განაჩენი

სისხლის სამართლის 26.10.2018
საქმის ნომერი
200100117002025012
ინსტანცია
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100117002025012

საქმე #1ბ/409-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მურმან ისაევმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის, მ--- ყუშიტაშვილის და ნანა გიგიტაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ----- ბ---------–---–ის

მსჯავრდებულის: გ--- ტ----–---–ის

ადვოკატის: ი------------

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ბ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): გ--- ი-–--- ძე ტ----–---–ის, დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი: N2----------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თელავის რაიონის, ს------–------------–-----–-, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ--- ტ----–---–ს ბრალი დაედო ხულიგნობაში, ე.ი. ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ--- ტ----–---–ი, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 მაისის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2017 წლის 08 ივნისს თელავის რაიონის ს------–------------–-----–-, ც---–- ო--------–---–-ს საცხოვრებელი სახლში, მისი ნათესავის ვ--–------ კ--–--------–--ლის დაბადების დღის სუფრაზე სხვა სტუმრებთან ერთად იმყოფებოდნენ თავად ვ--–------ კ--–--------–--ლი, მ--- ვ-----–---–ი, ნ-----–- ო--------–---–-, მ---- ბ------–---–ი, გ------- ვ-----–---–ი, ვ---- ო--------–---–-, გ-- ხ-----–---–-, გ--- ტ----–---–ი.

 

გვიან ღამით, უკვე 09 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ--- ტ----–---–მა გ------- ვ-----–---–ს უმიზეზოდ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხოფის მიყენება. სუფრის წევრების ნაწილმა გ------- ვ-----–---–ი შეიყვანეს სახლში, ხოლო გ--- ტ----–---–ის დამშვიდებას და ეზოდან ქუჩისკენ გაყვანას ცდილობდნენ ვ--–------ კ--–--------–--ლი და მისი მეუღლე მ--- ვ-----–---–ი. მიუხედავად ამისა, გ--- ტ----–---–ი ქუჩაშიც აგრძელებდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. ყვიროდა, იგინებოდა და გ------- ვ-----–---–ის მისამართით მოკვლით იმუქრებოდა, ცდილობდა სახლში შესვლას, რის საშუალებასაც მას სხვებთან ერთად არ აძლევდა ეზოს კარებში მდგარი მ---- ბ------–---–იც. გ--- ტ----–---–ის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გრძელდებოდა დაახლოებით ნახევარი საათი. ამ ხნის მანძილზე არ ითვალისწინებდა საზოგადოების თხოვნას, არ წყვეტდა მუქარას, ყვირილს და გინებას. ამასთან, მას ამ დროს ხელში ეჭირა დანა. ხმაურზე გაეღვიძათ და ქუჩაში გავიდნენ ც---–- ო--------–---–-ს მეზობლად მცხოვრები ნ---- ლ--------–---–ი, მისი ვაჟი გ------- ც----–-–---–ი და ოჯახის სხვა წევრები. გ--- ტ----–---–მა, რომელიც კვლავ აგრძელებდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, გ------- ც----–-–---–ს დანის გამოყენებით მარჯვენა მხრის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით გ--- ტ----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.

 

გ--- ტ----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით.

 

გ--- ტ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 09 ივნისიდან.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- ბ---------–---–მა.

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ--- ტ----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით მსჯავრდებისა;

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ის არ ეყრდნობა სასამართლო განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რა დროსაც მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება პირველი ინსტანციის მიერ მოხდა არასწორად, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ--- ტ----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების - ხულიგნობის ჩადენის ფაქტი.

 

პალატის სხდომაზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- ბ---------–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება;

 

დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მათ მიიჩნიეს, რომ გამატყუნებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი მოითხოვეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენის გაუქმება და გ--- ტ----–---–ის გამართლება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ბ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენში შეტანილი იქნას ცვლილება, რადგან:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გ--- ტ----–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ--- ტ----–---–ის მიერ ხულიგნობის ე.ი. ქმედების, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ ჩადენის ფაქტი დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული დაზარალებულ გ--------–----–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის ს------–------------–-----–-. 2017 წლის 08 ივნისს იგი იმყოფებოდა კ--–--------–--ლების ოჯახში ვ--–------ კ--–--------–--ლს მიულოცა დაბადების დღე და მალევე დაბრუნდა სახლში. გვიან ღამით 9 ივნისს მას სახლში, ეძინა. ხმაურზე გაეღვიძა და გარეთ გაიხედა. მისი ოჯახის წევრები გარეთ გავიდნენ თუ არა არ დაუნახავს. დაინახა ვ--–------ კ--–--------–--ლის სახლთან ჩხუბი იყო. იგი გასაშველებლად მივიდა და გვერდზე მდგომმა უცნობმა პიროვნებამ უთხრა, რომ სისხლი მოსდიოდა და მანაც, რომ დაიხედა დაინახა დაჭრილი იყო. შევიდა სახლში და მეუღლეს რუ------------–---–ს სთხოვა საავადმყოფოში წაეყვანა. მანვე განმარტა, რომ არ იცის გაშველების დროს რა შეემთხვა, ვერ გაიგო როგორ დაიჭრა. მისივე განმარტებით, 9 ივნისის ღამით ჩოჩქოლი იყო კ--–--------–--ლების ეზოს გარეთ. იგი გაშველების დროს ეზოში არ შესულა. გაშველების დროს მას არ შეუნიშნავს თავისი ოჯახის წევრები, ასევე არ უნახავს დედამისიც. ჩოჩქოლის ადგილზე განათება არ იყო და არ დაუნახავს ვინმეს ეჭირა თუ არა დანა. მისთვის უცნობია დაზიანება ვინ მიაყენა და ასევე არც ის იცის ვის აშველებდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული გ------- ვ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 08 ივნისს იმყოფებოდა სიძის ვ--–------ კ--–--------–--ლის ოჯახში, თელავის რაიონის ს------–------------–-----–-, სადაც ასევე იმყოფებოდნენ, ვ---- ო--------–---–-, მ--- ვ-----–---–ი, ნ-----–- და მ---- ო--------–---–ები, გ--- ტ----–---–ი, მისი მეუღლე, და გ------- ც----–-–---–ი. ვ--–------ კ--–--------–--ლს ქონდა დაბადების დღე და ქეიფობდნენ, სვამდნენ ღვინოს. გ------- ც----–-–---–მა დაბადების დღის სუფრა ადრე დატოვა. 2017 წლის 09 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე, იშლებოდნენ, როდესაც გ--- ტ----–---–ი ეზოში გავიდა სიგარეტის მოსაწევად და თვითონაც გაყვა. მან სიგარეტი სთხოვა, რა დროსაც გ---მ დედა შეაგინა, მან ამის გამო კამათი დაუწყო. კამათზე მისი და მ--- ვ-----–---–ი, ნ-----–- ო--------–---–- და მ---- ო--------–---–- გავიდნენ მათთან და თვითონ შიგნით შეიყვანეს. გ---ს ხმა ეზოს გარედან მოესმა, რომ იგინებოდა, თუმცა არ იცის ვის აგინებდა. შემდეგ თავისმა დამ, მ--- ვ-----–---–მა უთხრა მას, რომ გ------- ც----–-–---–ი იყო დაჭრილი. მას გარედან ესმოდა ხმამაღალი საუბრის ხმა. ვინ და რა ვითარებაში დაჭრა გ------- ც----–-–---–ი არ იცის. მისივე განმარტებით, როდესაც გ--- ტ----–---–ი და თვითონ კამათობდნენ იმყოფებოდნენ ეზოში და იმ კამათში სხვას არ მიუღია მონაწილეობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მ---- ბ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს გ-----------------------------–----------–-. 2017 წლის 08 ივნისს იმყოფებოდა მისი დისშვილის ვ--–---- კ--–--------–--ლის დაბადების დღეზე თელავის რაიონის ს------–------------–-----–-. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი სიძე გ------- ხ-----–---–- და შვილიშვილები. მათ მასპინძლობდნენ მისი და ნ-----–- ო--------–---–- და ც---–- ო--------–---–-. სუფრაზე სტუმრად იმყოფებოდნენ გ------- ვ-----–---–ი, გ------- ც----–-–---–ი, ვ---- ო--------–---–-, გ--- ტ----–---–ი და მისი მეუღლე. იქ ასევე იყვნენ სხვა ბიჭები, რომლებიც ადრე წავიდნენ და არ იცნობს მათ. ქეიფი დაიწყეს საღამოს. ქეიფის დროს ქალები სხვა ოთახში გავიდნენ და ბიჭები დარჩნენ სუფრასთან. დაახლოებით პირველ საათზე, გარედან ხმა შემოესმა და ბავშვიანად ქუჩაში გავიდა. მან დაინახა, რომ გ--- ტ----–---–ი გ------- ვ-----–---–ს მისდევდა და ლანძრავდა. იყო აგრესიული. ხმაურზე გ------- ც----–-–---–ი გამოვიდა და ც----–-–---–ი და ვ--–---- კ--–--------–--ლი აწყნარებდნენ, ეუბნებოდნენ გაჩუმებულიყო. მისი სიძე, გ------- ხ-----–---–- გავიდა, გ------- ვ-----–---–ი შეიყვანა სახლში და გარეთ აღარ გამოსულან. გ--- ტ----–---–ი მაინც აგრესიული იყო, ეზოში შევიდა და მან უთხრა, გ.ტ----–---–ს, რომ მეუღლე წაეყვანა და წასულიყო. მას არანაირი საგანი არ უნახავს გ--- ტ----–---–ის ხელში. მისივე განმარტებით, ბევრი მეზობელი იყო გამოსული, სახლებიდან და ჭიშკრებიდან იყურებოდნენ, მაგრამ ახლოს არავინ მისულა. ახლოს მხოლოდ გ------- ც----–-–---–ი და მისი ოჯახი, დედა და და მეუღლე მივიდა. მას არ დაუნახავს გ--- ტ----–---–ისთვის ვინმეს დაერტყა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მ--- ვ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ--- ტ----–---–ი მისი მეუღლის ნათლულია. 2017 წლის 08 ივნისს იგი იმყოფებოდა თელავის რაიონის ს------–------------–-----–- ვ--–------ კ--–--------–--ლის ბებიის სახლში, სადაც გადაიხადა დაბადების დღე. დაბადების დღეზე მიწვეული ყავდა ძმა გ------- ვ-----–---–ი. გ--- ტ----–---–ი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. სტუმრად ასევე იყვნენ მეზობელი გ------- ც----–-–---–ი, ბიძაშვილი ვ---- ო--------–---–-, დეიდა მ---- ბ------–---–ი, გ-- ხ-----–---–-, თავისი ბავშვებით. დახლოებით რვა-ცხრის ნახევარზე დასხდნენ. ქალები სხვა ოთახში იყვნენ, იგი ხშირად ვერ ახერხებდა სუფრასთან ყოფნას. გ------- ც----–-–---–ი და ვ---- ო--------–---–- მალევე წავიდნენ. იგი ოთახში იმყოფებოდა, როდესაც გარედა ბიჭების ხმა შემოესმა და გარეთ რომ გავიდა, დაინახა გ--- ტ----–---–ი და მისი ძმა გ------- ვ-----–---–ი ჩხუბობდნენ. მის ძმას დედა შეაგინა, რის გამოც მისმა ძმამ გ--- ტ----–---–ს გაარტყა. ამის შემდეგ ყველა აშველებდა მათ, იქ ვინც იყვნენ. გ--- ტ----–---–ი შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, რომ ცოლის თანდასწრებით გაარტყეს. შემდეგ ეზოს გარეთ გავიდნენ, ეზოს კარების წინ. მისი ძმა გ-- ხ-----–---–მა შეიყვანა სახლში, სახლში თვითონაც შეყვა მათ. ხმაურზე მეზობლებიც გავიდნენ გარეთ. გ--- ტ----–---–ი იგინებოდა და მის ძმას უყვიროდა გასულიყო, უნდა მოეკლა. მის ძმას გასვლა არ უცდია. შემდეგ დაწყნარდნენ. გ--- ტ----–---–ს კონკრეტულად ვინ აწყნარებდა არ ახსოვს. მისივე განმარტებით, მან დაინახა, რომ გ------- ც----–-–---–ი ხმაურზე გამოვიდა გარეთ, მაგრამ არ უნახავს რას აკეთებდა, რადგან თვითონ სახლში შევიდა. ქალების კივილის ხმაზე ისევ გავიდა გარეთ და დაინახა, რომ გ------- ც----–-–---–ს ხელიდან სისხლი მოსდიოდა. გარეთ მეზობლები იყვნენ, მაგრამ კონკრეტულად ვინ არ იცის. მან დაინახა, რომ გ--- ტ----–---–ს ხელში რაღაც საგანი ეჭირა, დაახლოებით 10 სანტიმეტრი სიგრძის, მაგრამ კონკრეტულად რა არ იცის. ეს ყველაფერი 20-25 წუთი გაგრძელდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული ნ------–--------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობ თელავის რაიონის ს------–------------–-----–- მეუღლესთან, შვილებთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად. 2017 წლის 09 ივნისს სახლში იმყოფებოდა, ეძინა. მას და მის ოჯახის წევრებს გაეღვიძათ ჩხუბის ხმაზე, თვითონ, მისი შვილი და რძალი გავიდნენ გარეთ. მან დაინახა, რომ გ--- ტ----–---–ი ჩხუბობდა. გ---ს თანა ახლდა მეუღლე. რამდენიმე ხანში ვ---- კ--–--------–--ლიც გამოვიდა გარეთ და გ---მ და ვ----მ იჩხუბეს. მისი შვილი გ------- ც----–-–---–ი მივიდა გასაშველებლად და გ---ს მოქნეული დანა მის შვილს მოხვდა. გ------- ც----–-–---–ი მკლავში დაიჭრა. მისმა რძალმა რუ------------–---–ი წაიყვანა თავისი მეუღლე გ------- ც----–-–---–ი საავადმყოფოში. მისი შვილის დაჭრის მერე რა მოხდა არ იცის. მისივე განმარტებით ჩხუბი დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა, ყვირილზე შეკრებილი იყო ხალხი, სტუმრებიც და მეზობლებიც, მაგრამ კონკრეტულად რომელი მეზობელი, ამის თქმა არ შეუძლია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული რუ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ს------–------------–-----–- მეუღლესთან, გ------- ც----–-–---–თან, მულთან და დედამთილთან ერთდ. 2017 წლის 08 ივნისს მისი მეუღლე სტუმრად იმყოფებოდა ვ--–------ კ--–--------–--ლთან. მას დაახლოებით საღამოს ათ საათზე დაურეკა მეუღლემ და უთხრა რომ სამსახურში მიდიოდა. გ------- სამსახურიდან დაბრუნდა დაახლოებთ ღამის თორმეტ საათზე და დაიძინეს. დაახლოებით ღამის პირველ ორ საათზე ყვირილის და გინების ხმაზე გაეღვიძათ. მისი მეუღლე გარეთ გავიდა. მოგვიანებით თვითონაც გავიდა გარეთ დაინახა, რომ მისი მეუღლე დაჭრილი იყო, ხელი ქონდა სისხლიანი. მან მულს გასძახა სასწრაფოში დაერეკა, მაგრამ სანამ სასწრაფო მივიდოდა თვითონ მიყვანა მეუღლე საავადმყოფოში. მისივე განმარტებით, მას შემოესმა რამდენიმე ადამიანის ხმა, გარეთ რომ გავიდა დაინახა დაახლოებით 15 ადამინი. გარეთ ასევე იყო ხმაურზე გასული მისი მეუღლის დედა, ნ---- ლ--------–---–იც. ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული თ-- ც----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული გ------- ც----–-–---–ი მისი ძმაა. იგი ცხოვრობს ს------–------------–-----–-. 2017 წლის 08 ივნისს საღამოს, დაახლოებით ორი საათის მანძილზე, გ------- ც----–-–---–ი მეზობელთან ვ--–------ კ--–--------–--ლთან იმყოფებოდა სტუმრად. შემდეგ გ------- სამსახურში წავიდა. სამსახურიდან დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე დაბრუნდა სახლში და დაიძინეს. ღამით, დაახლოებით ორ საათზე გინების და ჩხუბის ხმაზე გაეღვიძა, ჩხუბის ხმა ქუჩიდან მოდიოდა. მან დაინახა, რომ მისი ძმა გ------- ც----–-–---–ი გარეთ გადიოდა. ჩხუბი დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა ისმოდა რამდენიმე ადამიანის ხმა. თვითონ და მისი და ვერ დავიდნენ გარეთ, ვინაიდან, რძალმა, რუ------------–---–მა, სთხოვა ბავშვთან დარჩენილიყვნენ და გარეთ რუ------------–---–ი გავიდა. მას რძალმა რ---------მა დაუძახა, უთხრა, რომ გ------- დაჭრილი იყო და სთხოვა, სასწრაფოში დაერეკა. თუმცა გ------- ც----–-–---–ი რუ------------–---–მა წაიყვანა საავადმყოფოში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული ვ---- ო--------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის ს------–------------–-----–-. 2017 წლის 8 ივნისს იმყოფებოდა სახლში, მის ძმას ქონდა დაბადების დღე. დაბადების დღე ქონდა ასევე ვ--–------ კ--–--------–--ლს და წავიდა ვ--–------ კ--–--------–--ლის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბებიის, ც---–- ო--------–---–-ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე თელავის რაიონის ს------–------------–-----–-. იქ იმყოფებოდა გ------- ც----–-–---–ი, გ--- ტ----–---–ი, გ-- ხ-----–---–-, გ-- ვ-----–---–ი და მ----- ვ-----–---–ი. ც---–- ო--------–---–- და ნ-----–- ო--------–---–- იმყოფებოდნენ სხვა ოთახში. დაახლოებით ცხრა ათ საათზე გ------- ც----–-–---–ი სამსახურში წავიდა. თვითონაც 10 წუთში წავიდა სახლში. დაახლოებით ერთ-ორ საათში გ------- ვ-----–---–მა დაურეკა ჩასულიყო ვ--–------ კ--–--------–--ლთან და გაუთიშა ტელეფონი. მას ვ--–------ კ--–--------–--ლის მეზობლად აქვს მეორე სახლი და მივიდა თავის მეორე სახლში. ვ--–---აინ კ--–--------–--ლის სახლთან არ მისულა, რადგან თავის სახლთან მოპირდაპირე მხრიდან შემოესმა ხმაური და გზაჯვარედინთან შეხვდა ვ--–------ კ--–--------–--ლი, ხოლო გ---ს სახლთან დაინახა გ--- ტ----–---–ი ეგდო ძირს. მან და ვ--–----მ გ--- ააყენეს და სახლში შეიყვანეს. გ---სთან ერთად მისი მეუღლეც იყო. დაახლოებით 2 წუთში მოვიდა პოლიციაც.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული ბ----------------–---–-- ჩვენებითა და ბრალდებულ გ--- ტ----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მან 2017 წლის 09 ივნისს გამთენიისას 03:00 საათზე, თანამშრომელ ზ-------------–---–------- ერთად დააკავა ბრალდებული გ--- ტ----–---–ი, გ--- ტ----–---–ის საცხოვრებელ სახლში. დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში, მან დაკავებამდე გააცნო უფლებები და შეადგინა შესაბამისი ოქმი. გ--- ტ----–---–მა დაკავების ოქმზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა, მიზეზი არ უთქვამს, მან აღნიშნულზე შენიშვნა დააფიქსირა. დაკავებისას ასევე გაჩხრიკა გ--- ტ----–---–ი და რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღია. გ--- ტ----–---–ს ქონდა დაზიანებები, რაც აღწერა ოქმში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული ბ------------–---–-- ჩვენებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გ--- ტ----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმემ, მესაკუთრის ც---–- ო--------–---–-ს თანხმობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მდებარე, თელავის რაიონის ს------–------------–-----–-, რა დროსაც ამოიღო მოწითალო ფერის ლაქები და სპორტული მოსაცმელი. დათვალიერების შემდეგ, შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელიც გააცნო მონაწილე პირებს და ოქმის სისწორე დაადასტურეს ხელმოწერით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული დ------------------- ჩვენებითა და ვ---- ო--------–---–-ს ტანსაცმლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ გ--- ტ----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმე ვ---- ო--------–---–-, რომელმაც წარუდგინა თავისი ტანსაცმელი, მოწითალო ფერის ლაქებით, რაც ამოიღო და დალუქა. შედაგინა შესაბამისი ოქმი და ოქმზე და ლუქის ბეჭედზე, მონაწილეებმა მოაწერეს ხელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული გ------- ზ----–---–-- ჩვენებითა და ვ--–------ კ--–--------–--ლის ტანსაცმლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ გ--- ტ----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ამოიღო ვ--–------ კ--–--------–--ლის ტანსაცმელი, კერძოდ ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მოწითლო ფერის ლაქებით და დალუქა, რაზეც შედაგინა შესაბამისი ოქმი. (იხ. სხდომის ოქმი და ვ--–------ კ--–--------–--ლის ტანსაცმლის ამოღების ოქმი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული ჯ---------–---–-- ჩვენებით, გ--- ტ----–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით, გ--------–----–-–---–-- ტანსაცმლის ამოღების ოქმით და გ--------–----–-–---–--აგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ მოწმემ გ--- ტ----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმეები. მან შსს თელავის რაიონული სამმართველოს შენობაში, ამოიღო გ--- ტ----–---–ის ტანსაცმელი. გ--- ტ----–---–ს გადაეცა დადგენილება, მაგრამ ხელი არ მოაწერა. არც ამოღების ოქმზე მოაწერა ხელი. მანვე, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, თ------- ფ--–------–---–ისგან ამოიღო გ--------–----–-–---–-- ტანსაცმელი, რაზეც შედგა ოქმი. მანვე გ------- ც----–-–---–ს, მისივე თანხმობით, აუღო სისხლის ნიმუში. მანვე გააცნო ბრალი ბრალდებულ გ--- ტ----–---–ს, რასაც ასევე ესწრებოდა ადვოკატი ლ---–- გ---------–---–ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული ზ---------–--------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალურ სამსახურში უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. მან გ--- ტ----–---–ის ბრალდების სიხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერაბაში. გადაიღო ფოტოები და ამოიღო მოწითალო ფერის ლაქა, ალაყაფის კართან ეზოს შიგნით. ეზოს გარეთ მანქანიდან ამოიღო მოწითალო ფერის ლაქა და მანქანის წინ ეგდო სპორტული ჟაკეტი, რაც ასევე ამოიღო. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მასთან ერთად მონაწილეობდა სახლის მესაკუთრე და გამომძიებელი. გამომძიებელმა შეადგინა ოქმი, რასაც მოაწერა ხელი. მან დალუქა ამოღებული ნივთები და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოსი დაკითხული გ----------------–---–-- ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 14 ივნისის დასკვნით დადგენილია, რომ მოწმემ გ--------–----–-–---–-- მიმართ გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა - თელავის რ--------–----------------–ის მიერ გაცებულ ცნობაში არსებული ჩანაწერების მიხედვით, გ------- ც----–-–---–ს 2017 წლის 09 ივნისს სტაციონარში შესვლის დროს მარჯვენა იდაყვის სახსრის მომხრელ ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობა, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოლე მოშლის ნიშნით. მისივე განმარტებით მჩხვლეტავ მჭრელ საგანში მოიაზრება დანა და სხვა საგანიც.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის ე---------- ს-------–---- ჩვენებითა და 2017 წლის 21 სექტემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში. მან სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: - პაკეტში, წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქა ო--------–---–- ც---–-ს საცხ. სახლის ეზოს შესასვლელიდან ბალახიან ზედაპირიდან...“ და პაკეტში წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქა ამოღებული ო--------–---–- ც---–-ს საცხ. სახლის გარეთ მდგარი ფორდის მარკის ა/მანქანის...კაპოტიდან...“, მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ც----–-–---–ს (ობ N20; პაკეტი, წარწერით: „...გ--------–----–-–---–-- სისხლის ნიმუში...“); პაკეტში, წარწერით: „...გ--- ტ----–---–ის ტანისამოსი...“, მოთავსებულ ლურჯი ფერის ჯინსის შარვალსა და მონაცრისფრო მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N3-5 და ობ.N6,7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N3,6,7-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და მიმავე პირს და განსხვავდება გ--------–----–-–---–-- (ობ.N20) გენეტიკური პროფილისაგან. ობ.N4,5-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ც----–-–---–ს (ობ,.N20). ამავე პაკეტში მოტავსებულ ერთ-ერთ წინდაზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ>8) სისხლი არ აღმოჩნდა; -პაკეტში, წარწერით: „...ვ--–------ კ--–--------–--ლის ტანისამოსი...“, მოთავსებულ მოცისფრო ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N9,10), წარმოადგენს ადამიანის სიხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ც----–-–---–ს (ობN20); - პაკეტში, წარწერით:„...ვ---- ო--------–---–-ს ტანსაცმელი შარვალი და მაისური...“, მოთავსებულ მოცისფრო ჯინსის შარვალზე (ობ.N11-13) და შავი ფერის მაისურზე (ობ.N14,15) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ.N11-13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და იდენტურია ობ N3,6,7-ის გენეტიკური პროფილის. ობ. N14,15-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი N3,6,7,11-13-ის გენეტიკური პროფილის, ხოლო მონორული წილი გ--------–----–-–---–-- (ობN20) გენეტიკური პროფილის იდენტურია,პაკეტში, წარწერით: „...გ--------–----–-–---–-- ტანისამოსი...“, მოთავსებულ მოლურჯო-მოცისფრო ჯინსის შარვალზე (ობ N16), ლურჯი ფერის მაისურზე (ობნ17) ზოლიან წყვილ ჩუსტზე (ობN18,19) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამინის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ც----–-–---–ს (ობN20); გ--------–----–-–---–-- სისხლი (ობN20) მიეკუთვნება A (II) Rh+ ფაქტორს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული ა-–---------------–-- ჩვენებითა და 2017 წლის 11 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში. მან გ--- ტ----–---–ის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა - პირადი გასინჯვით გ--- ტ----–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: ნაჭდევი სახის, კისრის, მარჯვენა მხრის, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა ბეჭის არეში. დაჟეჟილი ჭრილობები კეფისა და მარჯვენა თხემის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული გ--------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თელავის რ--------–---------------–ში, ქირურგიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. 2017 წლის 09 ივნისს იგი გამოიძახა მორიგე ქირურგმა, მან ნახა პაციენტი გ------- ც----–-–---–ი, რომელსაც ქონდა ნაკვეთი ჭრილობა იდაყვის წინა ზედაპირზე სწორი კიდეებით და აღენიშნებოდა სისხლენა, მან გადაკვანძა ვენა და ჭრილობა დაუმუშავა. დაზიანება სიცოცხლისათვის საშიში არ იყო და სამედიცინო დახმარების გარეშეც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ჭრილობა მიყენებული იყო ბასრი იარაღით, მაგრამ კონკრეტულად რა იარაღით არ იცის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დენის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებამდე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს მსჯავრდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ ხულიგნობისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტებია ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება, რაც გამოხატულებას პოულობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა დროულ/ნორმალურ მუშაობაში და პირად ხელშეუხებლობაში. ხულიგნობა არის ქმედება, რომელსაც ახასიათებს შემდეგ ნიშნები: 1) პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი, 2) პირის ქმედება უნდა გამოხატავდეს აშკარა უპატივცემულობას და 3) ქმედება უნდა იყოს ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. მითითებული გარემოებების გაანალიზება და მოცემული ნორმის დისპოზიციის გაანალიზე ცხადყოფს, რომ მხოლოდ აღნიშნული ნიშნების კუმულაციურად არსებობის ფაქტი იძლევა პირის ქმედებს ხულიგნობად კვალიფიკაციის შესაძლებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულსა და გ------- ვ-----–---–ს შორის 2017 წლის 9 ივლისს მოხდა ჩხუბი/ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც მნიშვნელოვანია დადგენილ იქნეს თუ რამ გამოიწვია აღნიშნულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება, ვინ იყო შელაპარაკების ინიციატორი/წამომწყები. რა გარემოების არსებობის გამო დაიწყო ურთიერთშელაპარაკება. იყო თუ არა მსჯავრდებულის მიმართ გამოხატული (სიტყვიერი თუ ფიზიკური) ქმედება მაპროვოცირებელი იმისა, რომ მასში აღძრულიყო შესაბამისი მოტივი, რათა შემდეგ ამ უკანასკნელს შეურაცხყოფა მიეყენებინა გ------- ვ-----–---–ისთვის. როგორ განვითარდა მოვლენები შელაპარაკების დაწყების შემდეგ და ა.შ., მითითებული გარემოებების დადგენის კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა გ------- ვ-----–---–ი, რომელი ინციდენტის დროს გარეთ გაჰყვა მსჯავრდებულს, რათა სურდა სიგარეტის მოწევა (სადაც ის მსჯავრდებულთან ერთად საცხოვრებელი სახლის ეზოში იყო მარტო), რა დროსაც ამ უკანასკნელმა მსჯავრდებულს სთხოვა სიგარეტი, რაზედაც გ------- ვ-----–---–ს მსჯავრდებულმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მოხდა შეკამათება, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლიდან გამოსულმა პირებმა გ------- ვ-----–---–ი სახლში შეიყვანეს, რის შემდეგაც ცდილობდნენ დაეწყნარებინათ მსჯავრდებული, რაც დასტურდება საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები, საქმეში არსებული სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით.

 

მოცემული გარემოების შეფასება ცხადყოფს, რომ გ------- ვ-----–---–ის მიერ სიგარეტის მსჯავრდებულისათვის თხოვნა გახდა მიზეზი, რომ ამ უკანასკნელს შეურაცხყოფა მიეყენებინა გ------- ვ-----–---–ისთვის, რაც ბუნებრივია არ წარმოადგენს მოთხოვნას და მსჯავრდებულის მიერ გამოხატულ ქცევას შორის ნორმალურ/ადეკვატურ რეაქციას, რადგან აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება ყოფილიყო მაპროვოცირებელი იმისა, რომ მსჯავრდებულს შეურაცხყოფა მიეყენებინა გ------- ვ-----–---–ისთვის, შესაბამისად ნათელია, რომ ინციდენტის დაწყების დროს მსჯავრდებულის მიერ გ------- ვ-----–---–ის მიმართ გამოხატული შეურაცხყოფა მიმართული იყო არა რაიმე სახის მის მიმართ არასათანადო/არაკანონიერი, საზოგადოებისათვის მორალურად და ზნეობრივად მიუღებელი ქცევის საპირისპიროდ, არამედ უსაფუძვლოდ/უმიზეზოდ (შესაბამისი ობიექტური საბაბის - წინაპირობების არარსებობის პირობებში).

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას იმასთან მიმართებით, თითქოსდა მსჯავრდებულმა პირადი მოტივით მიაყენა შეურაცხყოფა გ------- ვ-----–---–ს, რადგან მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მსჯავრდებულის მხრიდან კონფლიქტის დაწყების მოტივი/საფუძველი (წინაპირობა/მიზეზი) არ არსებობდა და ფაქტობრივად უმიზეზოდ მიაყენა მსჯავრდებულმა გ------- ვ-----–---–ს შეურაცხყოფა. მოცემული გარემოების შეფასების შემდეგ, მნიშვნელოვანია შეფასდეს მსჯავრდებულის ქცევა მას შემდეგ, რაც გ------- ვ-----–---–ი შეყვანილ იქნა საცხოვრებელ სახლში, ხოლო მსჯავრდებული დარჩა საცხოვრებელი სახლის ეზოში. დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლში გ------- ვ-----–---–ის შევლის შემდეგ მსჯავრდებულმა ქუჩაში განაგრძო (მიუხედავად იმისა, რომ მის სიახლოვეს გ------- ვ-----–---–ი არ იმყოფებოდა) უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება, ცდილობდა სახლში შესვლას, რის საშუალებასაც მას სხვები არ აძლევდნენ, რა დროსაც გ--- ტ----–---–ის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გრძელდებოდა დაახლოებით 30 წუთის განმავლობას, ამ პერიოდის მანძილზე იგი არ ითვალისწინებდა შეთხვევის ადგილზე, ხმაურზე მისული პირების (საზოგადოების წევრების) თხოვნას შეეწყვიტა მუქარა, ყვირილი და გინება. უფრო მეტიც, საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ ამ დროს მსჯავრდებულს ხელში ეჭირა დანა, რომლითაც მან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისას გ------- ც---–---–ის (რომელიც მოცემული შემთხვევის დროს მისული იყო ვითარების განსამუხტად) ასევე უსაფუძვლოდ მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა.

