განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002313738
საქმე № 3ბ/1431-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
სააპელაციო საჩივრის ავტორი - სოციალური მომსახურების სააგენტო („შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისიკომისია);
წარმომადგენელი - ს----- ბ-------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე - ვ--–---- შ--------ე;
წარმომადგენელი - ა-–---- გ-------;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ვ--–---- შ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 24 მარტის N-- სხდომის ოქმი ვ--–---- შ--------ის ნაწილში; მოპასუხეს - ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორის კომისიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ--–---- შ--------ისთვის ყოველთვიური დახმარების დანიშვნის თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით; მოპასუხეს - ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორის კომისიას დაევალა ვ--–---- შ--------ის სასარგებლოდ 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 25 აპრილამდე მიუღებელი დახმარების ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. დადგენილია, რომ დუშეთის საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიის მიერ 1981 წლის 1 სექტემბერს შემოწმებულ იქნა, ხოლო 1983 წლის 1 სექტემბერს გადამოწმებულ იქნა ვ--–----ან შ--------ის საერთო და პროფესიული შრომის უნარიანობის დაკარგვის ფაქტი და დადგინდა, რომ წარმოებაში მიღებული ტრავმის შედეგად მოქალაქე ვ--–---- შ--------ის დიაგნოზია - თავის ტვინის ტრავმის შემდგომი ფსიქოზი ჭკუასუსტობის ელემენტებით (საჭიროებს მუდმივ მომვლელს) და მას დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი 100%-ით (ს.ფ. 140).
2.1.2. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ვ--–---- შ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,ბ------–-----–---ას“ დაეკისრა მომვლელის ხარჯების დავალიანების ანაზღაურება 360 ლარის ოდენობით; მოპასუხე შპს ,,ბ------–-----–---ას“ დაევალა ვ--–---- შ--------ისთვის დაენიშნა მომვლელის ხარჯი თვეში 10 ლარის ოდენობით 2004 წლის 2 მარტიდან (ს.ფ. 159-163).
2.1.3. ვ--–---- შ--------ემ არაერთხელ, ბოლოს კი 2016 წლის 5 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აღნიშნა, რომ საწარმოო ტრავმა/პროფესიული დაავადება მიღებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე სა----------–---ს ბ------–-----–---აზე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის განჩინება, რომლითაც შპს ,,ნ-----------“ ცნობილი იყო შპს ,,ბ------–-----–---ის“ უფლებამონაცვლედ; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განჩინება, რომლითაც შპს ,,ნ-----------“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა შპს ,,ნ-----------ს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დგინდებოდა, რომ შპს ,,ბ------–-----–---ა“, ისევე როგორც მისი უფლებამონაცვლე შპს ,,ნ-----------“ იყო სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოები (ს.ფ.32-35; 100-109; 111-118; 122-125).
2.1.4. ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 24 მარტის N-- სხდომის ოქმით, მაძიებლებს, მათ შორის, ვ--–---- შ--------ეს უარი ეთქვა დახმარების დანიშვნაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების შესაბამისად, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და კომისიის ხელთ არსებული მასალები არ აკმაყოფილებდა დახმარების დანიშვნის პირობებს, კერძოდ, არ დგინდებოდა იმ ორგანიზაციის ლიკვიდაცია-სამართალმემკვიდრეობის ფაქტი, რომელშიც მაძიებლები, მათ შორის, ვ--–---- შ--------ე დაინვალიდდა (ს.ფ. 126-134).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, მე-7 და 44-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა დახმარების მიღება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.
სასამართლომ ასევე, მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლზე და მიიჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა იყოს მოსარჩელე ვ--–---- შ--------ის მოთხოვნა ეფუძნება, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხე -,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის უარი დახმარების დანიშვნასა და მიუღებელი დახმარების ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს, თუ არა კანონმდებლობიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილება ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე”. აღნიშნული წესი გულისხმობს დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს დახმარების ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, დახმარება არის პირის ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით.
,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, დახმარების ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) დახმარების გაცემის ორგანიზება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს); გ) დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება.
მითითებული ნორმატიული აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ დუშეთის საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიის მიერ 1981 წლის 1 სექტემბერს შემოწმებულ იქნა, ხოლო 1983 წლის 1 სექტემბერს გადამოწმებულ იქნა ვ--–----ან შ--------ის საერთო და პროფესიული შრომის უნარიანობის დაკარგვის ფაქტი და დადგინდა, რომ წარმოებაში მიღებული ტრავმის შედეგად მოქალაქე ვ--–----ან შ--------ის დიაგნოზია - თავის ტვინის ტრავმის შემდგომი ფსიქოზი ჭკუასუსტობის ელემენტებით (საჭიროებს მუდმივ მომვლელს) და მას დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი 100%-ით.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ვ--–---- შ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,ბ------–-----–---ას“ დაეკისრა მომვლელის ხარჯების დავალიანების ანაზღაურება 360 ლარის ოდენობით; მოპასუხე შპს ,,ბ------–-----–---ას“ დაევალა ვ--–---- შ--------ისთვის დაენიშნა მომვლელის ხარჯი თვეში 10 ლარის ოდენობით 2004 წლის 2 მარტიდან.
მითითებული დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე, დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადებას ყველა საჭირო დოკუმენტებით იხილავს და გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს უწყებათაშორისი კომისია. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და მაძიებელი აკმაყოფილებს დახმარების დანიშვნის პირობებს, მიიღება გადაწყვეტილება დახმარების დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე. ამასთან, დახმარება ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, დახმარების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–---- შ--------ემ არაერთხელ, ბოლოს კი 2016 წლის 5 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დახმარების დანიშვნა, თუმცა უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 24 მარტის N-- სხდომის ოქმით, მაძიებლებს, მათ შორის, ვ--–---- შ--------ეს უარი ეთქვა დახმარების დანიშვნაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების შესაბამისად, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და კომისიის ხელთ არსებული მასალები არ აკმაყოფილებდა დახმარების დანიშვნის პირობებს, კერძოდ, არ დგინდებოდა იმ ორგანიზაციის ლიკვიდაცია-სამართალმემკვიდრეობის ფაქტი, რომელშიც ვ--–---- შ--------ე დაინვალიდდა.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ ტრავმა მიიღო სახელმწიფო საწარმო ,,ს-------------------–--ში“, რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა შპს ,,ბ------–-----–---ა“, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით შპს ,,ნ-----------“ თავის მხრივ ცნობილი იყო შპს ,,ბ------–-----–---ის“ უფლებამონაცვლედ. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც შპს ,,ნ-----------“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა შპს ,,ნ-----------ს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, რაც ასევე დადასტურებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ, როგორც ,,ს-------------------–--ი“, ასევე შპს ,,ბ------–-----–---ა“ და შპს ,,ნ-----------“ იყო სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოები. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ვ--–---- შ--------ე დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი ჰქონდა პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო და ამასთან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ჰქონდა ფულადი გასაცემლის მიღების უფლება, არ არსებობდა მოპასუხის მიერ მისთვის ორგანიზაციის ლიკვიდაცია-სამართალმემკვიდრეობის ფაქტის არარსებობის საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი აქვს ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 24 მარტის N-- სხდომის ოქმი ვ--–---- შ--------ის ნაწილში. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ იქნა მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ--–---- შ--------ისთვის ყოველთვიური დახმარების დანიშვნის თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მორიგ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის ვ--–---- შ--------ის სასარგებლოდ მიუღებელი დახმარების ანაზღაურების დაკისრება 2008 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 25 აპრილამდე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილება არ ითვალისწინებს გასულ პერიოდში წარმოშობილი დავალიანების დაფარვას. აღნიშნული არ გამომდინარეობს არც ბენეფიციარის უფლებიდან „დამატებით მიიღოს სხვა არაფულადი სარგებელი ან/და სხვა ფულადი გასაცემლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, მით უმეტეს, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წინა პერიოდში მისაცემი დახმარების თანხის (დავალიანების) ანაზღაურებას.
სასამართლომ განმარტა, რომ დასახიჩრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი სხვადასხვა პერიოდში რეგულირდებოდა სხვადასხვა ნორმატიული აქტით. 1993 წლიდან 1999 წლამდე კომპენსაციის გაცემის წესს ადგენდა „საწარმოო ორგანიზაციების მიერ საწარმოო ტრამვით გამოწვეული შრომითი დასახიჩრებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №520 დადგენილება; 1999 წლის 09 თებერვალს მიღებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვს ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, ხოლო 2007 წლის 02 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის №53 დადგენილება, რომელიც ასევე შეეხებოდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს. ამ უკანასკნელი ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს “ს-----–----ს” დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებთა შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის N429-ა ბრძანებულებისა და ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში რეგისტრირებული, აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში. ამავე მუხლის მეორე პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის წყდება სარჩოსა და სხვა გასაცემების გაცემის ვალდებულება 2007 წლის 1 მარტიდან, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებზეც არ განხორციელებულა მათი გაცემის ვალდებულების დაკისრება, მითითებული ვალდებულებები აღარ შეიძლება წარმოიშვას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ არცერთი ზემოაღნიშნული აქტი არ შეიცავდა უპირობო დათქმას სარჩოს სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების თაობაზე, რამდენადაც ყველა მათგანში საუბარი იყო „დამსაქმებელზე“ და მის „უფლებამონაცვლეზე“. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით, რომელმაც ასევე არ გაითვალისწინა დამსაქმებლის მიერ ასანაზღაურებელი თანხების/წინა დავალიანების ანაზღაურების საკითხი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 2/3/630), სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 997-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ამ ნორმების თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ პირს, რომელიც თვითონ ან თავისი მუშაკის მეშვეობით სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს. ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, არის ის, ვისი ქმედებითაც დადგა ეს ზიანი ანუ დამსაქმებელი და არა მესამე პირი, მოცემულ შემთხვევაში - სახელმწიფო.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელისთვის დახმარების გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილებით და ნორმატიული აქტების საფუძველზე, დამსაქმებელი ორგანიზაციის საბოლოო ლიკვიდაციამდე, წარმოადგენდა არა მოპასუხის არამედ სხვა სუბიექტის - დამსაქმებლისა და მისი უფლებამონაცვლის ვალდებულებას, რის გამოც აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნეგატიური შედეგები არ შეიძლება დაეკისროს ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დახმარების დანიშვნაზე უარის თქმა სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი დახმარების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 25 აპრილამდე მიუღებელი დახმარების ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი.
აპელანტი მიუთითებს ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის N45 დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა განსაზღვრა დახმარების მიმღებ პირთა წრე და საწარმოები, შესაბამისად სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ვ.შ--------ე, „ს-------------------–--ის ბ------–-----–---ის სამმართველოში“ მიღებული დაზიანების გამო უნდა ჩაითვალოს დახმარების მიმღებ პირად (სუბიექტად) და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი მოკლებულია საფუძველს. დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს). აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი „ს-------------------–--ის ბ------–-----–---ის სამმართველოს“ ლიკვიდაციის და სამართალმემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია ვ.შ--------ეს უწებათაშორისის კომისიის განხილვაზე. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაშიც, უწყებათაშორისი კომისია მოკლებული იქნებოდა სამართლებრივ საფუძველს დაეკმაყოფილებინა ვ.შ--------ის მოთხოვნა ვინაიდან კანონმდებელმა განსაზღვრა ზემოაღნიშნულ დედაგენილებაში ის დაწესებულებები/საწარმოები სადაც პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და ენიშნებათ დახმარება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. დადგენილია, რომ დუშეთის საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიის მიერ 1981 წლის 1 სექტემბერს შემოწმებულ იქნა, ხოლო 1983 წლის 1 სექტემბერს გადამოწმებულ იქნა ვ--–----ან შ--------ის საერთო და პროფესიული შრომის უნარიანობის დაკარგვის ფაქტი და დადგინდა, რომ წარმოებაში მიღებული ტრავმის შედეგად მოქალაქე ვ--–---- შ--------ის დიაგნოზია - თავის ტვინის ტრავმის შემდგომი ფსიქოზი ჭკუასუსტობის ელემენტებით (საჭიროებს მუდმივ მომვლელს) და მას დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი 100%-ით.
4.1.2. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ვ--–---- შ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,ბ------–-----–---ას“ დაეკისრა მომვლელის ხარჯების დავალიანების ანაზღაურება 360 ლარის ოდენობით; მოპასუხე შპს ,,ბ------–-----–---ას“ დაევალა ვ--–---- შ--------ისთვის დაენიშნა მომვლელის ხარჯი თვეში 10 ლარის ოდენობით 2004 წლის 2 მარტიდან.
4.1.3. ვ--–---- შ--------ემ არაერთხელ, ბოლოს კი 2016 წლის 5 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აღნიშნა, რომ საწარმოო ტრავმა/პროფესიული დაავადება მიღებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე სა----------–---ს ბ------–-----–---აზე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის განჩინება, რომლითაც შპს ,,ნ-----------“ ცნობილი იყო შპს ,,ბ------–-----–---ის“ უფლებამონაცვლედ; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განჩინება, რომლითაც შპს ,,ნ-----------“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა შპს ,,ნ-----------ს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დგინდებოდა, რომ შპს ,,ბ------–-----–---ა“, ისევე როგორც მისი უფლებამონაცვლე შპს ,,ნ-----------“ იყო სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოები.
4.1.4. ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 24 მარტის N-- სხდომის ოქმით, მაძიებლებს, მათ შორის, ვ--–---- შ--------ეს უარი ეთქვა დახმარების დანიშვნაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების შესაბამისად, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და კომისიის ხელთ არსებული მასალები არ აკმაყოფილებდა დახმარების დანიშვნის პირობებს, კერძოდ, არ დგინდებოდა იმ ორგანიზაციის ლიკვიდაცია-სამართალმემკვიდრეობის ფაქტი, რომელშიც მაძიებლები, მათ შორის, ვ--–---- შ--------ე დაინვალიდდა.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland). და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ- ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის ყოველთვიური დახმარების დანიშვნისა და 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 25 აპრილამდე პერიოდში მიუღებელი დახმარების ანაზღაურების გაცემის კანონიერება. 2016 წლის 1 აპრილამდე მიუღებელ გასაცემელთან მიმართებით პალატა არ იმსჯელებს, რამეთუ იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა და მხარეთა მიერ სადავოდ არ იქნა გამხდარი.
პალატა მიუთითებს დადგენილ გარემოებებზე, რომ დუშეთის საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიის მიერ 1981 წლის 1 სექტემბერს შემოწმებულ იქნა, ხოლო 1983 წლის 1 სექტემბერს გადამოწმებულ იქნა ვ--–----ან შ--------ის საერთო და პროფესიული შრომის უნარიანობის დაკარგვის ფაქტი და დადგინდა, რომ წარმოებაში მიღებული ტრავმის შედეგად მოქალაქე ვ--–----ან შ--------ის დიაგნოზია - თავის ტვინის ტრავმის შემდგომი ფსიქოზი ჭკუასუსტობის ელემენტებით (საჭიროებს მუდმივ მომვლელს) და მას დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი 100%-ით.
ასევე დადგენილია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ვ--–---- შ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,ბ------–-----–---ას“ დაეკისრა მომვლელის ხარჯების დავალიანების ანაზღაურება 360 ლარის ოდენობით; მოპასუხე შპს ,,ბ------–-----–---ას“ დაევალა ვ--–---- შ--------ისთვის დაენიშნა მომვლელის ხარჯი თვეში 10 ლარის ოდენობით 2004 წლის 2 მარტიდან.
ვ--–---- შ--------ემ არაერთხელ, ბოლოს კი 2016 წლის 5 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დახმარების დანიშვნა, თუმცა უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 24 მარტის N-- სხდომის ოქმით, მაძიებლებს, მათ შორის, ვ--–---- შ--------ეს უარი ეთქვა დახმარების დანიშვნაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების შესაბამისად, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და კომისიის ხელთ არსებული მასალები არ აკმაყოფილებდა დახმარების დანიშვნის პირობებს, კერძოდ, არ დგინდებოდა იმ ორგანიზაციის ლიკვიდაცია-სამართალმემკვიდრეობის ფაქტი, რომელშიც ვ--–---- შ--------ე დაინვალიდდა.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ ტრავმა მიიღო სახელმწიფო საწარმო ,,ს-------------------–--ში“, რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა შპს ,,ბ------–-----–---ა“, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით შპს ,,ნ-----------“ თავის მხრივ ცნობილი იყო შპს ,,ბ------–-----–---ის“ უფლებამონაცვლედ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით შპს ,,ნ-----------“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა შპს ,,ნ-----------ს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, რაც ასევე დადასტურებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. ამასთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ, როგორც ,,ს-------------------–--ი“, ასევე შპს ,,ბ------–-----–---ა“ და შპს ,,ნ-----------“ იყო სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოები.
პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაზე ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე”, რომლის მე-2 მუხლი ადგენს, რომ დახმარება არის პირის ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით.
,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, დახმარების ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) დახმარების გაცემის ორგანიზება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს); გ) დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება.
მითითებული ნორმატიული აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ვ--–---- შ--------ე დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი ჰქონდა პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო და ამასთან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ჰქონდა ფულადი გასაცემლის მიღების უფლება, არ არსებობდა მოპასუხის მიერ მისთვის ორგანიზაციის ლიკვიდაცია-სამართალმემკვიდრეობის ფაქტის არარსებობის საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ სახეზეა ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 24 მარტის N-- სხდომის ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი ვ--–---- შ--------ის ნაწილში. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ იქნა მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ--–---- შ--------ისთვის ყოველთვიური დახმარების დანიშვნის თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
ამდენად, დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება მოსარჩელისთვის ყოველთვიური დახმარების დანიშვნის შესახებ. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2016 წლის მარტში მიმართა სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, თუმცა სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი ზემოაღნიშნული აქტებით მას უარი ეთქვა. პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 997-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ამ ნორმების თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ პირს, რომელიც თვითონ ან თავისი მუშაკის მეშვეობით სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს. ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, არის ის, ვისი ქმედებითაც დადგა ეს ზიანი ანუ დამსაქმებელი და არა მესამე პირი, მოცემულ შემთხვევაში - სახელმწიფო. ამდენად, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დახმარების დანიშვნაზე უარის თქმა სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი დახმარების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 25 აპრილამდე მიუღებელი დახმარების ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5.2. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა