განაჩენი

სისხლის სამართლის 12.10.2018
საქმის ნომერი
010141318700058057
ინსტანცია
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700058057

საქმე № 1---------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: გ-------–------–-–---–-, გ---–--–---–-–---–-.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე: ლ----------–----

 

დაცვის მხარე:

სასჯელმოხდილი: გ------–----ე, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------------------–----------–------------------------------------------–-----------------------------------–------------------------–----------------–--------–--------------------------

 

ადვოკატები: დ------------------, ნ-------------–---–-.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა, ზეპირი მოსმენა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ივლისის განაჩენით გ------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და სსკ-ის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, გ------–----ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

გ------–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 22 მარტიდან.

 

ამავე განაჩენით მსჯავრდებული იქნა მ-----–-------–---–ი.

 

გ------–----ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ხულიგნობა ე.ი. ქმედება რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. მანვე, ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2007 წლის 21 მარტს, დაახლოებით 00:10 საათზე, გ------–----ე და მ-----–-------–---–ი, მეგობარ გ-–-----სთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისში ზ-----–----ის ქუჩა N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მათ შეხვდათ რ------------–---–ი, თავის მეგობრებთან ერთად. გ------–----ეს და რ------------–---–ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა შეურაცხყოფასა და ჩხუბში, რაშიც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩაერთვნენ მ-----–-------–---–ი და იქ მყოფი სხვა პირები, რომლებმაც ძალადობის გამოყენებით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. ჩხუბის დროს გ------–----ემ განიზრახა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან რ------------–---–ის მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გახსნა და რ------------–---–ს, განზრახ მოკვლის მიზნით მიაყენა გულ-მკერდის ღრუში შემავალი ერთი ჭრილობა, აორტის აღმავალი ტოტის და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, რაც განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მიყენებული დაზიანების გამო, რ------------–---–ი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გ------–----ე და მასთან ერთად მყოფი მ-----–-------–---–ი ჩხუბის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------–ის განაჩენით, მსჯავრდებულ გ------–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება:

 

გ------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ გ------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–----------------ის განჩინებით, მსჯავრდებულ გ------–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------–ის განაჩენზე არ იქნა დაშვებული პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

მსჯავრდებულ გ------–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა დ------------------მ და ზა----------–---–-ა საჩივრით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს - განაცხადი N-------- - გ------–----ე საქართველოს წინააღმდეგ. საჩივარს საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოქალაქის გ------–----ის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ეროვნული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა.

 

2013 წლის 21 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოპასუხე მხარეს (საქართველოს მთავრობას) გადასცა განმცხადებლის საჩივარი, რომელიც ეხებოდა განმცხადებლისთვის დანით ჭრილობის მიყენების გარემოებებში გამოძიების სავარაუდო არაეფექტურობას და კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და 3(დ) პარაგრაფების შესაბამისად სარჩელთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამართალწარმოების სავარაუდოდ არასამართლიანად წარმართვას.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული გ------–----ე გათავისუფლდა პირობით ვადამდე 1 (ერთი) წლით, 4 (ოთხი) თვით და 12 (თორმეტი) დღით ადრე.

 

2013 წლის 25 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ცალმხრივი განცხადებით მიმართა მოპასუხე მხარემ – საქართველოს მთავრობამ, რომელმაც თავის პოზიციაში დააფიქსირა: „მთავრობას სურს აღიაროს ცალმხრივი დეკლარაციის საშუალებით კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, ეროვნული სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის საქმის შესწავლის პროცესში გარკვეული ნაკლოვანებების არსებობის გამო. კერძოდ, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს არასაკმარისი დასაბუთების გამო მომჩივნის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისათვის დამნაშავედ ცნობის დროს. ასევე, სასამართლოთა უმოქმედობის გამო დაეკითხათ დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი მოწმეები და კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა გამოძიების არაეფექტურობის გამო, მომჩივანის დანით დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით“.

 

მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს მას, მომართოს ეროვნულ სასამართლოს სისიხლის სამართლის საქმის გადასინჯვასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე.

 

ამასთან, მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება გადაუხადოს 4000 (ოთხი ათასი) ევრო მომჩივანს ნებისმიერი მორალური და მატერიალური ზიანის, ყველა ხარჯისა და დანახარჯის ანაზღაურების სახით, რაც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს.

 

2013 წლის 13 დეკემბრის წერილით მომჩივანმა მხარემ დაადასტურა, რომ მისთვის მისაღები იყო დეკლარაციის პირობები.

