განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002349623
საქმე №1ბ/1070-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ
მოსამართლეები: ნინო სანდოძის
ნათია ბარბაქაძის
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ------------–---–ის
მსჯავრდებულ: ს--------------------ის
ადვოკატების: ჯ-------------ის და პ--------------–--ის
თარჯიმნის: ზ---------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ს--------------------ის ინტერესების დამველი ადვოკატების - ჯ-------------ის და პ--------------–--ის, ასევე ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----–------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №004080218006) ს-------------–------------------------ მიმართ. ს--------------------ი დაბადებულია 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: გ----------------------------–-----------–---------------------–------------------–------------–-----------–-----------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტი და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს--------------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.
ს--------------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის განაჩენით ს--------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. იყო რა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევი, ს--------------------მა გამოძიებით დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. კერძოდ: 2018 წლის 08 თებერვალს, 16:05-16:21 საათების შუალედში ქ.თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, გ-------–---–------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება წონით 6,46 გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობამ შეადგინა 2,96 გრამი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით:
ს--------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილისა „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წელი პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ ს--------------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ს--------------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 10 (ათი) წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 (ათი) წლის ვადით.
ს--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 08 თებერვლიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მსჯავრდებულ ს--------------------ის ინტერესების დამველმა ადვოკატებმა ჯ-------------ემ და პ--------------–--ემ, ასევე ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----–------–მა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარით მოითხოვაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით, რადგან პროკურორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინტენსივობა (არაერთგზისობა), დანაშაულებრივი ქმედების მნიშვნელობა და დამნაშავის პიროვნება, რა დროსაც მხედველობაში მისაღებ გარემოებად მიიჩნევს იმასაც, რომ მსჯავრდებულმა განახორციელა ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის პერიოდში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ ს--------------------ისთვის ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ს--------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 9 ივლისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ შეცვლა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის შემცირება, ასევე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის გამო ყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილის ჩათვლა პირობით მსჯავრად, რადგან მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი, მისი მამა არის მძიმე ავადმყოფი, საჭიროებს რამდენიმე ოპერაციას და მუდმივ მკურნალობას, ასევე მასაც გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი ს--------------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის კუთხით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამ თვალსაზრისით სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს--------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების - მოწმეების: ზ------ ე-–----–---–-ს, უ–---- ბ----–---–-ს და ს----- ბ-–---–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 8 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 8 თებერვლის ბრალდებულის დაკავების ოქმით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 8 თებერვლის გამოკვლევის N7----- დასკვნით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 9 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N221/სქ-3------ დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 6 მარტის ბილოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ს--------------------ის აღიარებითი ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს--------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება. ზემოხსენებული მტკიცებულებები საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებზე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა ზემოაღნიშნული ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ ს--------------------ს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
პალატა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელის (საქმეში არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით) პროპორციულობის და ადექვატურობის შეფასებამდე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს უნიშნავს საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რა დროსაც მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილებული იქნას საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის დანაწესზე, სადაც მკაფიო ფორმით მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან სხვა, უფრო მსუბუქის სახის სასჯელის შეფარდება დამნაშავეზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.
მითითებული გარემოების შეფასების და გაანალიზების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მოთხოვნაზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს, რასაც პალატა უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგან დადგენილია, რომ მსჯავრდებულს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილისა „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია სასჯელები - თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გარემოების შეფასება ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის უმდაბლესი ზომა. მნიშვნელოვანია, ყურადრება მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა საპროცესო შეთანხმების დადება. შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დამნაშავეს დაუნიშნოს სანქციით განსაზღვრული სასჯელის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, რის გამოც დაცვის მხარის ზემოაღნიშნული არგუმენტები მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირების შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოცა მას პალატა ვერ გაიზიარებს.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას იმასთან მიმართებით, რომ მსჯავრდებულს სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, რადგან აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილის გამოსაყენებლად კანონმდებელი აწესებს გარკვეულ მოთხოვნათა/პირობათა კუმულაციურად არსებობას, კერძოდ, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ: 1) ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), 2) ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და 3) თანამშრომლობს გამოძიებასთან.
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ მსჯავრდებულს 2018 წლის 8 თებერვალს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც სხვადასხვა ნივთებთან ერთად მსჯავრდებულისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები, ე.ი. მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას. დადგენილია ისიც, რომ პირადი ჩხრეკის შემდეგ მოხდა მსჯავრდებულის დაკავება, ხოლო შემდეგ კი მოხდა მისი გამოკითხვა, რა დროსაც მან გამოძიებას მისცა აღიარებით ჩვენება, თუმცა მიუთითა, რომ საგამოძიებო ორგანოსთან ითანამშრომლებდა (იმ პირის დადგენის კუთხით, ვისგანაც შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები) მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადებულა. მსჯავრდებულის მხრიდან საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირის დასახელება არ მომხდარა, რაც გამორიცხავს ზემოაღნიშნული მუხლის გათვალისწინებული პირობების/მოთხოვნების ერთობლივად/კუმულაციურად არარსებობის ფაქტს, რის გამოც პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისათვის დაწესებული წინაპირობები.
ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომლის ჩადენასაც მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს მსჯავრდებული იმყოფებოდა პირობით მსჯავრად განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის პერიოდში. აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ამასთან, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ს--------------------ის პიროვნების, ოჯახური მდგომარეობის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის შეფასებით და სასჯელის იდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლებით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით კანონმდებლის მიერ დადგენილი სტანდარტის (სასჯელების შთანთქმის პრინციპის) გათალისწინებით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავდრებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა, მითითებული სასჯელით უზრუვნელყოფილი იქნება მსჯავრდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
რაც შეეხება ბრალდების მხარის - აპელანტის მითითებას იმასთან მიმართებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამამძიმებელი გარემოება - არაერთგზისობა და ამოღებული ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობა, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლში კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული.
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან მსჯავრდებულ ს--------------------ის მიერ განხორციელებული ქმედებები - დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა არაერთგზის, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს (დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს/ნიშნებს), აღნიშნული გარემოება მსჯავრდებულ ს--------------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას როგორც პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო სხვა გარემოებები - მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთშეჯერების ფორმით იქნა შეფასებული/გაანალიზებული, არ იძლება მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გაზრდის აუცილებლობის საფუძველს. შესაბამისად (იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებელი უფრო მკაცრი სასჯელის სახის გამოყენების აუცილებლობას ხსნის მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.შესაბამისად, ბრალდების მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების შესახებ დაუსაბუთებელია, რის გამოც საპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს პალატა ვერ გაიზიარებს.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზღუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი ს--------------------ის მიმართ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციის თვალსაზრისით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი ს--------------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკოს მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით, 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს-----ი----- ი----------ის ინტერესების დამველი ადვოკატების ჯ-------------ის და პ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქ.თბილისი ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----–------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი ს--------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ს--------------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წელიპირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, ბრალდებულ ს--------------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ცნობად იქნას მიღებული, რომ ს--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 08 თებერვლიდან.
ს--------------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 10 (ათი) წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 (ათი) წლის ვადით.
ნივთმტკიცება:
ორი ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პაკეტი მასში მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერებით დალუქული სახით, ასევე ს--------------------ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მ--- განყოფილებაში, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ს--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 40 (ორმოცი) ლარი, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მ--- განყოფილებაში, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე
ნ.სანდოძე