განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
330100114553833
ინსტანცია
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100114553833

საქმე №1ბ/903-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ--------------–--ის,მსჯავრდებულის: ნ----------–-----–---–ის,ადვოკატის: გ--------–-----–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის და მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------–-----–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ნ----------–-----–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–-----------------------–-----------–----------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქციით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ----------–-----–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 14 ივნისს, ქ. თბილისში, ქინძმარაულის ქუჩა №12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ----------–-----–---–მა, შელაპარაკების ნიადაგზე, ი----------ეს, დანის გამოყენებით, მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით:

 

ნ----------–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

ნ----------–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 14 ივნისიდან 2014 წლის 17 ივნისის ჩათვლით.

 

ნ----------–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–--ემ, აგრეთვე, მსჯავრდებულმა ნ----------–-----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--------–-----–--ემ.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ნ----------–-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების კუთხით.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ნ----------–-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის და მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------–-----–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ნ----------–-----–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების – ი----------ის, ლ--------ის, ლ----------–-–---–ის, ნ--------------ის, გ--------------ის, ა---------–---------ის, ტ------–-------–---–ის, გ--------------–---–ის, დ-------------–---–ის, მ----------------ის, დ--------------------ის ჩვენებების, ექსპერტ ს------------–-----ს ჩვენების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის #--------- დასკვნის და სხვა მტკიცებულებების - შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ----------–-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქციით). უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ნ----------–-----–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ნ----------–-----–---–ის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ნ----------–-----–---–ი კონკრეტული ქმედების განხორცილების დროს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ნ----------–-----–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებას - მის მიერ დანის გამოყენებით დაზარალებულ ი----------ისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებას, სადავოდ არ ხდის და აღიარებს, თუმცა დაზარალებული თვითონ დაესხა თავს, აგინა და ცემა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ამდენად, იგი (მსჯავრდებული) იძულებული გახდა, თავის დასაცავად გამოეყენებინა დანა, რა დროსაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ი----------ეს. დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებული ნ----------–-----–---–ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, - ასეთს პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული სასამართლო გამოძიების დროს დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ნ----------–-----–---–ის მიერ დაზარალებულ ი----------ისთვის, დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ი----------ემ აჩვენა, რომ 2014 წლის 14 ივნისს, ვარკეთილის ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, გააჩერა „ოპელის“ მარკის ტაქსი და სთხოვა მძღოლს აფრიკის დასახლებაში გაყვანა. ვინაიდან არ ჰქონდა თანხა, მძღოლს შეუთანხმდა, რომ სახლში მისვლის შემდეგ გადაუხდიდა მგზავრობის საფასურს. როდესაც მის (დაზარალებულის) საცხოვრებელ სახლს მიუახლოვდნენ, სთხოვა მძღოლს თაღში შესვლა, რომელსაც, სავარაუდოდ, ეგონა, რომ მის დაყაჩაღებას აპირებდა, რაზეც ძალიან გაბრაზდა, უწმაწური სიტყვებით მიმართა, შემდეგ ამოიღო დანა, ავტომანქანიდან გადმოვიდა და ღია ფანჯრიდან დანიანი ხელი ჩაარტყა მუცელში, საიდანაც სისხლი წამოუვიდა. დარტყმის შემდეგ თვითონაც (ი----------ე) გადმოვიდა ავტომანქანიდან, მძღოლს (ნ----------–-----–---–ს) დაუჭირა დანიანი ხელი და არ მისცა ხელახლა დარტყმის შესაძლებლობა, ვიდრე მათთან არ მივიდა გ--------------ე, რომელმაც გააშველა ისინი. ვინაიდან დაჭრილი იყო და თავს ცუდად გრძნობდა, ავტომანქანასთან ჩაიკეცა. ამ დროს მოვიდა მისი (დაზარალებულის) მეუღლე, რომელმაც წამოაყენა. გარკვეული მანძილი გაიარა და გონება დაკარგა. მოწმე გ--------------ემ სასამართლოში დაადასტურა ნ----------–-----–---–სა და ი----------ეს შორის მომხდარი კონფლიქტი, კერძოდ, როდესაც მიუახლოვდა მოჩხუბრებს, ნახა, რომ მუხლებზე მდგარ ი----------ეს ტუჩიდან და ხელიდან მოსდიოდა სისხლი, ხოლო ნ----------–-----–---–ს ხელში დანა ეჭირა. მოწმე ა---------–---------მა სასამართლოში აჩვენა, რომ მუშაობდა ხეხილის ბაღში, რა დროსაც დაინახა, როგორ გაჩერდა „ოპელის“ მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლი გადმოვიდა ავტომანქანიდან, მოუარა მეორე მხარეს და გამოაღო კარები, საიდანაც გადმოვიდა მეორე პიროვნება. ახლოს მისულმა (მოწმემ) ნახა, რომ ჩხუბობდნენ მძღოლი და ი----------ე. ამ უკანასკნელს სისხლი მოსდიოდა ხელიდან და ცხვირიდან, ხოლო მძღოლს (ნ----------–-----–---–ს) ხელში ეჭირა სისხლიანი დანა. მოწმე ლ----------–-–---–მა სასამართლოში განაცხადა, რომ 2014 წლის 14 ივნისს, შუადღის საათებში, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაინახა, როგორ გაჩერდა ლურჯი ფერის ფურგუნის ტიპის ტაქსი, საიდანაც გადმოვიდა მძღოლი, მოუარა ავტომანქანას მგზავრის მხრიდან და ურტყამდა მამაკაცს, შემდეგ გამოაღო ავტომანქანის კარი და მამაკაცი გადმოაგდო მანქანიდან. ამ დროს დაინახა, რომ მგზავრი იყო მისი მეზობელი ი----------ე. ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ი----------ესა და მძღოლს შორის გაგრძელდა ჩხუბი. მან (მოწმემ) დაუძახა ი----------ის მეუღლეს ლ--------ეს და ამ უკანასკნელთან ერთად ჩავიდა ეზოში. ეზოში ჩასულმა გაიგონა ლ--------ის ხმა - დაჭრილია და სასწრაფოს გამოუძახეთო. ლ----------–-–---–ის ჩვენება სასამართლოში დაადასტურა მოწმე ლ--------ემ და დამატებით აჩვენა, რომ მისი მეუღლე, ი----------ე დაჭრილი იყო მუცლის, ტუჩისა და ხელის არეში, ხოლო ნ----------–-----–---–ს ეჭირა ხელში სისხლიანი დანა და იწევდა ი----------ეზე. შეკითხვაზე - რა მოხდა, ნ----------–-----–---–მა უთხრა, რომ ი----------ემ არ გადაუხადა მგზავრობის საფასური, რის გამოც იკამათეს. დაჭრილი ი----------ე თავს ცუდად გრძნობდა, იგი ხოხვით მიიყვანა კორპუსამდე, სადაც დაკარგა გონება. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ნ--------------მა. მოწმე ტ------–-------–---–მა სასამართლოში განმარტა, რომ ტაქსის მძღოლია და შემთხვევის დღეს აფრიკის დასახლებაში მიიყვანა მგზავრი, რა დროსაც დაინახა გაჩერებული ავტომანქანა, რომლის მძღოლს ეძიძგილავებოდა მამაკაცი, მარცხენა ხელი მოუჭირა ყელში და მარჯვენა მუშტით ურტყამდა. ავტობუსიდან ჩამოსულმა ორმა ბიჭმა მოჩხუბრები გააშველეს. ერთ-ერთმა ქალბატონმა დაიძახა - დაჭრილიაო და როდესაც შეხედა (ტ------–-------–---–მა) ი----------ეს, ნახა, რომ მას მარცხენა მხარეს ჰქონდა შავი ფერის ლაქა. შემდეგ ეს უკანასკნელი ნახა ძირს დავარდნილი და გათიშული. ბიჭებს სთხოვა, დაერეკათ სასწრაფოში. შემთხვევის ადგილზე მალევე მოვიდა სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

 

სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარე აპელირებს მოწმე ტ------–-------–---–ის ჩვენებაზე და აცხადებს, რომ სწორედ ამ მოწმის ჩვენებით დასტურდება დაზარალებულ ი----------ის მიერ ნ----------–-----–---–ზე თავდასხმის ფაქტი, რა დროსაც ი----------ე გაეკიდა ნ----------–-----–---–ს, ცემა მას და ყელში მოუჭირა ხელი. მოწმე ტ------–-------–---–ის ჩვენების შეფასებისას სააპელაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოწმე ტ------–-------–---–ი არ არის ი----------ესა და ნ----------–-----–---–ს შორის კონფლიქტის დაწყების შემსწრე პირი, არამედ მოწმემ სასამართლოში აჩვენა, რომ, როდესაც შემოუხვია მოსახვევში, დაინახა გვერდულად გაჩერებული მანქანა, რომლის მძღოლსაც ვიღაც მოზრდილი მამაკაცი ეჯაჯგურებოდა და ურტყამდა. პალატა აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დაწყების თაობაზე, სარწმუნოობისა და დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით ხასიათდება მოწმეების - ა---------–---------ისა და ლ----------–-–---–ის ჩვენებები, რომლებიც თანხვედრაშია დაზარალებულ ი----------ის ჩვენებასთან და რომლითაც დასტურდება, რომ ავტომანქანის გაჩერების შემდეგ მძღოლმა (ნ----------–-----–---–მა) შემოუარა მანქანას მგზავრის (ი----------ის) მხრიდან და ამ უკანასკნელს დაარტყა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ, თუკი ი----------ე იქით გაეკიდა ნ----------–-----–---–ს, ცემა მას და ყელში უჭერდა ხელებს, რისი შემსწრეც გახდა მოწმე ტ------–-------–---–ი და რა დროსაც, დაცვის მხარის აზრით, ნ----------–-----–---–ი აღმოჩნდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და იძულებული გახდა, თავის დასაცავად გამოეყენებინა დანა, რატომ ვერ დაინახა მოწმე ტ------–-------–---–მა დანის გამოყენების ფაქტი. ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე დანა არავის ხელში არ დაუნახავს, არც სისხლიანი ი----------ე უნახავს და ამ უკანასკნელს მხოლოდ მაშინ მიაქცია ყურადღება, როდესაც ქალმა დაიძახა, დაჭრილიაო და ნახა შავი ლაქა ი----------ის სხეულზე.

 

როგორც აღინიშნა, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული ნ----------–-----–---–ი მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და რომ იგი თავდამსხმელისგან (ი----------ისგან) იცავდა თავს. პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობაც იწვევს აუცილებელი მოგერიების ფაქტს. ობიექტურად უნდა არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, რომელიც მოიცავს სამ ნიშანს: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: 1. სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, 2. ხელყოფის იმწუთიერობა, 3. ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარმოებების შეფასების შემდეგ, ი----------ესა და ნ----------–-----–---–ს შორის მომხდარი ჩხუბის გარემოებების გათვალისწინებით, მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმები სახეზე არ იყო. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გაჩერების შემდეგ ავტომანქანის მძღოლი ნ----------–-----–---–ი გადმოვიდა ავტომანქანიდან, შემოუარა მას და მძღოლის გვერდით, მგზავრის მხარეს მჯდომ ი----------ეს დაარტყა დანა. შესაბამისად, ნ----------–-----–---–ის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას ადგილი არ ჰქონია და მსჯავრდებული შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. პირიქით, იგი მოულოდნელად თვითონ დაესხა თავს დაზარალებულს, მიაყენა მას დანით სხეულის დაზიანება, რის შემდგომაც დაზარალებულმა გაუწია წინააღმდეგობა და ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს თვითონ მსჯავრდებულმა ნ----------–-----–---–მაც მიიღო სხეულის დაზიანებები (დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №003412414 დასკვნით).

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი ზემოხსენებული მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა თვლის, რომ ნ----------–-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია და მისი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორია. სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის და უტყუარობის, ასევე ნ----------–-----–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ----------–-----–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის პირველი ინსტანციის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, დამდგარი შედეგი და ისე დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომის სასჯელი, რაც ჩაუთვალა პირობით და რაც პალატის დასკვნით, არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების არგუმენტებად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ნ----------–-----–---–ი არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და მის მიმართ დაზარალებულ ი----------ეს გააჩნია პრეტენზია. სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალდების აღნიშნულ მოსაზრებას მითითებული არგუმენტების საფუძველზე სასჯელის გამკაცრების შესახებ.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლებები, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, არ აღიაროს წარდგენილი ბრალდება და ამ უფლებების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. რაც შეეხება დაზარალებულის პრეტენზიას, პალატა აცხადებს, რომ დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებელებები).

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და სამართლებრივ არგუმენტაციას ნ----------–-----–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ----------–-----–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------–-----–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ნ----------–-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

 

ნ----------–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 14 ივნისიდან 2014 წლის 17 ივნისის ჩათვლით;

 

პირობით მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ----------–-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო, გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, სისხლის კვლები, ნ----------–-----–---–ისა და ი----------ის სისხლის ნიმუშები, ავტომობილიდან ამოღებული მიკრონაწილაკები და ხელის კვლები, რომლებიც ინახება ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პერანგი და ნ----------–-----–---–ის ტანსაცმელი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ი----------ის პერანგი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომობილი, რომელიც ჩაბარებული აქვს ნ----------–-----–---–ს, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე