განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.09.2018
საქმის ნომერი
010210016001366125
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001366125

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 316

6 სექტემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

აპელანტი: ააიპ „ბ--------------–--- ბ------- გ-----------ა“

წარმომადგენელი: დ----- ჩ----ე

მოწინააღმდეგე მხარე: შპს „ს----------–-----------ა“

წარმომადგენელი: მ---- ხ------–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

ააიპ „ბ--------------–--- ბ------- გ-----------ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბ----------აქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარედ შპს „ს----------–-----------ა მიუითა და ითხოვა მოპასუხე შპს „ს----------–-----------ისათვის“, სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის - 32 599.00 ლარის ანაზღაურება მოსარჩელე ა(ა)იპ „ბ--------------–--- ბ------- გ-----------ის“ სასარგებლოდ.

მოსარჩელის განმარტებით: 2015 წლის 3 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე ჩათვლით პერიოდში ააიპ ბ--------------–----------- გ-----------ა და შპს „ს----------–------------ს“ შორის არსებობდა N--------- სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლითაც შპს „ს----------–-----------ამ“ აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის გაეწია საფ-----ო მომსახურება.

2----–-–--------------–-- ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 2015 წლის 11 აგვისტოს, ააიპ ბ--------------–----------- გ-----------ის მიერ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნილი იქნა შესაგებელი, თუმცა აღნიშნული შესაგებელი სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნილი იქნა დაგვიანებით - 2015 წლის 17 აგვისტოს. სააპელაციო შესაგებლის ვადის დარღვევით შეტანის გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შესაგებელი დატოვებული იქნა განუხილველად, ამასთან მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ააიპ ბ--------------–----------- გ-----------ასშპს „ჯ-------------------“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 28 898 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება არ უზრუნველყო მოსარჩელის საფ-----ო გზავნილის - სააპელაციო შესაგებლის, ადრესატისათვის - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის დროული მიწოდება, რამაც განაპირობა ა(ა)იპ „ბ--------------–--- ბ------- გ-----------ის ინტერესების საწინააღმდეგო (32 599.00 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მომტანი) დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ს----------–-----------ის“ მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ქონია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

ბ----------აქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17იანვრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ბ--------------–--- ბ------- გ-----------ის სარჩელი შპს „ს----------–-----------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა;

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2----–-–---------------–- და 2----–-–---------–--- შპს „ს----------–-----------ასა“ და ა(ა)იპ „ბ--------------–--- ბ------- გ-----------ას“ შორის გაფორმდა #---------- და #---------- ხელშეკრულებები, საფ-----ო მომსახურების შესახებ, რომლის მიხედვით, შემსრულებელი (შპს „ს----------–-----------ა“) დამკვთის სურვილის გათვალისწინებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, კისრულობდა ვალდებულებას განეხორციელებინა საფ-----ო მომსახურება, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფ-----ო მომსახურების პროდუქტების ფარგლებში. ხელშეკრულებათა მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულებათა შემადგენელი ნაწილით - ხელშეკრულებათა დანართებით განისაზღვრა საფ-----ო გზავნილის მიღებისა და მისი ადრესატისათვის ჩაბარების წესები.

საფ-----ო მომსახურების შესახებ #---------- ხელშეკრულებით შპს „ს----------–-----------ის“ ვალდებულებას შეადგენდა - მკაცრად დაეცვა საფ-----ო გზავნილების გაფორმების, მომზადების, შემსრულებლისათვის მათი გადაცემის წესები (7.4. პუნქტი). ხელშეკრულების დანართით კი განისაზღვრა, საფ-----ო მომსახურების მიღების მიზნით, დამკვეთის მიერ საფ-----ო გზავნილის შემსრულებლისათვის გადაცემის დადასტურდების წესი, რაც გულისხმობდა გზავნილი შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას და მისთვის მაიდენტიფიცირებელი ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საფ-----ო გზავნილი ითვლებოდა რეგისტრირებულად (შეკვეთილად) (1.7 პუნქტი). იმავე დანართით განისაზღვრა შპს „ს----------–-----------ის“ ვალდებულება საფ-----ო გზავნილის პირველი მიტანა განეხორციელებინა - მომსახურების მიღების ჩვეული რეჟიმის შემთხვევაში - 72 საათის განმავლობაში, საფ-----ო გზავნილი მიღების სწრაფი (დაჩქარებული) რეჟიმის შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში (2.2.1 პუნქტი).

დადგენილი იქნა, რომ ა(ა)იპ „ბ--------------–--- ბ------- გ-----------ა“ 2----–-–----------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-- ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებდა შპს „ჯ-------------------თან“. 2----–-–------------------ ბრძანებით ა(ა)იპ „ბ--------------–--- ბ------- გ-----------ამ“ შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-- ხელშეკრულება შპს „ჯ-------------------თან“ და პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 32 599.75 ლარის ანაზღაურება.

ბ----------აქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ჯ-------------------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ა(ა)იპ „ბ--------------–--- ბ------- გ-----------ის“ დირექტორის 2----–-–----------------- ბრძანება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-- ხელშეკრულების შეწყვეტისა და შპს „ჯ-------------------------“ პირგასამტეხლოს სახით 32 599.75 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ დარჩა ძალაში. ბ----------აქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაცი წესით გაასაჩივრა შპს „ჯ-------------------“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი, საპროცესო ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველად, ხოლო შპს „ჯ-------------------“ სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად დაკმაყოფილდა - გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და გასაჩვრებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ბათილად იქნა ცნობილი 2----–-–----------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-- ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და შპს „ჯ-------------------ათვის“ პირგასამტეხლოს - 32 599.75 ლარის, დაკისრების თაობაზე ა(ა)იპ-ის 2----–-–----------------- ბრძანება.

მიუხედავად გასაჩივრებისა მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული „საფ-----ო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, მოპასუხე შპს „ს----------–-----------ის“ მხრიდან არ დასტურდება. მოსარჩელემ საფ-----ო გზავნილი (სააპელაციო შესაგებელი) შპს „ს----------–-----------ის“ ბ-------------- სერვის ცენტრის შესაბამის თანამშრომელს ჩააბარა 17.08.2015 წელს. საფ-----ო გზავნილი ადრესატს - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდა 18.08.2015 წელს.

შესაბამისად ბათუმის საქალაქო სასამართლომ ააიპ ს----–--- ბ------- გ-----------ის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ის.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ააიპ ს----–--- ბ------- გ-----------ის მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

აპელანტის განმარტებით: არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ სასამართლო გზავნილის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით (ნაცვლად 2015 წლის 11 აგვისტოსი - 2015 წლის 17 აგვისტოს) გაგზავნის ფაქტი გარდა მოსარჩელის სიტყვიერი ახსნა-განმარტებისა არ დასტურდე სხვა სახის მტკიცებულებით, ვინაიდან სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარემ დააყენა შუამდგომლობა ბათუმის სერვისცენტრიდან ვიდეო ჩანაწერის გამოთხოვის თაობაზე თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომა დაინიშნა 2018 წლის იანვარში, ანუ სარჩელის შეტანიდან წელიწადისა და რვა თვის შემდეგ - ვერ მოხერხდა ამ მტკიცებულებების გამოთხოვა ს----------–-----------იდან.

მოპასუხე თავიდანვე წინააღმდეგი იყო ნებაყოფლობით მიეწოდებინა მოსარჩელისათვის ვიდეომასალა. გარდა ამისა სასამართლომ მტკიცებულების სახით მიიღო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილი ამ ვიდეოჩანაწერების არ არსებობის თაობაზე. ეს წერილი გაცემულია თავად მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ და სხვა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ რატომ არ იქნა შენახული ეს ვიდეო - მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

მოსარჩელის მითითებით, სხვა სახის მტკიცებულება მათ არ გააჩნდათ და მხოლოდ აღნიშნული ჩანაწერებით დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ 2015 წლის 11 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის შესაგებლის წარდგენის ფაქტი.

აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებანი:

დადგენილია, რომ 2----–-–---------------–- და 2----–-–---------–--- შპს „ს----------–-----------ასა“ და ა(ა)იპ „ბ--------------–--- ბ------- გ-----------ას“ შორის გაფორმდა #---------- და #---------- ხელშეკრულებები, საფ-----ო მომსახურების შესახებ, რომლის მიხედვით, შემსრულებელი (შპს „ს----------–-----------ა“) დამკვთის სურვილის გათვალისწინებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, კისრულობდა ვალდებულებას განეხორციელებინა საფ-----ო მომსახურება, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფ-----ო მომსახურების პროდუქტების ფარგლებში. ხელშეკრულებათა მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულებათა შემადგენელი ნაწილით - ხელშეკრულებათა დანართებით განისაზღვრა საფ-----ო გზავნილის მიღებისა და მისი ადრესატისათვის ჩაბარების წესები.

ხელშეკრულების დანართით განისაზღვრა, საფ-----ო მომსახურების მიღების მიზნით, დამკვეთის მიერ საფ-----ო გზავნილის შემსრულებლისათვის გადაცემის დადასტურდების წესი, რაც გულისხმობდა გზავნილი შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას და მისთვის მაიდენტიფიცირებელი ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საფ-----ო გზავნილი ითვლებოდა რეგისტრირებულად (შეკვეთილად) (1.7 პუნქტი). იმავე დანართით განისაზღვრა შპს „ს----------–-----------ის“ ვალდებულება საფ-----ო გზავნილის პირველი მიტანა განეხორციელებინა - მომსახურების მიღების ჩვეული რეჟიმის შემთხვევაში - 72 საათის განმავლობაში, საფ-----ო გზავნილი მიღების სწრაფი (დაჩქარებული) რეჟიმის შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში (2.2.1 პუნქტი).

თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, რომელიც მან სარჩელს დაურთო (ს.ფ. 37), დადგენილია, რომ 2015 წლის აგვისტოს თვეში, ააიპ ბ--------------–--- ბ------- გ-----------ის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სულ გადაგზავნილი იქნა 2 გზავნილი, რომელიც რეესტრში გატარდა ერთი 2015 წლსი 17 აგვისტოს, და ის ადრესატს ჩაბარდა ამავე წლის 18 აგვისტოს, ხოლო მეორე გზავნილი რეესტრში გატარდა 2015 წლის 25 აგვისტოს და ადრესატს ჩაბარდა 27 აგვისტოს.

დადგენილი იქნა, რომ ა(ა)იპ „ბ--------------–--- ბ------- გ-----------ა“ 2----–-–----------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-- ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებდა შპს „ჯ-------------------თან“. 2----–-–------------------ ბრძანებით ა(ა)იპ „ბ--------------–--- ბ------- გ-----------ამ“ შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-- ხელშეკრულება შპს „ჯ-------------------თან“ და პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 32 599.75 ლარის ანაზღაურება.

ბ----------აქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ჯ-------------------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ა(ა)იპ „ბ--------------–--- ბ------- გ-----------ის“ დირექტორის 2----–-–----------------- ბრძანება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-- ხელშეკრულების შეწყვეტისა და შპს „ჯ-------------------------“ პირგასამტეხლოს სახით 32 599.75 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ დარჩა ძალაში. ბ----------აქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაცი წესით გაასაჩივრა შპს „ჯ-------------------“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი, საპროცესო ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველად, ხოლო შპს „ჯ-------------------“ სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად დაკმაყოფილდა - გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და გასაჩვრებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ბათილად იქნა ცნობილი 2----–-–----------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-- ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და შპს „ჯ-------------------ათვის“ პირგასამტეხლოს - 32 599.75 ლარის, დაკისრების თაობაზე ა(ა)იპ-ის 2----–-–----------------- ბრძანება.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა რა მოსარჩელის ბრძანება კონკრეტული კომპანიისათვის პირგასამტეხლოს სახით 32 599 ლარის დაკისრების თაობაზე, მოსარჩელემ დაკარგა ამ თანხის მიღების შესაძლებლობა. თუმცა საქმის მასალებით სრულიად დაუდასტურებელია ფაქტობრივი გარემოება, რომ მითითებული ზიანი გამომდინარეობს შპს „ს----------–-----------ის“ მხრიდან სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევით. აღნიშნული აქტობრივი გარემოება დადასტურებულად რომ მივიჩნიოთ, ამისათვის უნდა არსებობდეს მტკიცებულება იმისა, რომ ააიპ ბ--------------–--- ბ------- გ-----------ამ გზავნილი შპს „ს----------–-----------ას გადასცა 2015 წლის 11 აგვისტოს, ამ უკანასკნელმა კი გზავნილი დაარეგისტრირა 2015 წლის 17 აგვისტოს.

ამგვარი მტკიცებულება კი მოსარჩელე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რაც მის სარჩელს უსაფუძვლოს ხდის.

საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საფ-----ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა რა მოსარჩელის ბრძანება კონკრეტული კომპანიისათვის პირგასამტეხლოს სახით 32 599 ლარის დაკისრების თაობაზე, მოსარჩელემ დაკარგა ამ თანხის მიღების შესაძლებლობა და ეს თანხა შესაძლოა მიჩენული იქნეს მიუღებელ შემოსავლად, თუმცა საქმის მასალებით ყოვლად დაუდასტურებელია ფაქტობრივიი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელისათვის შემოსავლის მიუღებლობა გამოწვეული იქნა მოპასუხე მხარის მიერ საფ-----ო მომსახურების წესების დარღვევით, კერძოდ დაუდასტურებელია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ააიპ ბ--------------–--- ბ------- გ-----------ამ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სახელზე გასაგზავნი შესაგებელი შპს „ს----------–-----------ას ჩააბარა 2015 წლის 11 აგვისტოს, ამ უკანასკნელმა კი გზავნილი ფ-----ის რეეტრსში დაარეგისტრირა 17 გვისტოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

განსახლველ შემთხვევში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა უტყუარი და უმთავრესი მტკიცებულება თავისი სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად - კერძოდ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ააიპ ბ--------------–--- ბ------- გ-----------ამ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სახელზე გასაგზავნი შესაგებელი შპს „ს----------–-----------ას ჩააბარა 2015 წლის 11 აგვისტოს, ამ უკანასკნელმა კი გზავნილი ფ-----ის რეეტრსში დაარეგისტრირა 17 გვისტოს.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

1. ააიპ ბ--------------–--- ბ------- გ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება;

3. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

5. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-3 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ირმა პერანიძე