განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200100118002471710-1ბ/1140-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი:
პროკურორი - ნა---------------–---–ი
მსჯავრდებული: ი------–-------------------------------------, დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–----------------------–----------
ადვოკატი - გ------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115 (ას თხუთმეტი) საათი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა---------------–---–მა და მოითხოვა მსჯავრდებულ იო---------ძეს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასამართლომ დაადგინა :
2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, თელავის რაიონის ს------–--------–- მდებარე იო---------ძის საცხოვრებელ სახლის მისაღებ ოთახში იო---------ძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს ლ--–---------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. კერძოდ, იო---------ძე უყვიროდა და ლანძღავდა ლ--–---------ს, შემდეგ აიღო მისაღებ ოთახში არსებული სკამი და ესროლა მეუღლეს. სკამი ლ--–---------ს არ მოხვედრია და დავარდა იატაკზე. ამის შემდეგ მაგიდაზე არსებული დანა მოიმარჯვა იო---------ძემ და გაემართა ლილისაკენ, თან ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და დასახიჩრებით. ლ--–---------მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამიტომ გაიქცა სახლიდან.
2018 წლის 06 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, თელავის რაიონის ს------–--------–- მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში იო---------ძემ ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე ლ--–---------ზე. კერძოდ, ლ--–---------ს მხარის არეში ერთხელ დაარტყა ნამცხვრის გამოსაცხობი ყალიბი. ფიზიკური ძალადობის შედეგად ლ--–---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე ლ--–---------ს თავისი მეუღლე იო---------ძე თანაცხოვრების პერიოდში, 2017 წლის სექტემბრის თვიდან 2018 წლის 21 აპრილის ჩათვლით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც ლ--–--------- განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
იო------------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: დაზარალებულ ლ--–---------ს გამოკითხვის ოქმით, მსჯავრდებულ იო---------ძის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მსჯავრდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის იო---------ძის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე; ამ დანაშაულის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. ამდენად დაზარალებული (მსხვერპლი) უნდა იყოს ოჯახის წევრი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში, როგორიცაა ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში იგულისხმება ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
სუბიექტურ მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით იგი შესაძლოა ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი განზრახვით, ასევე არაპირდაპირი განზრახვით.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება იო---------ძის მიერ ჩადენილი ქმედების ოჯახში ძალადობის ფაქტი კერძოდ, მოწმეების დაზარალებულ ლ--–---------ს გამოკითხვის ოქმით, მსჯავრდებულ იო---------ძის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მსჯავრდებულის დაკავების ოქმით აღნიშნული მტკიცებულებები თანხვედრილია და ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადასტურებულია, რომ 2018 წლის 06 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, თელავის რაიონის ს------–--------–- მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში იო---------ძემ ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე ლ--–---------ზე. კერძოდ, ლ--–---------ს მხარის არეში ერთხელ დაარტყა ნამცხვრის გამოსაცხობი ყალიბი. ფიზიკური ძალადობის შედეგად ლ--–---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე ლ--–---------ს თავისი მეუღლე იო---------ძე თანაცხოვრების პერიოდში, 2017 წლის სექტემბრის თვიდან 2018 წლის 21 აპრილის ჩათვლით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც ლ--–--------- განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
პალატა განმარტავს, რომ ზოგადად ფიზიკური ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების და მსჯელობის საგანია, რომელზეც როგორც წესი მიუთითებს დაზარალებული და თუნდაც იმ პირობებში როდესაც მას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, პალატა იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას ტკივილის განცდის ნაწილში, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ჩვენება მისცა და განმარტა რომ ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამდენად იო---------ძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; შესაბამისად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იო---------ძის მიერ ჩადენილია მუქარა ესე იგი, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით დადგინდეს, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა იო---------ძემ დანაშაულებრივი ქმედება სწორედ მეუღლის მიმართ განახორციელა, ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, ურთიერთშეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალიზი უტყუარად პირდაპირ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მეუღლის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს. მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულს კონკრეტული მუქარის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში სასამართლოში წარმოდგენილია.
პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161)
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა იო---------ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ იო---------ძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
იო---------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ;
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იო---------ძის მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და იო---------ძეს, დანაშაულთა ერთობლიობით, დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, იო---------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 21 აპრილიდან 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (7 (შვიდი) დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 35 (ოცდათხუთმეტი) საათი) და იო---------ძეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115 (ას თხუთმეტი) საათი.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) და დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაული ჩადენილი იქნა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება (მისი ასაკი) და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი, იო---------ძის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ამასთან, პალატა მიუთითითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულმა სრულად მოიხადა.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, დალუქული ერთ ფუთად და სკამი, დალუქული ერთ ფუთად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3.იო---------ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათი.
იო---------ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და იო---------ძეს, დანაშაულთა ერთობლიობით, დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, იო---------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 21 აპრილიდან 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (7 (შვიდი) დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 35 (ოცდათხუთმეტი) საათი) და იო---------ძეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115 (ას თხუთმეტი) საათი.
4. იო---------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.
5. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, დალუქული ერთ ფუთად და სკამი, დალუქული ერთ ფუთად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი