განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
330100118002603354
ინსტანცია
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002603354

საქმე №1ბ/1295-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

6 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ვ----–---------- (პირადი №6----------), დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: გ---------------------------------------------------------------ში; ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------------–-----–------–-.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ახალი რედაქცია).

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------–--ემ და მსჯავრდებულ ვ----–----------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო-----------–---–მა.

 

ბრალდების მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მსაჯვრდებულისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პირობით მსჯავრად ჩათვლის გარეშე; ხოლო დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის - პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შეცვლას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის ივლისში ქ--------–-------------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში, ვ----–----------მ, შელაპარაკებისას, მეუღლეს ხ--------------ს, ხელი დაარტყა სახეში და ტელევიზორის პულტი ძლიერად ჩაარტყა თავში, რითაც ხ--------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 12 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ვ----–---------- მეუღლეს ხ--------------ს სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ არ შეურიგდებოდა. 2018 წლის 12 ივლისს, დილის საათებში, ვ----–----------მ ტელეფონით დაურეკა მისი და ხ--------------ს შვილს - ს--–------------ს და დაემუქრა, რომ მოდიოდა სენაკიდან და ხ--------------ს ყელს გამოჭრიდა. 2018 წლის 14 ივლისს და 15 ივლისს ქ. თბილისში, ვ---------–-----------------------------------------------ში ვ----–---------- მეუღლეს - ხ--------------ს პირადად დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მშობლების სახლის გადაწვით, თუ ხ-------------- არ შეურიგდებოდა. ასევე 2018 წლის 1 აგვისტოს, საღამოს საათებში ქ. თბილისში ვ---------–-----------------------------------------------ში ვ----–----------მ შვილს - ს--–------------ს უთხრა, რომ ქ. ფოთში მდებარე მათი ოჯახის ბინის გადაუფორმებლობის შემთხვევაში მოკლავდა ხ--------------ს და გადაწვავდა მისი მშობლების სახლს. ვ----–----------ს მუქარა ხ--------------მ ყველა შემთხვევაში აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ვ----–----------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეების - ხ--------------ს, მ--–----------–--ის, კ---------------ს, ლ------------------ს, ვ----------------ის, ლ-–---------ს, ს--–------------ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, დათვალიერების ოქმებით, 2018 წლის 2 აგვისტოს შემაკავებელი ორდერით, თავად ბრალდებულის აღიარებით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ----–----------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ----–----------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული სააქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია); მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ახალი რედაქცია).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ----–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საქმეზე არსებული მტკიცებულებები არ გადახადა სადაო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას, დაზარალებულს მასთან პრეტენზია არ აქვს.

 

ვ----–----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ის, რომ დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა შემაკავებელი ორდერის პირობებში.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, ვ----–----------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის გლდანი-ნაძალდევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ვ----–----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ვ----–---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ახალი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად;

 

_ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოსს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ვ----–----------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ----–----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 4 აგვისტოდან 2018 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.

 

ვ----–----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა გაიაროს სავალდებულო სწავლების კურსი, რომელიც ორიენტირებულია ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/