 

ადამიანის ევროპულმა სასამართლომ 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე და მომჩივანი მხარეების წერილების საფუძველზე, მიიჩნია, რომ მხარეებს შორის შედგა მორიგება, არ არსებობდა საჩივრის შემდგომში შესწავლის მიზეზი და საქმის განხილვა ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.

 

2015 წლის 21 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სასჯელმოხდილ გ------–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ------------------მ, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, გ------–----ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 05 სექტემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ გ------–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------–ის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის განაჩენი, გ------–----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გ------–----ის საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის. საკასაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ ,,სააპელაციო სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს და განაჩენი გამოიტანოს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთან, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განჩინებაში (გ------–----ე საქართველოს წინააღმდეგ) მითითებულ პირველ გარემოებაზე, კერძოდ: მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნაკლოვანებების გამო თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების განაჩენების არასაკმარის დასაბუთებასთან მიმართებით“.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენით განიხილა რა გ------–----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის და----------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა განიხილება 2009 წლის 09 ოქტომბრის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განჩინების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არასაკმარის დასაბუთებულობასთან მიმართებით, გ------–----ის მიერ რ------------–---–ის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდების ფაქტზე.

 

სააპალაციო პალატამ შუამდგომლობა განიხილა 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და იმ ფარგლებში, რაზეც საუბარია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებში. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------–----ის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით წარმოებულ გამოძიებას და ამ საკითხზე მოწმეების დაკითხვას, რომლებიც დაცვის მხარის განმარტებით, სასამართლოს მოახსენებდნენ იმის შესახებ, თუ ვინ დაჭრა გ------–----ე - სააპელაციო პალატა არ მსჯელობს, ვინაიდან აღნიშნული სცილდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეს. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებაში მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ეხება თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უმოქმედობას დაეკითხა დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი მოწმეები, პალატა განმარტავს შემდეგს: როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, ადვოკატმა დ------------------მ 2007 წლის 04 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, დააყენა შუამდგომლობა დაცვის მხარის მოწმეების გ-----–----ის და ე-–----------------–-–---–ის დაკითხვის შესახებ. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ხსენებულ მოწმეთაგან გ-----–----ე დაადასტურებდა იმ გარემოებას თუ სად და რა ვითარებაში მოხდა გ------–----ის დაჭრის ფაქტი. ხოლო ე-–----------------–-–---–ი კი - იმას რომ ამ უკანასკნელს დაურეკა ბ-------------–--ემ და უთხრა, რომ დაჭრილი რ------------–---–ი იმყოფებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო თუ ვინ დაჭრა მისთვის უცნობია. დაცვის მხარემ, 2007 წლის 09 ივლისს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, დააყენა მეორე შუამდგომლობა, რაც ეხებოდა დაცვის მხარის მოწმეთა - დ-------–--–--–---–ის და ს-----------------ის დაკითხვას. დაცვის მხარის განმარტებით, ხსენებული მოწმეები დაადასტურებდნენ იმ გარემოებებს, რომლებიც ეხებოდა დაჭრილი რ------------–---–ის ავტომანქანაში ჩასმისას და საავადმყოფოში გადაყვანისას, მათთვის რ------------–---–ისგან მიღებულ ინფორმაციას. დაცვის მხარის ზემოხსენებული შუამდგომლობები პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 2007 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარის მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობები, როგორც ზემოაღნიშნული, ისე სხვა მოწმეთა დაკითხვის შესახებ - რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

 

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის განხილვისას, დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა სასამართლოს წინაშე დაეყენებინა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ, თუმცა აღნიშნულით დაცვის მხარემ არ ისარგებლა და კამათის ეტაპზე განმარტა, რომ აღნიშნული მოწმეები ასაბუთებენ მხოლოდ გ------–----ის დაჭრის ფაქტს. აღნიშნული განმარტებით დაცვის მხარემ თავად თქვა უარი, ევროსასამართლოს მიერ მინიჭებული უფლების სრულად განხორცილებაზე, რის გამოც პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული დარღვევიდან გამომდინარე განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

 

შუამდგომლობის განხილვისას, ადვოკატმა დ------------------მ და სასჯელმოხდილმა გ------–----ემ მოითხოვეს გ------–----ის გამართლება ასევე იმ მოტივით, რომ საქმის მთავარი მოწმე - ბ-----------–აძე არის ირიბი მოწმე, რომელიც არ იქნა დაკითხული საქმის არსებითად განხილვის დროს, რითაც დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. დარნარჩენი მოწმეები კი არიან დაზარალებულ რ------------–---–ის ახლობელები და მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების წყარი იყო ირიბი მოწმე - ბ-----------–აძე. დაცვის მხარემ ამ პოზიციის საფუძვლად მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, 2015 წლის 22 იანვრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს #1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტთან მიმართებით ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლის განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლის განსაზღვრული მტკიცებულებების - ირიბი ჩვენებების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. თუმცა, შუამდგომლობის ავტორთა პოზიცია არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებულ ნორმებს, ხოლო მსჯავრდებულ გ------–----ის მიმართ საქმის წარმოება მიმდინარეობდა ძველი (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ყველა შემთხვევაში არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელი მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც ინფორმაციის ავტორი - მოწმე - დაშინებულია, თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამ ჩვენებას ემყარება ირიბი ჩვენება და, ეს აუცილებელია მართლსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე“. სააპელაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სწორედ ის საგამონაკლისო შემთხვევა, რაზეც საუბრია საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში.

 

რაც შეეხება თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასასმართლოების განაჩენების არასაკმარის დასაბუთებას, პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დადგენილი იქნეს, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-15 მუხლის საფუძველზე, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საქმის სასამართლოში განხილვისას, ბრალდების მხარის მიერ იმ ეტაპისათვის ობიექტური მიზეზით ვერ იქნა წარდგენილი მოწმე - ბ-----------–აძე, შესაბამისად მისი ჩვენება საჯაროდ იქნა წაკითხული (გამოკვლეული) სასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რადგან როგორც პირევლი ინსტანციით ასევე სააპელაციო წესით საქმის განხილვის დროს ბრალდების მახრის მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რითაც დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ვერ იქნა მოძიებული ბ-----------–აძის ადგილსამყოფელი, ხოლო მეორე შემთხვევაში მას დატოვებული ჰქონდა საქართველოს ფარგლები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს მოწმის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვას, თუმცაღა მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. განსახილველ საქმეში გ------–----ის ბრალეულობის დასადასტურებლად გარდა ბ-------------–--ის გამოქვეყნებული ჩვენებისა, სახეზე იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ: მოწმეების ლ---------–--ის, მ-----–-------–---–ის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და თავად გ------–----ის ჩვენება, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელი ადასტურებდა როგორც ჩხუბის, ასევე მის მიერ ამ ჩხუბში, აუცილებელი მოგერიებისას, დანის გამოყენების ფაქტს.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ალ-------ა და ტ-----ი, გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 2011 წლის 15 დეკემბერს დაადგინა სახლმძღვანელო პრინციპები რომელიც ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდების მხარის მოწმე არ ესწრება სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად. აღნიშნული პრინციპი ადგენს სამ ძირითად ტესტს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი მტკიცებულება, რათა იგი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობის და შესაბამისად მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი, მეორე - დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი და მესამე - სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, იმის უზრუნველყოფად, რომ სასამართლო განხილვა მთლიანობაში იყო სამართლიანი. განსახილველ შემთხვევაში პირველი ტესტი დაკმაყოფილებულია - მოწმის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით (ადგილსამყოფელის დაუდგენლობა და საქართველოს ტერიტორიის დატოვება). რაც შეეხება მეორე ტესტს, თუ რამდენად არის ხსენებული მოწმის ჩვენება ერთადერთი და გადამწყვეტი, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე ბ-----------–აძის ჩვენებაში გაჟღერებული ინფორმაცია განსასჯელის იდენტიფიცირების და მის მიერ დანაშაულის ჩადენის ნაწილში დასტურდება, სასამართლო სხდომაზე დაკითხული, როგორც გარდაცვლილ რ------------–---–ის ნათესავების, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის მსჯავრდებულ გ------–----ის მეგობრის - მ-----–-------–---–ის ჩვენებითაც, რომლიც იმყიფებოდა შემთხვევის ადგილზე. პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დაკმაყოფილებული იქნა მესამე ტესტიც და გონივრულად მოხდა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების შექმნა, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიების უზურნველყოფა, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გადაუმოწმებელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას, ვინაიდან წარმოდგენილი იქნა სხვა მოწმეები და მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხარეთა მონაწილეობით და რომლებმაც დაადასტურა მოწმე ბ-----------–აძის ჩვენებაში გაჟღერებული ფაქტობრივი გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ საჯაროდ წაკითხული და უშალოდ გადაუმოწმებელი ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა გ------–----ის მსჯავრდება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მთლიანობაში სასამართლო პროცესის სამართლიანობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასჯელმოხდილ გ------–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის და----------------ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 547-ე მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სასჯელმოხდილ გ------–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის და----------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------–ის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ. სანდოძე

 

მოსამართლეები: ვ.ლომიძე

 

გ. ჯეირანაშვილი