ. ბინის მეპატრონეთა წიგნში თ----- ხ--–--–---–ს ერიცხება ძველი ბინა და 600 კვ.მ. მიწა.
3.2. დ--–---ის რაიონის გამგებლის 1995 წლის 27 აპრილის წერილის თანახმად, გამგეობას მიმართა თ----- ხ--–--–---–მა, რომელსაც სოფელ ბ---–-------ში ერიცხებოდა 2 საცხოვრებელი სახლი, მას სურვილი ჰქონდა ახალი სახლი მიეყიდა ქ. თბილისში, ყ---–---ს ქ. №2-ში მცხოვრები ე---------ე გ------–--ისთვის. დ--–---ის რაიონის გამგეობა წინააღმდეგი არ იყო გაფორმებულიყო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
3.3. 1995 წლის 15 ივნისს თ----- ხ--–--–---–სა და ე---------ე გ------–--ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თ----- ხ--–--–---–მა მიჰყიდა ე---------ე გ------–--ეს სოფელ ბ---–-------ში არსებული საცხოვრებელი სახლი, შემდგარი 4 ოთახისგან, დამხმარე ფართით (საცხოვრებელი ფართი 96 კვ.მ. დამხმარე ფართი 45 კვ.მ.), განლაგებული 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
3.4. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 04 თებერვალს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ 1995 წლის 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 100კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა დარეგისტრირდა ე---------ე გ------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით (საკადასტრო კოდი N7-----------, განცხადების რეგისტრაციის №7-----------, თარიღი: 1---------).
3.5. ე---------ე გ------–--ემ 2014 წლის 07 თებერვალს განცხადებით მიმართა დ--–---ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. ე---------ე გ------–--ემ განცხადებაში მიუთითა, რომ 1987 წლიდან ჰქონდა თვითნებურად დაკავებული სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. განმცხადებელმა კომისიას წარუდგინა მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელშიც მოწმეები ე-–----- ა------–---–ი, ზ---- ხ---------–ი და გ--–- ბ-–----–---–ი ადასტურებდნენ, რომ ე---------ე გ------–--ე 1987 წლიდან ფლობს, ფაქტობრივად უვლის და განაგებს დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლს.
3.6. დ--–---ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული იქნა საოქმო გადაწყვეტილება (ოქმი N-) დ--–---ის რაიონის ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მასზე მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლსა (განაშენიანების ფართი - 150 კვ.მ.) და ნაგებობაზე (ავტოფარეხის განაშენიანების ფართი - 34 კვ.მ. წყლის აუზის განაშენიანების ფართი - 24 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. აღნიშული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2014 წლის 17 აპრილს გაიცა №2- საკუთრების უფლების მოწმობა.
3.7. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 28 აპრილს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ 2014 წლის 17 აპრილის №2- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები დარეგისტრირდა ე---------ე გ------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით (საკადასტრო კოდი N7-----------).
3.8. 2015 წლის 20 თებერვალს ე---------ე გ------–--ემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურს დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით.
3.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 26 თებერვლის N8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ე---------ე გ------–--ის 2015 წლის 20 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ თუ მის მიერ წარდგენილი უძრავი ნივთები (7----------- და 7-----------) წარმოადგენდა ერთი და იმავე უფლების ობიექტს, წარსადგენი იყო მთლიანი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. განმცხადებელს დამატებით განემარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განსაზღვრულ ვადაში (30 კალენდარული დღე) დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა.
3.10. ე---------ე გ------–--ის მიერ განცხადებისა და დოკუმენტების დამატებით წარდგენის შემდეგ (დაზუსტდა, რომ უძრავი ნივთები 7----------- და 7----------- წარმოადგენდა ერთი და იმავე უფლების ობიექტს და მოთხოვნილ იქნა გაერთიანება), დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 02 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილა ე---------ე გ------–--ის თხოვნა და უძრავი ნივთები - 7----------- და 7----------- დარეგისტრირდა, როგორც ერთი უფლების ობიექტი. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2015 წლის 02 მარტს მომზადდა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები დარეგისტრირდა ე---------ე გ------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით (საკადასტრო კოდი N7-----------, ნაკვეთის წინა ნომერი 7-----------). ამონაწერში საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1995 წლის 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება და 2014 წლის 17 აპრილის №2- საკუთრების უფლების მოწმობა.
3.11. მოწმე ნ-----–- გ------–--ემ განმარტა, რომ დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე უძრავი ნივთის ღირებულების ნაწილი, დაახლოებით, 1/3 გადაიხადა თ---------- (იგივე თ-----) გ------–--ემ, ხოლო დანარჩენი თანხა, რომელიც არ ახსოვს რამდენი იყო, გადაიხადა ე---------ე გ------–--ის მეუღლემ - გ------ი ფ---–---–-ვამ. მოწმე რ---- კ------–-–---–მა განმარტა, რომ თ----- გ------–--ემ, დაახლოებით, 1982 წელს დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში დაიწყო სახლის მშენებლობა. თ----- გ------–--ის მითითებით ის პირადად მონაწილეობდა სახლის, ავტოფარეხის და აუზის მშენებლობაში. სახლის საძირკვლიდან დაწყებული სახურავის ჩათვლით მშენებლობაში მან მიიღო მონაწილეობა. მოწმე ე-–----- ა------–---–მა განმარტა, რომ დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში თ----- გ------–--ემ შეიძინა ძველი სახლი და სახლის გვერდზე ააშენა ახალი სახლი. თავიდან თ-----ი აშენებდა სახლს, შემდეგ მისი სიძე გ-- ფ---–---–-ვა. 1987 წელს სახლი იყო თუ არა აშენებული არ ახსოვს. მოწმე გ--–- ბ-–----–---–მა განმარტა, რომ თ----- გ------–--ეს კარგად იცნობდა 20-25 წლის განმავლობაში, სოფელ ბ---–-------ში ჰქონდა ბინა და მოწმის ხელწერილზე მოაწერა ხელი იმიტომ, რომ თ-----ის მემკვიდრეს გაეფორმებინა ბინა, თუმცა ე---------ე გ------–--ეს არ იცნობს. მოწმე ზ---- ხ---------–მა განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული სახლი როდის აშენდა არ იცის, არც ის იცის რამდენი კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობდა ე---------ე გ------–--ე, ასევე არ იცის 1987 წლიდან ფლობდა თუ არა ამ ნაკვეთს ე---------ე გ------–--ე.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
4.2. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება.
აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონი არეგულირებს ორი სახის ურთიერთობას, კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან. განსახილველ შემთხვევაში, ე---------ე გ------–--ის მოთხოვნა უკავშირდებოდა მიწის თვითნებურად დაკავებას, კერძოდ, მან საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა როგორც თვითნებურად დაკავებულ უძრავ ნივთზე - დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
4.3. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №-25 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკუთრების მოწმობის და საოქმო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არასწორად იქნა დადგენილი თითქოს ე---------ე გ------–--ე წარმოადგენდა მოთხოვნილი უძრავი ნივთის თვითნებურად დამკავებელ პირს 1987 წლიდან. გასათვალისწინებელია, რომ ე---------ე გ------–--ე 1987 წელს 15 წლის იყო, ცხოვრობდა თბილისში და გაურკვეველია, როგორ დაიკავებდა უძრავ ნივთს თვითნებურად, მშობლების დახმარების გარეშე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა არცერთმა მოწმემ არ დაადასტურა, რომ ე---------ე გ------–--ე წარმოადგენდა მოთხოვნილი უძრავი ნივთის თვითნებურად დამკავებელ პირს 1987 წლიდან, მათ შორის, იმ მოწმეებმა (ე-–----- ა------–---–ი, გ--–- ბ-–----–---–ი, ზ---- ხ---------–მა), რომელთა ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილის საფუძველზე მოხდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მოწმე ე-–----- ა------–---–მა განმარტა, რომ დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში თ----- გ------–--ემ შეიძინა ძველი სახლი და სახლის გვერდზე ააშენა ახალი სახლი. თავიდან თ-----ი აშენებდა სახლს, შემდეგ მისი სიძე - გ-- ფ---–---–-ვა. 1987 წელს სახლი იყო თუ არა აშენებული არ ახსოვს. მოწმე გ--–- ბ-–----–---–მა განმარტა, რომ თ----- გ------–--ეს კარგად იცნობდა 20-25 წლის განმავლობაში, სოფელ ბ---–-------ში ჰქონდა ბინა და მოწმის ხელწერილზე მოაწერა ხელი იმიტომ, რომ თ-----ის მემკვიდრეს გაეფორმებინა ბინა, თუმცა ე---------ე გ------–--ეს არ იცნობს. მოწმე ზ---- ხ---------–მა განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული სახლი როდის აშენდა არ იცის, არც ის იცის რამდენი კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობდა ე---------ე გ------–--ე, ასევე არ იცის 1987 წლიდან ფლობდა თუ არა ამ ნაკვეთს ე---------ე გ------–--ე.
მოწმე ნ-----–- გ------–--ემ, რომელიც არის გ------ი და ე---------ე გ------–--ეების დედა, განმარტა, რომ დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე უძრავი ნივთის ღირებულების ნაწილი, დაახლოებით, 1/3 გადაიხადა თ---------- (იგივე თ-----) გ------–--ემ, ხოლო დანარჩენი თანხა, რომელიც არ ახსოვს რამდენი იყო, გადაიხადა ე---------ე გ------–--ის მეუღლემ გ------ი ფ---–---–-ვამ. მოწმე რ---- კ------–-–---–მა განმარტა, რომ თ----- გ------–--ემ, დაახლოებით, 1982 წელს დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში დაიწყო სახლის მშენებლობა. თ----- გ------–--ის მითითებით ის პირადად მონაწილეობდა სახლის, ავტოფარეხის და აუზის მშენებლობაში.
4.4. საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 04 თებერვალს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ 1995 წლის 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა კომისიის მიერ საკითხის განხილვის დროს რეგისტრირებული იყო ე---------ე გ------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით (საკადასტრო კოდი N7-----------).
მითითებული გარემოება გამორიცხავს ე---------ე გ------–--ის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი და 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა განმცხადებლის საკუთრებას და კომისიაში საკითხის განხილვის დროისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო შესაბამისი უფლება, მასზე ვერ მოხდებოდა საკუთრების უფლების აღიარება.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ კანონი არ ითვალისწინებს 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე, ამ ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 100 კვ.მ.-ზე მეტი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. რეალურად კი აღიარება მოხდა 2304 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ამდენად, კომისიის მიერ დარღვეულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოთხოვნები.
გასათვალისწინებელია, რომ ე---------ე გ------–--ეს 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული ჰქონდა 2004 წლიდან, რის შესახებაც მან არ აცნობა კომისიას. ისევე როგორც კომისიას დაუმალა ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა მისი მამა თ---------- (თ-----) გ------–--ე და მამამისს ჰყავდა სხვა მემკვიდრეც, კერძოდ, გ------ი გ------–--ე.
4.5. სასამართლომ არ გაიზიარა ე---------ე გ------–--ის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ მოსარჩელის კანონიერ ინტერესს ზიანი არ ადგება და სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. ე---------ე გ------–--ეზე საკუთრების უფლების აღიარებით შეილახა თ---------- გ------–--ის მემკვიდრის უფლებები, ვინაიდან მისი მამკვიდრებლის მიერ თვითნებურად დამკავებულ მიწის ნაკვეთზე მოხდა საკუთრების უფლების აღიარება ე---------ე გ------–--ის სახელზე, თითქოს ის იყო თვითნებურად დამკავებელი პირი, რაც არ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით.
ამასთან, როგორც გასაჩივრებული საკუთრების მოწმობით დასტურდება, საკუთრების უფლების აღიარება მოხდა 3 შენობა-ნაგებობაზე. კერძოდ, 150 კვ.მ. ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე, 34 კვ.მ ერთსართულიან ავტოფარეხსა და 24 კვ.მ. წყლის აუზზე. მოწმე რ---- კ------–-–---–ის განმარტებით დასტურდება, რომ თ----- გ------–--ის მითითებით ის პირადად მონაწილეობდა სახლის, ავტოფარეხის და აუზის მშენებლობაში. ამდენად, სადავო უძრავი ქონებაზე, მათ შორის, სახლის, აუზის და ავტოფარეხის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული ე---------ე გ------–--ის სახელზე 1995 წლის 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (საკადასტრო კოდი N7----------- მიწის ნაკვეთი ფართი 100 კვ.მ.), საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით კომისიას შეიძლება მიმართოს გ------ი გ------–--ემ, როგორც თ---------- გ------–--ის მემკვიდრემ.
4.6. დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 02 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილა ე---------ე გ------–--ის თხოვნა და უძრავი ნივთები - 7----------- და 7----------- დარეგისტრირდა ერთი უფლების ობიექტად. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2015 წლის 02 მარტს მომზადდა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები დარეგისტრირდა ე---------ე გ------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით (საკადასტრო კოდი N7-----------, ნაკვეთის წინა ნომერი 7-----------). ამონაწერის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1995 წლის 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება და 2014 წლის 17 აპრილის №2- საკუთრების უფლების მოწმობა.
დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 02 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ამონაწერით დასტურდება, რომ ე---------ე გ------–--ის სახელზე რეგისტრირებული 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შედის 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთში. როგორც გაირკვა, მოპასუხე კომისიამ საკუთრების უფლება აღიარა თ---------- გ------–--ის ერთ-ერთი მემკვიდრის ე---------ე გ------–--ის საკუთრებაში არსებულ 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებას არ წარმოადგენდა,„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება დაიშვება ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობზე (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). მოპასუხე კომისიამ საკუთრების უფლება აღიარა ე---------ე გ------–--ის საკუთრებაში არსებულ 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებას არ წარმოადგენდა, ამდენად, კომისია არ იყო უფლებამოსილი განეკარგა აღნიშნული ქონება. მას შეეძლო განეხილა და კანონმდებლობით დადგენილი წესით ეღიარებინა ე---------ე გ------–--ის საკუთრებაში არსებული 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ნაკლებ ფართზე, თუ დადასტურდებოდა, რომ ამ ფართს ნამდვილად ე---------ე გ------–--ე ფლობდა და არა მისი მამა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ბათილად ცნო დ--–---ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილება ე---------ე გ------–--ისათვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და მის სახელზე გაცემული 2014 წლის 17 აპრილის №2- საკუთრების უფლების მოწმობა, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვეევაში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული საკუთრების მოწმობისა და საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასრულად გადმოსცა მოწმეთა ჩვენებები. კერძოდ, ნ-----–- გ------–--ემ განმარტა, რომ თ---------- გ------–--ეს ჰქონდა სახლის აშენების სურვილი და უძრავი ქონების შეძენისას თანხის ნაწილიც კი გადაიხადა, თუმცაღა ძირითადი სამუშაოები სწორედ გ------ი ფ---–--–--ამ აწარმოა. ამასთანავე, თ---------- გ------–--ეს მშენებლობისათვის გაწეული თანხები გადაუხადა გ------ი ფ---–---–-ვამ, რომელმაც, თავის მხრივ, თ----- ხ--–--–---–ს ასევე გადაუხადა გ------–--ეების მიერ გადაუხდელი თანხები და მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა თ----- ხ--–--–---–თან ე---------ე გ------–--ისათვის ახალი მშენებარე სახლის, დამხმარე ნაგებობით, გადაცემა. თ---------- გ------–--ესთან იმიტომ არ დაიდო ხელშეკრულება, რომ მას არ ჰქონდა შესაძენი ქონების ღირებულების 2/3 და მშენებლობის დასასრულებელი თანხები. რაც შეეხება რ. კ------–-–---–ის ჩვენებას, იგი გაუგებარია, მით უფრო, რომ მისი მტკიცებით, ყველაფერი მან გააკეთა, მათ შორის, სახურავიც, მაშინ როდესაც სახურავი მას არ გაუკეთებია და ნ-----–- გ------–--ემაც აღნიშნა, რომ სახურავი თ---------- გ------–--ის თანხებით არ არის გაკეთებული. გარდა ამისა, რ. კ------–-–---–ის ჩვენებაში გაჟღერებული ფრაზები მოწმობს მის ტენდეციურობას, იგი მხოლოდ ე---------ე გ------–--ის საწინააღმდეგო ჩვენების მისაცემად იყო სასამართლოში მისული. აპელანტის მითითებით, ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ 1990 წლიდან, მით უფრო, 2007 წლამდე, ე---------ე გ------–--ე ფლობდა მიწის ნაკვეთს სახლსა და დამხმარე ნაგებობებთან ერთად.
აპელანტი დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თ---------- გ------–--ეს არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია შენობების თაობაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდებოდა, რომ თ---------- გ------–--ემ ხარჯები თავად გასწია, დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ე---------ე გ------–--ესთან დაიდო და ქონება დათმო თ---------- გ------–--ემ. შესაბამისად, აღნიშნულიც გამორიცხავს სადავო ქონების სამკვიდრო მასაში შეტანას და თ---------- გ------–--ის გარდაცვალების შემდეგ შენობის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან ვერ დაიწყება.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და არ უნდა დაკმაყოფილდეს გ------ი გ------–--ის სასარჩელო მოთხოვნა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დ--–---ის არქივის 2014 წლის 2- ივლისის NA-------------- საარქივო ცნობის თანახმად, ჭოპორტის სასოფლო საბჭოს - საკრებულოს სოფელ ბ---–-------ის 1986-1995 წწ. საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად და ერთადერთ წევრად მითითებულია თ----- ხ--–--–---–ი, კომლს ერიცხება 600 კვ.მ. მიწა და საცხოვრებელი სახლი, აგებული 1980 წელს. ამავე ცნობის თანახმად, სოფელ ბ---–-------ის 1980-2004 წწ. ბინის მეპატრონეთა წიგნში თ----- ხ--–--–---–ს ერიცხება ძველი ბინა და 600 კვ.მ. მიწა. (ტ. 1, ს.ფ. 93).
დ--–---ის რაიონის გამგებლის 1995 წლის 27 აპრილის წერილის თანახმად, გამგეობას მიმართა თ----- ხ--–--–---–მა, რომელსაც სოფელ ბ---–-------ში ერიცხებოდა 2 საცხოვრებელი სახლი, მას სურვილი ჰქონდა ახალი სახლი მიეყიდა ქ. თბილისში, ყ---–---ს ქ. №2-ში მცხოვრები ე---------ე გ------–--ისთვის. დ--–---ის რაიონის გამგეობა წინააღმდეგი არ იყო გაფორმებულიყო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. (ტ. 1, ს.ფ. 105-107).
1995 წლის 15 ივნისს თ----- ხ--–--–---–სა და ე---------ე გ------–--ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თ----- ხ--–--–---–მა ე---------ე გ------–--ეს მიჰყიდა სოფელ ბ---–-------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, შემდგარი ოთხი ოთახისგან, დამხმარე ფართით (საცხოვრებელი ფართი - 96 კვ.მ. დამხმარე ფართი - 45 კვ.მ.), განლაგებული 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. (ტ. 1, ს.ფ. 97-99).
საჯარო რეესტრიდან 2014 წლის 11 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, 1995 წლის 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა დარეგისტრირდა ე---------ე გ------–--ის საკუთრებად. (საკადასტრო კოდი N7-----------, განცხადების რეგისტრაციის №7-----------, თარიღი: 1---------). (ტ. 1, ს.ფ. 199-200).
ე---------ე გ------–--ემ 2014 წლის 07 თებერვალს განცხადებით მიმართა დ--–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. ე---------ე გ------–--ემ განცხადებაში მიუთითა, რომ 1987 წლიდან ჰქონდა თვითნებურად დაკავებული სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. განმცხადებელმა კომისიას წარუდგინა მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელშიც მოწმეები ე-–----- ა------–---–ი, ზ---- ხ---------–ი და გ--–- ბ-–----–---–ი ადასტურებდნენ, რომ ე---------ე გ------–--ე 1987 წლიდან ფლობს, ფაქტობრივად უვლის და განაგებს დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლს. (ტ. 1, ს.ფ. 18-19).
დ--–---ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული იქნა საოქმო გადაწყვეტილება (ოქმი N-) დ--–---ის რაიონის ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მასზე მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლსა (განაშენიანების ფართი - 150 კვ.მ.) და ნაგებობაზე (ავტოფარეხის განაშენიანების ფართი - 34 კვ.მ. წყლის აუზის განაშენიანების ფართი - 24 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. აღნიშული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2014 წლის 17 აპრილს გაიცა №2- საკუთრების უფლების მოწმობა. (ტ. 1, ს.ფ. 20; ტ. 2. ს.ფ. 23-2-).