 

აღნიშნული გარემოებების გაანალიზება მკაფიოდ მიუთითებს მასზედ, რომ მსჯავრდებულის მიერ შემთხვევის დროს გამოხატული ქცევა (რომელიც უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინებაში, მუქარაში და ასევე გ------- ც---–---–ისათვის ფიზიკური დაზიანების მიყენებაში გამოიხატებოდა), რომელიც განხორციელებული იყო უმიზეზოდ, გამოხატავდა საზოგადოების აშკარა უპატივცემულობას, ქმედება მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული იყო ძალადობით და ძალადობის მუქარით, რაც შეეხება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ხარისხს, ნათელია რომ მსჯავრდებულის ქცევა იქ მყოფი საზოგადოების წევრების მიმართ და მათი თანდასწრებით ხასიათდებოდა საზოგადოებრივი სიმშვიდის და ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევის მაღალი ხარისხით, რაც წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ ფორმას/დარღვევას.

 

პალატა ასევე ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ მსჯავრდებულის მამხილებელი ჩვენებები. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ‘’არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“. აღნიშნული ნორმის დანაწესის შინაარსობრივი მხარე, ასევე ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, დანაშაულებრივი ქმედების არაერთგზისად კვალიფიკაციისას ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად მკაფიოდ გულისხმობს იმას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს პირი უნდა იყოს ნასამართლევი, ანუ პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის არ იყოს გათავისუფლებული სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს.

 

საქმეში არსებული თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 მაისის განაჩენით დგინდება, რომ გ--- ტ----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახე და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 25 აგვისტოდან.

 

საქართველოს სასჯელაღრულების დაწესებულების მიერ გაცემული N0------ ცნობის ასლის დგინდება, რომ გ--- ტ----–---–ი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლებული იქნა 2016 წლის 24 აგვისტოს.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშჯერებითა და გაანალიზებით დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულების ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დრო - გ--- ტ----–---–ი ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლში კანონმდებლის მიერ მოცემული - დანაშაულებრივი ქმედების არაერთგზისად კვალიფიკაციისათვის განსაზღვრული ყველა პირობა/მოთხოვნა.

 

ზემოაღნიშნულის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით შედეგად უტყუარად დგინდება, რომ მსჯავრდებულ გ--- ტ----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური და სუბიექტური ნიშნების უტყუარად არსებობას, რაც გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის თვალსაზრისით იძლევა ეჭვის გამომრიცხველ საფუძველს გ--- ტ----–---–ის აღნიშნული მუხლით მსჯავრდებისათვის, შესაბამისად, გ--- ტ----–---–ის მიმართ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლიდან (რომლითაც პირველი ინსტანციის მიერ მოხდა გ--- ტ----–---–ის მსჯავრდება) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ--- ტ----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ მსჯავრდებულის მიერ განხორცილებულია განზრახ მძიმე დანაშაული, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ გ--- ტ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში მოცემული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ--- ტ----–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვა უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენში გ--- ტ----–---–ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ბ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენში გ--- ტ----–---–ის მიმართ, შეტანილ იქნეს ცვლილება;

 

გ--- ტ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--- ტ----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 9 ივნისიდან.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ--- ტ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ც---–- ო--------–---–-ს სახლის ეზოდან აღებული მოწითალო ფერის ლაქა, ავტომანქანის წინა მხრიდან აღებული მოწითალო ფერის ლაქა და გ--------–----–-–---–-- სისხლის ნიმუში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

შავი ფერის სპორტული ქურთუკი, გ--- ტ----–---–ის ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი, მაისური, ვ---- ო--------–---–-ს ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი, შავი ფერის მაისური, ვ--–------ კ--–--------–--ლის ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი, გ--------–----–-–---–-- ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი, მაისური, ერთი წყვილი ჩუსტი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი