განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.10.2018
საქმის ნომერი
020211418700063043
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №100310017002237483

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-703-18 26 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

აპელანტები (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - სა------- მუ--–----–------- თ----- ჭ----------ე ა(ა)იპ ,,ფ------ მ---------'' ვ-–-------- ს------ე, გ--- ზ-------ე (დირექტორი)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სა------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება

აპელანტი მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სა-------

მ----–----–------- ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 19500 (ცხრამეტიათასხუთასი) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

- მოპასუხე სა------- მ----–----–------- დაეკისრა გადასახდელად მ--სარჩელის მიერ

გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 585 ლარის ოდენობით ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------“ სასარგებლოდ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. დადგენილია, რომ ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------“ შეიქმნა სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე. ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------“ რეგისტრაციაში გატარდა 2013 წლის 2 აპრილს. იურიდიული მისამართია საჩხერე თავისუფლების ქ.N9, ხოლო წარმ--მადგენლობაზე უფლებამ--სილი პირი - ბ----ა გ----------–---–ი;

 

2.2. სა------- მუ--–----–-------ს გამგებლის 2014 წლის 3 სექტემბრის N--- ბრძანებით, დამტკიცებული იქნა ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------ს“ წესდება და რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში. წესდების პირველი მუხლის შესაბამისად ორგანიზაცია შეიქმნა სა------- მუ--–----–-------ს ტერიტორიაზე ფულადი სახსრების მ--ძიების საქველმ--ქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევითი, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის ხელშესაწყობად. წესდების მესამე მუხლის შესაბამისად ფ------ს საქმიანობის მიზანია მ---------ს ციხის აღდგენა, სხვა ეკლესია მონასტრების აღდგენის ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა; ქრისტიანული განათლების ხელშეწყობა, სამრევლო სკოლების ქსელის განვითარება; ახალი ეკლესია მონასტრების ქსელის განვითარება და სხვა. წესდების მე-4 მუხლის შესაბამისად ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სა------- მუ--–----–-------ს გამგებელი. დირექტორი სა------- მუ--–----–-------ს გამგებელთან შეთანხმებით ამტკიცებს ფ------ს საშტატო განრიგს და სტრუქტურას, ხოლო თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს სა------- მუ--–----–-------ს საკრებულო გამგებლის წარდგინებით. დირექტორი მუ--–----–-------ს გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ. სამსახურის კონტროლს ახორციელებს სა------- მუ--–----–-------ს გამგებელი აუდიტორის მეშვეობით;

 

2.3. დადგენილია, რომ სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის N3 დადგენილებით სა------- მუ--–----–-------ს 2015 წლის ბიუჯეტის

განსაზღვრის შესახებ სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- N-- დადგენილებაში ცვლილება იქნა შეტანილი, 2015 წლის ბიუჯეტში ფონდს სუბსიდიის სახით განესაზღვრა 24500 ლარი;

 

2.4. მითითებული დადგენილების შესაბამისად მოხდა ფ------სთვის გამ--ყოფილი სუბსიდიის დაყოფა ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციისა და თვეების მიხედვით, კერძოდ: მომუშავეთა რიცხოვნობა შეადგენდა - 4; შრომის ანაზღაურება - 17400 ლარი. საქონელი და მომსახურება - 7000 ლარი მათ შორის 800 ლარი შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება, 300 ლარი მივლინება, 1200 ლარი ოფისის ხარჯი, 4700 ლარი სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება, 100 ლარი სოციალური უზრუნველყოფა;

 

2.5. დადგენილია, რომ აღნიშნული გეგმა მომზადდა ფ------ს მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს. გეგმის საფუძველზე საფინანსო სამსახურმა მ--ამზადა ხელშეკრულება (N22 2015 წლის 5 იანვარი), რომელზედაც დაფიქსირებულია ბ----ა გ----------–---–ისა და საფინანსო სამსახურის უფროსის ხელმოწერა, თუმცა არ არის დაფიქსირებული მუ--–----–-------ს გამგებლის ხელმოწერა. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმ--წერა დათარიღებულია 2015 წლის 5 იანვრით;

 

2.6. სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2015 წლის 22 დ--------- №-- დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი ამავე საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- №-- დადგენილებაში, რომლითაც 2015 წლის ბიუჯეტიდან ამოღებული იქნა ფ------ს ხარჯი და გადანაწილდა სხვა პროგრამებზე. 2015 წლის 8 მაისის №--/1--- მიმართვის საფუძველზე აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახურის მიერ, ფონდში ჩატარდა აუდიტი, რომელიც მოიცავდა 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. ანგარიშის თანახმად 2014 წელს სა------- მუ--–----–-------დან ფონდს სუბსიდიის სახით მიღებული აქვს 44700 ლარი, ხოლო სხვა შემოსავლების სახით მობილიზებულია 6 ლარი და 75 თეთრი;

 

2.7. დადგენილია, რომ ანგარიშის შემდგომ არც ფ------ს ხელმძღვანელობა შეცვლილა და არც საშტატო განრიგი. არც სტრუქტურული რეორგანიზაცია გაკეთებულა დამფუძნებლის მიერ. დადგენილია, რომ არსებობის მანძილზე უშუალოდ ფ------ს მიერ ფონდში მობილიზებული იქნა 5197 ლარი.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

2.8. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ მითითებული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება;

 

2.9. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით;

 

2.10. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით;

 

2.11. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და გახდეს მისი წევრი. ასეთი ფორმით შექმნილ გათვალისწინებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, ორგანიზება გაუწიოს ერთობლივ ღონისძიებებს მუ--–----–-------ს უფლებამოსილების სფეროში, მუ--–----–-------ს სახელით მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში, ითანამშრომლოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, თვითმმართველი ერთეულების საერთაშორისო კავშირებთან (ასოციაციებთან), აგრეთვე დაამყაროს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში შესაბამის უცხოურ კავშირებთან (ასოციაციებთან) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-48-ე მუხლის შესაბამისად მუ--–----–-------ს აღმასრულებელი ორგანო და მუ--–----–-------ს უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუ--–----–-------ს უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუ--–----–-------ს ნორმატიული აქტების შესაბამისად. მერი ანგარიშვალდებულია მუ--–----–-------ს საკრებულოს და მოსახლეობის წინაშე;

 

2.12. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-54-ე მუხლის შესაბამისად მერი, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

 

2.13. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად მუ--–----–-------ს /მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილებებს ახორციელებს/ახორციელებენ მუ--–----–-------ს/ მუნიციპალიტეტების შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო/ორგანოები. მუ--–----–-------ს აღმასრულებელი ორგანო, როგორც დამფუძნებელი/წევრი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუ--–----–-------ს/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული პირის წესდება (დებულება), განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუ--–----–-------ს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი/წევრი შესაბამისი მუ--–----–-------ა, ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მუ--–----–-------ს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო მონაწილეობს, როგორც დამფუძნებელი/წევრი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულების) შესაბამისად;

 

2.14. სასამართლომ მიუთითა საბიუჯეტო კოდექსზე, რომლის მეორე მუხლის შესაბამისად საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციების შესასრულებლად ფულადი სახსრების მობილიზებისა და გამოყენების მიზნით სამართლებრივი აქტებით რეგულირებულ საბიუჯეტო ურთიერთობათა ერთობლიობა. მე-5 მუხლის შესაბამისად საბიუჯეტო პროცესი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის განუყოფელი ნაწილია. საბიუჯეტო პროცესი არის საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საქმიანობა, რომელიც მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, დაზუსტებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს;

 

2.15. საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად ბიუჯეტი არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ;

 

2.16. სასამართლომ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა; საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია;

 

2.17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტო №672 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეოთხე თავის შესაბამისად სუბსიდიები წარმოადგენს საწარმოებსა და ორგანიზაციებზე სახელმწიფო ერთეულის მიერ მიმდინარე მიზნებისათვის უსასყიდლოდ, დაუბრუნებლად გაცემულ ტრანსფერს. ამ მუხლში არ აღირიცხება იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის გადასაცემი თანხები, რომელიც შემდგომ გამოიყენება მოსწავლეთა ვაუჩერული სისტემის დასაფინანსებლად, სტუდენტთა გრანტებისა და სტიპენდიების გასაცემად;

 

2.18. დადგენილი იქნა, რომ სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №3 დადგენილებით სა------- მუ--–----–-------ს 2015 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- №-- დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2015 წლის ბიუჯეტში ფონდს სუბსიდიის სახით განესაზღვრა 24500 ლარი. გამოყოფილი თანხა დაიყო ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციისა და თვეების მიხედვით, კერძოდ: მომუშავეთა რიცხოვნობა 4; შრომის ანაზღაურება 17400 ლარი. საქონელი და მომსახურება 7000 ლარი მათ შორის 800 ლარი შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება, 300 ლარი მივლინება, 1200 ლარი ოფისის ხარჯი, 4700 ლარი სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება, 100 ლარი სოციალური უზრუნველყოფა;

 

2.19. დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული გეგმა მომზადდა ფ------ს მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს. გეგმის საფუძველზე საფინანსო სამსახურმა მ--ამზადა ხელშეკრულება (N22 2015 წლის 5 იანვარი), რომელზედაც დაფიქსირებულია ბ----ა გ----------–---–ისა და საფინანსო სამსახურის უფროსის ხელმოწერა, თუმცა არ არის დაფიქსირებული მუ--–----–-------ს გამგებლის ხელმოწერა. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დათარიღებულია 2015 წლის 5 იანვრით;

 

2.20. დადგენილი იქნა, რომ სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2015 წლის 22 დ--------- N-- დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- N-- დადგენილებაში რომლითაც 2015 წლის ბიუჯეტიდან ამოღებული იქნა ფ------ს ხარჯი და გადანაწილდა სხვა პროგრამებზე;

 

2.21. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობა, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით;

 

2.22. სასამართლომ მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ფ------ს მხრიდან დავა შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. ამ სამართლებრივ ურთიერთობაში მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სუბსიდია ასახული იყო 2015 წლის ბიუჯეტში, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფარგლებს, რომლის შესრულება უნდა განხორციელებული დამატებით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც ამ შემთხვევაში ხელს აწერს მოსარჩელის წარმომადგენელი და მუ--–----–-------ს საფინანსო განყოფილების უფროსი. ვალდებულება შრომის ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე არ შეწყვეტილა;

 

2.23. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამგებელი, (ხოლო შემდეგ მერი) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუ--–----–-------ს ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ბიუჯეტში მოსარჩელის სუბსიდირება ასახულია, შესაბამისად საჭირო იყო ხელშეკრულების შესრულება, მითუმეტეს, რომ ბიუჯეტის პარამეტრების პროექტის შეტანა აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენცია იყო როგორც 2015 წელს ისე მოცემული პერიოდისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------ს“ წესდებით სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის N3 დადგენილებით, სა------- მუ--–----–-------ს 2015 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- N-- დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მოცემული პერიოდისათვის არსებობს მუ--–----–-------ს ვალდებულება ფ------სათვის შრომის ანაზღაურების თანხის, ოფისის ხარჯისა და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. ერთმნიშვნელოვანია, რომ აღებულია ვალდებულება და ერთობლივადაა განსაზღვრული მომუშავეთა რიცხოვნობა, ერთობლივადაა განსაზღვრული ოფისის მისამართი და ერთობლივადაა განსაზღვრული სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულება თანამშრომლების მიმართ. მომუშავეთა რიცხოვნობა 4; შრომის ანაზღაურება 17400 ლარი. 800 ლარი შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება, 1200 ლარი ოფისის ხარჯი, 100 ლარი სოციალური უზრუნველყოფა სულ19500 ლარი;

 

2.24. სასამართლომ მიუთოთა ევროპულ კონვენციაზე და განმარტა, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მ--ვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი – „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“;

 

2.25. ამგვარი დასაბუთებით, სა------- რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სა------- მ----–----–------- ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 19500 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სა------- მუ--–----–-------ს მ------, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტი, რომ ფ------ს მიერ, 2014 წლის 20 ნოემბერს მომზადებული ,,გეგმის საფუძველზე საფინანსო სამსახურმა მოამზადა ხელშეკრულება, რომელზედაც დაფიქსირებულია ბ----ა გ----------–---–ისა და საფინანსო სამსახურის უფროსის ხელმოწერა". აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოში წარდგენილ იქნა სა------- მუ--–----–-------ს მ------ მიერ, შესაგებელთან ერთად. მუნიციპალიტეტში არ ინახება სუბსიდიის შესახებ ხელშეკრულება, რომლეზედაც ხელს აწერენ მხარეები (გამგებელი: მ--–---- ბ-----ე და ფ------ს დირექტორი: ბ----ა გ----------–---–ი) და შესაბამისად მსგავსი დოკუმენტი მუ--–----–-------ს მ------ მიერ ვერ იქნებოდა წარდგენილი სა------- რაიონულ სასამართლოში. აღნიშნულ ხელეკრულებაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ შესრულებული ხელმოწერა ადასტურებ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ საფინანსო საბიუჯეტო სამსახურმა შეასრულა სამსახურებრივი უფლებამოსილება და მოამზადა ხელშეკრულების პროექტი. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.ა" ქვეპუნქტის შესაბამისად მუ--–----–-------ს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ხელს აწერს გამგებელი (მერი) და არა გამგეობის (მ------) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

 

3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იურიდიული პირი არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზაციული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ფ------ს შექმნის მიზანს წარმოადგენდა ფულადი სახსრების მ--ძიება. საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის ხელშესაწყობად. ფ------ს მიზანია პირველ რიგში მ---------- ციხის აღდგენა, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და მათზე ზრუნვა. ფ------ს ხელმძღვანელობისთვის 2015 წლის დასაწყისშივე გახდა ცნობილი, რომ ვინაიდან ფონდმა ვერ განახორციელა დასახული მიზანი, მუ--–----–------- მასზე არ გასცემდა სუბსიდიას. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. სწორედ უფლებამოსილების ფარგლებში (წესდების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტი) იყო ვალდებული ა(ა)იპ-ის დირექტორი და არა დამფუძნებელი, სა------- მუ--–----–-------ს გამგებელთან შეთანხმებით დაემტკიცებინა ახალი საშტატო განრიგი და სტრუქტურა;

 

3.3. სა------- რაიონულმა სასამართლომ სამარლებრივ შეფასებაში მიუთითა, რომ სა------- მუ--–----–-------ს 2015 წლის ბიუჯეტში ასახული 24500 ლარი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება;

 

3.4. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საკრებულოს დადგენილება წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ,,ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს". საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იურიდიული პირი არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზაციული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ;

 

3.5. ფ------ს შექმნის მიზანს წარმოადგენდა ფულადი სახსრების მოძიება. საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის ხელშესაწყობად. ფ------ს მიზანია პირველ რიგში მ---------- ციხის აღდგენა, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და მათზე ზრუნვა;

 

3.6. 2015 წელს, სა------- მუ--–----–-------ს გამგეობის აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახურმა განახორციელა ა.(ა.)ი.პ. ,,ფ------ მ---------ს“ შემოწმება. ფონდს რომლის შექმნის მიზანსაც წარმოადგენს ფულადი სახსრების მოძიება მუნიციპალიტეტმა 2014 წელს სუბსიდიის სახით მისცა 44700 ლარი, ხოლო საკუთარი შემოსავლები განისაზღვრა 6.75 ლარით. ვინაიდან ფ------ ვერ ასრულებდა დასახულ მიზნებს მუ--–----–-------ს აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება 2015 წელს არ განეხორციელებინა ფ------ს სუბსიდირება და გადაწყვიტა ფონდს საქმიანობა გაეგრძელებინა საკუთარი შემოსავლებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;

 

4.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.4. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით ააიპ ფ------ მ---------ს სარჩელთან დაკავშირებით ნაწარმოები საქმე, სა------- მუ--–----–-------ს მ------ წინააღმდეგ, განსჯადობით განსახილველად გადმ--ეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

 

4.5. დადგენილია, რომ ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------“ შეიქმნა სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ს.ფ. 92-93);

 

4.6. დადგენილია, რომ ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------“ რეგისტრაციაში გატარდა 2013 წლის 02 აპრილს, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე თავისუფლების ქ.N9, დირექტორი ბ----ა გ----------–---–ი (ს.ფ. 21);

 

4.7. დადგენილია, რომ სა------- მუ--–----–-------ს გამგებლის 2014 წლის 03 სექტემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------ს“ წესდება და შესაბამისად რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში (წესდება ს.ფ. 78-81);

 

4.8. ფ------ს საქმიანობის მიზანს წარმ--ადგენდა: საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევითი, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის ხელშესაწყობა.მ---------- ციხის აღდგენა, სხვა ეკლესია მონასტრების აღდგენა ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა; ქრისტიანული განათლების ხელშეწყობა, სამრევლო სკოლების ქსელის განვითარება; ახალი ეკლესია მონასტრების ქსელის განვითარება და სხვა (წესდების მე-3 მუხლი, ს.ფ.79);

 

4.9. დადგენილია, რომ სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2015 წლის 02 თებერვლის №3 დადგენილების საფუძველზე, სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- №-- დადგენილებაში ცვლილება იქნა შეტანილი, რომლითაც 2015 წლის ბიუჯეტში ფონდს სუბსიდიის სახით განესაზღვრა 24500 ლარი (ს.ფ. 19-20);

 

4.10. დადგენილია, რომ ააიპ ,,ფ------ მ---------’’-სათვის გადასაცემი ხარჯები დაყოფილია ეკონომიკური კლასიფიკაციისა და თვეების მიხედვით, რომლის თანახმად: მ--მუშავეთა რიცხოვნობაა - 4; შრომის ანაზღაურება - 17400 ლარი. საქონელი და მომსახურება 7000 ლარი მათ შორის 800 ლარი შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება, 300 ლარი მივლინება, 1200 ლარი ოფისის ხარჯი, 4700 ლარი სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება, 100 ლარი - სოციალური უზრუნველყოფა (ს.ფ. 18);

 

4.11. დადგენილია, რომ მითითებული თანხა მოსარჩელე მხარეს მოპასუხისაგან არ გადასცემია;

 

4.12. დადგენილია, რომ ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------“-ს ლიკვიდაცია არ განხორციელებულა;

 

4.13. დადგენილია, რომ სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2015 წლის 22 დ--------- №-- დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- №-- დადგენილებაში, რომლითაც 2015 წლის ბიუჯეტიდან ამოღებული იქნა ფ------ს ხარჯი და გადანაწილდა სხვა პროგრამებზე (ს.ფ. 137-179);

 

4.14. დადგენილია, რომ 2015 წლის 08 მაისის №--/1--- მიმართვის საფუძველზე აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახურის მიერ ფონდში ჩატარდა აუდიტი, რომელიც მოიცავდა 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. ანგარისის თანახმად 2014 წელს საცხერის მუ--–----–-------დან ფონდს სუბსიდიის სახით მიღებული აქვს 44700 ლარი, ხოლო სხვა შემოსავლების სახით მობილიზებულია 6 ლარი და 75 თეთრი;

 

4.15. დადგენილია, რომ არსებობის მანძილზე უშუალოდ ფ------ს მიერ ფონდში მობილიზებულია 5197 ლარი.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.16. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და გახდეს მისი წევრი;

 

4.17. დადგენილია, რომ ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------“ რეგისტრაციაში გატარდა 2013 წლის 02 აპრილს. სა------- მუ--–----–-------ს გამგებლის 2014 წლის 03 სექტემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ--------“-ის წესდება და შესაბამისად რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში, რომლის ლიკვიდაციაც არ განხორციელებულა;

 

4.18. ფ------ს წესდების მე-4 მუხლის შესაბამისად, ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სა------- მუ--–----–-------ს გამგებელი. დირექტორი სა------- მუ--–----–-------ს გამგებელთან შეთანხმებით ამტკიცებს ფ------ს საშტატო განრიგს და სტრუქტურას, ხოლო თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს სა------- მუ--–----–-------ს საკრებულო გამგებლის წარდგინებით. დირექტორი მუ--–----–-------ს გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ. სამსახურის კონტროლს ახორციელებს სა------- მუ--–----–-------ს გამგებელი აუდიტორის მეშვეობით;

 

4.19. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მეორე მუხლის შესაბამისად საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციების შესასრულებლად ფულადი სახსრების მობილიზებისა და გამოყენების მიზნით სამართლებრივი აქტებით რეგულირებულ საბიუჯეტო ურთიერთობათა ერთობლიობა. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

 

4.20. საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ

ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია;

 

4.21. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტო №672 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეოთხე თავის შესაბამისად სუბსიდიები წარმოადგენს საწარმოებსა და ორგანიზაციებზე სახელმწიფო ერთეულის მიერ მიმდინარე მიზნებისათვის უსასყიდლოდ, დაუბრუნებლად გაცემულ ტრანსფერს;

 

4.22. დადგენილია, რომ სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2015 წლის 02 თებერვლის №3 დადგენილებით სა------- მუ--–----–-------ს 2015 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ სა------- მუ--–----–-------ს საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- №-- დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2015 წლის ბიუჯეტში ფონდს სუბსიდიის სახით განესაზღვრა 24500 ლარი, თუმცა გამგეობას მითითებული თანხა ფ------სთვის არ გადაურიცხავს;

 

4.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

 

4.24. დადგენილია, რომ სადავო პერიოდისთვის მუ--–----–-------ს ვალდებულება ფ------სათვის შრომის ანაზღაურების, ოფისის ხარჯისა და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების ნაწილში შეადგენდა 19500 ლარს, შესაბამისად პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისად განხორციელდა მითითებული თანხის სა------- მუ--–----–-------ს მ------ათვის დაკისრება და არ არსებობს ამ გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სა------- მუ--–----–-------ს მ------ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სა------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ამასთან აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სა------- მუ--–----–-------ს მ------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ძალაში დარჩეს სა------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე: ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

 

თამარ სვანიძე