საჯარო რეესტრიდან 2014 წლის 28 აპრილის ამონაწერის თანახმად, 2014 წლის 17 აპრილის №2- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი N7-----------) 2014 წლის 28 აპრილს დარეგისტრირდა ე---------ე გ------–--ის საკუთრებად. (ტ. 1, ს.ფ. 25).
2015 წლის 20 თებერვალს ე---------ე გ------–--ემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურს დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. (ტ. 2, ს.ფ. 169)
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 26 თებერვლის N8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ე---------ე გ------–--ის 2015 წლის 20 თებერვალის განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ თუ მის მიერ წარდგენილი უძრავი ნივთები (7----------- და 7-----------) წარმოადგენდა ერთი და იმავე უფლების ობიექტს, წარსადგენი იყო მთლიანი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. (ტ. 2, ს.ფ. 172).
ე---------ე გ------–--ემ დამატებით წარადგინა განცხადება და დოკუმენტები, რომლებითაც დააზუსტა, რომ უძრავი ნივთები ს.კ. 7----------- და ს.კ. 7----------- წარმოადგენდა ერთი და იმავე უფლების ობიექტს და მოთხოვნილ იქნა მათი გაერთიანება. შედეგად, დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 02 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით ე---------ე გ------–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილა და უძრავი ნივთები - ს.კ. 7----------- და ს.კ. 7----------- დარეგისტრირდა ერთი უფლების ობიექტად. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2015 წლის 02 მარტს მომზადდა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები დარეგისტრირებულია ე---------ე გ------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით (საკადასტრო კოდი N7-----------, ნაკვეთის წინა ნომერი 7-----------). ამონაწერის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1995 წლის 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება და 2014 წლის 17 აპრილის №2- საკუთრების უფლების მოწმობა. (ტ. 2. ს.ფ. 173-177; 202).
დადგენილია, რომ გ------ი გ------–--ე და ე---------ე გ------–--ე წარმოადგენენ და-ძმას. მათი მამა - თ---------- გ------–--ე გარდაიცვალა 2014 წლის 25 თებერვალს. (ტ. 1, ს.ფ. 16).
შპს „დ-----ის“ 2018 წლის 11 ივნისის სპეციალისტის დასკვნის თანახმად, ივარაუდება, რომ სახეზეა სულ სხვადასხვა მონაცემებისა და სხვადასხვა ფართის მქონე N7----------- და N7----------- უძრავი ქონებები, მასზე არსებული სხვადასხვა შენობა-ნაგებობით, რომელთა ერთი უფლების ობიექტად მიჩნევა არასწორია. გამოსაკვლევი და დასადგენია, სოფ. ბ---–-------ში ე---------ე გ------–--ის საკუთრებაში N7----------- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე (საცხოვრებელი ფართი 96 კვ.მ., დამხმარე ფართი - 45 კვ.მ., საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა 4) მოხდა თუ არა საერთოდ მიშენება და ამ შენობა-ნაგებობების ფართობის გაზრდა/მიმატება 1995 წლის 15 ივნისის ხელშეკრულების შემდეგ პერიოდში. გამოსაკვლევი და დასადგენია, რომ N7----------- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, განაშენიანების ფართობი 150 კვ.მ., ერთსართულიანი ავტოფარეხი, განაშენიანების ფართობი 24 კვ.მ., რაც დ--–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 17.04.2014 წელს გაცემული N2- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ე---------ე გ------–--ის საკუთრებაში) წარმოადგენს თუ არა ერთ მთლიან ნაგებობას, ერთიან კონსტრუქციას და არის თუ არა რაიმე მიშენებული აღნიშნულ შენობაზე.
7.1.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს დ--–---ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის №- საოქმო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე 2014 წლის 17 აპრილს გაცემული №2- საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერება.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება. პალატა განმარტავს, რომ მოცემული კანონი აწესრიგებს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №-25 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (ძალადაკარგულია 2016 წლის 31 ივლისიდან) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე---------ე გ------–--ემ 2014 წლის 07 თებერვალს განცხადებით მიმართა დ--–---ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. ე---------ე გ------–--ემ განცხადებაში მიუთითა, რომ 1987 წლიდან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. განმცხადებელმა კომისიას წარუდგინა მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელშიც მოწმეები ე-–----- ა------–---–ი, ზ---- ხ---------–ი და გ--–- ბ-–----–---–ი ადასტურებდნენ, რომ ე---------ე გ------–--ე 1987 წლიდან ფლობს, ფაქტობრივად უვლის და განაგებს დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლს. ამდენად, აპელანტის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი დოკუმენტაციით წარედგინა განცხადება, რომლითაც დასტურდებოდა როგორც მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი, ისე მასზე შენობა-ნაგებობის არსებობა, აღნიშნული კი წარმოადგენდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. მით უფრო, რომ კომისიის მიერ 2014 წლის 2 აპრილს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებაც განხორციელდა და დადასტურდა განმცხადებლის მიერ აღწერილი ფაქტების არსებობა. (ტ. 2, ს.ფ. 23-24)
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგს - გ------ი გ------–--ის სასარჩელო მოთხოვნა ემყარება იმ ფაქტს, რომ ე---------ე გ------–--ემ დაირეგისტრირა მამის საკუთრებაში არსებული 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც თ---------- გ------–--ის მიერ იყო აშენებული სახლი. შესაბამისად, გ------ი გ------–--ე მიიჩნევს, რომ ხელყოფილია მისი, როგორც კანონისმიერი მემკვიდრის უფლება.
პალატა განმარტავს, რომ ე---------ე გ------–--ის მიერ მოთხოვნა ადმინისტრაციულ ორგანოში არ ყოფილა წარდგენილი როგორც მემკვიდრის მიერ, არამედ აპელანტმა განაცხადა, რომ მიწის ნაკვეთი თავად ჰქონდა თვითნებურად დაკავებული და საცხოვრებელი სახლიც თავად ააშენა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1635-1589(კ-08), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-626-596(კ-07), სადაც განმარტებულია, რომ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.“ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი) არამედ, ფაქტის არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არასწორად ნორმის შეფარდების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ.“
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად არ დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შეიძინა თ---------- გ------–--ემ და სახლიც მანვე ააშენა. ე---------ე გ------–--ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მან შეიძინა და მანვე ააშენა საცხოვრებელი სახლი. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------ი გ------–--ის, როგორც მემკვიდრის უფლებების დარღვევა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ დგინდება.
7.1.3. პირველი ინსტანციის სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი და 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა განმცხადებლის საკუთრებას და კომისიაში საკითხის განხილვის დროისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო შესაბამისი უფლება, მასზე ვერ მოხდებოდა საკუთრების უფლების აღიარება. ასევე, 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე, ამ ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 100 კვ.მ.-ზე მეტი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას კანონმდებელი არ ითვალისწინებს.
პალატა აღნიშნულთან მიმართებით განმარტავს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ე---------ე გ------–--ის მიერ აღიარების კომისიაში წარდგენილ განცხადებას, მის მოთხოვნას და მასში დაფიქსირებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების კანონმდებლობასთან შესაბამისობას. ე---------ე გ------–--ე მიუთითებდა, რომ 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თვითნებურად ჰქონდა დაკავებული და მასზე განთავსებული იყო სახლი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მხარემ წარადგინა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სადავო აქტების გამოცემისას 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 2304 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სხვადასხვა საკადასტრო კოდით იყო რეგისტრირებული და მათი გაერთიანება მოხდა მოგვიანებით - დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 02 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით. იმ პირობებში, როდესაც დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმება განსახილველი დავის ფარგლებში არ ხდება და იგი გამოცემულია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების შემდეგ, მოცემული ვერ იქნება მოპასუხე ადმისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია მათი მიღებისას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.1.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს გ------ი გ------–--ის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე---------ე გ------–--ის სააპელაციო საჩივრარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება - გ------ი გ------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამდენად, გ------ი გ------–--ეს ე---------ე გ------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება. გ------ი გ------–--ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე---------ე გ------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. გ------ი გ------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. გ------ი გ------–--ეს ე---------ე გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება. გ------ი გ------–--ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე - ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა).
თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: მანანა ჩოხელი
ილონა თოდუა