განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117001883022
საქმე N1ბ/958-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: მ----–-----ს
მსჯავრდებულის: გ-----------------ის
მონაწილეობით,ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----–-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------- საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ-------–----------------------–--------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით, გ-----------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი)ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2017 წლის 11 მარტიდან - 2017 წლის 13 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით გ-----------------ეს შეუმცირდა დანიშნული ჯარიმის ოდენობა და საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა 4800(ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
გ-----------------ეს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 01:30 საათზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა ქ------–--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი ა-–----------------–---ს კუთვნილი ,,------------- მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით M------ მოეხსნა უკანა მარცხენა მაშუქი, ღირებული 170 ლარად და საბარგულის ე.წ. „------–------ ღირებული 150 ლარად, რაც ვერ განახორციელა მისგან დამოუკიდებლი მიზეზების გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ-----------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 01:30 საათზე, გ-----------------ემ ქ. თ---–--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომ ა-–----------------–---ს კუთვნილი ,,------------- მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით M------, დაუზიანა უკანა მარცხენა მაშუქი, ღირებული 170 ლარად და საბარგულის ე.წ. „------–----- ღირებული 150 ლარად, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----–-----მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებზე.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული სახრახნისი, დაზიანებული „------–------ ნატეხი, რომელთა ერთობლიობითაც უტყუარად დასტურდება გ-----------------ის მიერ სწორედ იმ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა.
სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ------------–---მა განმარტა, რომ მუშაობს ძ---–-------–---------------–---------------–-------- განყოფილებაში. 2017 წლის 11 მარტს ღამით, დაახლოებით 2 საათისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თანამშრომლებთან - ზ---- ჯ-----–--ესა და ა-–---------------------ესთან ერთად მოძრაობდა ა-------–-------------------–------------ მიმართულებით, რა დროსაც ს--------------- კვეთაზე პარკირებულ, ვერცხლისფერი „C“ კლასის ავტომანქანასთან შენიშნეს პიროვნება გაურკვეველი საგნით ხელში, რომელიც რაღაც მოქმედებას ახორციელებდა მარცხენა ფართან და ე.წ. „-----–--------- მათ გააჩერეს ავტომანქანა და გადმოვიდნენ, რა დროსაც ამ პიროვნებამ მოტეხა „------–-----, შეაგდო მანქანის ქვეშ და შეეცადა გაქცევას. სამართალდამცავებმა შეაჩერეს აღნიშნული პირი და გამოკითხეს ვინაობა. დანაშაულის ჩადენისას წასწრების საფუძვლით მოხდა მისი დააკავება, რა დროსაც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, თუმცა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა. მოწმის განმარტებით, თავიდან ვერ შენიშნეს კონკრეტულად რა საგანი ეკავა ხელში ბრალდებულს, თუმცა შემდეგ ნახეს, რომ ეს იყო სახრახნისი. შემთხვევის ადგილზე ლამპიონებია და კარგი განათებაა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ზ---- ჯ-----–--ემ უჩვენა, რომ მუშაობს ძ---–-------–---------------–--------------–-------- განყოფილებაში. 2017 წლის 11 მარტს გამთენიისას, დაახლოებით 4-5 საათზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თანამშრომლებთან ნ------------–---თან და ლ----------------ესთან ერთად. ს------------------სთან დაინახეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცდილობდა მანქანის უკანა ფარის, შემდგომ სპოილერის მოხსნას მომარჯვებული საგნით. თანამშრომლები დაუყოვნებლივ მივიდნენ მასთან, თავი წარუდგინეს და დააკავეს აღნიშნული პიროვნება. ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ მანქანას უკვე ატეხილი ჰქონდა სპოილერის ნაწილი. ასევე, მანქანის დაბლა ეგდო მოყვითალო ფერის ე.წ. „ატვიორკა“, რომელიც ბრალდებულმა შეაგდო მანქანის ქვეშ. შემთხვევის ადგილას ხილვადობა არის, თუმცა კარგი განათება არ არის. მოწმემ განმარტა, რომ მან დაინახა დამნაშავე, თუ როგორ ხსნიდა ,,სპოილერს’’ და რომ ვერ მოხსნა, იმის შემდეგ მოუტყდა. იგი აშკარად ცდილობდა, რომ მოეხსნა ნაწილები, მოტეხვა რომ სდომებოდა, მოკიდებდა ხელს და მოტეხავდა, ან დაარტყამდა და წავიდოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ----------------ემ განმარტა, რომ მუშაობს ძ---–-------–---------------–--------------–-------- განყოფილებაში. 2017 წლის 11 მარტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თანამშრომლებთან - ნ------------–---თან და ზ---- ჯ-----–--ესთან ერთად გადაადგილდებოდა ს--------------- N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ავტოსადგომზე დაინახეს უცნობი პიროვნება. იგი საეჭვოდ იდგა ვერცხლისფერი მერსედესის ,,C’’ კლასის ავტომობილთან და ცდილობდა „სპოლიერის“ და უკანა მარცხენა მაშუქის მოხსნას, რაც კარგად ჩანდა, ვინაიდან ს-------- ქუჩაზე განათება საკმაოდ კარგია. მისი თანამშრომლები გადმოვიდნენ მანქანიდან და გაემართნენ აღნიშნული პიროვნებისკენ, რა დროსაც მას მოუტყდა „------–----- და დააგდო ძირს, ასევე, მასთან ერთად დააგდო სხვა ღიაფერის ნივთი. პიროვნებამ სცადა მიმალვა, თუმცა ნ------------–---მა და ზ---- ჯ-----–--ემ მოახერხეს მისი შეჩერება, ვინაობის დადგენა და შემდეგ დააკავეს იგი. მოწმე, როდესაც გადმოვიდა მანქანიდან, ნახა ძირს დაგდებული სახრახნისი და ,,სპოილერის'' ნატეხი. არ შეუმჩნევია, რომ ბრალდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში. მისმა თანამშრომლებმა დაკავებული გადაიყვანეს განყოფილებაში, თვითონ კი დარჩა ადგილზე და იცავდა შემთხვევის ადგილს გამომძიებლების და ექსპერტების მისვლამდე.
პალატა აფასებს რა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, ურთიერთშესაბამისობისა და სანდოობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ვერ გახდება გ-----------------ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის საფუძველი. მოწმეების: ნ------------–---ის, ზ---- ჯ-----–--ის და ლ----------------ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არის არადამაჯერებელი და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო. პალატა უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ პოლციიის თანამშრომლებიდან ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიუთითა, შემთხვევის ადგილზე მისვლისას „სპოილერთან“ ერთად რა ნივთი ეკავა ხელში გ-----------------ეს. თითოეულის განმარტებით დაინახეს, რომ ბრალდებულმა ავტომანქანასთან დააგდო ე.წ. „------–----- და კიდევ რაღაც საგანი, რაც როგორც შემდეგ ნახეს, იყო სახრახნისი. მათ ერთ შემთხვევაში განაცხადეს, რომ სწორედ შემთხვევის ადგილას ნანახი სახრახნისი დააგდო ძირს გ-----------------ემ, თუმცა არც ერთს არ შეუძლია დანამდვილებით თქვას, რომ ბრალდებულის დანახვისას შეძლეს გაერკვიათ კონკრეტულად სახრახნისი ეკავა მას ხელში, თუ სხვა რამ.
ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმეთა ჩვენებებში არსებულ წინააღმდეგობებზე, გ-----------------ის ფხიზელ თუ არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნასთან მიმართებით; ასევე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროსა და პირობებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოწმეების ნ------------–---ის და ლ----------------ის განმარტებით, ს-------- ქუჩაზე არის ლამპიონები, საკმაოდ კარგი განათება და ადვილად შესაძლებელი იყო ყველაფრის აღქმა. ხოლო ლ----------------ემ მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილას კარგი განათების პირობები არ არის.
ნ------------–---ის განმარტებით, მათ დანაშაულის ჩადენის ადგილას ბრალდებული შენიშნეს 2017 წლის 11 მარტს დაახლოებით ღამის 2 საათზე, ზ---- ჯ-----–--ემ კი აღნიშნა, რომ შემთხვევა მოხდა გამთენისას, დაახლოებით 4-5 საათზე. შესაბამისად, ამ უკანასკნელის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ნ------------–---ის ჩვენებასთან და ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან, სადაც ფაქტობრივი დაკავების დროდ მითითებულია 2017 წლის 11 მარტი, 01:40 საათი. ასევე, მოწმეთა ჩვენებები არ შეესაბამება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილ ფაქტებს. სამართალდამცავების განმარტებით, მათ დანახვაზე გ-----------------ემ სახრახნისი და ე.წ. „------–----- შეაგდო ავტომანქანის ქვეშ და სცადა გაქცევა, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად: ქ. თბილისი, ს------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვა ავტომანქანებთან ერთად დგას მერსედესის ფირმის, რუხი ფერის ავტომანქანა ს------------------------- აღნიშნულ ავტომანქანას უკან საბარგულის სახურავზე მიმაგრებული აქვს ე.წ. ,,სპოილერი“, რომელსაც მარცხენა მხარეს ნაწილი აქვს მოტეხილი, ასევე, მარჯვენა კუთხეში აქვს ნაჩხვლეტის მაგვარი დაზიანება, აღნიშნულ ავტომანქანას უკანა მარცხენა ფარი აქვს გაბზარული. აღნიშნული ავტომანქანიდან მარჯვნივ ასფალტის ზედაპირზე ძირს გდია ზემოაღნიშნული ავტომანქანის ე.წ. ,,სპოილერის“ ანატეხი ნაწილი, მის გვერდით რამდენიმე სანტიმეტრში ასფალტის ზედაპირზე ძირს გდია სახრახნისი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ურთიერთსაწინააღმდეგო გარემებები ეჭვქვეშ აყენებს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების უტყუარობას, რის გამოც ისინი ვერ იქნება გაზიარებული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული ა-–----------------–---, რომელმაც განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მისი კუთვნილი ავტომანქანა „-----–-------------------- გაჩერებული ჰყავდა ქ. თბილისში, ს------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე. ღამით დაურეკეს პოლიციის თანამშრომლებმა და უთხრეს, რომ მისი მანქანა იყო დაზიანებული. იგი ჩავიდა ეზოში და ნახა, რომ მანქანას მოტეხილი ჰქონდა ე.წ. „------–------ ნაწილი. შემდეგ გამოჩნდა, რომ ფარიც იყო გაბზარული და უკანა საბარგული გაფხაჭნილი იყო სახრახსნისისგან. მოტეხილი ,,სპოილერი’’ და გადაღუნული, ყვითელტარიანი, პატარა ზომის სახრახნისი ეგდო მანქანასთან, მარჯვენა მხარეს.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის N399/ს თანახმად, ექსპერტიზა წარმოდგენილი ავტომანქანის ,-------------------------------------- -ის უკანა მარცხენა მაშუქის და საბარგულის ,,სპოილერის’’ დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა აღდგენისათვის საჭირო თანხის გათვალისწინებით შეადგენს - 380 (სამასოთხმოცი) ლარს.
პალატა დაზარალებულის ჩვენებასა და ექსპერტიზის დასკვნას აფასებს იმ ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, რომ ა-–----------------–---ს ავტომანქანა ნამდვილად იყო დაზიანებული, რითაც ამ უკანსკნელს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა, თუმცა ისინი არ წარმოადგენენ რელევანტურ მტკიცებულებებს, რომელთა მეშვეობითაც დადასტურდებოდა, რომ გ-----------------ე ცდილობდა მართლსაწინაარმდეგოდ დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილი ავტომობილის უკანა მარცხენა მაშუქს და საბარგულის ე.წ. „სპოილერს“.
პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა უარყოფილი მსჯავრდებულის პოზიცია, რომ შემთხვევის ღამეს პირველიდან 2 საათამდე ნასვამ მდგომარეობაში, განერვიულებულმა გზად კედელს დაარტყა ხელი, ფეხი დაარტყა ურნას, ბორდიულს და ხეს, შემდეგ კი ავტოსადგომზე მდგომ ავტომანქანას დაარტყა ხელი და მოტეხა ,,სპოილერი’’, რისი მისაკუთრების მიზანიც არ გააჩნდა და არც სახრახნისი ჰქონია თან. ასევე, მსჯავრდებულის განმარტებით, როდესაც დაინახა, რომ მისკენ მორბოდა სამი პიროვნება, დაიბნა და ამიტომ მოტეხილი ნივთი ძირს დააგდო. ასეთ პირობებში კი, მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
ამდენად, პალატის აზრით, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ გ-----------------ემ ა-–----------------–---ს კუთვნილი ,,------------- მარკის ავტომანქანას დაუზიანა უკანა მარცხენა მაშუქი და საბარგულის ე.წ. „------–-----, რაც დაცვის მხარის მიერაც არ გამხდარა სადავო.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-----------------ის ქმედებას და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დადასტურდა გ-----------------ის მიერ მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზანით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----–-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. გ-----------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ------- გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 11 მარტიდან - 2017 წლის 13 მარტის ჩათვლით), გ-----------------ეს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
5.მსჯავრდებულ გ-----------------ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.ნივთიერი მტკიცებულებები:
-შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს შენახვის ვადით.
-შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ,,სპოილერის’’ ნატეხი და სახრახნისი, დალუქული ერთ ფუთად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–------–----------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
-ავტომანქანა ,,მერსედესი“ სახელმწიფო ნომრით: M------, რომელიც ინახება დაზარალებულ ა-–----------------–---სთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი