განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2018
საქმის ნომერი
120100118002624549
ინსტანცია
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002624549

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1ბ/1267-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: თ----------------–---–ი (პირადი ნომერი: №4----------), დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები ქ------––----------------–--------------------------–--

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:

თ----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა გ-------–---------მ და მოითხოვა მსჯავრდებულისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

მსჯავრდებულ თ----------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----------------–---–მა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა თ----------------–---–ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე თ----------------–---–მა მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ა---––----------------–-------------ში სტუმრად მისულ ყოფილ მდგმურ ს---------–---ას მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ სპორტული დანიშნულების სასიგნალო-სასტარტო იარაღის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ს---------–---ას გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თ----------------–---–ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ს---------–---ას, მოწმე ჟ--–-----–-–--–--ის ჩვენებებით, ჩხრეკის და ამოღების ოქმებით და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე უდავოდ იქნა ცნობილი, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ----------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ----------------–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია დანაშაული, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

თ----------------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული და კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელებიც, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი.

 

საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას და აქვე პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვლყოფს სასჯელის მიზნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თ----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი არის უკანონო, ლმობიერი და იგი თითქოს არა თუ ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, არამედ ხელს შეუწყობს და სტიმულს მისცემს მსჯავრდებულს ახალი დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულის დასტურად ბრალდების მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად დაუსაბუთებელია, რატომ არის წამახალისებელი და სტიმულის მიმცემი კონკრეტული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ხანგრძლივობით 60 წელს გადაცილებული, უმაღლესი განათლების მქონე, წარსულში ნასამართლობის არ მქონე მსჯავრდებულისთვის. საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მოსამართლეს პრიორიტეტი ყველაზე ნაკლებად მკაცრ სასჯელს მიანიჭოს, მე-3 ნაწილი ავალდებულებს, გაითვალისწინოს პირის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, პიროვნებას, პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაული ჩადენილია მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ჩამოყალიბებული კონფლიქტური ურთიერთობის ფონზე. კონფლიქტის გამწვავებას კი სწორედ დაზარალებულმა შეუწყო ხელი. სწორედ იგი მივიდა მსჯავრდებულთან სახლში და ამ უკანასკნელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის აქტიურობას, რაც ხელს შეუწყობდა მათ შორის ურთიერთობის დაძაბვას. მართალია მსჯავრდებულის ქმედების გასაკიცხაობის ხარისხმა გადააჭარბა იმ დასაშვებ ზღვარს, როცა იგი ხდება სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელი სწორედ დაზარალებულის არამართლზომიერი ქმედება გახდა.

 

სასჯელის სამართლიანობას სასამართლო აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა და შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები ჩადენილი დანაშაულის ხერხი, სასუალება, სიმძიმე, ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი თ----------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის გ-------–--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები „ИЖ-37“ მოდელის სპორტული დანიშნულების სასტარტო იარაღი საქარხნო ნომრით P----, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, კონფისკაციის მიზნით გადაეცეს შესაბამის ორგანოს.

 

ნაკეთობა კორპუსის ქვედა მხარეს წარწერით „В-----“, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ თ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

კანონით დადგენილ ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დ---------–-–---–-ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ 3700 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე ა---––----------------------–-----------------------------

 

არასაპატიმრო სასჯლელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ თ----------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი უნდა განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის გ-------–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი თ----------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

თ----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ თ------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდა;

 

კანონით დადგენილ ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დ---------–-–---–-ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ 3700 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე ა---––----------------------–-----------------------------

 

საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

- „ИЖ-37“ მოდელის სპორტული დანიშნულების სასტარტო იარაღი საქარხნო ნომრით P----, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კონფისკაციის მიზნით გადაეცეს შესაბამის ორგანოს.

 

- ნაკეთობა კორპუსის ქვედა მხარეს წარწერით „В-----“, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

არასაპატიმრო სასჯლელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ თ----------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე