განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2018
საქმის ნომერი
140100117002384193
ინსტანცია
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100117002384193

საქმე №1ბ/537-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილის

ნათია ბარბაქაძის

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ზ-------–-------–-ს, გ---------------–---–-ს და ს--–------------ის

მსჯავრდებულ: ნ--------------–---–ის

ადვოკატების: ი----------–-----–---–-ს და ნ---------------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ნ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ნ--------------–---–ის მიმართ. ნ---------------------------–---–- დაბადებულია 1997 წლის 13 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათელების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: გო----------------------–-----------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გ--------–---------------------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--------------–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

 

2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე ქ. გ----–------------------------------- დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ნ--------------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა არეში ხელისა და ფეხის მრავალჯერადი დარტყმებით ფიზიკური დაზიანებები მიყენა მი------------------. მ-----------------ე ნ--------------–---–ის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განაჩენით:

 

ნ--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 26 ივლისიდან.

 

პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ--------------–---–მა. დაცის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ნ--------------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო, რადგან იგი ემყარება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის შემცველ მოწმეთა ჩვენებებს. უფრო მეტიც, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ,,მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა“ და ,,ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური)“ დასკვნებით გამოირიცხა მსჯავრდებულის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მითითებული გარემოებების შეფასებით და წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებით დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რის გამოც თვლის, რომ ნ--------------–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი. ამასთან, დაცვის მხარე ალტერნატიული მოთხოვნის სახით თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პალატა სარწმუნოდ მიიჩნევს წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მსჯავრდებულის ქმედების სამართლიანი და სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, ქმედება დაკვალიფიცირდეს არა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, არამედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით.

 

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა ნ--------------–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ--------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს ვერ გაზიარებს, რადგან:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ლ--–-------–---მ განმარტა, რომ მისი შვილი, აწ გარდაცვლილი მ-----------------ე მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა გ------------------------–---------------–ი. 2016 წლის დეკემბრიდან მ-----------------ემ მუშაობა დაიწყო ქ. თბილისში სხვადასხვა მშენებლობებზე და იქვე დაიქირავა ბინა სოფელ ქ-------------ში მცხოვრებ ბ---------------ესთან ერთად. 2017 წლის ივნისის პირველ რიცხვებში მ-----------------ემ ლ--–-------–---ს უცხო ნომრიდან დაურეკა და უთხრა, რომ მისი ტელეფონი გაფუჭდა, ახალს იყიდდა და საღამოს დაურეკავდა. საღამოს მ-----------------ემ დედას მართლაც დაურეკა და საუბარში უთხრა, რომ დილას მას ესაუბრა ბ---------------ის ტელეფონით, მასთან საუბრის დასრულების შემდეგ კი ბ---------------ის ტელეფონზე დარეკა მისთვის უცნობმა ნ--------------–---–მა, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის გამო ბ---------------ემ ნ--------------–---–ს უსაყვედურა. მოგვიანებით, სატელეფონო საუბრისას მ-----------------ემ ლ--–-------–---ს უთხრა, რომ ნ--------------–---–მა მას კიდევ ორჯერ დაურეკა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვა ქ. გორში მასთან შესახვედრად ჩასვლა. ლ--–-------–--- ძალიან შეწუხდა და მი------------------ სთხოვა, გინების გამო არავისთან ეჩხუბა. 2017 წლის 25 ივლისს, დილით ლ--–-------–--- კვლავ ესაუბრა მი------------------, რომელმაც უთხრა, რომ გორში მიდიოდა გ----------------ისგან ავტომანქანის შესაძენად. საღამოს მირიანს მისთვის აღარ დაურეკავს. იმავე ღამეს, დაახლოებით 02:00 საათზე ლ--–-------–---ს დაუკავშირდა მ-----------------ის მეუღლე - ნ-------–---–---–ი, რომელმაც შეატყობინა მ-----------------ის მკვლელობის შესახებ. ლ--–-------–---მ მოგვიანებით შეიტყო, რომ მი------------------ და ნ--------------–---–ს ზემოხსენებულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით მოუვიდათ კონფლიქტი, აღნიშნულის გასარკვევად შეხვდნენ ერთმანეთს და ნ--------------–---–მა მ-----------------ე ცემით მოკლა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული გ----------------ის, დ----------------–---–ის და გ-----------–-----–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ივლისს მ-----------------ე იმყოფებოდა გო----------------------–---------ში მდებარე საკალმახეში, სადაც მუშაობს გ----------------ე. საკალმახეში ყოფნისას გ----------------ე და მ-----------------ე საუბრობდნენ გ----------------ისგან ავტომანქანის შეძენის პირობებზე, რის შემდეგაც მათ დალიეს ალკოჰოლური სასმელი - ლუდი და არაყი. მ-----------------ე ამბობდა, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით უნდა შეხვედროდა ნ--------------–---–ს, რომელსაც რამდენიმე სატელეფონო საუბრისას უთხრა, „საღამოს ჩამოვალ და გნახავო“. გ----------------ე დაუკავშირდა ნაცნობს დ----------------–---–ს, რათა იგი მისულიყო საკალმახეში და მისი ავტომანქანის საჭესთან დამჯდარიყო. დაახლოებით 17:30 საათზე დ----------------–---–ი მივიდა საკალმახეში, დაჯდა გ----------------ის კუთვნილი ავტომანქანის საჭესთან, მას გვერდით დაუჯდა გ----------------ე, ხოლო ავტომანქანის უკანა სალონში დაჯდა მ-----------------ე და ისინი ერთად წავიდნენ ქ.გორში, ე.წ. „–------–--–----------–---–--- ამ დროს მ-----------------ემ დაურეკა ნ--------------–---–ს და ისინი შეთანხმდნენ, რომ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს სუპერმარკეტ „-------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 19:00 საათზე ისინი მივიდნენ მითითებულ ადგილას და გააჩერეს ავტომანქანა. რამდენიმე წუთში მათ ავტომანქანასთან მივიდა ოთხი მამაკაცი, მათ შორის ნ--------------–---–ი. მისულებმა თავდაპირველად დ----------------–---–თან დაიწყეს საუბარი. მ-----------------ე გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაიწყო კონფლიქტი ნ--------------–---–სა და მი------------------ შორის. მათ თავები მიადეს ერთმანეთს და აგრესიულად საუბრობდნენ, რის შემდეგაც ნ--------------–---–მა უთხრა მას, გასულიყვნენ მოშორებით და ურთიერთობა იქ გაერკვიათ. ისინი გავიდნენ ტრიალ მინდორზე, სადაც გაგრძელდა დაძაბული საუბარი. როდესაც გ----------------ემ შეატყო, რომ სიტყვიერი კონფლიქტი შეიძლება, გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში, მ-----------------ე დატოვა შემთხვევის ადგილზე და დ----------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით წავიდა მეგობრების მოსაყვანად. მან სახლში მიაკითხა ნაცნობს გ-----------–-----–---–ს, რომელსაც სთხოვა დახმარება და მასთან ერთად შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა. მისვლისას გ----------------ემ და გ-----------–-----–---–მა დაინახეს, რომ მათი ავტომანქანიდან მოშორებით იყო ჩხუბი, რის გამოც გ----------------ე ჩხუბში მონაწილეთა მიმართულებით გაიქცა. ახლოს მისვლისას გ----------------ემ დაინახა, რომ ძირს წაქცეულ უგონო მდგომარეობაში მყოფ მი------------------ ურტყამდა მისი ნაცნობი ნ--------------–---–ი, ხოლო სხვა იქ მყოფი პირები ცდილობდნენ მის გაშველებას. ამ დროს გ----------------ე გადაეფარა მი------------------, ხოლო ნ--------------–---–ის თანმხლებმა პირებმა შეძლეს მისი შეჩერება, რომ ნ--------------–---–ს აღარ დაერტყა მ-----------------ისთვის. ამასობაში ადგილზე მივიდა გ-----------–-----–---–ი, თუმცა, მისი მისვლისას ჩხუბი უკვე დასრულებული იყო. ამ დროს ადგილზე ავტომანქანით მივიდა დ----------------–---–იც. დ----------------–---–მა, გ----------------ემ და გ-----------–-----–---–მა უგონო მდგომარეობაში მყოფი მ-----------------ე ჩასვევს დ----------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში. დ----------------–---–მა და გ----------------ემ მ-----------------ე ავტომანქანით მიიყვანეს გ----------------ის სახლში. სახლში შეყვანამდე დაიძახეს, რომ კაცი იყო ცუდად და სასწრაფო გამოეძახებინათ. გ----------------ის მეზობელმა - ზ---------------–--–მა გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში მყოფი მ-----------------ე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ლ--------------–---–ის, ს---------------–-–---–-ს და მ---------------–---–ის მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 25 ივლისს მ-----------------ე ნამდვილად იმყოფებოდა გო----------------------–---------ში მდებარე საკალმახეში გ----------------ესთან, სადაც დალიეს ალკოჰოლური სასმელი. საკალმახიდან წამოსვლისას ორივე მათგანი იყო მთვრალ მდგომარეობაში და არცერთ მათგანს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხომაზე მ--–-----------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურებულია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გ----------------ის სახლიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი მ-----------------ე გადაიყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთნის ც-----------–---–ის და ექიმის თ---------------–ის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ გ----------------ის სახლში მათი მისვლისას მი------------------ პულსი არ ესინჯებოდა და იგი უკვე გარდაცვლილი იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეების - ლ-------------–---–ის, ლ-----------–---–ის და დ------------–---–ის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ ნ--------------–---–ი არის მათი ნაცნობი და მეგობარი. 2017 წლის 25 ივლისს ე.წ. „–------–--–-- დასახლებაში“, ისინი შეხვდნენ ნ--------------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ კონფლიქტი ჰქონდა მი------------------თან, რომელსაც უნდა შეხვედროდა სუპერმარკეტ „-------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. შემდეგ ოთხივე მათგანი წავიდა აღნიშნულ ადგილზე. სუპერმარკეტ „-------თან“ მისვლისას მათ დახვდათ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მყოფი დ----------------–---–ი, გ----------------ე და მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ-----------------ე. სუპერმარკეტ „-------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მი------------------ა და ნ--------------–---–ს შორის მოხდა შეკამათება. დაძაბულებმა თავები მიადეს ერთმანეთს, ხოლო შემდეგ, ვინაიდან სუპერმარკეტთან იყო ხალხმრავალი ადგილი, გადაწყვიტეს სალაპარაკოდ მოშორებით გასვლა. ისინი გავიდნენ ე.წ. „–------–--–-- დასახლებაში“ მ------------- ბარაკებისკენ, დაუსახლებელ ადგილზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნ--------------–---–ი და ნასვამი მ-----------------ე ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ ტელეფონზე დარეკვასთან დაკავშირებით. ნ--------------–---–ი და მ-----------------ე ერთმანეთის პირისპირ ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგნენ, ხოლო სხვა პირები, კერძოდ, გ----------------ე, ლ-----------–---–ი, ლ-------------–---–ი და დ------------–---–ი მათგან მოშორებით იმყოფებოდნენ. ლ-----------–---–ის და დ------------–---–ის ჩვენებებით, ნ--------------–---–სა და მი------------------ შორის სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ნ--------------–---–მა ჯერ ფეხზე მდგომ მი------------------ დაარტყა, ხოლო შემდეგ მიწაზე წააქცია და გააგრძელა მისთვის ხელითა და ფეხით დარტყმების მიყენება. იგი უმოწყალოდ ურტყამდა წაქცეულ, უგონო მდგომარეობაში მყოფ მი------------------, რის გამოც ბიჭები ცდილობდნენ მის შეკავებას. ფიზიკური დაპირისპირებისას მი------------------ გადაეფარა გ----------------ე და ნ--------------–---–ს აღარ მისცა საშუალება, კვლავ მიეყენებინა მისთვის დარტყმები. ამ დროს ვიღაცამ დაიძახა „პოლიცია მოდისო“, რის შემდეგაც ნ--------------–---–მა დატოვა შემთხვევის ადგილი. ლ-----------–---–იც სხვებთან ერთად შეეცადა მ-----------------ის მოსულიერებას, თუმცა იგი გონზე აღარ მოსულა. საბოლოოდ, მ-----------------ე ზემოხსენებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. ლ-------------–---–ის და დ------------–---–ის განმარტებებით ნ--------------–---–ის გარდა მ-----------------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა სხვას არ მიუყენებია. არც მი------------------ გამოუხატავს აგრესია იქ მყოფი პირების მიმართ. ჩხუბი მხოლოდ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის მიმდინარეობდა. როდესაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ-----------------ე წაიქცა, ნ--------------–---–ი კვლავ განაგრძობდა მის ცემას ხელებითა და ფეხებით. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც გ----------------ის ჩარევით მოხერხდა ნ--------------–---–ის შეჩერება. საბოლოოდ უგონო მდგომარეობაში მყოფი მ-----------------ე შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს ზემოხსენებული ავტომობილით.

 

სუპერმარკეტ „-------იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის გამოკვლევით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე სუპერმარკეტ „-------ის“ წინ დ----------------–---–ის ავტომანქანით მივიდნენ გ----------------ე, დ----------------–---–ი და მ-----------------ე. დაზარალებული გადმოვიდა ავტომანქანიდან და შევიდა სუპერმარკეტში. ვიდეოჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ მი------------------ უჭირდა ფეხზე დგომა და ბარბაცებდა. სუპერმარკეტთან მისვლიდან დაახლოებით 15-20 წუთში ავტომანქანასთან ფეხით მივიდნენ ნ--------------–---–ი, ლ-------------–---–ი, ლ-----------–---–ი და დ------------–---–ი. ამ დროს მი------------------ და ნ--------------–---–ს შორის მოხდა შეკამათება და მათ აგრესიული ფორმით თავები მიადეს ერთმანეთს. კონფლიქტის დაწყებიდან დაახლოებით ხუთ წუთში ისინი ფეხით წავიდნენ ე.წ. „–------–--–-- დასახლებაში“ მდებარე მ------------- ბარაკის მიმართულებით, სადაც მდებარეობს შემთხვევის ადგილი. სუპერმარკეტთან დარჩა მხოლოდ დ----------------–---–ი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გ----------------ე მარტო დაბრუნდა ავტომანქანასთან, რის შემდეგაც აღნიშნული ავტომანქანით დ----------------–---–ი და გ----------------ე წავიდნენ სუპერმარკეტის ტერიტორიიდან.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 ოქტომბრის №0-------- ექსპერტიზის რ---- დასკვნით, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, დადასტურებულია, რომ მ-----------------ის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინში ტრავმული დიფუზური სისხლჩაქცევა, ხერხემლის პირველი მალის თავის ქალასთან შესახსრების გაგლეჯვა-მოტეხილობა ზურგის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევით. გვამის გამოკვლევის მონაცემებით სიკვდილის დადგომის დრო ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო საბუთებში მითითებულ გარდაცვალების დროს - 2017 წლის 25 ივლისის 21:30 საათს. მ-----------------ის გვამს აღენიშნება დაზიანებები: თავის ქალას რბილ საფარში სისხლჩაქცევის, თავის ტვინის მაგარ გარსსა და ქალას ძვლებს შორის სისხლჩაქცევის, თავის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ, თავის ტვინის რბილ გარსებში და რბილი გარსების ქვეშ სისხლჩაქცევის, დიდ ჰემისფეროებში სისხლჩაქცევის, ნათხემის რბილ გარსების ქვეშ სისხლჩაქცევის, კისრის პირველი მალის თავის ქალასთან შესახსრების გაგლეჯვა-მოტეხილობის, ზურგის ტვინში სისხლჩაქცევის, მიმდებარე რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევის, სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევებისა და მრავლობითი ნაჭდევების სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიცოცხლის პერიოდში და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (2017 წლის 25 ივლისს). თავის ტვინში ტრავმული სისხლის ჩაქცევა, კისრის პირველი მალის თავის ქალასთან შესახსრების გაგლეჯვა-მოტეხილობა ზურგის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევით მიკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ შედეგთან. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მ-----------------ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 2,25% ეთილის სპირტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ნ--------------–---–მა თავი დამნაშავედ არ ცნო. მისი განმარტებით, 2017 წლის 25 ივლისს ე.წ. „–------–--–-- დასახლებაში“ მდებარე სუპერმარკეტ „-------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრის ინიციატორი იყო მ-----------------ე, რომელთანაც მას ფიზიკური დაპირისპირება არ მოსვლია. მისთვის უცნობია, ვინ და რა ვითარებაში მიაყენა დაზიანებები მი------------------.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ არგუმენტებზე, რომ ნინო ელიაშვილის და ბ------ გვარამაძის ჩვენებები ურთიერთწინააღმდეგობრივი ხასიათისაა. ამასთან, ლ--–-------–--ის ჩვენებაზე მითითებით დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს გარდაცვლილისათვის სასიკვდილო დაზიანებების მიყენება არ შეეძლო სუსტი ფიზიკური აღნაგობის გამო, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს რადაგან:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-------–---–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მკვლელობამდე ერთი თვით ადრე მეუღლისგან შეიტყო, რომ მი------------------ ბ---------------ისგან ნათხოვარი ჰქონდა მობილური ტელეფონი, რომელზეც დაურეკავს ნ--------------–---–ს და ბ---------------ე უკითხავს, ტელეფონზე საუბრისას ნ--------------–---–ს მის მეუღლესთან მოსვლია კამათი, უგინებია უცენზურო სიტყვებით და უთქვამს: „შენ და ბ------ ჩემი დის საყვარლები ხართ და თავი დაანებეთო“. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, როდესაც იგი ბ---------------ესთან და მი------------------თან ერთად იმყოფებოდა, ნ--------------–---–მა ბ---------------ის მობილურ ტელეფონზე ისევ დარეკა. ნ--------------–---–ი ბ---------------ეს ზემოხსენებულ თემაზე ეკამათებოდა და აგინებდა: „ჩემი და ქმარმა სცემა და სახლიდან გამოაგდო, მ------- დამალაპარაკე, ხელს რომ გაფარებსო“. მ-----------------ე ტელეფონზე დაელაპარაკა ნ--------------–---–ს, რა დროსაც ნ-------- კვლავ აგინებდა და მოითხოვდა, რომ ქ. გორში მასთან შესახვედრად ჩასულიყო. ბ------ გვარამაძის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მ-----------------ე მასთან ერთად მუშაობდა მშენებლობაზე ქ.თბილისში. დაზარალებულს თავისი მობილური ტელეფონი ლომბარდში ჰქონდა დოტოვებული. ამიტომ დროებით სარგებლობდა ბ---------------ის ტელეფონით. 2017 წლის ივნისში ბ---------------ე მშენებლობაზე ზედა სართულზე მუშაობდა. როდესაც დაბლა ჩამოვიდა, მ-----------------ემ შეატყობინა, რომ მის მობილურ ტელეფონზე დარეკა ნ--------------–---–მა, რომელმაც უწმაწური სიტყვებით მიმართა და შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო ბ---------------ემ დაურეკა ნ--------------–---–ს და უსაყვედურა. შემდეგ ბ---------------ე სოფელში გაემგზავრა, მოგვიანებით კი ძმისგან - გ----------------ისგან შეიტყო, რომ 2017 წლის 25 ივლისს მი------------------ ჩხუბი მოსვლია ნ--------------–---–თან და ნ--------------–---–ს მ-----------------ე ცემით მოუკლავს.

 

როგორც დაზარალებულის მეუღლე, ასევე ბ------ გ--------- ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ გარდაცვალებამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მ-----------------ე სარგებლობდა ბ------ გვარამაძის კუთვნილი ტელეფონით, რა დროსაც გარდაცვლილსა და მსჯავრდებულს შორის ადგილი ჰქონდა უსიამოვნო სატელოფონო საუბარს. ამასთან, ორივე პირი მკაფიოდ უთითებს, რომ აღნიშნულის შემდეგ ბ------ გ---------მ დაურეკა ნ--------------–---–ს და უსაყვედურა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამ ფაქტობრივ გარემოებებს (ბ------ გ---------ს, მსჯავრდებულსა და გარდაცვლილს შორის შემდგარ სატელეფონო საუბრებს) ადასტურებს მ-----------------ის დედაც. ლ--–-------–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მსჯავრდებულსა და გარდაცვლილს შორის რამდენჯერმე იყო შეურაცხმყოფელი საუბრები, რის გამოც ბ------ გ---------მ მსჯავრდებულს უსაყვედურა. ამდენად, მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია - მსჯავრდებულსა და გარდაცვლილ პიროვნებას შორის არსებულ სატელეფონო კომუნიკაციებთან, ასევე ბ------------------ს აღნიშნულ საუბრებთან მიმართებით, ერთმანეთის თანხვედრია და წარმოაჩენენ ერთ საერთო სურათს.

 

დაცვის მხარე აპელირებს, რომ ლ--–-------–--ის ჩვენების თანახმად მსჯავრდებულს არ შეეძო ფიზიკური დაზიანების მიყენება გარდაცვლილისთვის მისი სიმაღლის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ გარდაცვლილის ფიზიკური აღნაგობის - სიმაღლის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებული იყო გარდაცვლილზე უფრო დაბალი, უალტერნატივოდ ვერ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მსჯავდებული ვერ შეძლებდა გარდაცვლილისთვის ფიზიკური დაზიანებ(ებ)ის მიყენებას. მითითებული გარემოებების შეფასება უნდა მოხდეს შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენების/სურათის გაანალიზებით. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული როგორც მსჯავრდებულის, ისე გარდაცვლილის ფიზიკური მდგომარეობა, მათი მოქმედება კონრეტულ სიტუაციაში, ფიზიკური დაპირისპირებისას გამოყენებული ხერხი, მეთოდი, საგანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, მ-----------------ე მსჯავრდებულთან შეხვედრამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში რესტორანში მიირთმევდა ალკოჰოლურ სასმელს - ლუდს და არაყს, ხოლო რესტორნიდან გასვლის შემდეგ ის იყო მთვრალ მდგომარეობაში, რასაც მოწმეების ჩვენებების გარდა ადასტურებს სუპერმარკეტ ,,მაგნიტიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერიც, სადაც კარგად ჩანს, რომ მსჯავრდებულთან შეხვედრამდე დაზარალებულს უჭირდა ფეხზე დგომა და ბარბაცებდა. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩენილი იქნა 2.25 % ეთილის სპირტი. ამ გარემოებების შეფასება ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულთან შეხვედრისას გარდაცვლილი იყო ისეთ მდგომარეობაში (უჭიდა ფეხზე დგომა და ბარბაცებდა), რომ თავდაცვითი წინააღმდეგობის გაწევის უნარი ან, პირიქით, ვინმესთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა დაქვეითებული ჰქონდა. გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ მოწმეთა ჩვენებების თანახმად ნ--------------–---–ი მ-----------------ის წაქცევის შემდეგაც აგრძელებდა მის ცემას.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის არგუმენტაციაზე, რომლითაც იგი ,,მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა“ და ,,ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური)“ დასკვნებზე დაყრდნობით გამორიცხავს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, რადგან მიიჩნევს, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნებში ასახული ინფორმაციით არ იქნა დადგენილი მსჯავრდებულსა და გარდაცვლილს შორის კონტაქტი/შემხებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე პირი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვენის შესადგენად მოიწვევა მხარის მიერ, ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ, რაც გულისხმობს იმ გარემოებას, რომ მოცემული საკითხის შეფასებისას ექსპერტი მის მიერ საკვლევ ობიექტთან მიმართებით არის უფრო მეტი გამოცდილების და კომპეტენციის მქონე პირი, ვიდრე ეს შესაძლებელია, იყოს დაცვის და ბრალდების მხარე, რის გამოც ექსპერტი მის მიერ განხორცილებული კვლევისა და შესაბამისი დასკვნის გარშემო აკეთებს მხარეთა და პროცესის მონაწილეთათვის გასაგები ფორმით განმარტებებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. საგულისხმოა ისიც, რომ იმისთვის რათა არასარწმუნო და არადამაჯერებლად იქნას მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტთა მიერ საქმის არსებითი სხდომაზე მიცემული ჩვენება, საჭიროა საპირისპირო გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურება (მოცემულ შემთხვევაში ისიც, რომ დაცვის მხარის მიერ სხვა მტკიცებულებები: ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ. რომლებიც გახდებოდა მოცემულ დასკვნაში ან ექსპერტის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა).

 

მოცემული გარემოების მხედველობაში მიღებით პალატა შეაფასებს საქმეში არსებული ,,მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა“ და ,,ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური)“ ექსპეტიზის დასკვნებში ასახულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნებით მართალია, არ არის აღმოჩენილი გარკვეული მიკრონაწილაკები და გარდაცვლილსა და მსჯავრდებულს შორის ურთიერთგარდამავალი სხვა კვლები, თუმცა ამ ექსპერტიზის დასკვნებში არათუ კატეგორიული ფორმით, არამედ ირიბადაც არ არის გამორიცხული მსჯავრდებულის და გარდაცვლილის ურთიერთშემხებლობის შესაძლებლობა. გარკვეულ ობიექტზე კონკრეტული კვალის, გენეტიკური პროფილის თუ მიკრონაწილაკების დაფიქსირება/გადასვლა დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე, როგორიც შეიძლება იყოს ამინდი, ობიექტის ზედაპირი (ობიექტი ხაოიანია თუ გლუვი), ობიექტთან კონკრეტული პირის შემხებლობის ინტენსივობა, ობიექტზე ზემოქმედება და ა.შ.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არა არის დადგენილი, კონფლიქტური სიტუაციის დროს მსჯავრდებულსა და გარდაცვლილს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას ურთიერთშემხებლობისას რა მიზეზით/ფაქტორით არ მოხდა შესაბამისი მიკრონაწილაკების თუ გენეტიკური პროფილების აღმოჩენა საკვლევ ობიექტ(ებ)ზე. ასევე არ არის დადგენილი, ურთიერთშეხებისას კონფლიქტური სიტუაციის გათალისწინებით აუცილებლად უნდა მომხდარიყო თუ არა გარდამავალი ნიმუშების აღმოჩენა ობიექტებზე და ა.შ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები აპრიორი არ გამორიცხავენ იმ გარემოებას, რომ კონფლიქტური სიტუაციის დროს მსჯავრდებულს შემხებლობა არ ჰქონია გარდაცვლილთან. უფრო მეტიც, გ-----------------ის, გ------------–-----–---–ის და დ------------–---–ის ჩვენებებით ნათლად დგინდება, რომ ჩხუბის დროს მსჯავრდებული ურტყამდა მ-----------------ეს, რაც ასევე დასტურდება საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უადავოდ მიჩნეული ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით ნათელია, რომ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე. რადგან მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ამასთანავე, მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებების გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებს, ვერ გაიზიარებს.

 

აღნიშნავია ისიც, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი/კანონიერი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტებს, რასაც პალატა სრულიად იზიარებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ჩხუბის დაწყების შემდეგ განვითარებული მოვლენები. როგორც ფიზიკური დაპირისპირების თვითმხილველი პირები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ მ-----------------ე იყო ძირს წაქცეული, მას ურტყამდა მსჯავდებრული, რომელიც არ ჩერდებოდა და აგრძელებდა დარტყმებს წაქცეულის სხეულზე სხვადასხვა ადგილებში, რაც ობიექტური პირისათვის საკმარისობის თვალსაზრისით ნათლად მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის ქმედებები მიმართული იყო დაზარალებულისათვის არა მხოლოდ სხეულის დაზიანების მიყენებისკენ. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ თავის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვებოდა მ-----------------ის სიკვდილი (რომლის ჩადენის მოტივი (შურისძიება) მას აღეძრა სიტყვიერი დაპირისპირებისას) და სურდა ამ შედეგის დადგომა. აღნიშნულს ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, ლოკაცია და სიმძიმე, ასევე ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის უგონო მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად მსჯავრდებული მაინც განაგრძობდა მისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენებას მანამ, სანამ შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა იგი არ მოაშორეს ძირს დავარდნილ უგონო მდგომარეობაში მყოფ (შესაბამისად, წინააღმდეგობის გაწევის უნარის არმქონე) მი------------------.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასევე ვერ გაზიარებს დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით, ნაცვლად 108-ე მუხლისა, რადგან კონფლიქტური სიტუაციის წინარე გარემოებები და მსჯავრდებულის მიერ შემთხვევის დროს განხორციელებული მოქმედებები ცალსახად მიუთითებენ მასზედ, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის დადგენილი ყველა ობიექტური და სუბიექტური გარემოება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს მსჯავრდებულის ბრალეულობაში მისთვის წარდგენილ ბრალდებაში - განზრახ მკვლელობაში.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).

 

პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ნ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნ--------------–---–ის ქმედება შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ--------------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განაჩენი ნ--------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ნ--------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ნ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 26 ივლისიდან.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია

 

ნივთმტკიცება:

 

გ----------------ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, მ-----------------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ლ--–-------–---ს;

 

ლ-----------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მაისური, შარვალი და ქამარი დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ლ-----------–---–ს;

 

დ----------------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს - დ----------------–---–ს;

 

ლ-------------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ლ-------------–---–ს;

 

გ----------------ისგან ამოღებული ავტომანქანა „მერსედესი“, სახელმწიფო ნომრით „----------, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს - გ----------------ეს;

 

ნ--------------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ნ--------------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

დ------------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს - დ------------–---–ს.

 

მ-----------------ის ავადმყოფობის ამსახველი დოკუმენტაცია, შპს „-------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ DVD დისკზე, შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე, შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე და შპს „მობიტელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ნერწყვის, სახის და ხელების ანაწმენდები, ხელის ანაბეჭდები, ხელის ფრჩხილები, თმების და სისხლის ნიმუშები განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

გ. ჯეირანაშვილი