განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310117002149014
საქმე N3ბ/1866-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - გ------- გოგიაშვილი, ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ი---------ი’’(დირექტორი მ----- ქ--–------ი);
წარმომადგენელი - ლ----------- კ--------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - ნ---- ხ----------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - მ----- ბ-–--–-–--–ი;
მესამე პირი (ასკ 16.2.) - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
წარმომადგენელი- გ------- მ-------–-–---–ი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №------- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 93-107).
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 31 ივლისის №------- ბრძანება შპს ,,ი---------ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 93-107).
1.3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ქ.თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთის(საკ. კოდი: №----------------) და მასზე განთავსებული შენობა -ნაგებობების შპს ,,ი---------ისათვის’’ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 93-107; სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მხარეთა პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.1.2. მოპასუხეს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობითი ფორმით შესაგებელი წინამდებარე სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.1.3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, წერილობითი ფორმით შესაგებელი შპს ,,ი---------ის’’ მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს ,,ი---------ის’’ სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. 2016 წლის 21 მარტს შპს ,,ი---------ის’’ დირექტორმა მ----- ქ--–------მა №-------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო -სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 აპრილის №------- წერილით, შპს ,,ი---------ს’’(დირექტორი მ----- ქ--–------ი), მის მიერ სააგენტოში 2016 წლის 26 აპრილს წარდგენილი №------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკითხი დასმული იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისად, საჯარო რეესტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო მზად იყო ემსჯელა მისი პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხთან დაკავშირებით.
(იხ. ტომი 2, ს.ფ. 12-15) (იხ. ტომი 2, ს.ფ. 84)
3.2.2. 2016 წლის 17 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა №---------------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ამონაწერში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ჭ---------–ის ქუჩა №--ში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების დაყოფა და დაყოფის რეგისტრაციის შემდგომ 3116 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის სარგებლობის უფლებით არსებობის ვადით გადაცემა.
აღნიშნული მომართვის საფუძველზე, 2016 წლის 20 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №------- წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ში არსებული უძრავი ქონების (ს/კ: №----------------) გამიჯვნა 2 ნაწილად. ამასთან, გამიჯვნის შედეგად მიღებული 4578 კვ.მეტრი არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 529,16 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დაეტვირთათ სერვიტუტის უფლებით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივნისის №------- წერილით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მის 2016 წლის
17ივნისის №----------------- განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თანახმა იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის სარგებლობის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ში მდებარე 3116 კვ. მეტრი არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა -ნაგებობები არსებობის ვადით. (ტომი 2, ს.ფ. 75-76) (ტომი 2, ს.ფ. 80) (ტომი 1, ს.ფ. 33)
3.2.3. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ჭ---------–ის ქუჩა №-, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3116.00 კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: №----------------; შენობა -ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა -ნაგებობები №1 - საერთო ფართით - 445.1 კვ.მეტრი, №2 - საერთო ფართით - 29.2კვ.მეტრი მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №----------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. ამავე ამონაწერში შეზღუდული სარგებლობის გრაფაში მითითებულია შემდეგი - მოსარგებლე: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; მესაკუთრე: სახელმწიფო; საგანი: მიწის ნაკვეთი 3116 კვ.მეტრი და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობები N--საერთო ფართით -445,1 კვ.მეტრი, N2-საერთო ფართით - 29,2კვ.მეტრი, N3-ნანგრევი; მოსარგებლის არსებობის ვადით. უფლების რეგისტრაცია: თარიღი: 23/06/2016მ, წერილი, რეესტრის ნომერი N-------, დამოწმების თარიღი 22/06/2016, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 80-81)
3.2.4. 2016 წლის 13 ივლისს, შპს ,,ი---------მა’’ №------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა განმარტება, თუ რა სამართლებრივი საფუძვლები დაედო ქ.თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო -სამეურნეო მიწის ნაკვეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემას, მაშინ როდესაც მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე დაწყებული იქნა საქმის წარმოება აღიშნული ნაკვეთის პრივატიზაციასთან დაკავშირებით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 ივლისის
№------- წერილით, შპს ,,ი---------ს’’(წარმომადგენელი მ---- თ-------) სააგენტოში
შესული 2016 წლის 13 ივნისის N------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდს წარმოადგენდა №----------------, სააგენტოში შესული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 17.06.2016 წლის №---------------- წერილის საფუძველზე გაიმიჯნა 3116 კვ.მეტრ და 4578 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთებად, მათზე განთავსებულ შენობა -ნაგებობებთან ერთად, საკადასტრო კოდით: №---------------- და №----------------, ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზემოაღნიშნული წერილის თანახმად, ქ.თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ში მდებარე 7694 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის(საკ.კოდი:
№----------------) გამიჯვნის შედეგად მიღებული 3116 კვ.მეტრი არასასოფლო -
სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობა (საკ.კოდი: №----------------) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.06.2016 წლის №------- წერილით სარგებლობის უფლებით გადაეცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. (იხ. ტომი 2, ს.ფ. 94-95) (იხ. ტომი 2, ს.ფ. 85)
3.2.5. 2016 წლის 26 აგვისტოს, შპს ,,ი---------მა’’(წარმომადგენელი მ---- თ-------) №-------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა შპს ,,ი---------ის’’ დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების დათმობის სანაცვლოდ შპს ,,ი---------ისთვის’’ ფულადი კომპენსაციის გადახდა, იმ საფუძვლით, რომ კომპანია წარმოადგენდა აღნიშნული უძრავი ქონების კანონიერ მოსარგებლეს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №------- წერილით შპს ,,ი---------ს’’(წარმომადგენელი მ---- თ-------), მის მიერ სააგენტოში 2016 წლის 26 აგვისტოს წარდგენილი N-------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ როგორც სააგენტოსთვის მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, შპს ,,ი---------მა’’ 2013 წლის 28 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ჭ---------–ის ქუჩა №-, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №------------------ გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებასა და საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, განმცხადებელს განემარტა, რომ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც
26.08.2016 წლის №-------- განცხადებით დასმული საკითხის დადებითად გადაწყვეტის მოთხოვნა მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას. ამასთან, ამავე ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით მხარეს ეცნობა, რომ ქ.თბილისი, ჭ---------–ის ქუჩა №--ში მდებარე 4578კვ.მეტრი არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობებზე (საკ.კოდი: №----------------) შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მზად იყო ემსჯელა მისი პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხთან დაკავშირებით. ასევე ეცნობა, რომ აღნიშნული წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ დაპირებას და არ წარმოშობს აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას. (ტომი 2, 87-88) (ტომი 1, ს.ფ. 31)
3.2.6. 2016 წლის 02 დეკემბერს, შპს ,,ი---------მა’’(წარმომადგენელი მ---- თ-------)
№-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №------- ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და 26.08.16 წლის №-------- განცხადების დაკმაყოფილება, კერძოდ, ქ.თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ში მდებარე
3116კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა -ნაგებობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის
31ივლისის №------- ბრძანებით შპს ,,ი---------ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. (ტომი 2, ს.ფ. 5-11) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 15-18)
3.2.7. 2017 წლის 30 ოქტომბერს, შპს ,,ი---------მა“(წარმომადგენელი ლ----------- კ--------ე) სასარჩელო განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა:
1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს
2016 წლის 22 ივნისის N------ წერილი;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს
2016 წლის 02 ნოემბრის N------- ადმინსტრაციულ -სამართლებრივი აქტი;
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 31 ივლისის N------- ბრძანება.
4. შპს ,,ი---------ს“ ქ.თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა N--ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო -სამეურნეო მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი:0---------------) და მასზე განთავსებული შენობა -ნაგებობები გადაეცეს საკუთრებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით, ხარვეზის შევსების შედეგად შპს ,,ი---------ის’’ სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №------- ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 31 ივლისის №------- ბრძანების ბათილად ცნობის, ქ.თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო -სამეურნეო მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი: №----------------) და მასზე განთავსებული შენობა -ნაგებობების შპს ,,ი---------ისათვის’’ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში და ამ ნაწილში სარჩელი ცნობილი იქნა დასაშვებად. ხოლო შპს ,,ი---------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22ივნისის №------- წერილის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში არ იქნა მიღებული სასამართლო წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017წლის 04 დეკემბრის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ნაწილში (განჩინების მე-4 პუნქტი), 2017 წლის 14 დეკემბერს კერძო საჩივრით იქნა გასაჩივრებული შპს ,,ი---------ის’’(წარმომადგენელი ლ----------- კ--------ე) მიერ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით, შპს ,,ი---------ის’’ წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინების მე-4 პუნქტი. (ტომი 1; ს.ფ. 198-115) ( ტომი 1; ს.ფ. 135-136) (ტომი 1; ს.ფ. 192-201)
3.3 დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №------- გადაწყვეტილება, რის გამოც შპს ,,ი---------ის’’ სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის ქ.თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი: №----------------) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების შპს ,,ი---------ისათვის’’ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე უსაფუძვლოა და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 31 ივლისის №------- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს ,,ი---------ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 31 ივლისის №------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4. შპს „ი---------ის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
4.1. შპს „ი---------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „ი---------ის“ დირექტორმა. მ----- ქ--–------მა 2016 წლის 21 მარტის N-------- განცხადებით მიმართა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ჭ---------–ის ქ N--ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება. აღნიშნული განცხადების პასუხად მოსარჩელეს ეცნობა, რომ სააგენტომ დასახელებული უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ზ/აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობები დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით ს.კ 0---------------. სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება გაიმიჯნა ორ საკადასტრო ერთეულად (ს.კ 0--------------- და ს.კ 0---------------), სააგენტომ უძრავი ქონება ს.კ 0--------------- სარგებლობის უფლებით გადასცა სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურს. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ შპს „ი---------მა“ 2016 წლის 26 აგვისტოს განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა შპს „ი---------ისათვის“ ფულადი კომპენსაციის გადახდა, იმ საფუძვლით, რომ კომპანია წარმოდგენდა აღნიშნული უძრავი ქონების კანონიერ მოსარგებლეს, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის N------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. ზ/აღნიშნული გადაწყვეტილება აპელანტის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მაგრამ 2017 წლის 31 ივლისის N------- ბრძანებით აპელანტის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ შპს „ი---------ი“ დარეგისტრირდა 1997 წლის 27 ივნისს ქ. თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ ქ. თბილისში ჭ---------–ის ქ. N--ში, მართალია დარეგისტრირების დადგენილებაში იგი არ მოხსენიება, როგორც „სავაჭრო მოწყობილობისა და ი---------ის კომბინატის“ უფლებამონაცვლედ, მაგრამ ეს არის ტექნიკური შეცდომა და დარეგისტრირების ყველა მასალა და მათ შორის საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი დოკუმენტები მიუთითებენ, რომ იგი არის ზ/აღნიშნული საწარმოს უფლებამონაცვლე.
5. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
წინამდებარე საქმეში დავის საგანი არ არის სადავო ქონების სახელმწიფო სახელზე აღრიცხვის კანონიერება ან ამ ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის, არამედ დავის საგანია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ქონების დათმობის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდაზე და ამ წერილზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დააკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა)აუქციონი; ბ)პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; გ)უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, 63 და მე-10 მუხლებით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამავე კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 21 მარტს შპს ,,ი---------ის’ დირექტორმა მ----- ქ--–------მა №-------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 აპრილის №------- წერილით კი შპს ,,ი---------ის’’ დირექტორს მ----- ქ--–------ს ეცნობა, რომ მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკითხი დასმულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისად, საჯარო რეესტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო მზად იყო ემსჯელა მისი პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხთან დაკავშირებით.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი არეგულირებს სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსთვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს სახელმწიფო ქონების გადაცემაზე. ქონების მმართველის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გადაცემის საკითხი განიხილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ 2016 წლის 17 ივნისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა №-------------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ამონაწერში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ჭ---------–ის ქუჩა №--ში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების დაყოფა და დაყოფის რეგისტრაციის შემდგომ 3116კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის სარგებლობის უფლებით არსებობის ვადით გადაცემა. აღნიშნული მომართვის საფუძველზე, 2016 წლის 20 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №------- წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა განეხორციელებინა ქ.თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ში არსებული უძრავი ქონების(საკ.კოდი: №----------------) გამიჯვნა 2 ნაწილად. ამასთან, გამიჯვნის შედეგად მიღებული 4578 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 529,16 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დაეტვირთათ სერვიტუტის უფლებით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივნისის №------- წერილით კი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მის 2016 წლის 17 ივნისის №----------------- განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თანახმა იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის სარგებლობის უფლებით გადაეცა ქ.თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №-- ში მდებარე 3116კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები არსებობის ვადით.
დადგენილია ასევე, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს შპს ,,ი---------მა’’(წარმომადგენელი მ---- თ-------) №-------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა შპს ,,ი---------ის’’ დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების დათმობის სანაცვლოდ შპს ,,ი---------ისთვის’’ ფულადი კომპენსაციის გადახდა, იმ საფუძვლით, რომ კომპანია წარმოადგენდა აღნიშნული უძრავი ქონების კანონიერ მოსარგებლეს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სადავო- 2016წლის 02 ნოემბრის №------- წერილით (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შპს ,,ი---------ს’’(წარმომადგენელი მ---- თ-------) ეცნობა, რომ როგორც სააგენტოსთვის მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, შპს,,ი---------მა’’ 2013 წლის 28 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ჭ---------–ის ქუჩა №-, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებასა და საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, განმცხადებელს განემარტა, რომ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც 26.08.2016წლის №-------- განცხადებით დასმული საკითხის დადებითად გადაწყვეტის მოთხოვნა მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას. ამასთან, ამავე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხარეს ეცნობა, რომ ქ.თბილისი, ჭ---------–ის ქუჩა №--ში მდებარე 4578 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე (საკ.კოდი: №----------------) შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მზად იყო ემსჯელა მისი პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხთან დაკავშირებით. ამავე წერილით ასევე განემარტა, რომ აღნიშნული წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ დაპირებას, შესაბამისად არ წარმოშობს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას.
სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ი---------მა’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მართალია მიმართა 2016 წლის 21 მარტის №-------- განცხადებით და მოითხოვა ქ. თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, თუმცა ამ განცხადების პასუხად აპელანტს ეცნობა, რომ მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკითხი დასმული იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისად, საჯარო რეესტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო მზად იყო ემსჯელა მისი პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხთან დაკავშირებით. ამის შემდგომ, შპს ,,ი---------ს’’ იგივე მოთხოვნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის არ მიუმართავს, ხოლო მის მიერ 2016 წლის 26 აგვისტოს წარდგენილი N-------- განცხადება კი ეხებოდა არა ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას, არამედ შპს ,,ი---------ის’’ დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების დათმობის სანაცვლოდ შპს ,,ი---------ისთვის’’ ფულადი კომპენსაციის გადახდას, რაზეც იმსჯელა სააგენტომ და სადავო - 2016 წლის 02 ნოემბრის №------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის 02 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აპელანტის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ამ უკანასკნელმა მოითხოვა, როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ისე ქ. თბილისში, ჭ---------–ის ქუჩა №--ში მდებარე 3116 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მითითებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით არ არსებობდა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა შპს ,,ი---------ის’’ მოთხოვნაზე სადავო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას კომპენსაციის გადახდის შესახებ (26.08.2016) არ გააჩნდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი, იგი წარმოადგენდა მხოლოდ მოსარჩელის უბრალო სურვილის განხორციელების ფორმას - ქონების სანაცვლოდ მიეღო ფულადი ანაზღაურება; ამდენად ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი კანონიერია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს იმასთან დაკავშირებით, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 31 ივლისის №------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
8. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ი---------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
გ------- გოგიაშვილი -
ილონა თოდუა -